მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 16:51-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, ყოველდღიურებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ჩინეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი ომი იქნება" - ტაივანისთვის ბრძოლა იწყება? რა სცენარისთვის ემზადებიან ქვეყნების ლიდერები (bloomberg)
"თუ ჩინეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი ომი იქნება" - ტაივანისთვის ბრძოლა იწყება? რა სცენარისთვის ემზადებიან ქვეყნების ლიდერები (bloomberg)

2027 წელი - ტა­ი­ვა­ნის სა­ნა­პი­რო­ებ­თან ჩი­ნე­თის სა­ზღვაო ბლო­კა­და იქ­მნე­ბა, კი­ბერ­შე­ტე­ვა აფერ­ხებს კუნ­ძუ­ლის ფი­ნან­სურ სის­ტე­მას, მე­დე­სან­ტე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან სა­ნა­პი­რო აე­როდ­რო­მებ­ზე და ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­მზი­დი ია­პო­ნი­ის პორ­ტს ფლო­ტით ტო­ვებს. F-35 თვითმფრი­ნა­ვე­ბი სამ­ხრე­თის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან - ტა­ი­ვა­ნის­თვის ბრძო­ლა იწყე­ბა - წერს bloomberg-ი.

ეს ჯერ მხო­ლოდ სცე­ნა­რია, ერთ-ერთი იმ მრა­ვა­ლი სცე­ნა­რი­დან, რომ­ლის­თვი­საც პე­კი­ნის, ვა­შინგტო­ნი­სა და ტა­ი­პე­ის ლი­დე­რე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ფაქტს, რომ მო­წი­ნა­ვე ია­რა­ღის შე­საქ­მნე­ლად ჩი­ნეთ­მა მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რი და­ხარ­ჯა, არ­სე­ბობს ეჭვი, რომ სა­ხალ­ხო გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი არ­მია მზად არის ბრძო­ლის­თვის.

  • პენ­ტა­გო­ნის შე­ფა­სე­ბე­ბით, ამ­ჟა­მად ჩი­ნეთს ჰყავს 2,1 მი­ლი­ონ­ზე მეტი მოქ­მე­დი ჯა­რის­კა­ცი, მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი სამ­ხედ­რო და ასე­ვე უდი­დე­სი სა­რა­კე­ტო ძალა, 400-ზე მეტი ხო­მალ­დი და 3100 თვითმფრი­ნა­ვი - ეს ფაქ­ტი მას მსოფ­ლი­ოს უდი­დეს სა­ზღვაო ფლოტს და სი­დი­დით მე­სა­მე სა­ა­ვი­ა­ციო ძა­ლას ხდის. მის­მა ბირ­თვულ­მა მა­რაგ­მა 2021 წელს 400 ქო­ბინს გა­და­ა­ჭარ­ბა და 2035 წლის­თვის 1500-ს მი­აღ­წევს.

ჩი­ნე­თი მი­იჩ­ნევს, რომ ტა­ი­ვა­ნი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი პრო­ვინ­ცი­აა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ კვლავ პე­კი­ნის კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­ექ­ცე­ვა, თუმ­ცა, ტა­ი­ვა­ნი თავს და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვეყ­ნად აცხა­დებს, რო­მელ­საც თა­ვი­სი კონ­სტი­ტუ­ცია და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რე­ბი ჰყავს.

ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სი ძინ­პინ­მა არა­ერ­თხელ თქვა, რომ ტა­ი­ვა­ნი ჩი­ნეთს შე­უ­ერ­თდე­ბა და ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს.

ჩი­ნე­თი­სა და ტა­ი­ვა­ნის ის­ტო­რია

ტა­ი­ვა­ნი პირ­ვე­ლად ჩი­ნე­თის სრუ­ლი კონ­ტრო­ლის ქვეშ მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში მო­ექ­ცა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1895 წელს, პირ­ვე­ლი ჩი­ნურ-ია­პო­ნუ­რი ომის წა­გე­ბის შემ­დეგ, მათ კუნ­ძუ­ლი ია­პო­ნი­ას და­უთ­მეს.

1945 წელს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში ია­პო­ნი­ის და­მარ­ცხე­ბის შე­დეგ, კუნ­ძუ­ლი კვლავ ჩი­ნე­თის სა­კუთ­რე­ბა გახ­და, მაგ­რამ მალე სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­სა და კო­მუ­ნის­ტებს შო­რის სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო. კო­მუ­ნის­ტებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს და 1949 წელს ქვე­ყა­ნა­ზე კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რეს.

ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი ტა­ი­ვან­ში გა­იქ­ცნენ და მომ­დე­ნო რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის მან­ძილ­ზე კუნ­ძულს სწო­რედ ისი­ნი მარ­თავ­დნენ.

ჩი­ნე­თი დღემ­დე ამ­ტკი­ცებს,რომ ტა­ი­ვა­ნი მისი რეს­პუბ­ლი­კა იყო. ტა­ი­ვა­ნე­ლე­ბი კი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ისი­ნი არც თა­ნა­მედ­რო­ვე ჩი­ნე­თის არც ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ნა­წი­ლი არ ყო­ფი­ლან.

ამ­ჟა­მად ტა­ი­ვანს სუ­ვე­რე­ნულ ქვეყ­ნად მხო­ლოდ 13 ქვე­ყა­ნა აღი­ა­რებს. მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ეთ­ნი­კუ­რად ხანი ჩი­ნე­ლე­ბი არი­ან, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­მო­კი­თხვით, 83.2% თავს ტა­ი­ვა­ნე­ლად თვლის, 6.7% ტა­ი­ვა­ნე­ლად და ჩი­ნე­ლად, ხოლო 5.3% - ჩი­ნე­ლად.

რა­ტომ არის ტა­ი­ვა­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის?

ტა­ი­ვანს აქვს თა­ვი­სი მთავ­რო­ბა, კონ­სტი­ტუ­ცია, დრო­შა, ჰიმ­ნი, არ­მია, სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო ძა­ლე­ბი. ტა­ი­ვან­ში პირ­და­პი­რი არ­ჩე­ვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად სამ­ჯერ შე­იც­ვა­ლა. დღეს ტა­ი­ვან­ში აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ტა­ი­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რად, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია.

მსოფ­ლი­ოს ყო­ველ­დღი­უ­რი ელექტრო­ნუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის დიდ ნა­წილ­ში - ტე­ლე­ფო­ნებ­ში, ლეპ­ტო­პებ­ში, სა­ა­თებ­ში, სა­თა­მა­შო კონ­სო­ლებ­ში, ტა­ი­ვან­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ჩი­პე­ბი არის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი. ჩი­პე­ბის ბიზ­ნე­სი არის უზარ­მა­ზა­რი ინ­დუსტრია, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა თით­ქმის 100 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

უკ­რა­ი­ნის გაკ­ვე­თი­ლე­ბი

პე­კი­ნის შეშ­ფო­თე­ბა სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც რუ­სე­თი თავს და­ეს­ხა უკ­რა­ი­ნას.

რუ­სე­თის ომმა უკ­რა­ი­ნა­ში ახა­ლი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი მის­ცა ჩი­ნეთს. სა­ხალ­ხო გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი არ­მი­ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პუბ­ლი­კა­ცი­ებ­მა, ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნეს პე­კი­ნის შეშ­ფო­თე­ბას იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რი კონ­ფლიქ­ტი ტა­ი­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"რუ­სე­თის არ­მი­ას არ შე­უძ­ლია ეფექ­ტუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ომი, სა­დაც მრა­ვა­ლი სახ­მე­ლე­თო ქვე­და­ნა­ყო­ფი ერ­თად მუ­შა­ობს“ - ნათ­ქვა­მია PLA Daily-ის სა­რე­დაქ­ციო გან­ცხა­დე­ბა­ში - "მოს­კოვს ასე­ვე უჭირს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო-სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ე­ბი, რად­გან რუ­სუ­ლი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია ჯარ­თან შე­ზღუ­დუ­ლია“.

პრაქ­ტი­კუ­ლად არ­ცერთ ჩი­ნელ გე­ნე­რალს არ აქვს საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა. PLA-ს არ უნა­ხავს ძი­რი­თა­დი საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი ვი­ეტ­ნამ­თან ომის შემ­დეგ, 1979 წელს.

”ჩი­ნეთს არ ჰქო­ნია ომის გა­მოც­დი­ლე­ბა - ისი­ნი უნდა შე­მოწ­მდეს, სა­ნამ რა­ი­მე სა­ხის სრულ­მას­შტა­ბი­ან შეჭ­რას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ ტა­ი­ვან­ში“, - ამ­ბობს ლი სი­ა­ო­ბინ­გი, ცენ­ტრა­ლუ­რი ოკ­ლაჰო­მას უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­სავ­ლეთ წყნა­რი ოკე­ა­ნის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი - ”მათ სჯე­რათ, რომ ომის გა­მოც­დი­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია არა მხო­ლოდ მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, არა­მედ ერ­თგუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე არ­მი­ის ასა­შე­ნებ­ლად.”

"ჩი­ნე­ლე­ბი დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს დე­ბენ თა­ვი­ანთ არ­მი­ა­ში და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მოქ­მე­დე­ბე­ბის მთელ სპექტრს, რაც ადას­ტუ­რებს მზად­ყოფ­ნას გა­მო­ი­ყე­ნონ სამ­ხედ­რო ძალა იმის­თვის, რომ მი­აღ­წი­ონ სა­სურ­ველს“ - გა­ნუ­ცხა­და ბლუმ­ბერგს აშშ-ის თავ­დაც­ვის მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ კეტ­ლინ ჰიქსმა.

აშშ-ის ჯა­შუ­შე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­სა და პენ­ტა­გო­ნის შე­ფა­სე­ბით, სი ძინ­პინს სურ­ვი­ლია მის­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა კუნ­ძუ­ლის გა­და­ლახ­ვა 2027 წლის­თვის შეძ­ლონ. ჩი­ნე­თის ეჭ­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა ასე­თი კონ­ფლიქ­ტი ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო გა­ხა­დოს, თუნ­დაც მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ტა­ი­ვა­ნის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ფა­სით გა­მარ­ჯვე­ბა შე­იძ­ლე­ბა კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის და­ცე­მას ნიშ­ნავ­დეს. თუ ჩი­ნე­თი პირ­და­პირ შე­იჭ­რე­ბა ტა­ი­ვან­ში, უკ­რა­ი­ნის სცე­ნა­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა.

”სი­მარ­თლე ისაა, რომ არა­ვინ იცის რამ­დე­ნად მზად არის ჩი­ნე­თი ომის და­სა­წყე­ბად“- თქვა კულ­ვერ­მა, CIA-ს ყო­ფილ­მა ანა­ლი­ტი­კოს­მა - "თუ ჩი­ნე­თი ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამს, ეს ალ­ბათ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ომი იქ­ნე­ბა... წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასფურცელა
0

სამოქალაქო ომი 1945 წელს კი არ დაიწყო, განახლდა. ომი დაიწყო 1927 წელს და იაპონიის ოკუპაციის გამო შეწყდა 1936-1945 წლებში. დროებით გაერთიანდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ

ანი
52

ჩინეთი არის სწრაფი ეკონომიკური ზრდაა!! თავისუფალი პოლიტიკა და განვითარება!! დასავლური პოლიტიკა არის, ადამიანების სულიერი და განებრივი დამონება და მასზე ზემოქმედება!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს
ავტორი:

"თუ ჩინეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი ომი იქნება" - ტაივანისთვის ბრძოლა იწყება? რა სცენარისთვის ემზადებიან ქვეყნების ლიდერები (bloomberg)

"თუ ჩინეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი ომი იქნება" - ტაივანისთვის ბრძოლა იწყება? რა სცენარისთვის ემზადებიან ქვეყნების ლიდერები (bloomberg)

2027 წელი - ტაივანის სანაპიროებთან ჩინეთის საზღვაო ბლოკადა იქმნება, კიბერშეტევა აფერხებს კუნძულის ფინანსურ სისტემას, მედესანტეები იკრიბებიან სანაპირო აეროდრომებზე და ამერიკული ავიამზიდი იაპონიის პორტს ფლოტით ტოვებს. F-35 თვითმფრინავები სამხრეთისკენ მიემართებიან - ტაივანისთვის ბრძოლა იწყება - წერს bloomberg-ი.

ეს ჯერ მხოლოდ სცენარია, ერთ-ერთი იმ მრავალი სცენარიდან, რომლისთვისაც პეკინის, ვაშინგტონისა და ტაიპეის ლიდერები ემზადებიან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოწინავე იარაღის შესაქმნელად ჩინეთმა მილიარდობით დოლარი დახარჯა, არსებობს ეჭვი, რომ სახალხო განმათავისუფლებელი არმია მზად არის ბრძოლისთვის.

  • პენტაგონის შეფასებებით, ამჟამად ჩინეთს ჰყავს 2,1 მილიონზე მეტი მოქმედი ჯარისკაცი, მსოფლიოში უდიდესი სამხედრო და ასევე უდიდესი სარაკეტო ძალა, 400-ზე მეტი ხომალდი და 3100 თვითმფრინავი - ეს ფაქტი მას მსოფლიოს უდიდეს საზღვაო ფლოტს და სიდიდით მესამე საავიაციო ძალას ხდის. მისმა ბირთვულმა მარაგმა 2021 წელს 400 ქობინს გადააჭარბა და 2035 წლისთვის 1500-ს მიაღწევს.

ჩინეთი მიიჩნევს, რომ ტაივანი სეპარატისტული პროვინციაა, რომელიც საბოლოოდ კვლავ პეკინის კონტროლის ქვეშ მოექცევა, თუმცა, ტაივანი თავს დამოუკიდებელ ქვეყნად აცხადებს, რომელსაც თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ჰყავს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა არაერთხელ თქვა, რომ ტაივანი ჩინეთს შეუერთდება და ამ მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.

ჩინეთისა და ტაივანის ისტორია

ტაივანი პირველად ჩინეთის სრული კონტროლის ქვეშ მე-17 საუკუნეში მოექცა. მოგვიანებით, 1895 წელს, პირველი ჩინურ-იაპონური ომის წაგების შემდეგ, მათ კუნძული იაპონიას დაუთმეს.

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შედეგ, კუნძული კვლავ ჩინეთის საკუთრება გახდა, მაგრამ მალე სამთავრობო ძალებსა და კომუნისტებს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. კომუნისტებმა გაიმარჯვეს და 1949 წელს ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს.

ნაციონალისტური პარტიის წევრები ტაივანში გაიქცნენ და მომდენო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე კუნძულს სწორედ ისინი მართავდნენ.

ჩინეთი დღემდე ამტკიცებს,რომ ტაივანი მისი რესპუბლიკა იყო. ტაივანელები კი ამტკიცებენ, რომ ისინი არც თანამედროვე ჩინეთის არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი არ ყოფილან.

ამჟამად ტაივანს სუვერენულ ქვეყნად მხოლოდ 13 ქვეყანა აღიარებს. მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად ხანი ჩინელები არიან, ბოლოდროინდელი გამოკითხვით, 83.2% თავს ტაივანელად თვლის, 6.7% ტაივანელად და ჩინელად, ხოლო 5.3% - ჩინელად.

რატომ არის ტაივანი მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის?

ტაივანს აქვს თავისი მთავრობა, კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი, არმია, საჰაერო და საზღვაო ძალები. ტაივანში პირდაპირი არჩევით ხელისუფლება მშვიდობიანად სამჯერ შეიცვალა. დღეს ტაივანში აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს. ყველაფერთან ერთად, ტაივანი ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულია.

მსოფლიოს ყოველდღიური ელექტრონული აღჭურვილობის დიდ ნაწილში - ტელეფონებში, ლეპტოპებში, საათებში, სათამაშო კონსოლებში, ტაივანში დამზადებული კომპიუტერული ჩიპები არის ინტეგრირებული. ჩიპების ბიზნესი არის უზარმაზარი ინდუსტრია, რომლის ღირებულება თითქმის 100 მილიარდი დოლარია.

უკრაინის გაკვეთილები

პეკინის შეშფოთება საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას.

რუსეთის ომმა უკრაინაში ახალი გამაფრთხილებელი ნიშნები მისცა ჩინეთს. სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ოფიციალურმა პუბლიკაციებმა, ნათელი მოჰფინეს პეკინის შეშფოთებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პოტენციური კონფლიქტი ტაივანთან დაკავშირებით.

"რუსეთის არმიას არ შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კომბინირებული ომი, სადაც მრავალი სახმელეთო ქვედანაყოფი ერთად მუშაობს“ - ნათქვამია PLA Daily-ის სარედაქციო განცხადებაში - "მოსკოვს ასევე უჭირს ინტეგრირებული საჰაერო-სახმელეთო ოპერაციები, რადგან რუსული საჰაერო ძალების კოორდინაცია ჯართან შეზღუდულია“.

პრაქტიკულად არცერთ ჩინელ გენერალს არ აქვს საბრძოლო გამოცდილება. PLA-ს არ უნახავს ძირითადი საბრძოლო ოპერაციები ვიეტნამთან ომის შემდეგ, 1979 წელს.

”ჩინეთს არ ჰქონია ომის გამოცდილება - ისინი უნდა შემოწმდეს, სანამ რაიმე სახის სრულმასშტაბიან შეჭრას განახორციელებენ ტაივანში“, - ამბობს ლი სიაობინგი, ცენტრალური ოკლაჰომას უნივერსიტეტის დასავლეთ წყნარი ოკეანის ინსტიტუტის დირექტორი - ”მათ სჯერათ, რომ ომის გამოცდილება აუცილებელია არა მხოლოდ მათი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, არამედ ერთგული, პროფესიონალი და თანამედროვე არმიის ასაშენებლად.”

"ჩინელები დიდ ინვესტიციებს დებენ თავიანთ არმიაში და ახორციელებენ მოქმედებების მთელ სპექტრს, რაც ადასტურებს მზადყოფნას გამოიყენონ სამხედრო ძალა იმისთვის, რომ მიაღწიონ სასურველს“ - განუცხადა ბლუმბერგს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კეტლინ ჰიქსმა.

აშშ-ის ჯაშუშების ხელმძღვანელებისა და პენტაგონის შეფასებით, სი ძინპინს სურვილია მისმა სამხედროებმა კუნძულის გადალახვა 2027 წლისთვის შეძლონ. ჩინეთის ეჭვებმა შეიძლება ასეთი კონფლიქტი ნაკლებად სავარაუდო გახადოს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ტაივანის ხელში ჩაგდება ან ძალიან მაღალი ფასით გამარჯვება შეიძლება კომუნისტური პარტიის დაცემას ნიშნავდეს. თუ ჩინეთი პირდაპირ შეიჭრება ტაივანში, უკრაინის სცენარის თავიდან აცილება პრიორიტეტი იქნება.

”სიმართლე ისაა, რომ არავინ იცის რამდენად მზად არის ჩინეთი ომის დასაწყებად“- თქვა კულვერმა, CIA-ს ყოფილმა ანალიტიკოსმა - "თუ ჩინეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი ომი იქნება... წყარო