საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვარლამ გოლეთიანს არც წინააღმდეგობა გაუწევია პოლიციისთვის და არც აქციაზე არღვევდა საჯარო წესრიგს, უკანონოდ არის დაკავებული" - რას ამბობს ადვოკატი
"ვარლამ გოლეთიანს არც წინააღმდეგობა გაუწევია პოლიციისთვის და არც აქციაზე არღვევდა საჯარო წესრიგს, უკანონოდ არის დაკავებული" - რას ამბობს ადვოკატი

მოძ­რა­ო­ბა "რი­ო­ნის ხე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნის ად­ვო­კა­ტის მა­რი­ამ მაღ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი თავს სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად არ ცნობს.

"პრო­ცე­სი ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა, ვე­ლო­დე­ბით, რომ და­ი­წყე­ბა, თუმ­ცა, რო­დის, არ ვი­ცით. არ გვაძ­ლე­ვენ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. გუ­შინ ვე­სა­უბ­რე ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს. თავს სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად არ ცნობს. მას არც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წე­ვია პო­ლი­ცი­ის­თვის და არც აქ­ცი­ა­ზე არ­ღვევ­და სა­ჯა­რო წეს­რიგს, ის უკა­ნო­ნოდ და და­უ­სა­ბუ­თებ­ლად არის და­კა­ვე­ბუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან რა­ჭის ტყე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ტეს­ტი გრძელ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან მოძ­რა­ო­ბა - “რი­ო­ნის ხე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის” აქ­ცი­ას რა­ჭის ტყე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­თავს. პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მო­თხოვ­ნა გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა და იმის გა­გე­ბა იყო, თუ რა გეგ­მა აქვს უწყე­ბას რა­ჭის ტყე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მო­ქა­ლა­ქე­ებს 18 ნო­ემ­ბერს, რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­დათ გზის გა­და­კეტვის მცდე­ლო­ბა, რისი უფ­ლე­ბაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არ მის­ცეს. გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით 11 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რი­საა მოძ­რა­ო­ბა - “რი­ო­ნის ხე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის” ერთ-ერთი ლი­დე­რი ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი.

სა­კითხს გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­სა­მარ­თად და “ტყუ­ი­ლია, თით­ქოს რა­ჭა­ში ტყე გა­ი­ყი­და”. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­მო­ნა­დი­რეო ლი­ცენ­ზი­ის ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით შე­სა­ბა­მის ვა­დებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
2

უიმეეეეეეეეეეე ..ეგ ვინღაააა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვარლამ გოლეთიანს არც წინააღმდეგობა გაუწევია პოლიციისთვის და არც აქციაზე არღვევდა საჯარო წესრიგს, უკანონოდ არის დაკავებული" - რას ამბობს ადვოკატი

"ვარლამ გოლეთიანს არც წინააღმდეგობა გაუწევია პოლიციისთვის და არც აქციაზე არღვევდა საჯარო წესრიგს, უკანონოდ არის დაკავებული" - რას ამბობს ადვოკატი

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის ადვოკატის მარიამ მაღრაძის განცხადებით, ვარლამ გოლეთიანი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს.

"პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ველოდებით, რომ დაიწყება, თუმცა, როდის, არ ვიცით. არ გვაძლევენ უფლებადამცველებს ინფორმაციას. გუშინ ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს. მას არც წინააღმდეგობა გაუწევია პოლიციისთვის და არც აქციაზე არღვევდა საჯარო წესრიგს, ის უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაკავებული“,- განაცხადა ადვოკატმა.

პარალელურად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა - “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მართავს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგება იყო, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

მოქალაქეებს 18 ნოემბერს, რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა, მათ შორისაა მოძრაობა - “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.

საკითხს განცხადებით გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.