პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კილომეტრობით დანაღმული ველი გადაიარეს და იერიში მტრის იმ პოზიციაზე მიიტანეს, რომელსაც 2014 წლიდან ამაგრებდნენ" - მორიგი გმირობის ამბავი ქართველებზე, რომლებიც უკრაინის ომს შეეწირნენ
"კილომეტრობით დანაღმული ველი გადაიარეს და იერიში მტრის იმ პოზიციაზე მიიტანეს, რომელსაც 2014 წლიდან ამაგრებდნენ" - მორიგი გმირობის ამბავი ქართველებზე, რომლებიც უკრაინის ომს შეეწირნენ
  • ფოტო: რა­მაზ ფე­ტე­ლა­ვა და ბექა ლო­მაშ­ვი­ლი

"ჩემი "ფეტო" და­ი­ღუ­პა მტრის სან­გარ­ში, მტრის პი­რის­პირ და­ი­ღუ­პა. ისე რო­გორც მას ეკად­რე­ბო­და, ნამ­დვილ ქარ­თველ ჯა­რის­კაცს, რო­მე­ლიც 19 წელი ყველ­გან ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რა სამ­შობ­ლოს, სა­დაც კი მისი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს სჭირ­დე­ბო­და და ბო­ლოს უკ­რა­ი­ნა­ში აღეს­რუ­ლა, მის და­უ­ძი­ნე­ბელ მტერ­თან ბრძო­ლა­ში ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის... მის გვერ­დით და­ი­ღუ­პა ბექა ლო­მაშ­ვი­ლი, მა­მით ჰერი, დე­დით გუ­და­მაყ­რე­ლი, სა­უ­კე­თე­სო ვაჟ­კა­ცი, მცოდ­ნე, ერ­თგუ­ლი ქვეყ­ნი­სა და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის... წვა­ნან ახლა ვალ­მოხ­დი­ლე­ბი გვერ­დიგ­ვერდ ცივ მი­წა­ზე, ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბრძო­ლა­ში და­ცე­მუ­ლე­ბი" - ამ ემო­ცი­უ­რი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" უხუ­ცე­სი მებ­რძო­ლი, არ­ჩილ ხო­ფე­რია დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ის დროს რა­მაზ ფე­ტე­ლა­ვა­სა და ბექა ლო­მაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვას.

"დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და მე­ო­მარ ქარ­თველ­თა შო­რის. ორი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, ორი ზეპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გა­მო­ე­ცა­ლა ჩვენს რი­გებს“ - ამის შე­სა­ხებ კი მა­თი­ვე თა­ნა­მებ­რძოლ­მა თორ­ნი­კე გო­გუ­ა­ძემ და­წე­რა, სა­კუ­თა­რი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე.

ბა­ტონ არ­ჩილს, წუ­ხელ სწო­რედ იმ მო­მენ­ტში და­ვუ­კავ­შირ­დი, რო­დე­საც ლე­გი­ო­ნე­რე­ბი ბრძო­ლის ველ­ზე გმი­რუ­ლად და­ცე­მუ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად, ოპე­რა­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. "უნდა შე­ვი­დეთ, თუ გა­მო­ვე­დი, და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი" - მი­თხრა ბა­ტონ­მა არ­ჩილ­მა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ბი­ჭე­ბი ვერ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, მაგ­რამ ჯერ არა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლა... ამ ოპე­რა­ცი­ა­ზე მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით" - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რის და­სა­წყის­ში­ვე ჯა­რის­კა­ცის მა­მამ.

არ­ჩილ ხო­ფე­რია:

- რა­მაზ ფე­ტე­ლა­ვა­სა და ბექა ლო­მაშ­ვილ­თან ერ­თად 8 თვე ვი­ყა­ვი ლე­გი­ო­ნის ბა­ზა­ზე. რა­მაზ­მა 19 წელი იმ­სა­ხუ­რა, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. ერთი წელი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი პენ­სი­ა­ში გას­ვლამ­დე. მი­ა­ტო­ვა ამ­დე­ნი წლის ნა­შე­ნე­ბი კა­რი­ე­რა და დად­გა მტრის პი­რის­პირ. ბექა ლო­მაშ­ვი­ლიც მსა­ხუ­რობ­და ქარ­თულ არ­მი­ა­ში, შემ­დეგ ფრან­გულ ლე­გი­ონ­ში გა­და­ვი­და, მაგ­რამ ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მა­ნაც მი­ა­ტო­ვა კა­რი­ე­რა და შე­მო­უ­ერ­თდა ლე­გი­ო­ნე­რებს, რათა ებ­რძო­ლა ჩვენს მტერ­თან.

ბექა ლო­მაშ­ვი­ლი

- რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, რა იყო მათი მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი?

- ყვე­ლას, ვინც ამ ომში იბ­რძვის, ან გვეხ­მა­რე­ბა, ერთი ამო­ცა­ნა და მი­ზა­ნი აქვს - და­ვა­სუს­ტოთ მტე­რი ბრძო­ლის ველ­ზე და მი­ვაღ­წი­ოთ მთა­ვარ მი­ზანს - გა­ვამ­თლი­ა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო.

- ომი ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა დრო­ში, ყვე­ლა ვე­ლო­დით კონ­ტრშე­ტე­ვას, რო­მე­ლიც ვერ შედ­გა. რო­გო­რი იყო რა­მაზ ფე­ტე­ლა­ვა­სა და ბექა ლო­მაშ­ვი­ლის გან­წყო­ბე­ბი, რო­გო­რია თქვე­ნი გან­წყო­ბა, ხომ არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა მებ­რძო­ლებ­ში "ომით გა­დაღ­ლა"?

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ომით გა­დაღ­ლი­ლი კაცი, ფე­ხით და მხო­ლოდ ავ­ტო­მა­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­და­ივ­ლის კი­ლო­მეტ­რო­ბით და­ნაღ­მულ ველს და მი­ი­ტანს იე­რიშს მტრის იმ პო­ზი­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც 2014 წლი­დან ამაგ­რებ­დნენ, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ჩა­ბე­ტო­ნე­ბუ­ლია და რომ­ლის უკა­ნაც დგას რე­აქ­ტი­უ­ლი არ­ტი­ლე­რია?! ეს გა­ა­კე­თეს რა­მაზ ფე­ტე­ლა­ვამ და ბექა ლო­მაშ­ვილ­მა, სხვებ­თან ერ­თად. და ეს გა­ა­კე­თეს მა­შინ, რო­დე­საც თავ­ზე დრო­ნე­ბი დას­ტრი­ა­ლებ­დათ. მტერ­თან პი­რის­პირ ბრძო­ლა­ში და­ი­ღუპ­ნენ. ისი­ნი იყ­ვნენ ნაღ­დი ქარ­თვე­ლი მე­ობ­რე­ბი, შე­უ­პოვ­რე­ბი და თა­ვი­ან­თი საქ­მის უბად­ლო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმ საქ­მე­ში გა­დაღ­ლა, რა­საც ჰქვია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი?! ამ საქ­მე­ში რა თქმა უნდა, არ დაღ­ლი­ლან რა­მა­ზი და ბექა, და არც სხვე­ბი, ვინც ახლა აქ, ან რე­ზერვში არი­ან. ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა ბო­ლომ­დე, მა­ნამ­დე სა­ნამ ჩვენ ფეხ­ზე ვდგა­ვართ.

რა­მაზ ფე­ტე­ლა­ვა

- სა­ზო­გა­დე­ბის ნა­წი­ლი ამ დრომ­დე სვამს კი­თხვას, რა­ტომ იღუ­პე­ბი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი სხვის ომში?

- ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ქარ­თვე­ლებს ხში­რად უწევ­დათ ბრძო­ლა სხვა­დას­ხვა მი­წებ­ზე, სხვა­დას­ხვა კო­ა­ლი­ცი­ებ­ში. დიახ, რო­დე­საც არ გვყოფ­ნი­და ძალა იმის­თვის, რომ შური გვე­ძია, ან დაგ­ვე­სუს­ტე­ბი­ნა მტე­რი, სა­კუ­თა­რი თა­ვის, ერის, რწმე­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად სხვა­დას­ხვა კო­ა­ლი­ცი­ებ­ში ვიბ­რძო­დით. დღე­საც იგი­ვე ხდე­ბა და თუ მოს­კოვ­თან, ქერჩთან, ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­თან მებ­რძოლ ქარ­თვე­ლებს მი­იჩ­ნევ­დნენ გმი­რე­ბად, სა­მა­მუ­ლო ომის მო­ნა­წი­ლე­ებ­საც კი უწო­დებ­დნენ (სხვა­თა შო­რის, ჩემი ბა­ბუ­ის ძმა, არ­ჩილ, ვა­ლე­რის ძე ხო­ფე­რია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში იბ­რძო­და და და­ი­კარ­გა) ამ დრო­ის ქარ­თველ მე­ომ­რებ­ზე სხვაგ­ვა­რად რა­ტომ ფიქ­რო­ბენ? ქარ­თვე­ლე­ბი ყველ­გან და ყო­ველ­თვის სა­კუ­თა­რი სახ­ლი­სა და სამ­შობ­ლოს­თვის იბ­რძოდ­ნენ. დღე­საც ქარ­თვე­ლი იბ­რძვი­ან მო­სის­ხლე მტრის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც გაგ­ვი­უქ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, გვე­რე­კე­ბო­და მის ომებ­ში, გვარ­თმევ­და ენას, ცდი­ლობ­და ჩვენს ასი­მი­ლა­ცი­ას და შემ­დეგ, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ვი­პო­ვეთ, ყვე­ლა ხერ­ხით ცდი­ლობ­და, ჩვენს დაბ­რუ­ნე­ბას იმ­პე­რი­ა­ში... რო­დე­საც იმ­პე­რი­ა­ში ვერ დაგ­ვაბ­რუ­ნა, სა­კუ­თა­რი პრო­ქ­სი ძა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წაგ­ვარ­თვა ორი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­გი­ო­ნი - შიდა ქარ­თლი და აფხა­ზე­თი, სახ­ლე­ბი­დან გა­მო­ყა­რა ათა­სო­ბით ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე, გა­და­წყვა ბაღ-ბოსტნე­ბი და გა­ა­შე­ნა სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი, ახლა ცდი­ლობს სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოგ­ვა­შო­როს ეს რე­გი­ო­ნე­ბი. ათა­სო­ბით ნა­წა­მებ და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბულ ადა­მი­ან­ზე აღა­რა­ფერს ვი­ტყვი. აი, ამ ურ­დოს ახლა უკ­რა­ი­ნა­ში ვებ­რძვით ქარ­თვე­ლე­ბი, რათა აქ შევ­ძლოთ და­სუს­ტე­ბა და ჩვენ­თან ვე­ღარ შეძ­ლოს ომის წარ­მო­ე­ბა. დღეს ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბი სამ­შობ­ლო­დან შორს, სამ­შობ­ლოს­თვის იბ­რძვი­ან. გავა დრო და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა.

თორ­ნი­კე გო­გი­ა­ძე:

- ბექა ერთი წლის წინ გა­ვი­ცა­ნი, როცა საფ­რან­გე­თის ლე­გი­ო­ნი მი­ა­ტო­ვა და ჩვენს რი­გებს შე­მო­უ­ერ­თდა. მა­ღა­ლი, წარ­მო­სა­დე­გი ბიჭი იყო, გო­ნი­ე­რი და მუ­დამ ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით. ბევ­რს არ ლა­პა­რა­კობ­და, ყუ­რა­დღე­ბით უს­მენ­და ყვე­ლას, ვი­საც კი ოდეს­მე ფრონ­ტი უნა­ხავს და მერე სა­ა­თო­ბით ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი სახე ჰქონ­და. აა­ნა­ლი­ზებ­და მოს­მე­ნილ­სა და გა­გო­ნილს. ბევ­რს ვარ­ჯი­შობ­და. ორ­ძელ­ზე აწე­ვა­ში ან სირ­ბილ­ში ვე­ჯიბ­რე­ბო­დით ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს და მერე ბევ­რსაც ვლა­პა­რა­კობ­დით. რა­მაზ ფე­ტე­ლა­ვაც ბე­ქას­თან ერ­თად გა­ვი­ცა­ნი. ყვე­ლა­ნი ფე­ტოს ვე­ძახ­დით. ქარ­თუ­ლი ჯა­რის სერ­ჟან­ტი იყო. ჭეშ­მა­რი­ტად ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა და სამ­ხედ­რო საქ­მის უბად­ლო მცოდ­ნე იყო.

19 წელი იმ­სა­ხუ­რა არ­მი­ა­ში და არ არ­სე­ბობ­და სა­კი­თხი, რა­ზეც სა­უ­ბა­რი, ან რისი ახ­სნაც არ შე­ეძ­ლო. ვე­რას­დროს შე­ამ­ჩნევ­დი, რომ სამ­ხედ­რო წო­დე­ბით ჩვენ­ზე მაღ­ლა იდგა, რომ რა­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ჩვენ­გან, არას­დროს ამა­ყობ­და, არას­დროს ტრა­ბა­ხობ­და. დღე­ნი­ა­დაგ ბი­ჭებ­ზე ფიქ­რობ­და და მათი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის იღწ­ვო­და. ფეტო ყვე­ლას გვიყ­ვარ­და და ვა­ფა­სებ­დით, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონ­და ბა­ტონ არ­ჩილ ხო­ფე­რი­ას. აი, ეს არის ჯა­რის­კა­ცის ეტა­ლო­ნიო, ხში­რად უთ­ქვამს ჩემ­თვის. მე­ა­მა­ყე­ბოდ­ნენ... იცით, რამ­დენ­ჯერ მით­ქვამს სი­ა­მა­ყით, ესე­ნი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, ჩვენ ასე­თი ბი­ჭე­ბი გვყავს... ასე ფიქ­რობ­დი: როცა ჩვენ წა­ვალთ, ან ბრძო­ლის ველ­ზე და­ვე­ცე­მით, ის და მის­ნა­ი­რე­ბი გა­აგ­რძე­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას-მეთ­ქი. თურ­მე, ჩემ­ზე ადრე წას­ვლა ეწე­რათ. არ ვიცი, რო­გორ და­ა­ფა­სებთ ამ ბი­ჭებს თქვენ ან და­ნარ­ჩე­ნე­ბი, მაგ­რამ მე არას­დროს და­ვი­ვი­წყებ, სა­ქარ­თვე­ლო­ზე დარ­დის­გან შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბულ და და­სევ­დი­ა­ნე­ბულ სა­ხე­ებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
9

დიდება გმირებს!

გინტური
2

ნათელში იყვნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"კილომეტრობით დანაღმული ველი გადაიარეს და იერიში მტრის იმ პოზიციაზე მიიტანეს, რომელსაც 2014 წლიდან ამაგრებდნენ" - მორიგი გმირობის ამბავი ქართველებზე, რომლებიც უკრაინის ომს შეეწირნენ

"კილომეტრობით დანაღმული ველი გადაიარეს და იერიში მტრის იმ პოზიციაზე მიიტანეს, რომელსაც 2014 წლიდან ამაგრებდნენ" - მორიგი გმირობის ამბავი ქართველებზე, რომლებიც უკრაინის ომს შეეწირნენ
  • ფოტო: რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი

"ჩემი "ფეტო" დაიღუპა მტრის სანგარში, მტრის პირისპირ დაიღუპა. ისე როგორც მას ეკადრებოდა, ნამდვილ ქართველ ჯარისკაცს, რომელიც 19 წელი ყველგან ერთგულად ემსახურა სამშობლოს, სადაც კი მისი ქვეყნის ინტერესებს სჭირდებოდა და ბოლოს უკრაინაში აღესრულა, მის დაუძინებელ მტერთან ბრძოლაში ერთიანი საქართველოსთვის... მის გვერდით დაიღუპა ბექა ლომაშვილი, მამით ჰერი, დედით გუდამაყრელი, საუკეთესო ვაჟკაცი, მცოდნე, ერთგული ქვეყნისა და თანამებრძოლების... წვანან ახლა ვალმოხდილები გვერდიგვერდ ცივ მიწაზე, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში დაცემულები" - ამ ემოციური პოსტით გამოეხმაურა "ქართული ლეგიონის" უხუცესი მებრძოლი, არჩილ ხოფერია დონეცკის მიმართულებაზე, შეტევითი ოპერაციის დროს რამაზ ფეტელავასა და ბექა ლომაშვილის დაღუპვას.

"დიდი ტრაგედია დატრიალდა მეომარ ქართველთა შორის. ორი ღირსეული ადამიანი, ორი ზეპროფესიონალი გამოეცალა ჩვენს რიგებს“ - ამის შესახებ კი მათივე თანამებრძოლმა თორნიკე გოგუაძემ დაწერა, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

ბატონ არჩილს, წუხელ სწორედ იმ მომენტში დავუკავშირდი, როდესაც ლეგიონერები ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული თანამებრძოლების გამოსაყვანად, ოპერაციისთვის ემზადებოდნენ. "უნდა შევიდეთ, თუ გამოვედი, დაგელაპარაკები" - მითხრა ბატონმა არჩილმა.

"სამწუხაროდ, ბიჭები ვერ გამოვიყვანეთ, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა... ამ ოპერაციაზე მეტს ვერაფერს გეტყვით" - აღნიშნა საუბრის დასაწყისშივე ჯარისკაცის მამამ.

არჩილ ხოფერია:

- რამაზ ფეტელავასა და ბექა ლომაშვილთან ერთად 8 თვე ვიყავი ლეგიონის ბაზაზე. რამაზმა 19 წელი იმსახურა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი პენსიაში გასვლამდე. მიატოვა ამდენი წლის ნაშენები კარიერა და დადგა მტრის პირისპირ. ბექა ლომაშვილიც მსახურობდა ქართულ არმიაში, შემდეგ ფრანგულ ლეგიონში გადავიდა, მაგრამ ომის დაწყებისთანავე მანაც მიატოვა კარიერა და შემოუერთდა ლეგიონერებს, რათა ებრძოლა ჩვენს მტერთან.

ბექა ლომაშვილი

- როგორი ადამიანები იყვნენ, რა იყო მათი მიზნები და ამოცანები?

- ყველას, ვინც ამ ომში იბრძვის, ან გვეხმარება, ერთი ამოცანა და მიზანი აქვს - დავასუსტოთ მტერი ბრძოლის ველზე და მივაღწიოთ მთავარ მიზანს - გავამთლიანოთ საქართველო.

- ომი ძალიან გაიწელა დროში, ყველა ველოდით კონტრშეტევას, რომელიც ვერ შედგა. როგორი იყო რამაზ ფეტელავასა და ბექა ლომაშვილის განწყობები, როგორია თქვენი განწყობა, ხომ არ შეინიშნება მებრძოლებში "ომით გადაღლა"?

- როგორ წარმოგიდგენიათ, ომით გადაღლილი კაცი, ფეხით და მხოლოდ ავტომატით შეიარაღებული გადაივლის კილომეტრობით დანაღმულ ველს და მიიტანს იერიშს მტრის იმ პოზიციაზე, რომელსაც 2014 წლიდან ამაგრებდნენ, რომელიც მთლიანად ჩაბეტონებულია და რომლის უკანაც დგას რეაქტიული არტილერია?! ეს გააკეთეს რამაზ ფეტელავამ და ბექა ლომაშვილმა, სხვებთან ერთად. და ეს გააკეთეს მაშინ, როდესაც თავზე დრონები დასტრიალებდათ. მტერთან პირისპირ ბრძოლაში დაიღუპნენ. ისინი იყვნენ ნაღდი ქართველი მეობრები, შეუპოვრები და თავიანთი საქმის უბადლო პროფესიონალები. როგორ შეიძლება იმ საქმეში გადაღლა, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის მომავალი?! ამ საქმეში რა თქმა უნდა, არ დაღლილან რამაზი და ბექა, და არც სხვები, ვინც ახლა აქ, ან რეზერვში არიან. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, მანამდე სანამ ჩვენ ფეხზე ვდგავართ.

რამაზ ფეტელავა

- საზოგადების ნაწილი ამ დრომდე სვამს კითხვას, რატომ იღუპებიან გამორჩეული ქართველები სხვის ომში?

- ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ქართველებს ხშირად უწევდათ ბრძოლა სხვადასხვა მიწებზე, სხვადასხვა კოალიციებში. დიახ, როდესაც არ გვყოფნიდა ძალა იმისთვის, რომ შური გვეძია, ან დაგვესუსტებინა მტერი, საკუთარი თავის, ერის, რწმენის გადასარჩენად სხვადასხვა კოალიციებში ვიბრძოდით. დღესაც იგივე ხდება და თუ მოსკოვთან, ქერჩთან, ყირიმის ნახევარკუნძულთან მებრძოლ ქართველებს მიიჩნევდნენ გმირებად, სამამულო ომის მონაწილეებსაც კი უწოდებდნენ (სხვათა შორის, ჩემი ბაბუის ძმა, არჩილ, ვალერის ძე ხოფერია მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და დაიკარგა) ამ დროის ქართველ მეომრებზე სხვაგვარად რატომ ფიქრობენ? ქართველები ყველგან და ყოველთვის საკუთარი სახლისა და სამშობლოსთვის იბრძოდნენ. დღესაც ქართველი იბრძვიან მოსისხლე მტრის წინააღმდეგ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გვერეკებოდა მის ომებში, გვართმევდა ენას, ცდილობდა ჩვენს ასიმილაციას და შემდეგ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა ხერხით ცდილობდა, ჩვენს დაბრუნებას იმპერიაში... როდესაც იმპერიაში ვერ დაგვაბრუნა, საკუთარი პროქსი ძალებზე დაყრდნობით წაგვართვა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი - შიდა ქართლი და აფხაზეთი, სახლებიდან გამოყარა ათასობით ჩვენი მოქალაქე, გადაწყვა ბაღ-ბოსტნები და გააშენა საკუთარი სამხედრო ბაზები, ახლა ცდილობს საბოლოოდ ჩამოგვაშოროს ეს რეგიონები. ათასობით ნაწამებ და გაუპატიურებულ ადამიანზე აღარაფერს ვიტყვი. აი, ამ ურდოს ახლა უკრაინაში ვებრძვით ქართველები, რათა აქ შევძლოთ დასუსტება და ჩვენთან ვეღარ შეძლოს ომის წარმოება. დღეს ქართველი ბიჭები სამშობლოდან შორს, სამშობლოსთვის იბრძვიან. გავა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

თორნიკე გოგიაძე:

- ბექა ერთი წლის წინ გავიცანი, როცა საფრანგეთის ლეგიონი მიატოვა და ჩვენს რიგებს შემოუერთდა. მაღალი, წარმოსადეგი ბიჭი იყო, გონიერი და მუდამ ანთებული თვალებით. ბევრს არ ლაპარაკობდა, ყურადღებით უსმენდა ყველას, ვისაც კი ოდესმე ფრონტი უნახავს და მერე საათობით ჩაფიქრებული სახე ჰქონდა. აანალიზებდა მოსმენილსა და გაგონილს. ბევრს ვარჯიშობდა. ორძელზე აწევაში ან სირბილში ვეჯიბრებოდით ხოლმე ერთმანეთს და მერე ბევრსაც ვლაპარაკობდით. რამაზ ფეტელავაც ბექასთან ერთად გავიცანი. ყველანი ფეტოს ვეძახდით. ქართული ჯარის სერჟანტი იყო. ჭეშმარიტად ძლიერი პიროვნება და სამხედრო საქმის უბადლო მცოდნე იყო.

19 წელი იმსახურა არმიაში და არ არსებობდა საკითხი, რაზეც საუბარი, ან რისი ახსნაც არ შეეძლო. ვერასდროს შეამჩნევდი, რომ სამხედრო წოდებით ჩვენზე მაღლა იდგა, რომ რამით გამოირჩეოდა ჩვენგან, არასდროს ამაყობდა, არასდროს ტრაბახობდა. დღენიადაგ ბიჭებზე ფიქრობდა და მათი პროფესიული განვითარებისთვის იღწვოდა. ფეტო ყველას გვიყვარდა და ვაფასებდით, მაგრამ განსაკუთრებით მოსწონდა ბატონ არჩილ ხოფერიას. აი, ეს არის ჯარისკაცის ეტალონიო, ხშირად უთქვამს ჩემთვის. მეამაყებოდნენ... იცით, რამდენჯერ მითქვამს სიამაყით, ესენი ქართველები არიან, ჩვენ ასეთი ბიჭები გვყავს... ასე ფიქრობდი: როცა ჩვენ წავალთ, ან ბრძოლის ველზე დავეცემით, ის და მისნაირები გააგრძელებენ საქართველოს ისტორიას-მეთქი. თურმე, ჩემზე ადრე წასვლა ეწერათ. არ ვიცი, როგორ დააფასებთ ამ ბიჭებს თქვენ ან დანარჩენები, მაგრამ მე არასდროს დავივიწყებ, საქართველოზე დარდისგან შეფიქრიანებულ და დასევდიანებულ სახეებს.

წაიკითხეთ ასევე: