მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი კარი დაიხურება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ" - არძინბა
"ჩვენი კარი დაიხურება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ" - არძინბა

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ინალ არ­ძინ­ბამ სო­ხუმ­ში მოქ­მე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ოფი­სე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს ურ­თი­ერ­თო­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტრუქ­ტუ­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი, რაც მალე აი­სა­ხე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში - აფხა­ზე­თის პრე­ზი­დენ­ტის ას­ლან ბჟა­ნი­ას ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა­ში.

ინალ არ­ძინ­ბას თქმით, გა­ე­რო-ს სა­ა­გენ­ტო­ებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, ეს აღიქ­მე­ბა, რო­გორც არა­გამჭვირ­ვა­ლე საქ­მი­ა­ნო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვის მცდე­ლო­ბა.

ამას­თან, რო­გორც ინალ არ­ძინ­ბა აცხა­დებს, მათ­თვის, ვი­საც სურს „გა­ა­ნად­გუ­როს აფხა­ზეთ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ად გა­ნი­ხი­ლოს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აფხა­ზე­თის კარი და­ი­ხუ­რე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს USAID-ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს „კრემ­ლის მავ­ნე გავ­ლე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას“, ასე­ვე „სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას“.

არ­ძინ­ბამ მტკი­ცე­ბით, გა­ე­რო-ს სა­ა­გენ­ტო­ე­ბი „აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს“ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლურ მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, რაც დას­ტურ­დე­ბა „პრო­ექ­ტე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პროგ­რე­სით და იმ პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბით, რაც აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დებ­ზე ქვეყ­ნდე­ბა“.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
345
5

პატარა აფხაზებს უფრო მეტის უფლება აქვთ, ვიდრე ჩვენ და ეხლა თქვენ იანგარიშეთ ვინ უფრო ოკუპირებულია.აბა მიდი და თუ შნო გაქვს არასამთავრობოებს აუკრძალე ანტისახელმწიფოებრივი,აგენტურული მუშაობა

გიორგი
1

30 წელზე მეტი გავიდა ომიდან და 30 ნაბიჯით წინ არ არიან წასულები, ეხ...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჩვენი კარი დაიხურება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ" - არძინბა

"ჩვენი კარი დაიხურება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ" - არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთობის აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციის ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება ოფიციალურ დოკუმენტში - აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბრძანებულებაში.

ინალ არძინბას თქმით, გაერო-ს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე.

მისივე თქმით, ეს აღიქმება, როგორც არაგამჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა.

ამასთან, როგორც ინალ არძინბა აცხადებს, მათთვის, ვისაც სურს „გაანადგუროს აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკა ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილოს, უახლოეს მომავალში აფხაზეთის კარი დაიხურება.

მისივე თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას“, ასევე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“.

არძინბამ მტკიცებით, გაერო-ს სააგენტოები „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ, რაც დასტურდება „პროექტების პრაქტიკული განხორციელების პროგრესით და იმ პუბლიკაციებით, რაც აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ქვეყნდება“.