საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გურამ ელიზბარაშვილმა ყაზახეთის მოქალაქის მიმართულებით ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში ჭრილობა" - პროკურატურა
"გურამ ელიზბარაშვილმა ყაზახეთის მოქალაქის მიმართულებით ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში ჭრილობა" - პროკურატურა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გუ­რამ ელიზ­ბა­რაშ­ვილს, რო­მე­ლიც ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქის დაჭ­რის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს, ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი გას­რო­ლის შე­დე­გად, გუ­რამ ელიზ­ბა­რაშ­ვილ­მა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით თა­ვად მი­ი­ყე­ნა მუხ­ლის არე­ში გამ­ჭო­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვის და ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ქ. თბი­ლი­ში,14 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 08:50 სა­ათ­ზე, მას შემ­დეგ, რაც ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქემ ს.მ.-მ შვი­ლი სა­ბავ­შვო ბაღ­ში და­ტო­ვა, ნინო ჟვა­ნი­ას ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მას­სა და ბრალ­დე­ბულ გ.ე.-ს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. კერ­ძოდ, ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქემ ბრალ­დე­ბულს ძაღ­ლის ბაგა-ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სე­ირ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ნიშ­ვნა მის­ცა, რაც კონ­ფლიქ­ტში გა­და­ი­ზარ­და. წარ­მო­შო­ბი­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს, წარ­სულ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლევ­მა გ.ე.-მ, თან­ნა­ქო­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ს.მ.-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულს ორი­ვე ფე­ხის არე­ში მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ამავდრო­უ­ლად, გ.ე.-მ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი გას­რო­ლის შე­დე­გად, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით თა­ვად მი­ი­ყე­ნა მუხ­ლის არე­ში გამ­ჭო­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ე. შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლის დე­დის სახ­ლი­დან. გ.ე.-ს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „რ“ ქვე­პუნ­ქტით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი იმის მიერ, ვი­საც ადრე ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­და ამ კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა) და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კალო
0

განზრხ მკვლელობაზე ნასამართლევი? კი მარა, განზრახ მკვლელობა ან უვადოა, ან მაქსიმუმი, რამდენ წელში გამოვიდა?

ქართველი
46

ზოგი ლუზერი წინა სტატიის კომენტარებში რომ წერდა ალიკაპი არ ეკეთა ალბათო. ამას რა ალიკაპი უნდა გაუკეთო? ინტრიგნების შემოსევაა. ფუ რა. როგორც ვატყობ ტყუილად შარში გახვია ვიღაც ინტრიგანმა. მშვიდად ვერ გაივლი ქალაქში, ავი ხალხით არის სავსე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გურამ ელიზბარაშვილმა ყაზახეთის მოქალაქის მიმართულებით ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში ჭრილობა" - პროკურატურა

"გურამ ელიზბარაშვილმა ყაზახეთის მოქალაქის მიმართულებით ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში ჭრილობა" - პროკურატურა

პროკურატურამ გურამ ელიზბარაშვილს, რომელიც ყაზახეთის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე დააკავეს, ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაზარალებულის მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გურამ ელიზბარაშვილმა გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა.

„საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილიში,14 ნოემბერს, დაახლოებით 08:50 საათზე, მას შემდეგ, რაც ყაზახეთის მოქალაქემ ს.მ.-მ შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასსა და ბრალდებულ გ.ე.-ს შორის კონფლიქტი მოხდა. კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქემ ბრალდებულს ძაღლის ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სეირნობასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. წარმოშობილი კონფლიქტის დროს, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ე.-მ, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან ს.მ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაზარალებულს ორივე ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ამავდროულად, გ.ე.-მ დაზარალებულის მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა.

სამართალდამცველებმა გ.ე. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მეუღლის დედის სახლიდან. გ.ე.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.