FlyOne Armenia Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით მიფრინავდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიზეზი ზვარტნოცის აეროპორტში ნისლია, რომლის გამოც ფრენა შეუძლებელი გახდა.
ამასთან, „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ავიაკომპანია Air Cairo-ს თვითმფრინავი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ვერ ახერხებდა ზვართნოცის აეროპორტში დაჯდომას.
ანუუ ფიქრობთ ხალხი გაგვეწირა??? ყოჩაღ საქართველო!!!!!
უკვე მექსიკის საზღვარივით გახდა თბილისი. ყველა ღარიბ ქვეყანადან ლტოლვილებს აქ უნდათ ჩამოსვლა. ნისლი მიზეზი იყო.