პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორსული და მშობიარე ქალების მძიმე ხვედრი ღაზის სექტორში, სადაც საავადმყოფოების ნახევარზე მეტი არ ფუნქციონირებს: "დაბომბვის ხმების გამო, ბევრმა ქალმა სპონტანური აბორტი განიცადა"
ორსული და მშობიარე ქალების მძიმე ხვედრი ღაზის სექტორში, სადაც  საავადმყოფოების ნახევარზე მეტი არ ფუნქციონირებს: "დაბომბვის ხმების გამო, ბევრმა ქალმა  სპონტანური აბორტი განიცადა"

სამ­ხრეთ ღა­ზა­ში, ერთ-ერთი სკო­ლის თავ­შე­სა­ფარ­ში 24 წლის ქალ­მა იმ­შო­ბი­ა­რა. კე­ფა­ია აბუ სა­ბე­რის­თვის ეს პირ­ვე­ლი შვი­ლია - მას გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. ქალი წარ­მო­შო­ბით ღა­ზის ჩრდი­ლო­ე­თი­და­ნაა და სახ­ლი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა.

დე­დო­ბა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში რთუ­ლია, მაგ­რამ კე­ფა­ი­ას ამის გა­კე­თე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრავ­მის ქვეშ მო­უხ­და.

"ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ში გაქ­ცე­ვა მო­მი­წია. ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. თავ­და­პირ­ვე­ლად ნუ­სე­ი­რა­თის ბა­ნაკ­ში წა­ვე­დით, მაგ­რამ სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბე­ბი ახ­ლოს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - ცხედ­რებს ვხე­დავ­დი, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო“ - ამ­ბობს კე­ფა­ია.

ოჯახ­მა სა­ბო­ლო­ოდ მი­აღ­წია ქუ­ვე­ი­თის სა­ა­ვად­მყო­ფოს, მაგ­რამ სამ­შო­ბი­ა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა და­ი­ხუ­რა. შე­დე­გად, კე­ფა­ია გა­და­იყ­ვა­ნეს ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

  • "სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ბევ­რი მშო­ბი­ა­რე ქალი იყო. ისი­ნი ღა­ზის ყვე­ლა კუ­თხი­დან მო­დი­ოდ­ნენ“ - ამ­ბობს ის- "ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყო, ამი­ტომ ექი­მე­ბი მას მხო­ლოდ მა­შინ იყე­ნებ­დნენ, თუ ტკი­ვი­ლი მარ­თლაც აუ­ტა­ნე­ლი ხდე­ბო­და. მე მშო­ბი­ა­რო­ბა ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლის გა­რე­შე მო­მი­წია.“

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია (WHO) აცხა­დებს, რომ ღა­ზა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს საწ­ვა­ვის ნაკ­ლე­ბო­ბის, და­ზი­ა­ნე­ბის, თავ­დას­ხმე­ბი­სა და და­უც­ვე­ლო­ბის გამო. გა­ე­როს შე­ფა­სე­ბით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 50,000 ორ­სუ­ლი ქა­ლია. ყო­ველ­დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 180 ქალი მშო­ბი­ა­რობს.

ოლა აბუ ოა­ლი­საც შვი­ლის გა­ჩე­ნა ღა­ზის სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს მო­უ­წია:

"ჩემი ბავ­შვი ორი კვი­რი­საა. ის ომის დროს და­ი­ბა­და, სწო­რედ აქ, ამ თავ­შე­სა­ფარ­ში," - ამ­ბობს ის. ოლას კი­დევ ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი ჰყავს. ისი­ნი ამ­ჟა­მად თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რო­ბენ.

"ორი­ვე შვი­ლი ავა­დაა, მუ­ცე­ლი ებე­რე­ბათ და აქვთ ძლი­ე­რი ფა­ღა­რა­თი. უკვე სამ­ჯერ მო­მი­წია მე­ო­რე ბავ­შვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წაყ­ვა­ნა წვე­თო­ვან­ზე, მაგ­რამ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ შეც­ვლი­ლა. წყა­ლი არ გვაქვს. ჩემი შვი­ლის­თვის რძე არ არის. ტუ­ა­ლე­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი აუ­ტა­ნე­ლია“ - ამ­ბობს ოლა.

ვაფა იუ­სეფ ფახ­რი აჰ­მე­დი იმა­ვე თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობს, სა­დაც ოლა.

"ორ­სუ­ლად ვარ. ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლის მე­ში­ნია. მალე მშო­ბი­ა­რო­ბა და­მე­წყე­ბა და ვნერ­ვი­უ­ლობ იმ გა­რე­მო­ზე, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ. ჩვენ არ გვაქვს წყა­ლი ელე­მენ­ტა­რუ­ლი სი­სუფ­თა­ვის­თვის. და­ბომბვის მუდ­მი­ვი ხმე­ბის გამო, ბევ­რმა ქალ­მა გა­ნი­ცა­და სპონ­ტა­ნუ­რი აბორ­ტი. სი­ტუ­ა­ცია აუ­ტა­ნე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით ორ­სუ­ლი დე­დე­ბის­თვის. რა და­ა­შა­ვა ჩემ­მა შვილ­მა? - ის ხომ ჯერ არც კი და­ბა­დე­ბუ­ლა“- ამ­ბობს ვაფა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თქმით, ღა­ზა­ში მშო­ბი­ა­რე ქა­ლე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გაზ­რდაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მა­თი­ვე თქმით, იმა­ტებს სტრე­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი სპონ­ტა­ნუ­რი აბორ­ტე­ბის, მკვდრად­შო­ბა­დო­ბის და ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის რი­ცხვიც.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

ებრაელებო, ნუ ხოცავთ არაბებს. ეგენი თქვენი ძმები არიან. აბრაამის შვილები ხართ ორივე. იბრაჰიმი და აბრაამი ერთი და იგივე პიროვნებაა. ეგ მამაა თქვენი. წაიკითხეთ თორა

~
41

ორსულდ იქნება, აბა, სხვა საქმე მაგათ ,,მეომრების " გაჩენის მეტი არა აქვთ, არცა სთხოვენ, იქნება აწი ეშველოთ რამე

ავტორი:

ორსული და მშობიარე ქალების მძიმე ხვედრი ღაზის სექტორში, სადაც საავადმყოფოების ნახევარზე მეტი არ ფუნქციონირებს: "დაბომბვის ხმების გამო, ბევრმა ქალმა სპონტანური აბორტი განიცადა"

ორსული და მშობიარე ქალების მძიმე ხვედრი ღაზის სექტორში, სადაც  საავადმყოფოების ნახევარზე მეტი არ ფუნქციონირებს: "დაბომბვის ხმების გამო, ბევრმა ქალმა  სპონტანური აბორტი განიცადა"

სამხრეთ ღაზაში, ერთ-ერთი სკოლის თავშესაფარში 24 წლის ქალმა იმშობიარა. კეფაია აბუ საბერისთვის ეს პირველი შვილია - მას გოგონა შეეძინა. ქალი წარმოშობით ღაზის ჩრდილოეთიდანაა და სახლი ოჯახის წევრებთან ერთად ომის დაწყების შემდეგ დატოვა.

დედობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში რთულია, მაგრამ კეფაიას ამის გაკეთება წარმოუდგენელი ტრავმის ქვეშ მოუხდა.

"ერთი ადგილიდან მეორეში გაქცევა მომიწია. ძალიან დაღლილი ვიყავი. თავდაპირველად ნუსეირათის ბანაკში წავედით, მაგრამ სამხედრო შეტაკებები ახლოს მიმდინარეობდა - ცხედრებს ვხედავდი, ეს ძალიან რთული იყო“ - ამბობს კეფაია.

ოჯახმა საბოლოოდ მიაღწია ქუვეითის საავადმყოფოს, მაგრამ სამშობიარო განყოფილება დაიხურა. შედეგად, კეფაია გადაიყვანეს ახლომდებარე საემიროების საავადმყოფოში.

  • "საავადმყოფოში ბევრი მშობიარე ქალი იყო. ისინი ღაზის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ“ - ამბობს ის- "ტკივილგამაყუჩებლების დეფიციტი იყო, ამიტომ ექიმები მას მხოლოდ მაშინ იყენებდნენ, თუ ტკივილი მართლაც აუტანელი ხდებოდა. მე მშობიარობა ტკივილგამაყუჩებლის გარეშე მომიწია.“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ ღაზაში საავადმყოფოების ნახევარზე მეტი არ ფუნქციონირებს საწვავის ნაკლებობის, დაზიანების, თავდასხმებისა და დაუცველობის გამო. გაეროს შეფასებით, ტერიტორიაზე დაახლოებით 50,000 ორსული ქალია. ყოველდღიურად დაახლოებით 180 ქალი მშობიარობს.

ოლა აბუ ოალისაც შვილის გაჩენა ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მოუწია:

"ჩემი ბავშვი ორი კვირისაა. ის ომის დროს დაიბადა, სწორედ აქ, ამ თავშესაფარში," - ამბობს ის. ოლას კიდევ ერთი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს. ისინი ამჟამად თავშესაფარში ცხოვრობენ.

"ორივე შვილი ავადაა, მუცელი ებერებათ და აქვთ ძლიერი ფაღარათი. უკვე სამჯერ მომიწია მეორე ბავშვის საავადმყოფოში წაყვანა წვეთოვანზე, მაგრამ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა. წყალი არ გვაქვს. ჩემი შვილისთვის რძე არ არის. ტუალეტების მდგომარეობა კი აუტანელია“ - ამბობს ოლა.

ვაფა იუსეფ ფახრი აჰმედი იმავე თავშესაფარში ცხოვრობს, სადაც ოლა.

"ორსულად ვარ. ჩემი შვილის სიცოცხლის მეშინია. მალე მშობიარობა დამეწყება და ვნერვიულობ იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობ. ჩვენ არ გვაქვს წყალი ელემენტარული სისუფთავისთვის. დაბომბვის მუდმივი ხმების გამო, ბევრმა ქალმა განიცადა სპონტანური აბორტი. სიტუაცია აუტანელია, განსაკუთრებით ორსული დედებისთვის. რა დააშავა ჩემმა შვილმა? - ის ხომ ჯერ არც კი დაბადებულა“- ამბობს ვაფა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ღაზაში მშობიარე ქალების სიკვდილიანობის გაზრდაა მოსალოდნელი. მათივე თქმით, იმატებს სტრესით გამოწვეული სპონტანური აბორტების, მკვდრადშობადობის და ნაადრევი მშობიარობის რიცხვიც.