საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვიცი ვის რა ავართვა და რა წავართვა ამ ქალაქში..." - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა: უწყება ჩანაწერებს ავრცელებს
"მე ვიცი ვის რა ავართვა და რა წავართვა ამ ქალაქში..." - შსს-მ  "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა: უწყება ჩანაწერებს ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში, აჭა­რა­ში, გუ­რი­ა­ში, სა­მეგ­რე­ლო­სა და შიდა ქარ­თლში 18 პირი და­ა­კა­ვეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე კუ­პა­ტა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი, მჭი­დე­ბი, ვაზ­ნე­ბი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “მა­რი­ხუ­ა­ნა”, ფული, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1966 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ც., 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.კ., 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ი. (მეტ­სა­ხე­ლად "იავა“), 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.დ., 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ა. (მეტ­სა­ხე­ლად "კოტო“), 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ნ..

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.გ. (მეტ­სა­ხე­ლად "ლოპე“), 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.გ., 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.გ., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.შ., 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.თ. (მეტ­სა­ხე­ლად "ხა­სი­კო“).

"კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის“ და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.შ., 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.თ., 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.თ., 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ა., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ხ. (მეტ­სა­ხე­ლად "ბუ­ლა­ლა“), 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.თ., 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ც.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სა და პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ რუს­ლან გე­გეჭ­კო­რის, თენ­გიზ ხო­ფე­რი­ას, ჯე­ი­რან კინ­წუ­რაშ­ვი­ლის, რე­ვაზ მორ­ჩი­ლა­ძი­სა (მეტ­სა­ხე­ლად "პიტ­კი­ნა“) და პა­ა­ტა ბაქ­რა­ძის და­ვა­ლე­ბით ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბი ეწყო­ბო­და, რომ­ლებ­საც მო­და­ვე მხა­რე­ე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა დრო­სა და ად­გი­ლას, ე.წ. ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­დნენ და ერთ-ერთ მო­და­ვე მხა­რეს მე­ო­რის, ასე­ვე, თა­ვი­ანთ სა­სარ­გებ­ლოდ გან­სა­ზღვრულ დრო­ში გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­დას აკის­რებ­დნენ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ მი­თი­თე­ბებს, მათ სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ.

პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი, მჭი­დე­ბი, ვაზ­ნე­ბი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “მა­რი­ხუ­ა­ნა”, ფული, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 223-ე კვარ­ტა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 273-ე პრი­მა მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოდიშარიას ძმაკაცი
0

ეე აბიჟნიკობთ ძმააააოოოო არჩევნები ახლოსაა დაგჭირდებით კიდე!

!
0

"მოსკოვებშიც დარეკილი მაქვსო" - მაგარი იყო :) :) :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მე ვიცი ვის რა ავართვა და რა წავართვა ამ ქალაქში..." - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა: უწყება ჩანაწერებს ავრცელებს

"მე ვიცი ვის რა ავართვა და რა წავართვა ამ ქალაქში..." - შსს-მ  "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა: უწყება ჩანაწერებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ აღნიშნა, პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, ფული, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1970 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად "იავა“), 1994 წელს დაბადებული გ.დ., 1978 წელს დაბადებული ი.ა. (მეტსახელად "კოტო“), 1960 წელს დაბადებული გ.ნ..

"ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ნ.გ. (მეტსახელად "ლოპე“), 1985 წელს დაბადებული ბ.გ., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1996 წელს დაბადებული ლ.შ., 1960 წელს დაბადებული შ.თ. (მეტსახელად "ხასიკო“).

"კანონიერი ქურდისთვის“ და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული პ.შ., 1970 წელს დაბადებული მ.თ., 1992 წელს დაბადებული ლ.თ., 1978 წელს დაბადებული რ.ა., 1974 წელს დაბადებული ვ.ხ. (მეტსახელად "ბულალა“), 1973 წელს დაბადებული მ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ.ც.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. "კანონიერი ქურდების“ რუსლან გეგეჭკორის, თენგიზ ხოფერიას, ჯეირან კინწურაშვილის, რევაზ მორჩილაძისა (მეტსახელად "პიტკინა“) და პაატა ბაქრაძის დავალებით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ "კანონიერი ქურდების“ მითითებებს, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, ფული, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს", - განაცხადა კუპატაძემ.