კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსებსა და უკრაინელებს შორის 80 სამხედრო შეტაკება მოხდა..." - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე და რომელია ყველაზე ცხელი საომარი წერტილები
"რუსებსა და უკრაინელებს შორის 80 სამხედრო შეტაკება მოხდა..." - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე და რომელია ყველაზე ცხელი საომარი წერტილები

უკ­რა­ი­ნელ­მა დამ­ცვე­ლებ­მა, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის ათო­ბით თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა შეძ­ლეს - ყვე­ლა­ზე ცხელ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბად ავ­დი­ივ­კა, ბახ­მუ­ტი და მა­რინ­კა რჩე­ბა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფრონტზე 80 სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბა მოხ­და.

"კუ­პი­ანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მტერ­მა თავ­დას­ხმი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა ხარ­კო­ვის ოლ­ქის სინ­კოვ­კას, პეტ­რო­პავ­ლოვ­კას, ივა­ნოვ­კას რა­ი­ო­ნებ­ში, სა­დაც უკ­რა­ი­ნელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა 7 თავ­დას­ხმა მო­ი­გე­რი­ეს. ლი­მა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რუ­სებ­მა წა­რუ­მა­ტებ­ლად სცა­დეს უკ­რა­ი­ნის პო­ზი­ცი­ე­ბის შტურ­მი ნა­დეჟ­დას მახ­ლობ­ლად, ლუ­განსკის ოლ­ქის ნო­ვო­ეჰო­რივ­კას და­სახ­ლე­ბა­სა და დო­ნეც­კის ოლ­ქის ტორსკის და­სახ­ლე­ბა­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა მტრის 6 შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რუ­სებ­მა უკ­რა­ი­ნის პო­ზი­ცი­ებ­ზე დო­ნეც­კის ოლ­ქში ივა­ნოვ­სკის, კლეშ­ჩი­ევ­კა­სა და ან­დრე­ევ­კას მახ­ლობ­ლად შტურ­მი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და უკ­რა­ი­ნელ­მა დამ­ცვე­ლებ­მა 15 შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს. ასე­ვე, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ თავ­დას­ხმის ოპე­რა­ცი­ებს დო­ნეც­კის ოლ­ქის ბახ­მუ­ტის სამ­ხრე­თით, სა­დაც ისი­ნი რუ­სებს ცო­ცხა­ლი ძა­ლი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის კუ­თხით და­ნა­კარ­გებს აყე­ნე­ბენ და მიღ­წე­ულ პო­ზი­ცი­ებ­ზე მაგრდე­ბი­ან.

გენშტაბ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ავ­დი­ივ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ავი­ა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით აგ­რძე­ლებ­დნენ ავ­დი­ივ­კას ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბას.

"უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მტკი­ცედ იცა­ვენ თავ­დაც­ვის ხაზს და მნიშ­ვნე­ლო­ვან ზა­რალს აყე­ნე­ბენ ოკუ­პან­ტებს. მტრის შე­ტე­ვი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი დო­ნეც­კის ოლ­ქის ნო­ვო­კა­ლი­ნო­ვოს სამ­ხრე­თით, ავ­დე­ევ­კას, სე­ვერ­ნი­სა და პერ­ვო­მა­ის­კის აღ­მო­სავ­ლე­თით წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. აქ თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა 18 შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მა­რინ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა, ავი­ა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი თავ­დას­ხმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს დო­ნეც­კის ოლ­ქის მა­რინ­კა­სა და ნო­ვო­მი­ხა­ი­ლოვ­კას რა­ი­ო­ნებ­ში. ამ ზო­ნა­ში უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა 24 თავ­დას­ხმა მო­ი­გე­რი­ეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაიტანეთ გრენლანდია
22

რა გეშველებათ ამ რუსეთუმე ტროლებს. შეფერხდა უკრაინელების შეტევა და ჭკუაზე არა ხართ სიხარულით. უნდა გული დაგწყვიტოთ. - მივა ახალი იარაღი და შეტევაც იქნება, და როგორც ჯერ კიევის ოლქიდან და მერე ხერსონიდან დაახვევინეს, ისევე დაახვევინებან. თქვენს საყვარელ რუსეთს იმის იმედი ქონდა , რომ ხამასის საშუალებით დიდი ხნით არევდა სიტუაციას, ოღონდ არ გამოუვიდა - ხამასს არავინ აყვა და საკმაოდ მალე ეგ ამბავიც მორჩება. ამრიკაშიც გადაწყდება დადებითად ახალი პაკეტის დამტკიცების ამბავი და მოემზადეთ დიიიდი გულდაწყვეტებისათვის...

Marvel
8

ანუ რუსეთი რომ იშლებოდა და რაკეტები უთავდებოდა,მაგ ინფოზე რომ ზეიმობდა,ეგ ხალხი როგორ ხართ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რუსებსა და უკრაინელებს შორის 80 სამხედრო შეტაკება მოხდა..." - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე და რომელია ყველაზე ცხელი საომარი წერტილები

"რუსებსა და უკრაინელებს შორის 80 სამხედრო შეტაკება მოხდა..." - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე და რომელია ყველაზე ცხელი საომარი წერტილები

უკრაინელმა დამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალების ათობით თავდასხმის მოგერიება შეძლეს - ყველაზე ცხელ მიმართულებებად ავდიივკა, ბახმუტი და მარინკა რჩება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 80 სამხედრო შეტაკება მოხდა.

"კუპიანსკის მიმართულებით, მტერმა თავდასხმითი ოპერაციები ჩაატარა ხარკოვის ოლქის სინკოვკას, პეტროპავლოვკას, ივანოვკას რაიონებში, სადაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა 7 თავდასხმა მოიგერიეს. ლიმანის მიმართულებით, რუსებმა წარუმატებლად სცადეს უკრაინის პოზიციების შტურმი ნადეჟდას მახლობლად, ლუგანსკის ოლქის ნოვოეჰორივკას დასახლებასა და დონეცკის ოლქის ტორსკის დასახლებაში. ამ მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 6 შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა უკრაინის პოზიციებზე დონეცკის ოლქში ივანოვსკის, კლეშჩიევკასა და ანდრეევკას მახლობლად შტურმი განახორციელეს და უკრაინელმა დამცველებმა 15 შეტევა მოიგერიეს. ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, სადაც ისინი რუსებს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კუთხით დანაკარგებს აყენებენ და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ავდიივკას მიმართულებით, რუსული ძალები ავიაციის მხარდაჭერით აგრძელებდნენ ავდიივკას ალყაში მოქცევის მცდელობას.

"უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ იცავენ თავდაცვის ხაზს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ოკუპანტებს. მტრის შეტევითი მოქმედებები დონეცკის ოლქის ნოვოკალინოვოს სამხრეთით, ავდეევკას, სევერნისა და პერვომაისკის აღმოსავლეთით წარუმატებელი აღმოჩნდა. აქ თავდაცვის ძალებმა 18 შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მარინკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა, ავიაციის გამოყენებით, წარუმატებელი თავდასხმები განახორციელეს დონეცკის ოლქის მარინკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში. ამ ზონაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 24 თავდასხმა მოიგერიეს.