მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევილის მამულში ქართული ოდა ჩაიდგმება: რა ფუნქცია ექნება ახალ ნაგებობას და რა ვადაში განხორციელდება პროექტი
ლევილის მამულში ქართული ოდა  ჩაიდგმება: რა ფუნქცია ექნება ახალ ნაგებობას და რა ვადაში განხორციელდება პროექტი

საფ­რან­გეთ­ში მდე­ბა­რე ლე­ვი­ლის მა­მულ­ში უნდა ჩა­იდ­გას ქარ­თუ­ლი ოდა, რო­მელ­საც რეს­ტორ­ნი­სა და სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზი­ის ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით ეროვ­ნულ­მა მუ­ზე­უმ­მა შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს უკვე მი­მარ­თა. სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 58 200 ევ­როა. სა­ა­გენ­ტოს წი­ნა­და­დე­ბის გან­ხილ­ვის ვადა 15 ნო­ემ­ბრამ­დე აქვს.

„ლე­ვი­ლის მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს წევ­რე­ბის მიერ ერ­თხმად გა­და­წყდა, რომ ლე­ვი­ლის მა­მულ­ში, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ქარ­თულ-ფრან­გულ კულ­ტუ­რულ კე­რას, უნდა ჩა­იდ­გას ქარ­თუ­ლი ოდა. აღ­ნიშ­ნულ ოდას ექ­ნე­ბა რეს­ტორ­ნი­სა და სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზი­ის ფუნ­ქცია.

ოდის მშე­ნებ­ლო­ბის აუ­ცი­ლე­ბელ წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს ლე­ვი­ლის მე­რი­ი­დან მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა. საფ­რან­გე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ი­თხოვს მთე­ლი რიგი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბას (მათ შო­რის, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის კვლე­ვა; არე­ალ­ზე არ­სე­ბუ­ლი ზე­და­პი­რე­ბის ცხრი­ლე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბის ცნო­ბა) და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის წარ­მარ­თვას.

ვი­ნა­ი­დან ნე­ბარ­თვის მო­პო­ვე­ბა ხდე­ბა საფ­რან­გეთ­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ქი­ტექ­ტო­რის მიერ,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ტენ­დერო წი­ნა­და­დე­ბა­ში. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დო მაჟორი
0

რა საჭიროა ოდა სახლი ფრანგული არქიტექტურის გარემოში!? ჩემი აზრით, სისულელეა.

ინგა
1

ეს წულუკიანი სადმე რო გადამალონ, ქვეყანა მხოლოდ იხეირებს. რას დაუმსგავსებია ლევილი. ელიავას ბაზრობის ვიტრინას გავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ლევილის მამულში ქართული ოდა ჩაიდგმება: რა ფუნქცია ექნება ახალ ნაგებობას და რა ვადაში განხორციელდება პროექტი

ლევილის მამულში ქართული ოდა  ჩაიდგმება: რა ფუნქცია ექნება ახალ ნაგებობას და რა ვადაში განხორციელდება პროექტი

საფრანგეთში მდებარე ლევილის მამულში უნდა ჩაიდგას ქართული ოდა, რომელსაც რესტორნისა და სუვენირების მაღაზიის ფუნქცია ექნება.

შესაბამისი არქიტექტურული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ეროვნულმა მუზეუმმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 58 200 ევროა. სააგენტოს წინადადების განხილვის ვადა 15 ნოემბრამდე აქვს.

„ლევილის მმართველი საბჭოს წევრების მიერ ერთხმად გადაწყდა, რომ ლევილის მამულში, რომელიც წარმოადგენს ქართულ-ფრანგულ კულტურულ კერას, უნდა ჩაიდგას ქართული ოდა. აღნიშნულ ოდას ექნება რესტორნისა და სუვენირების მაღაზიის ფუნქცია.

ოდის მშენებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ლევილის მერიიდან მშენებლობის ნებართვის მიღება. საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული მოითხოვს მთელი რიგი დოკუმენტაციის მომზადებას (მათ შორის, ენერგოეფექტურობის კვლევა; არეალზე არსებული ზედაპირების ცხრილები და უსაფრთხოების ცნობა) და შესაბამისი პროცედურების წარმართვას.

ვინაიდან ნებართვის მოპოვება ხდება საფრანგეთში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, აღნიშნული პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ადგილობრივი არქიტექტორის მიერ,“- აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში. განაგრძეთ კითხვა