საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
85 წლის ასაკში გარდაიცვალა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი
85 წლის ასაკში გარდაიცვალა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი

85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი. ინ­ფორ­მა­ცი­ას ახ­ლობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ.

ის გახ­ლდათ "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო საბ­ჭოს“ წევ­რი 1992 წლის 6 იან­ვა­რი­დან, ამა­ვე წლის 10 მარ­ტამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი,1992-1993 წლებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი. ჰქონ­და გე­ნერ­ლის წო­დე­ბა.

1990-1991 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რი, ხელი აქვს მო­წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტზე (1991 წლის 9 აპ­რი­ლი). 1991 წლის 2 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­ჯდო­მა­რის დად­გე­ნი­ლე­ბით ვა­დამ­დე შე­უ­წყდა დე­პუ­ტა­ტო­ბის მან­და­ტი. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სარ­და­ლი. არ და­ე­მორ­ჩი­ლა გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გვარ­დი­ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ და გა­მო­ა­ცხა­და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა. 24 აგ­ვის­ტოს გვარ­დი­ის 15 000-იან შე­ნარ­თთან ერ­თად და­ბა­ნაკ­და რკო­ნის ხე­ო­ბა­ში. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ქვე­ყა­ნა­ში და­წყე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო ომსა და გამ­სა­ხურ­დი­ას ჩა­მოგ­დე­ბა­ში. სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ იყო სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო საბ­ჭოს წევ­რი.

1992-1993 წლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და აფხა­ზე­თის ომში. კი­ტო­ვა­ნი შე­ვი­და აფხა­ზეთ­ში ქარ­თუ­ლი ჯა­რით 1992 წლის აგ­ვის­ტო­ში. არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, ჰქონ­და თუ არა კი­ტო­ვანს მი­ღე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბა სო­ხუმ­ში შეს­ვლის შე­სა­ხებ, თუ მოქ­მე­დებ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად, თბი­ლის­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად. 1992-1995 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (ბოლ­ნი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი). 1996 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი და­ა­კა­ვეს უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით და 8-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. 1999 წლის 22 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ შე­ი­წყა­ლა კი­ტო­ვა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო და პა­ტიმ­რო­ბი­დან და­იხ­სნა. 2000-იან წლებ­ში კი­ტო­ვა­ნი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და 2012 წელს, მთავ­რო­ბის შეც­ვლის შემ­დეგ. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სწო­რედ თბი­ლის­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 169 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

კომენტარებში გაკრთა და უფრო ვრცლად დავწერ.

უნდა გავაკეთოთ ცალკე სასაფლაო, რომელსაც ერქმევა საქართველოს მოღალატეების სასაფლაო.

ამ სასაფლაოზე უნდა დავაწესოთ ექსკურსიები, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ გაიგოს თუ ვინ იყვნენ ისინი და როგორ უღალატეს თავიანთ სამშობლოს.

დავიწყოთ შევადნაძით. მივუწვინოთ აწ ჩაძაღლებული კიტოვანი და ყველა პუტჩისტი გვედზე.

დიდუბის და მთაწმინდის პანთეონებიც გაიწმინდება ნაგვისგან.

ჯანსუღა ჩარკვიანი შევარდნაძის ფეხებთან უნდა ჩავმარხოთ.

სხვათაშორის ექსკურსიები არც ამ მთავრობას აწყენდა, რადგან სამომავლოდ მანდ განსვენების რეალური კანდიდატები არიან.

არა ტროლი
0

ის მომენტია როცა არაფერს ვამბობ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

85 წლის ასაკში გარდაიცვალა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი. ინფორმაციას ახლობლები ადასტურებენ.

ის გახლდათ "საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ წევრი 1992 წლის 6 იანვარიდან, ამავე წლის 10 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი,1992-1993 წლებში კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ჰქონდა გენერლის წოდება.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991 წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის დადგენილებით ვადამდე შეუწყდა დეპუტატობის მანდატი. იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი. არ დაემორჩილა გამსახურდიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ და გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. 24 აგვისტოს გვარდიის 15 000-იან შენართთან ერთად დაბანაკდა რკონის ხეობაში. მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომსა და გამსახურდიას ჩამოგდებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.

1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. კიტოვანი შევიდა აფხაზეთში ქართული ჯარით 1992 წლის აგვისტოში. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა კიტოვანს მიღებული ბრძანება სოხუმში შესვლის შესახებ, თუ მოქმედებდა დამოუკიდებლად, თბილისთან შეუთანხმებლად. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი). 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და პატიმრობიდან დაიხსნა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნდა 2012 წელს, მთავრობის შეცვლის შემდეგ. ჩვენი ინფორმაციით, ის სწორედ თბილისში გარდაიცვალა.