საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი, დიმა გინტური ცნო. აღნიშნული "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მომხდარიდან 3 დღეში გაათავისუფლეს. თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს.
თამაზ გინტური კირბალში, 11 ნოემბერს, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
და რომ ცსნო, მერე რაღას იზამს გენპროკურატურა, დაიჭერს იმათ? როგორც ოთხოზორიას მკვლელი დაიჭირეს, ისე დაიჭერენ გინტურის მკვლელებსაც.. მსგავსი შემთხვევისას დამცველი რომ არავინაა, მოქალაქეები თავად უნდა იყვნენ ფრთხილად, თორემ მერე თავში ხელების დაშენა არაფერს შველის..1000 კაცი მაინც მოჰკლეს სეპარატისტებმა გალში 1998 წელს, თუმცა ამ სისხლიან ეგზეკუციას ქართული მხარე ენგურს აქედან უცქერდა.. თავად ხალხმა რაც იბრძოლა და პარტიზანებმა, თორემ მეტი არავინ განძრეულა ამხელა მსხვერპლის მიუხედავად.
ნათელში იყოს გარდაცვლილი....მთვრალები იყვნენ.ეკლესიის კარი ჩარაზული იყო და გატეხეს...რუსმა მესაზღვრეებმა გააფრთხილეს მერე ზევით გამაფრთხილებელი გაისროლეს...ამათმა კი გინებითა და ამბებით მანქანა მიარეკეს რუს მესაზღვრეებს. ხოდა იმანაც ესროლა რომ არ გაეტანა....არცერთი ნაცემი არ იყო ტყვილია.....ნუ დალევთ ბევრს....