მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ გაგვიკვირდება, თუ უახლოეს თვეებში უფრო საშიშ ინფორმაციებს მოვისმენთ“ - მეცნიერების დასკვნით, 2023 ყველაზე ცხელი წელი იყო ისტორიაში, მაგრამ უარესი წინაა?
"ნუ გაგვიკვირდება, თუ უახლოეს თვეებში უფრო საშიშ ინფორმაციებს მოვისმენთ“ - მეცნიერების დასკვნით, 2023 ყველაზე ცხელი წელი იყო ისტორიაში, მაგრამ უარესი წინაა?

"უკვე დარ­წმუ­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის­ტო­რი­ა­ში 2023 წელი რე­კორ­დუ­ლად თბი­ლი იქ­ნე­ბა. უკვე ამ მო­მენ­ტის­თვის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს ტემ­პე­რა­ტუ­რა ამ­ჟა­მად 1,43 გრა­დუ­სით აღე­მა­ტე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­პერ­ნი­კის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სა­მან­ტა ბურ­გეს­მა ამ ორი­დე დღის წინ.

ამას­თა­ნა­ვე, მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ა.წ. ოქ­ტომ­ბე­რი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი იყო, რაც კი მსოფ­ლი­ო­ში ოდეს­მე ყო­ფი­ლა მას მერე, რაც ხდე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბა და მო­ნა­ცე­მე­ბის აღ­რი­ცხვა.

მა­თი­ვე დას­კვნით, წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის წვი­თა და ბუ­ნე­ბის გა­ნუ­წყვე­ტე­ლი გა­ნად­გუ­რე­ბით, კა­ცობ­რი­ო­ბამ ატ­მოს­ფე­რო­ში სით­ბოს დამ­ჭე­რი აი­რე­ბი შე­ი­ტა­ნა, რა­მაც პლა­ნე­ტის ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­შუ­ა­ლოდ 1,2 გრა­დუ­სით გა­ზარ­და.

"შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია იმის და­ნახ­ვა, რომ გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 2023 წლის ივ­ნი­სის შემ­დეგ, გა­ცი­ლე­ბით თბი­ლია, ვიდ­რე 2015 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის დროს, რო­დე­საც ელ-ნი­ნიო გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი იყო. ჩვე­ნი პლა­ნე­ტა აგ­რძე­ლებს ნე­გა­ტი­უ­რი ეტა­პე­ბის გავ­ლას თა­ვის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ ის­ტო­რი­ა­ში და ნუ გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბა, თუ უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში კი­დევ უფრო სა­შიშ ინ­ფორ­მა­ცი­ებს მო­ვის­მენთ“, - აცხა­დე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი.

მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ელ-ნი­ნიო მი­ნი­მუმ 2024 წლის აპ­რი­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და რად­გა­ნაც მისი ეფექ­ტი, რო­გორც წესი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­დან ერთი წლის მერე ვლინ­დე­ბა, ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 2024 კი­დევ უფრო ცხე­ლი წელი იქ­ნე­ბა.

  • რა არის ელ-ნი­ნიო?

ეს არის პრო­ცე­სი, რო­დე­საც ეკ­ვა­ტო­რუ­ლი წყნა­რი ოკე­ა­ნის გა­ხუ­რე­ბუ­ლი ზე­და­პი­რუ­ლი წყლე­ბი აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მოძ­რა­ო­ბენ. შე­დე­გად, ოკე­ა­ნის აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლურ ნა­წი­ლებ­ში თბი­ლი ამინ­დე­ბი ჭარ­ბობს. მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ელ-ნი­ნიო თევ­ზე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის მა­სობ­რივ სიკ­ვდილს იწ­ვევს. ჰა­ე­რის ნა­კა­დებს თან მი­აქვთ წყლის უზარ­მა­ზა­რი მა­სე­ბი, რაც შემ­დეგ სა­ნა­პი­რო­ებს ურტყამს და იქ სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბებს იწ­ვევს. ერ­თკვი­რი­ა­ნი წვი­მა, ღვარ­ცო­ფი, წყალ­დი­დო­ბა დიდ ზი­ანს აყე­ნებს ბუ­ნე­ბას და ადა­მი­ა­ნებს სამ­ხრეთ ამე­რი­კის ამ რე­გი­ო­ნებ­ში.

  • არის თუ არა გა­მო­სა­ვა­ლი?

კლი­მა­ტო­ლო­გი რე­დინ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, რი­ჩარდ ალა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ სათ­ბუ­რის გა­ზე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის სწრა­ფი და მა­სი­უ­რი შემ­ცი­რე­ბა ყვე­ლა სექ­ტორ­ში, ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ რე­კორ­დუ­ლი სით­ბო და მისი თა­ნამ­დე­ვი მოვ­ლე­ნე­ბი.

გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად წლე­ბია იბ­რძვი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც. ყო­ველ­წლი­უ­რად, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას დე­ბენ ამ პრობ­ლე­მას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, კა­ცობ­რი­ო­ბა ნაკ­ლე­ბად ტრა­გი­კუ­ლად აღიქ­ვამს პრო­ცე­სებს, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ბევრ ად­გილ­ზე და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მო­აქვს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
0

სადაც მსოფლიო მეც იქ 🙏🙏🙏მაგრამ ბუნების განადგურება ნიშნავს,ბუნება ჩვენ გაგვანადგურებს და რატომ უნდა გვიკვირს ეს რაც ხდება და რაც მოხდება..ტყის საფარი შევჭამეთ,დაუსრულებლად ვჭრით...დედამიწას გული გამოვაცალეთ,ჯიგარი შევუჭამეთ,აღარაფერს ვუტობთ მუცელში,რითი გბიხდის? ვიცით კარგად,მაგრამ ადამიანი ვერაფრით გაძღა. ფულის ტომრებად იქცნენ...უფალს ვთხოვ ყველას უშველოს 🙏🙏🙏

izi
3

ასე ჯერ არავის დავუმშვიდებივარ, მადლობა ავტორს. ახლა ფსიქოლოგის ნავლად ფსიქიატრს მივმართავ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნუ გაგვიკვირდება, თუ უახლოეს თვეებში უფრო საშიშ ინფორმაციებს მოვისმენთ“ - მეცნიერების დასკვნით, 2023 ყველაზე ცხელი წელი იყო ისტორიაში, მაგრამ უარესი წინაა?

"ნუ გაგვიკვირდება, თუ უახლოეს თვეებში უფრო საშიშ ინფორმაციებს მოვისმენთ“ - მეცნიერების დასკვნით, 2023 ყველაზე ცხელი წელი იყო ისტორიაში, მაგრამ უარესი წინაა?

"უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიაში 2023 წელი რეკორდულად თბილი იქნება. უკვე ამ მომენტისთვის საშუალო მაჩვენებელს ტემპერატურა ამჟამად 1,43 გრადუსით აღემატება“, - განაცხადა კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის დირექტორის მოადგილე სამანტა ბურგესმა ამ ორიდე დღის წინ.

ამასთანავე, მეცნიერების თქმით, ა.წ. ოქტომბერი ყველაზე ცხელი იყო, რაც კი მსოფლიოში ოდესმე ყოფილა მას მერე, რაც ხდება ამ მიმართულებით დაკვირვება და მონაცემების აღრიცხვა.

მათივე დასკვნით, წიაღისეული საწვავის წვითა და ბუნების განუწყვეტელი განადგურებით, კაცობრიობამ ატმოსფეროში სითბოს დამჭერი აირები შეიტანა, რამაც პლანეტის ტემპერატურა საშუალოდ 1,2 გრადუსით გაზარდა.

"შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ გლობალური ტემპერატურა 2023 წლის ივნისის შემდეგ, გაცილებით თბილია, ვიდრე 2015 წლის მეორე ნახევრის დროს, როდესაც ელ-ნინიო გაცილებით ძლიერი იყო. ჩვენი პლანეტა აგრძელებს ნეგატიური ეტაპების გავლას თავის მეტეოროლოგიურ ისტორიაში და ნუ გაგვიკვირდება, თუ უახლოეს თვეებში კიდევ უფრო საშიშ ინფორმაციებს მოვისმენთ“, - აცხადებენ ექსპერტები.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, ამჟამინდელი ელ-ნინიო მინიმუმ 2024 წლის აპრილამდე გაგრძელდება და რადგანაც მისი ეფექტი, როგორც წესი, ჩამოყალიბებიდან ერთი წლის მერე ვლინდება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2024 კიდევ უფრო ცხელი წელი იქნება.

  • რა არის ელ-ნინიო?

ეს არის პროცესი, როდესაც ეკვატორული წყნარი ოკეანის გახურებული ზედაპირული წყლები აღმოსავლეთისკენ მოძრაობენ. შედეგად, ოკეანის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში თბილი ამინდები ჭარბობს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ელ-ნინიო თევზებისა და ფრინველების მასობრივ სიკვდილს იწვევს. ჰაერის ნაკადებს თან მიაქვთ წყლის უზარმაზარი მასები, რაც შემდეგ სანაპიროებს ურტყამს და იქ სტიქიურ უბედურებებს იწვევს. ერთკვირიანი წვიმა, ღვარცოფი, წყალდიდობა დიდ ზიანს აყენებს ბუნებას და ადამიანებს სამხრეთ ამერიკის ამ რეგიონებში.

  • არის თუ არა გამოსავალი?

კლიმატოლოგი რედინგის უნივერსიტეტიდან, რიჩარდ ალანი მიიჩნევს, რომ სათბურის გაზების გამონაბოლქვის სწრაფი და მასიური შემცირება ყველა სექტორში, ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომ თავიდან ავიცილოთ რეკორდული სითბო და მისი თანამდევი მოვლენები.

გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად წლებია იბრძვიან ცნობილი ადამიანებიც. ყოველწლიურად, ჰოლივუდის ვარსკვლავები, მილიონობით დოლარის ინვესტიციას დებენ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, თუმცა, როგორც ჩანს, კაცობრიობა ნაკლებად ტრაგიკულად აღიქვამს პროცესებს, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ადგილზე დამანგრეველი შედეგები მოაქვს.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი