კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მექსიკაში, მიტოვებულ სატვირთოში 123 მიგრანტი იპოვეს, მათ შორის 34 ბავშვი - რომელი ქვეყნებიდან მიდიოდნენ ისინი ამერიკაში?
მექსიკაში, მიტოვებულ სატვირთოში 123 მიგრანტი იპოვეს, მათ შორის 34 ბავშვი - რომელი ქვეყნებიდან მიდიოდნენ ისინი ამერიკაში?

მექ­სი­კის ცენ­ტრა­ლურ შტატ სან-ლუის პო­ტოს­ში, მი­ტო­ვე­ბულ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 123 მიგ­რან­ტი იპო­ვეს, მათ შო­რის 34 ბავ­შვი.

ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მი­ტო­ვე­ბუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნი­დან ხალ­ხის ყვი­რი­ლი ის­მო­და. მათ და­სახ­მა­რებ­ლად სა­ხელ­მწი­ფო გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გაგ­ზავ­ნეს და მიგ­რან­ტე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

მექ­სი­კის სა­ი­მიგ­რა­ციო სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიგ­რან­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა გვა­ტე­მა­ლა­დან, ნი­კა­რა­გუ­ა­დან და ჰონ­დუ­რა­სი­და­ნაა

მიგ­რან­ტე­ბი ად­გი­ლობ­რივ სა­ი­მიგ­რა­ციო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც აგენ­ტე­ბი მათ იუ­რი­დი­ულ სტა­ტუსს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ სად მი­დი­ო­და მიგ­რან­ტე­ბით სავ­სე სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ კონ­ტრა­ბან­დის­ტებ­მა ემიგ­რან­ტე­ბი მო­ა­ტყუ­ეს და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში წაყ­ვა­ნას დაჰ­პირ­დნენ.

კონ­ტრა­ბან­და მექ­სი­კის­თვის საკ­მა­ოდ ნაც­ნო­ბი პრობ­ლე­მაა: ოთხშა­ბათს, სა­სა­ზღვრო ქა­ლაქ სი­უ­დად ხუ­ა­რეს­ში, ერთ-ერთ სახ­ლში 11 მიგ­რან­ტი იპო­ვეს. პო­ლი­ცი­ამ კონ­ტრა­ბან­დის ბრალ­დე­ბით მექ­სი­კის სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა - ორი მათ­გა­ნი 16 წლი­საა.

დღეს ამე­რი­კი­სა და მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე არა­ლე­გა­ლუ­რი გზით გა­დას­ვლას დღე­ში ასო­ბით მიგ­რან­ტი ცდი­ლობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რა?
7

ისინი საქართველოში მოდიოდნენ.

თამაზი
27

ნეტა სად აპირებდნენ გადასვლას? ალბათ ვენესუელაში, აბა აშუშუ-ში რა დარჩენიათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მექსიკაში, მიტოვებულ სატვირთოში 123 მიგრანტი იპოვეს, მათ შორის 34 ბავშვი - რომელი ქვეყნებიდან მიდიოდნენ ისინი ამერიკაში?

მექსიკაში, მიტოვებულ სატვირთოში 123 მიგრანტი იპოვეს, მათ შორის 34 ბავშვი - რომელი ქვეყნებიდან მიდიოდნენ ისინი ამერიკაში?

მექსიკის ცენტრალურ შტატ სან-ლუის პოტოსში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში სამართალდამცავებმა 123 მიგრანტი იპოვეს, მათ შორის 34 ბავშვი.

ქალაქის მაცხოვრებლებმა პოლიციას განუცხადეს, რომ მიტოვებული სატვირთო მანქანიდან ხალხის ყვირილი ისმოდა. მათ დასახმარებლად სახელმწიფო გენერალური პროკურატურის თანამშრომლები გაგზავნეს და მიგრანტები გაათავისუფლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მექსიკის საიმიგრაციო სააგენტოს ინფორმაციით, მიგრანტების უმეტესობა გვატემალადან, ნიკარაგუადან და ჰონდურასიდანაა

მიგრანტები ადგილობრივ საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც აგენტები მათ იურიდიულ სტატუსს განიხილავენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად მიდიოდა მიგრანტებით სავსე სატვირთო მანქანა. ვარაუდობენ, რომ კონტრაბანდისტებმა ემიგრანტები მოატყუეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში წაყვანას დაჰპირდნენ.

კონტრაბანდა მექსიკისთვის საკმაოდ ნაცნობი პრობლემაა: ოთხშაბათს, სასაზღვრო ქალაქ სიუდად ხუარესში, ერთ-ერთ სახლში 11 მიგრანტი იპოვეს. პოლიციამ კონტრაბანდის ბრალდებით მექსიკის სამი მოქალაქე დააკავა - ორი მათგანი 16 წლისაა.

დღეს ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე არალეგალური გზით გადასვლას დღეში ასობით მიგრანტი ცდილობს.