მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიხარულში“ არ მიგულისხმია, რომ ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან იმის გამო, რომ ადამიანი გარდაიცვალა" - გია ვოლსკი
"სიხარულში“ არ მიგულისხმია, რომ ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან იმის გამო, რომ ადამიანი გარდაიცვალა" - გია ვოლსკი

არ მი­გუ­ლის­ხმია, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­უ­ხარ­და, არც ოპო­ნენ­ტე­ბის სი­ხა­რულ­ში არ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ქუ­ჩებ­ში ცეკ­ვა­ვენ და მღე­რი­ან იმის გამო, რომ ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა - მე ვთქვი, რომ ის იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად დგას, ვი­საც ეს გა­უ­ხარ­და და ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ითა­მა­შებს ნე­იტ­რა­ლუ­რი, ამაღ­ლე­ბულ, პი­ე­დეს­ტალ­ზე შემ­დგა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის როლს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გუ­შინ გა­კე­თე­ბულ თა­ვი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა.

ვოლ­სკის თქმით, ოპო­ზი­ცი­ას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ხით სე­რი­ო­ზუ­ლი მო­კავ­ში­რე ჰყავს.

"ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იყო. პირ­ველ რიგ­ში "გა­უ­ხარ­და“ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ცეკ­ვა­ვენ, ან მღე­რი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. გა­უ­ხარ­და იმი­ტომ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და­გეგ­მონ, რო­გორ შე­უ­ტი­ონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - ფა­რო­სა­ნას შე­მო­ტე­ვა იქ­ნე­ბა ეს, პან­დე­მია თუ ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ეს არის ეს ჯგუ­ფი და მე ვი­გუ­ლის­ხმე, რომ მათ­თან ერ­თად დგას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და შუა, მე­სა­მე რგო­ლი­დან მო­წო­დე­ბე­ბი არის ყალ­ბი და თვალ­თმაქ­ცუ­რი. ეს ვი­გუ­ლის­ხმე და არ მგო­ნია, რომ ნაკ­ლე­ბი სიმწვა­ვის იყოს ჩემი შე­ფა­სე­ბა, თუმ­ცა, არ მი­გუ­ლის­ხმია, რომ მას გა­უ­ხარ­და. მე ვთქვი, რომ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად დგას, ვი­საც ეს გა­უ­ხარ­და და ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ითა­მა­შებს ნე­იტ­რა­ლუ­რი, ამაღ­ლე­ბუ­ლი, პი­ე­დეს­ტალ­ზე შემ­დგა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის როლს, ეს ვთქვი. ეს არ მი­გუ­ლის­ხმია, რომ მას გა­უ­ხარ­და, არც ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის სი­ხა­რულ­ში არ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ქუ­ჩებ­ში ცეკ­ვა­ვენ და მღე­რი­ან იმის გამო, რომ ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ მო­ვი­გო­ნოთ: შა­ქა­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი, უბე­დუ­რე­ბა, რაც ოჯახს და­ა­ტყდა, იმ გო­გო­ნამ რომ თავი მო­იკ­ლა, ჟურ­ნა­ლის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, პან­დე­მია, ფა­რო­სა­ნას შე­მო­სე­ვა და ეს იყო სი­ხა­რუ­ლი, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბებ­ში და ამ ვი­თა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა­ში, რომ რო­გორ­მე და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნათ სტა­ბი­ლუ­რო­ბის მომ­ხრე და ამის­თვის მო­მუ­შა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, არა­თუ არ იც­ვლე­ბა ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, არა­მედ პი­რი­ქით, ახლა უფრო გა­მოჩ­ნდა, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი მო­კავ­ში­რე ჰყავს რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას, "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ხით, რო­მე­ლიც თით­ქოს ევ­რო­პას მო­უ­წო­დებს, რომ სტა­ტუ­სი მის­ცენ სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ ამა­ვე დროს სა­უბ­რობს, რომ არ იმ­სა­ხუ­რებს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მიერ არის არ­ჩე­უ­ლი. ეს ფორ­მუ­ლა ნიშ­ნავს, რომ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, რე­ვო­ლუ­ცია, ძა­ლის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი, არ­მი­ცე­მა­ზეა მი­ნიშ­ნე­ბა და არა პო­ზი­ტივ­ზე. იმი­ტომ ვთქვი თვალ­თმაქ­ცო­ბაც და იმი­ტომ ვახ­სე­ნე სი­ყალ­ბეც,“ - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მი­სი­ვე თქმით, ის, რაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 26 მა­ისს თქვა, უპა­ტი­ე­ბე­ლია და მან "მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქვე­ყა­ნას კი­დევ ერთხელ ჩა­არ­ტყა ზურ­გში“. ამას­თან, ვოლ­სკი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ათო­ნე­ლის სა­სახ­ლეს­თან შე­იკ­რი­ბოს და აღ­ნიშ­ნა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა მან და­ი­ჭი­როს ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეს­თა­ვა­ზოს "შემ­რი­გებ­ლუ­რი ხა­სი­ა­თის დო­კუ­მენ­ტი“.

"მე მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც გულ­წრფე­ლად მივა ყვე­ლა აქ­ცი­ა­ზე და და­ა­ფიქ­სი­რებს გულ­წრფე­ლად თა­ვის პო­ზი­ცი­ას და არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რის, ერთი ან მე­ო­რე მხა­რის ან მი­თუ­მე­ტეს, პრე­ზი­დენ­ტის სა­ა­მებ­ლად, რო­მელ­საც ჰქონ­და ყალ­ბი გან­ცხა­დე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "აი, რუ­სე­თის­კენ მი­ვე­ქა­ნე­ბით და ეს სტა­ტუ­სი იქ­ნე­ბა გა­დარ­ჩე­ნა ამ გზის­გან“. ესაა მი­ნიშ­ნე­ბა, რომ არ იმ­სა­ხუ­რებს ქვე­ყა­ნა სტა­ტუსს. ასე რომ, ორ­სა­ხო­ვა­ნი, ორაზ­რო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი.. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ერ­თაზ­რო­ვა­ნი იყო, როცა პარ­ლა­მენ­ტში გა­მო­დი­ო­და და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპა­ტი­ე­ბე­ლი იყო ის, რაც მან 26 მა­ისს ილა­პა­რა­კა ტრი­ბუ­ნი­დან. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის­თვის ეს არის უპა­ტი­ე­ბე­ლი და არ შე­იძ­ლე­ბა მან და­ი­ჭი­როს ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეს­თა­ვა­ზოს შემ­რი­გებ­ლუ­რი ხა­სი­ა­თის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის 80 პრო­ცენ­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ასა­ხავს. ეს არის ყვე­ლა­ფე­რი ორაზ­რო­ვა­ნი, რაც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა და ერ­თაზ­რო­ვა­ნი, ნე­გა­ტი­უ­რი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბე­ბი იქნა გა­კე­თე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტშიც, ცალ­კე­ულ გან­ცხა­დე­ბებ­შიც და გან­სა­კუთ­რე­ბით 26 მა­ისს. იმის ნაც­ვლად, თავ­და­დე­ბის­კენ მო­ე­წო­დე­ბი­ნა ახალ­წვე­უ­ლე­ბის­თვის წი­ნა­შე, უცხო­ე­ლე­ბის, უცხო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის თან­დას­წრე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქვე­ყა­ნას კი­დევ ერთხელ ჩა­არ­ტყა ზურ­გში. აი, ეს იყო მისი გა­მოს­ვლა და დღეს ამ რო­ლის თა­მა­ში და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად დგო­მა, ვი­საც უხა­რია ნე­გა­ტი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, არის აშ­კა­რა და სამ­წუ­ხა­როდ, შე­უქ­ცე­ვა­დი,“ - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოი
1

ბატონო გია,რამდენიც არ უნდა აუხსნან,ვერ გაიგებს,მან თავისი ქართული იცის!

ფატი
7

კარენოი ვარანცოველ გია ვოლსკსაც კი ბოდიშები ახდევინეს. რა დრო დადგა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"სიხარულში“ არ მიგულისხმია, რომ ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან იმის გამო, რომ ადამიანი გარდაიცვალა" - გია ვოლსკი

"სიხარულში“ არ მიგულისხმია, რომ ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან იმის გამო, რომ ადამიანი გარდაიცვალა" - გია ვოლსკი

არ მიგულისხმია, რომ ზურაბიშვილს გაუხარდა, არც ოპონენტების სიხარულში არ ვგულისხმობ იმას, რომ ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან იმის გამო, რომ ადამიანი გარდაიცვალა - მე ვთქვი, რომ ის იმ ადამიანებთან ერთად დგას, ვისაც ეს გაუხარდა და ვერანაირად ვერ ითამაშებს ნეიტრალური, ამაღლებულ, პიედესტალზე შემდგარი პოლიტიკური ფიგურის როლს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გუშინ გაკეთებულ თავისივე განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის სახით სერიოზული მოკავშირე ჰყავს.

"ინტერპრეტაციის საშუალება, რასაკვირველია, იყო. პირველ რიგში "გაუხარდა“ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცეკვავენ, ან მღერიან ეს ადამიანები. გაუხარდა იმიტომ, რომ საშუალებას იძლევა დაგეგმონ, როგორ შეუტიონ ხელისუფლებას - ფაროსანას შემოტევა იქნება ეს, პანდემია თუ ადამიანის გარდაცვალება. ეს არის ეს ჯგუფი და მე ვიგულისხმე, რომ მათთან ერთად დგას სალომე ზურაბიშვილი და შუა, მესამე რგოლიდან მოწოდებები არის ყალბი და თვალთმაქცური. ეს ვიგულისხმე და არ მგონია, რომ ნაკლები სიმწვავის იყოს ჩემი შეფასება, თუმცა, არ მიგულისხმია, რომ მას გაუხარდა. მე ვთქვი, რომ იმ ადამიანებთან ერთად დგას, ვისაც ეს გაუხარდა და ვერანაირად ვერ ითამაშებს ნეიტრალური, ამაღლებული, პიედესტალზე შემდგარი პოლიტიკური ფიგურის როლს, ეს ვთქვი. ეს არ მიგულისხმია, რომ მას გაუხარდა, არც ჩვენი ოპონენტების სიხარულში არ ვგულისხმობ იმას, რომ ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან იმის გამო, რომ ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ მოვიგონოთ: შაქარაშვილის სიკვდილი, უბედურება, რაც ოჯახს დაატყდა, იმ გოგონამ რომ თავი მოიკლა, ჟურნალისტის გარდაცვალება, პანდემია, ფაროსანას შემოსევა და ეს იყო სიხარული, რაც გამოიხატებოდა დესტრუქციულ ქმედებებში და ამ ვითარების გამოყენების მცდელობაში, რომ როგორმე დაეზიანებინათ სტაბილურობის მომხრე და ამისთვის მომუშავე ხელისუფლება.

სტატუსის მიღების თემასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებაზე, არათუ არ იცვლება ჩვენი დამოკიდებულება, არამედ პირიქით, ახლა უფრო გამოჩნდა, რამდენად სერიოზული მოკავშირე ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას, "ნაცმოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელიც თითქოს ევროპას მოუწოდებს, რომ სტატუსი მისცენ საქართველოს, მაგრამ ამავე დროს საუბრობს, რომ არ იმსახურებს ეს ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ არის არჩეული. ეს ფორმულა ნიშნავს, რომ დესტაბილიზაცია, რევოლუცია, ძალისმიერი ცვლილებები ხელისუფლების მისაღები, არმიცემაზეა მინიშნება და არა პოზიტივზე. იმიტომ ვთქვი თვალთმაქცობაც და იმიტომ ვახსენე სიყალბეც,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ის, რაც სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს თქვა, უპატიებელია და მან "მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას კიდევ ერთხელ ჩაარტყა ზურგში“. ამასთან, ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის მოწოდებასაც გამოეხმაურა, რომ საზოგადოება ათონელის სასახლესთან შეიკრიბოს და აღნიშნა, რომ არ შეიძლება მან დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია და საზოგადოებას შესთავაზოს "შემრიგებლური ხასიათის დოკუმენტი“.

"მე მივესალმები ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად მივა ყველა აქციაზე და დააფიქსირებს გულწრფელად თავის პოზიციას და არა რომელიმე პოლიტიკური მხარის, ერთი ან მეორე მხარის ან მითუმეტეს, პრეზიდენტის საამებლად, რომელსაც ჰქონდა ყალბი განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ "აი, რუსეთისკენ მივექანებით და ეს სტატუსი იქნება გადარჩენა ამ გზისგან“. ესაა მინიშნება, რომ არ იმსახურებს ქვეყანა სტატუსს. ასე რომ, ორსახოვანი, ორაზროვანი განცხადებები.. აბსოლუტურად ერთაზროვანი იყო, როცა პარლამენტში გამოდიოდა და აბსოლუტურად უპატიებელი იყო ის, რაც მან 26 მაისს ილაპარაკა ტრიბუნიდან. ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით პრეზიდენტისთვის ეს არის უპატიებელი და არ შეიძლება მან დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია და საზოგადოებას შესთავაზოს შემრიგებლური ხასიათის დოკუმენტი, რომელიც მოსახლეობის 80 პროცენტის დამოკიდებულებას ასახავს. ეს არის ყველაფერი ორაზროვანი, რაც ამასთან დაკავშირებით იყო გაკეთებული განცხადება და ერთაზროვანი, ნეგატიური, ანტისახელმწიფოებრივი და ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო განცხადებები იქნა გაკეთებული პარლამენტშიც, ცალკეულ განცხადებებშიც და განსაკუთრებით 26 მაისს. იმის ნაცვლად, თავდადებისკენ მოეწოდებინა ახალწვეულებისთვის წინაშე, უცხოელების, უცხო წარმომადგენლობის თანდასწრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას კიდევ ერთხელ ჩაარტყა ზურგში. აი, ეს იყო მისი გამოსვლა და დღეს ამ როლის თამაში და იმ ადამიანებთან ერთად დგომა, ვისაც უხარია ნეგატიური პროცესების განვითარება, არის აშკარა და სამწუხაროდ, შეუქცევადი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ: