მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე "CPHI Barcelona 2023"
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე "CPHI Barcelona 2023"

24 ოქ­ტომ­ბრი­დან 26 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, ეს­პა­ნეთ­ში, ქა­ლაქ ბარ­სე­ლო­ნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი გა­მო­ფე­ნა “CPHI Barcelona 2023” გა­ი­მარ­თა. CPHI გლო­ბა­ლუ­რი პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ფარ­მა­ცევ­ტულ ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თულ ათა­სო­ბით პრო­ფე­სი­ო­ნალ მწარ­მო­ე­ბელს, სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სის და პრო­დუქ­ცი­ის მომ­წო­დე­ბელ­სა თუ შემ­სყიდ­ველ კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს და მათ­თვის კო­ო­პე­რა­ცი­ის ერ­თი­ა­ნი სივ­რცის შექ­მნას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

პირ­ველ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო, მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­დან - GM PHARMA-მ - ტრა­დი­ცი­უ­ლად წა­რად­გი­ნა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტულ გა­მო­ფე­ნა­ზე CPHI Barcelona 2023. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ GM PHARMA გახ­ლდათ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი ეგ­ზი­ბი­ტო­რი (ექ­სპო­ნენ­ტი) კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­დან.

გა­მო­ფე­ნის ფარ­გლებ­ში, GM PHARMA-ს გუნ­დმა უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა ამ­ჟა­მინ­დელ თუ პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ო­რებ­თან. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად გან­ხი­ლულ იქნა ახა­ლი წამ­ლე­ბის კვლე­ვა-გან­ვი­თა­რე­ბის (ე.წ. R&D co-development), ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრანსფე­რის, სა­ლი­ცენ­ზიო პრო­ექ­ტე­ბის (“In-“ და “Out-licensing”) გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

GM PHARMA-ს გეგ­მა­ში აქვს 100-ზე მეტი მე­დი­კა­მენ­ტის გან­ვით­რე­ბა მო­მა­ვა­ლი 3-5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სწო­რედ ამ ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შექ­მნა-გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბი. ახა­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­სა და კომ­პა­ნი­ის სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნებ­ში და­ნერგვით, კომ­პა­ნია სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ის უფრო ეფექ­ტუ­რი პრე­ვენ­ცი­ი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს და ამავდრო­უ­ლად, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს არ­სე­ბულ თე­რა­პი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­საც.

„ამ­ჟა­მად GM Pharma-ს კვლე­ვა-გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში 9 ახა­ლი პრო­დუქ­ტი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა სტა­დი­ა­ზეა. ამას­თან, ამ ეტაპ­ზე წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს 2 კარ­დიო-ვას­კუ­ლუ­რი პრო­დუქ­ტის „Know-how"-ს გად­მო­ცე­მი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრანსფე­რის პრო­ცე­სი ერთ-ერთი უცხო­უ­რი კვლე­ვი­თი (R&D) ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა კომ­პა­ნი­ის კვლე­ვა-გან­ვი­თა­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ე­ბა რბი­ლი ჟე­ლა­ტი­ნის კაფ­სუ­ლე­ბის, ორა­ლუ­რი ხსნა­რე­ბის და სირო­ფე­ბის, მშრალ-ფხვნი­ლო­ვა­ნი სა­ი­ნ­ჰა­ლა­ციო კაფ­სუ­ლე­ბის და სხვ. მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. შე­სა­ბა­მი­სად, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ჩვენს წლე­ვან­დელ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც გა­მო­ფე­ნა­ზე, სა­დაც ძველ და ახალ პარტნი­ო­რებ­თან მრა­ვალ ფა­სე­ულ პრო­ექტსაც ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, GM PHARMA წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს უდი­დე­სი რე­გი­ო­ნუ­ლი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გლო­ბა­ლურ ხედ­ვა­სა და ინო­ვა­ცი­ებ­თან შერ­წყმას. სწო­რედ ინო­ვა­ცი­უ­რი ხედ­ვე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში სა­ექ­სპერ­ტო ცოდ­ნის ფლო­ბის წყა­ლო­ბით კვლა­ვაც ამა­ყად წარვდე­ქით გლო­ბა­ლურ ფარ­მა­ცევ­ტულ არე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით“ - გა­ნა­ცხა­და GM PHARMA-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ბა­ტონ­მა ლე­ვან ვარ­დუ­აშ­ვილ­მა.

GM PHARMA 100%-ით ქარ­თუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში. იგი 2000 წელს და­არ­სდა და მას შემ­დეგ სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა. დღე­ი­სათ­ვის, GM PHARMA-ს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი (ბად-ები) იწარ­მო­ე­ბა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­სა (გერ­მა­ნია, შვე­ი­ცა­რია, აშშ, ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი, შვე­დე­თი, პორ­ტუ­გა­ლია და სხვ.) და სა­ქარ­თვე­ლოს GMP-სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ში. GM PHARMA-ს პორ­ტფე­ლი აერ­თი­ა­ნებს 140 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენტს გა­მოშ­ვე­ბის 230 ფორ­მით.

GM PHARMA - ემ­სა­ხუ­რე­ბა მათ, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე "CPHI Barcelona 2023"

GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე "CPHI Barcelona 2023"

24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა “CPHI Barcelona 2023” გაიმართა. CPHI გლობალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ჩართულ ათასობით პროფესიონალ მწარმოებელს, სხვადასხვა სერვისის და პროდუქციის მომწოდებელსა თუ შემსყიდველ კომპანიას აერთიანებს და მათთვის კოოპერაციის ერთიანი სივრცის შექმნას უზრუნველყოფს.

პირველმა საერთაშორისო, მულტინაციონალურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ საქართველოდან - GM PHARMA-მ - ტრადიციულად წარადგინა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე CPHI Barcelona 2023. აღსანიშნავია, რომ GM PHARMA გახლდათ მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი ეგზიბიტორი (ექსპონენტი) კომპანია საქართველოდან.

გამოფენის ფარგლებში, GM PHARMA-ს გუნდმა უამრავი წარმატებული სამუშაო შეხვედრა გამართა ამჟამინდელ თუ პოტენციურ პარტნიორებთან. მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად განხილულ იქნა ახალი წამლების კვლევა-განვითარების (ე.წ. R&D co-development), ტექნოლოგიური ტრანსფერის, სალიცენზიო პროექტების (“In-“ და “Out-licensing”) განხორციელების შესაძლებლობები.

GM PHARMA-ს გეგმაში აქვს 100-ზე მეტი მედიკამენტის განვითრება მომავალი 3-5 წლის განმავლობაში და აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში განიხილებოდა სწორედ ამ ახალი, თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური, მედიკამენტების შექმნა-განვითარების პროექტები. ახალი და გამორჩეული პრეპარატების საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში დანერგვით, კომპანია სამედიცინო საზოგადოებასა და მოსახლეობას სხვადასხვა პათოლოგიის უფრო ეფექტური პრევენციისა და მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს და ამავდროულად, მაქსიმალურად დააკმაყოფილებს არსებულ თერაპიულ საჭიროებებსაც.

„ამჟამად GM Pharma-ს კვლევა-განვითარების დეპარტამენტში 9 ახალი პროდუქტი განვითარების სხვადასხვა სტადიაზეა. ამასთან, ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს 2 კარდიო-ვასკულური პროდუქტის „Know-how"-ს გადმოცემისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის პროცესი ერთ-ერთი უცხოური კვლევითი (R&D) ლაბორატორიიდან. უახლოეს მომავალში იგეგმება კომპანიის კვლევა-განვითარების ლაბორატორიის კიდევ უფრო გაფართოება რბილი ჟელატინის კაფსულების, ორალური ხსნარების და სიროფების, მშრალ-ფხვნილოვანი საინჰალაციო კაფსულების და სხვ. მიმართულებითაც. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს წლევანდელ მონაწილეობასაც გამოფენაზე, სადაც ძველ და ახალ პარტნიორებთან მრავალ ფასეულ პროექტსაც ჩაეყარა საფუძველი. შესაბამისად, GM PHARMA წარმატებით ახორციელებს უდიდესი რეგიონული ცოდნისა და გამოცდილების გლობალურ ხედვასა და ინოვაციებთან შერწყმას. სწორედ ინოვაციური ხედვებისა და ჯანდაცვის სექტორში საექსპერტო ცოდნის ფლობის წყალობით კვლავაც ამაყად წარვდექით გლობალურ ფარმაცევტულ არენაზე საქართველოს სახელით“ - განაცხადა GM PHARMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ლევან ვარდუაშვილმა.

GM PHARMA 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. იგი 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღეისათვის, GM PHARMA-ს მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, შვეიცარია, აშშ, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს პორტფელი აერთიანებს 140 დასახელების მედიკამენტს გამოშვების 230 ფორმით.

GM PHARMA - ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

R