საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება - ჟურნალი OK!
ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება - ჟურნალი OK!

ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ნანო თე­ნოშ­ვი­ლის ფოტო

ცნო­ბი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას და ორ­სუ­ლი ქე­თის ექ­სკლუ­ზი­ურ ფო­ტოს ჟურ­ნა­ლი OK ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი ბოლო წლე­ბია, პარ­ლა­მენ­ტში დიდი რაგ­ბი­დან წა­სულ და­ვით კა­ჭა­რა­ვას გვერ­დით ჩნდე­ბა. წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ არის, თუმ­ცა ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს, უქ­მე­ებს კი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ატა­რე­ბენ...

წარ­სულ­ში ორი­ვე მათ­გა­ნი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო, კა­ჭა­რა­ვას და ხა­ტი­აშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ბიჭი და გო­გო­ნა ჰყავთ. 2007 წელს და­ვით კა­ჭა­რა­ვამ ანკა დუნ­დუ­ა­ზე იქორ­წი­ნა. წყვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და, მათ­თან ერ­თად იყო სა­ერ­თო შვი­ლი ნი­კო­ლო­ზიც... ანკა დუნ­დუა დღეს ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რი და პი­ლა­ტე­სის სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ტო­რია.

2022 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, კა­ჭა­რა­ვა მოძ­რა­ო­ბა „ხალ­ხის ძა­ლას“ შე­უ­ერ­თდა. მმარ­თვე­ლი პარ­ტია ოთხ დე­პუ­ტატ­თან, ეკა სე­ფაშ­ვილ­თან, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძეს­თან, დაჩი ბე­რა­ი­ას­თან და ზაალ მი­ქე­ლა­ძეს­თან ერ­თად და­ტო­ვა.

ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან შრო­მის­მოყ­ვა­რე და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო. 4 წლი­სამ და­ი­წყო ტან­ვარ­ჯიშ­ზე სი­ა­რუ­ლი და იმ­დე­ნად შე­უყ­ვარ­და, ქა­ლა­ქის ერთი ბო­ლო­დან მე­ო­რე­ში სი­ხა­რუ­ლით მი­დი­ო­და. ინ­ტენ­სი­ურ­მა ვარ­ჯი­შებ­მა, ბუ­ნებ­რივ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა წარ­მა­ტე­ბა მალე მო­უ­ტა­ნა. 4 წლი­სა უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი იყო.

აქ­ტი­უ­რი სპორ­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ საყ­ვა­რე­ლი საქ­მე სხვაგ­ვა­რად გა­აგ­რძე­ლა. და­ა­არ­სა ტან­ვარ­ჯი­შის აკა­დე­მია, სა­დაც უამ­რა­ვი პა­ტა­რა გო­გო­ნა ვარ­ჯი­შობს. ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, მომ­ხიბ­ლა­ვი გა­რეგ­ნო­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ტე­ლე­წამ­ყვანს ბევ­რის­გან გა­მო­არ­ჩევს.

ქე­თის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს. ამ­ბობს, რომ ამ მხრივ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვს და ეს მის გან­წყო­ბა­ზეც ისა­ხე­ბა. ცოტა ხნის წინ ჟურ­ნალ "სარ­კეს­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ტან­მო­ვარ­ჯი­შე ამ­ბობ­და, რომ პო­ლი­ტი­კო­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო ჩაც­მის სტი­ლის შეც­ვლაც კი უწევს ზოგ­ჯერ:

"თუ კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ ვგრძნობ თავს, ვერც ვმუ­შა­ობ და დას­ვე­ნე­ბა­საც ვერ ვირ­გებ. სამ­სა­ხუ­რე­ბი ისე­თი მაქვს მინ­და, არ მინ­და, მაგ­რამ კლა­სი­კუ­რად ჩაც­მა მი­წევს. ზოგ­ჯერ კა­ჭის­თან (და­ვით კა­ჭა­რა­ვა) ერ­თად შეხ­ვედ­რებ­ზე დავ­დი­ვარ და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლით უნდა გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბრენ­დუ­ლი სა­მო­სი, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის შექ­მნი­ლიც შე­მი­ძე­ნია და ვინ­ტა­ჟურ, ე.წ. მე­ო­რად მა­ღა­ზი­ებ­შიც დავ­დი­ვარ. მთა­ვა­რია კარ­გი ხა­რის­ხის იყოს, მო­მე­წო­ნოს და მო­ვირ­გო. შო­პინ­გი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს" - ამ­ბობს ის.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

ჯერ ერთი, 4 წლის ვერ იქნებოდა საქართველოს ჩემპიონი! ალბათ სადღც ორღობეში ჩაატარეს ჩემპიონატი... და მეორე - მშვენიერი გოგო იყო და რა შაშნელებაა ეს დაბერილი ტუჩები! ვინმემ ურჩიეთ მაინც...

Luka
1

ივიკოევიჩია თუ ივიკოევნა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება - ჟურნალი OK!

ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება - ჟურნალი OK!

ქეთი ხატიაშვილი მთავარ ფოტოზე: ნანო თენოშვილის ფოტო

ცნობილი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება. ინფორმაციას და ორსული ქეთის ექსკლუზიურ ფოტოს ჟურნალი OK ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ქეთი ხატიაშვილი ბოლო წლებია, პარლამენტში დიდი რაგბიდან წასულ დავით კაჭარავას გვერდით ჩნდება. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ არის, თუმცა ბევრს მოგზაურობს, უქმეებს კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ატარებენ...

წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებიდან ბიჭი და გოგონა ჰყავთ. 2007 წელს დავით კაჭარავამ ანკა დუნდუაზე იქორწინა. წყვილი წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა, მათთან ერთად იყო საერთო შვილი ნიკოლოზიც... ანკა დუნდუა დღეს ცნობილი ინფლუენსერი და პილატესის სერთიფიცირებული ინსტრუქტორია.

2022 წლის 4 ოქტომბერს, კაჭარავა მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. მმართველი პარტია ოთხ დეპუტატთან, ეკა სეფაშვილთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან, დაჩი ბერაიასთან და ზაალ მიქელაძესთან ერთად დატოვა.

ქეთი ხატიაშვილი ბავშვობიდან შრომისმოყვარე და მიზანდასახული იყო. 4 წლისამ დაიწყო ტანვარჯიშზე სიარული და იმდენად შეუყვარდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში სიხარულით მიდიოდა. ინტენსიურმა ვარჯიშებმა, ბუნებრივმა მონაცემებმა წარმატება მალე მოუტანა. 4 წლისა უკვე საქართველოს ჩემპიონი იყო.

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ საყვარელი საქმე სხვაგვარად გააგრძელა. დააარსა ტანვარჯიშის აკადემია, სადაც უამრავი პატარა გოგონა ვარჯიშობს. ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მომხიბლავი გარეგნობა და პროფესიონალიზმი ტელეწამყვანს ბევრისგან გამოარჩევს.

ქეთის პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. ამბობს, რომ ამ მხრივ ყველაფერი კარგად აქვს და ეს მის განწყობაზეც ისახება. ცოტა ხნის წინ ჟურნალ "სარკესთვის" მიცემულ ინტერვიუში ტანმოვარჯიშე ამბობდა, რომ პოლიტიკოსი შეყვარებულის გამო ჩაცმის სტილის შეცვლაც კი უწევს ზოგჯერ:

"თუ კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს, ვერც ვმუშაობ და დასვენებასაც ვერ ვირგებ. სამსახურები ისეთი მაქვს მინდა, არ მინდა, მაგრამ კლასიკურად ჩაცმა მიწევს. ზოგჯერ კაჭისთან (დავით კაჭარავა) ერთად შეხვედრებზე დავდივარ და შესაბამისი პროტოკოლით უნდა გამოვიყურებოდე. ძალიან მიყვარს ბრენდული სამოსი, თუმცა ქართველი დიზაინერების შექმნილიც შემიძენია და ვინტაჟურ, ე.წ. მეორად მაღაზიებშიც დავდივარ. მთავარია კარგი ხარისხის იყოს, მომეწონოს და მოვირგო. შოპინგი დიდ სიამოვნებას მანიჭებს" - ამბობს ის.