მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაში?
რა წერია საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაში?

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის გან­ჩი­ნე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა.

გან­ჩი­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რე­ცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის მო­რი­გი სხდო­მა, რო­მელ­საც თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II.

სი­ნო­დის მდივ­ნად არ­ჩე­ულ იქნა გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა).

სხდო­მა გახ­სნა და დამ­სწრეთ სი­ტყვით მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა. მან მოკ­ლედ და­ა­ხა­სი­ა­თა მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა; აღ­ნიშ­ნა რა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სივ­რცე­შიც და კონ­კრე­ტულ რე­გი­ო­ნებ­შიც ვი­თა­რე­ბა არის ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­ში­ში და, რომ ამ ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ზრუნ­ვა მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რაც მო­მა­ვალ­შიც უნდა გაგ­რძელ­დეს.

შემ­დეგ მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ და უნე­ტა­რე­სო­ბამ გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხე­ბის წარ­სად­გე­ნად სი­ტყვა გა­დას­ცა სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრეს, მიტ­რო­პო­ლიტ შიოს (მუ­ჯი­რი).

მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) პირ­ველ სა­კი­თხად გა­ნავ­რცო მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თემა და ისა­უბ­რა უკ­რა­ი­ნა­სა და წმინ­და მი­წა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

წმინ­და სი­ნო­დის სა­ერ­თო პო­ზი­ცია ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და:

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა გა­ავ­რცე­ლა მი­მარ­თვა კონ­ფლიქ­ტის და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი შე­წყვე­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რაც, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მე­ტად მძი­მე შე­დე­გებს მო­ი­ტან­და.დღეს კი, რო­დე­საც ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი უფრო და უფრო მას­შტა­ბურ სა­ხეს იღებს, ნა­თე­ლია, რომ იქ­მნე­ბა გლო­ბა­ლუ­რად ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში გა­რე­მო, რაც მთელ მსოფ­ლი­ოს დიდი საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს.

უკ­რა­ი­ნა­სა და ღა­ზის სექ­ტორ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ომე­ბის შე­დე­გად უკვე დი­დია მსხვერ­პლი. ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად იღუ­პე­ბი­ან უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი, ნად­გურ­დე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რე­ლი­გი­უ­რი თუ სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი; ზო­გა­დად, ად­გი­ლი აქვს რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით ძა­ლა­დო­ბა­საც.

გა­მოვ­ხა­ტავთ ღრმა მწუ­ხა­რე­ბა­სა და თა­ნაგ­რძნო­ბას ომის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ­თა მი­მართ. ტე­რო­რი, სი­სას­ტი­კე, უსა­მარ­თლო­ბა... ცალ­სა­ხად და­საგ­მო­ბია და მისი პირ­და­პი­რი ან ირი­ბი მხარ­და­ჭე­რა - ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი.

ვუ­ერ­თდე­ბით ყვე­ლა კე­თი­ლი ნე­ბის ადა­მი­ა­ნის ლოც­ვას და შევ­თხოვთ ღმერ­თს, მშვი­დო­ბა მო­ა­ნი­ჭოს უკ­რა­ი­ნას, წმინ­და მი­წას და მთელ მსოფ­ლი­ოს.

მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) წმინ­და სი­ნოდს გა­აც­ნო სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის მმარ­თვე­ლის, ეპის­კო­პოს სა­ბას (ინწკირ­ვე­ლი) წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და მას­თან, ანუ მმარ­თველ მღვდელმთა­ვარ­თან, შე­უ­თან­ხმებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ეპარ­ქი­ი­დან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გახ­ში­რე­ბულ ჩას­ვლას კა­ნა­და­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, რაც მის ეპარ­ქი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ებს ქმნის.წმინ­და სი­ნოდ­მა და­ად­გი­ნა:

მხედ­ვე­ლო­ბა­ში იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი ეპის­კო­პოს სა­ბას პო­ზი­ცია, რაც გუ­ლის­ხმობს ამ­გვარ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თად­მი ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბას.

მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ისა­უბ­რა ნათ­ლო­ბის მსა­ხუ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სას ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ში ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბულ არას­წორ პრაქ­ტი­კა­ზე - მიმრქმელ­თა (ნათ­ლი­ე­ბის) გა­და­ჭარ­ბე­ბულ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.წმინ­და სი­ნოდ­მა გა­ნა­ჩი­ნა:

ეკ­ლე­სი­ის კა­ნო­ნი­კუ­რი წე­სის მი­ხედ­ვით, მიმრქმე­ლი (ნათ­ლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ის­ტო­რი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ით, და­საშ­ვე­ბია, იყოს ორიც (მა­მა­კა­ცი და ქალი; ასე­ვე კა­ნო­ნი­კუ­რი ტრა­დი­ცი­ით­ვე, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის ნათ­ლო­ბი­სას ნათ­ლია უნდა იყოს იმა­ვე სქე­სის). სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით ნათ­ლი­ე­ბის რი­ცხვის სა­მამ­დე გაზ­რდა ნე­ბა­დარ­თუ­ლია მიმრქმე­ლად (ნათ­ლი­ად) კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მი­მარ­თა მღვდელმთავ­რებს, გა­ე­კე­თე­ბი­ნათ მოკ­ლე ან­გა­რი­ში მათ ეპარ­ქი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ.წმინ­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა ნი­ქო­ზი­სა და ცხინ­ვა­ლის და მიტ­რო­პო­ლიტ ისა­ი­ას (ჭან­ტუ­რია) მი­მო­ხილ­ვა ცხინ­ვა­ლი­სა და ახალ­გო­რის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში მო­ნაზვნე­ბი­სა და მღვდელმსა­ხუ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის თა­ო­ბა­ზე.

უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრაქ­ტი­კა­ზე ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ბელ­გი­ი­სა და ჰო­ლან­დი­ის ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პოს­მა დო­სი­თემ (ბოგ­ვე­რა­ძე).

სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპის­კო­პოს­მა სვი­მე­ონ­მა (ცა­კაშ­ვი­ლი) ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი ზრუნ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე.

მარ­გვე­თი­სა და უბის ეპის­კო­პოს­მა მელ­ქი­სე­დეკ­მა (ხა­ჩი­ძე) სი­ნო­დის წევ­რებს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და უბი­სის მო­ნას­ტერ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე.

სა­ჩხე­რი­სა და ჭი­ა­თუ­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ნი­ელ­მა (და­თუ­აშ­ვი­ლი) ისა­უბ­რა მომ­ლოც­ველ­თა ჯგუ­ფე­ბის ეპარ­ქი­ებ­ში ხა­ტე­ბით მსვლე­ლო­ბის პრაქ­ტი­კა­ზე, რა­საც სა­ფუძ­ვე­ლი 1989 წელს ჩა­ე­ყა­რა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და დღე­ის­თვის უკვე გა­ცი­ლე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და მას­შტა­ბუ­რი სახე აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ით­ქვა ისიც, რომ ხა­ტე­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის უცხო­ე­თის სამ­რევ­ლო­ებ­შიც იგეგ­მე­ბა.

სტე­ფან­წმინ­დი­სა და ხე­ვის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა იე­გუ­დი­ელ­მა (ტა­ბა­ტა­ძე) ხაზი გა­უს­ვა იმ და­დე­ბით შე­დე­გებს, რაც გა­მო­ი­ღო თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში მო­ნას­ტრე­ბის ამოქ­მე­დე­ბამ; კერ­ძოდ, ხელი შე­ე­წყო მომ­ლოც­ველ­თა და დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­თა მსვლე­ლო­ბებს და ახალ­გაზ­რდუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ნა­კე­ბის მო­წყო­ბას.

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მიერ აღი­ნიშ­ნა, რომ ასე­თი პრაქ­ტი­კა სხვა ეპარ­ქი­ებ­შიც გვაქვს და ეს პრო­ცე­სი უნდა წა­ხა­ლის­დეს, რი­თაც გა­მო­ცო­ცხლდე­ბა მი­ტო­ვე­ბუ­ლი ხე­ო­ბე­ბი და სოფ­ლე­ბი.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ მღვდელმთავ­რებ­მა ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ონ ახალ­გაზ­რდებ­ში ღრმა აზ­როვ­ნე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი ცოდ­ნის დო­ნის ამაღ­ლე­ბას, ასე­ვე დარ­გობ­რივ გა­ნათ­ლე­ბას, მათ შო­რის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.ამას­თან, მან მო­ი­წო­ნა სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრის, მიტ­რო­პო­ლიტ შიოს (მუ­ჯი­რი) სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბი­სათ­ვის მღვდელმთავ­რე­ბის პე­რი­ო­დუ­ლად მოწ­ვე­ვის პრაქ­ტი­კა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) მოკ­ლე ან­გა­რი­შით მი­მარ­თა წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს.

მღვდელმთავ­რებ­მა ასე­ვე და­მა­ტე­ბით გა­მოთ­ქვეს მო­საზ­რე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ და დე­მოგ­რა­ფი­ულ სა­კი­თხებ­ზეც“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ჩი­ნე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
1

ვისაც სამი დამეტი ნათლია ყავს უკვე, რა უნდა ქნან?

უფოლოგი
0

მოგესალმებით და მივესალმები მოწოდებას ერთი ნათლიის არჩევის წესზე, დიდება უფალს ! ასევე მივესალმები ახალგაზრდების ჩართვას უფრო მეტ ქრისტიანულ საუბრებში და ქრისტიანულ საქმეებში, პროფესიული განათლების რომელიმე სფეროს შემხებლობას სასკოლო თაობაში. ასევე მისასალმებელია უფალ იესო ქრისტეს დარად ფეხით მოსიარულე-მქადაგებელ მოძღვართა სიმრავლე უბნებსა და სასწავლო დაწესებულებათა სიახლოვეს !!! საჯარო სკოლათა სიახლოვეს !!! მართალ საქმის მკეთებელთა გვერდში მდგომად და მოიმედედ !!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა წერია საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაში?

რა წერია საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაში?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის განჩინება გამოქვეყნდა.

განჩინებას საქართველოს საპატრიარქო ავრეცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

სინოდის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

სხდომა გახსნა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და, რომ ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

შემდეგ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ განსახილველი საკითხების წარსადგენად სიტყვა გადასცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი).

მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პირველ საკითხად განავრცო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ შემოთავაზებული თემა და ისაუბრა უკრაინასა და წმინდა მიწაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ.

წმინდა სინოდის საერთო პოზიცია ასე ჩამოყალიბდა:

უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაავრცელა მიმართვა კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტად მძიმე შედეგებს მოიტანდა.დღეს კი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, ნათელია, რომ იქმნება გლობალურად ფეთქებადსაშიში გარემო, რაც მთელ მსოფლიოს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.

უკრაინასა და ღაზის სექტორში წარმოებული ომების შედეგად უკვე დიდია მსხვერპლი. ჯარისკაცებთან ერთად იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, რელიგიური თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ზოგადად, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით ძალადობასაც.

გამოვხატავთ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა... ცალსახად დასაგმობია და მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა - ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი.

ვუერთდებით ყველა კეთილი ნების ადამიანის ლოცვას და შევთხოვთ ღმერთს, მშვიდობა მოანიჭოს უკრაინას, წმინდა მიწას და მთელ მსოფლიოს.

მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდს გააცნო საქართველოს ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის მმართველის, ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) წერილი, რომელიც ეხებოდა მასთან, ანუ მმართველ მღვდელმთავართან, შეუთანხმებლად საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან სასულიერო პირების გახშირებულ ჩასვლას კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც მის ეპარქიაში გარკვეული სირთულეებს ქმნის.წმინდა სინოდმა დაადგინა:

მხედველობაში იქნეს მიღებული ეპისკოპოს საბას პოზიცია, რაც გულისხმობს ამგვარ სასულიერო პირთადმი ზომების გამკაცრებას.

მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ნათლობის მსახურების აღსრულებისას ჩვენს ეკლესიაში ბოლო დროს გავრცელებულ არასწორ პრაქტიკაზე - მიმრქმელთა (ნათლიების) გადაჭარბებულ რაოდენობაზე.წმინდა სინოდმა განაჩინა:

ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა მღვდელმთავრებს, გაეკეთებინათ მოკლე ანგარიში მათ ეპარქიებში არსებული ვითარების შესახებ.წმინდა სინოდმა მოისმინა ნიქოზისა და ცხინვალის და მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) მიმოხილვა ცხინვალისა და ახალგორის დროებით ოკუპირებულ რაიონებში მონაზვნებისა და მღვდელმსახურების მდგომარეობისა და ეკლესია-მონასტრების თაობაზე.

უცხოეთში არსებულ საგანმანათლებლო პრაქტიკაზე ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე).

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლებისადმი ზრუნვის საჭიროებაზე.

მარგვეთისა და უბის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) სინოდის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა უბისის მონასტერში არსებულ სიტუაციაზე.

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ისაუბრა მომლოცველთა ჯგუფების ეპარქიებში ხატებით მსვლელობის პრაქტიკაზე, რასაც საფუძველი 1989 წელს ჩაეყარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და დღეისთვის უკვე გაცილებით ორგანიზებული და მასშტაბური სახე აქვს მიღებული. ითქვა ისიც, რომ ხატებით მოგზაურობა საქართველოს ეკლესიის უცხოეთის სამრევლოებშიც იგეგმება.

სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) ხაზი გაუსვა იმ დადებით შედეგებს, რაც გამოიღო თრუსოს ხეობაში მონასტრების ამოქმედებამ; კერძოდ, ხელი შეეწყო მომლოცველთა და დამთვალიერებელთა მსვლელობებს და ახალგაზრდული საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობას.

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღინიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა ეპარქიებშიც გვაქვს და ეს პროცესი უნდა წახალისდეს, რითაც გამოცოცხლდება მიტოვებული ხეობები და სოფლები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ მღვდელმთავრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ახალგაზრდებში ღრმა აზროვნებისა და რელიგიური ცოდნის დონის ამაღლებას, ასევე დარგობრივ განათლებას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით.ამასთან, მან მოიწონა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისათვის მღვდელმთავრების პერიოდულად მოწვევის პრაქტიკა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მოკლე ანგარიშით მიმართა წმინდა სინოდის წევრებს.

მღვდელმთავრებმა ასევე დამატებით გამოთქვეს მოსაზრებები სოციალურ და დემოგრაფიულ საკითხებზეც“,- აღნიშნულია განჩინებაში.