კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ სინოდის სხდომაზე მისული მეუფეები პატრიარქის გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე - "ეს დაწესებულება ხომ არ არის? ღმერთი წყვეტს ზემოდან"
რას ამბობენ სინოდის სხდომაზე მისული მეუფეები პატრიარქის გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე - "ეს დაწესებულება ხომ არ არის? ღმერთი წყვეტს ზემოდან"

ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე ან­ტო­ნის გან­ცხა­დე­ბით, თუ სი­ნო­დის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე მისი გა­დად­გო­მის სა­კითხს და­ა­ყე­ნებს, მღვდელმთავ­რე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წე­ვენ.

რო­გორც მე­უ­ფე ან­ტონ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სი­ნო­დის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და, "აქ არის ერ­თი­ა­ნო­ბა“.

"[პატ­რი­არ­ქის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ] ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გი ვიქ­ნე­ბით, ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ. არ­ცერ­თი მღვდელმთა­ვა­რი არ არის, რო­მე­ლიც მხარს და­უ­ჭერს პატ­რი­არ­ქის გა­დად­გო­მას. შან­სი არ არის, იმი­ტომ, რომ პატ­რი­არ­ქი არის პატ­რი­არ­ქი, ის არის მხცო­ვა­ნი და პა­ტივს იმ­სა­ხუ­რებს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­გან, ჩვე­ნი მა­კურ­თხე­ბე­ლია და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს უყ­ვარს. [თუ მა­ინც დად­გა გა­დად­გო­მის სა­კი­თხი], მა­ინც შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით.

აქ არის ერ­თი­ა­ნო­ბა. არამც და არც არ დად­გე­ბა ეს სა­კი­თხი! [პატ­რი­არ­ქმა გა­დად­გო­მის] სა­კი­თხი თვი­თონ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნოს, მაგ­რამ ჩვენ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. [გა­დად­გო­მის] მო­ლო­დი­ნი ნამ­დვი­ლად არ მაქვს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ან­ტონ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, უნდა გა­ფარ­თოვ­დეს თუ არა მე­უ­ფე შიოს უფ­ლე­ბე­ბი, მე­უ­ფე ან­ტო­ნი პა­სუ­ხობს, რომ მე­უ­ფე შიოს საკ­მა­რი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს და "მეტი რა­ღაც უნდა გა­ფარ­თოვ­დეს“.

  • თი­ა­ნე­თი­სა და ფშავ-ხევ­სუ­რე­თის ეპის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე მი­ქა­ელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არ არ­სე­ბობს და არც იარ­სე­ბებს დღის წეს­რიგ­ში პატ­რი­არ­ქის გა­და­ყე­ნე­ბა. მისი თქმით, წი­ნას­წარ უც­ნო­ბია, რა სა­კი­თხებ­ზე იმ­სჯე­ლებს სი­ნო­დი.

"ყვე­ლას გი­ლო­ცავთ მამა გაბ­რი­ე­ლის ხსნე­ბის დღეს, რა სა­კი­თხებ­ზეც ვიმ­სჯე­ლებთ, რომ გა­მო­ვალთ აუ­ცი­ლებ­ლად გე­ცო­დი­ნე­ბათ. ახლა მივ­დი­ვართ და ვარ­კვევთ სა­კი­თხებს. არა, რო­გორ გე­კად­რე­ბათ, [პატ­რი­არ­ქის] რა გა­დად­გო­მა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა. არ ვიცი ამა­ზე თე­ო­ლო­გე­ბი რა­ტომ სა­უბ­რო­ბენ, ჩვენ ეპის­კო­პო­სე­ბი ვართ და ვართ დინ­ჯად, წყნა­რად, სა­ქარ­თვე­ლოს გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და ეკ­ლე­სი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას ვემ­სა­ხუ­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე მი­ქა­ელ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პატ­რი­არ­ქის გა­დად­გო­მის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა დღის წეს­რიგ­ში სხდო­მა­ზე, “რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?!”.

"არ არ­სე­ბობს ეგ და არც იარ­სე­ბებს დღის წეს­რიგ­ში პატ­რი­არ­ქის გა­და­ყე­ნე­ბა. ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ხომ არ არის?ღმერ­თი წყვეტს ზე­მო­დან", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე მი­ქა­ელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
5

"ღმერთი წყვეტს ზემოდან" რა ბერკეტები აქვს ღმერთს სინოდზე? სინდისი? საღი აზრი? არა მგონია. თუ წაიყვანს თავისთან ილია 2 ს, ეს იქნება მისი გადადგომა. არა მგონია, ვინმეს რომ დაესიზმროს და უთხრას, გადააყენეთო, დაუჯერონ. არადა ადრე ასე წყვეტდნენ ყველაფერს

ზეელერი
71

ესენი ისე ლაპარაკობენ თითქოს არ იციან ვინ არის КГБ-ს აგენტი "ივერიელი"-ზვანია -პოლკოვნიკი.

ავტორი:

რას ამბობენ სინოდის სხდომაზე მისული მეუფეები პატრიარქის გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე - "ეს დაწესებულება ხომ არ არის? ღმერთი წყვეტს ზემოდან"

რას ამბობენ სინოდის სხდომაზე მისული მეუფეები პატრიარქის გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე - "ეს დაწესებულება ხომ არ არის? ღმერთი წყვეტს ზემოდან"

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის განცხადებით, თუ სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქი ილია მეორე მისი გადადგომის საკითხს დააყენებს, მღვდელმთავრები წინააღმდეგობას გაუწევენ.

როგორც მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, "აქ არის ერთიანობა“.

"[პატრიარქის გადადგომის შესახებ] ყველა წინააღმდეგი ვიქნებით, ყველა წინააღმდეგი ვართ. არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას. შანსი არ არის, იმიტომ, რომ პატრიარქი არის პატრიარქი, ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს ყველა ჩვენგანისგან, ჩვენი მაკურთხებელია და მთელ საქართველოს უყვარს. [თუ მაინც დადგა გადადგომის საკითხი], მაინც შევეწინააღმდეგებით. აბსოლუტურად შევეწინააღმდეგებით.

აქ არის ერთიანობა. არამც და არც არ დადგება ეს საკითხი! [პატრიარქმა გადადგომის] საკითხი თვითონ შეიძლება გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით. [გადადგომის] მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

რაც შეეხება კითხვას, უნდა გაფართოვდეს თუ არა მეუფე შიოს უფლებები, მეუფე ანტონი პასუხობს, რომ მეუფე შიოს საკმარისი უფლებამოსილება აქვს და "მეტი რაღაც უნდა გაფართოვდეს“.

  • თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა აღნიშნა, რომ არ არსებობს და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. მისი თქმით, წინასწარ უცნობია, რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი.

"ყველას გილოცავთ მამა გაბრიელის ხსნების დღეს, რა საკითხებზეც ვიმსჯელებთ, რომ გამოვალთ აუცილებლად გეცოდინებათ. ახლა მივდივართ და ვარკვევთ საკითხებს. არა, როგორ გეკადრებათ, [პატრიარქის] რა გადადგომა, როგორ შეიძლება. არ ვიცი ამაზე თეოლოგები რატომ საუბრობენ, ჩვენ ეპისკოპოსები ვართ და ვართ დინჯად, წყნარად, საქართველოს გაძლიერებაში და ეკლესიის გაძლიერებას ვემსახურებით", - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

როგორც მან აღნიშნა, პატრიარქის გადადგომის საკითხის დაყენება დღის წესრიგში სხდომაზე, “როგორ შეიძლება?!”.

"არ არსებობს ეგ და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. ეს დაწესებულება ხომ არ არის?ღმერთი წყვეტს ზემოდან", - განაცხადა მეუფე მიქაელმა.