საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც ჩვენს საკრებულოს წევრს ასე მოექცევა" - ფიზიკური დაპირისპირება გარდაბნის საკრებულოში
"თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც ჩვენს საკრებულოს წევრს ასე მოექცევა" - ფიზიკური დაპირისპირება გარდაბნის საკრებულოში

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ გა­ნუ­ცხა­დეს, და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მათი წევ­რი და­შავ­და, რო­მე­ლიც რუს­თა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

პარ­ტი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე მხა­რე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს მოჰ­ყვა. კერ­ძოდ, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, გარ­და­ბან­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი იცავ­დნენ სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ას, "რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, ქურდბა­ცა­ცა საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე მერ­თან ერ­თად ას­ხვი­სებ­დნენ“. ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ამა­ში მათ ხელს უშ­ლიდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი.

ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ტე­რი­ტო­რი­ით სოფ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სარ­გებ­ლობ­და, საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებ­მა კი, საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს გას­ხვი­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

"[საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი] იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე წინა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ე­უქ­მე­ბი­ნათ, რად­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ და მის­მა წევ­რებ­მა იბ­რძო­ლეს გარ­დაბ­ნის საკ­რე­ბუ­ლო­ში ამ კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს ად­გი­ლობ­რი­ვებს [ტე­რი­ტო­რია]. მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ქე­სა­ლო­ე­ლებს, რომ სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ას ვერ გა­ას­ხვი­სე­ბენ და ამა­ზე და­ბოღ­მი­ლებ­მა და გაბ­რა­ზე­ბუ­ლებ­მა უკვე გა­და­წყვი­ტეს, რომ ჩვე­ნი საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს გა­უს­წორ­დნენ ფი­ზი­კუ­რად და სცა­დეს ამ ადა­მი­ა­ნის და­ჩაგ­ვრა. ყვე­ლამ კარ­გად უნდა იცო­დეს, რომ არა­ვის არ და­ვა­ჩაგ­ვრი­ნებთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებს, მხარ­დამ­ჭე­რებს და გან­სა­კუთ­რე­ბით საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს, რომ­ლე­ბიც იბ­რძვი­ან ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ. გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერს, საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს, ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ, დაგ­ვე­ლო­დეთ, ჩვე­ნი მხრი­და­ნაც იქ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი, ცხა­დია კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და ამ სკო­ლით ორი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას სარ­გებ­ლობს და ორი­ვეს კი­დევ მინ­და მი­ვუ­ლო­ცო, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ, ისე­ვე რო­გორც ნო­დარ დუმ­ბა­ძის სკვე­რი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ჩო­ხა­ტა­ურ­ში, ასე­ვე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ სა­ბავ­შვო სკვე­რის ტე­რი­ტო­რია. ეს დაგ­ვიჯ­და იმად, რომ ჩვენს საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, თუმ­ცა არა­ვის არაფ­რის არ ეში­ნია და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ - ვგმობ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბა, მაგ­რამ თი­თებს და ხე­ლებს მი­ვამ­ტვრევ ყვე­ლას, ვინც ჩვენს საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს ასე მო­ექ­ცე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხო
0

სუფთა ერთი ერთზე ის სიტუაციაა ნაც ზონდერები რომ უტყაპუნებდნენ ქოც სექტანტებს. რითაც დაასრულეს ნაც სექტანტებმა კი ვნახეთ 2012 ში. 100 პროცენტით იგივე გამეორდება , ოღონდ პირიქით. ქოც სექტა ნაც სექტანტების ბედს გაიზიარებს

&
1

ეს ჯეირანი ხელებს და ფეხებს ამტვრევს შურისძიების მიზნით. დანაშაულის ჩადენის ალბათობა მაღალია, ბატონ გომელაურს ვთხოვ მიიღოს ზომები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც ჩვენს საკრებულოს წევრს ასე მოექცევა" - ფიზიკური დაპირისპირება გარდაბნის საკრებულოში

"თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც ჩვენს საკრებულოს წევრს ასე მოექცევა" - ფიზიკური დაპირისპირება გარდაბნის საკრებულოში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობისა“ და უმრავლესობის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ "ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, დაპირისპირებისას მათი წევრი დაშავდა, რომელიც რუსთავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პარტიის ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე მხარეებს შორის დაპირისპირება სკოლის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა. კერძოდ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, გარდაბანში, "ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები იცავდნენ სკოლის ტერიტორიას, "რომელსაც ადგილობრივი კორუმპირებული, ქურდბაცაცა საკრებულოს წევრები და საკრებულოს თავმჯდომარე მერთან ერთად ასხვისებდნენ“. ხაბეიშვილის განმარტებით, ამაში მათ ხელს უშლიდნენ "ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ტერიტორიით სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობდა, საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს გასხვისების საშუალება არ მისცეს.

"[საკრებულოს უმრავლესობის წევრები] იძულებულები გახდნენ დღევანდელ სხდომაზე წინა საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინათ, რადგან "ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა წევრებმა იბრძოლეს გარდაბნის საკრებულოში ამ კვირების განმავლობაში და შეუნარჩუნეს ადგილობრივებს [ტერიტორია]. მინდა მივულოცო ქესალოელებს, რომ სკოლის ტერიტორიას ვერ გაასხვისებენ და ამაზე დაბოღმილებმა და გაბრაზებულებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ ჩვენი საკრებულოს წევრებს გაუსწორდნენ ფიზიკურად და სცადეს ამ ადამიანის დაჩაგვრა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავის არ დავაჩაგვრინებთ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებს და განსაკუთრებით საკრებულოს წევრებს, რომლებიც იბრძვიან ხალხის საკეთილდღეოდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს წარმომადგენლებს, ყველას ვაფრთხილებ, დაგველოდეთ, ჩვენი მხრიდანაც იქნება ადეკვატური პასუხი, ცხადია კანონის ფარგლებში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ სკოლით ორი სოფლის მოსახლეობას სარგებლობს და ორივეს კიდევ მინდა მივულოცო, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოახერხეს და შევინარჩუნეთ, ისევე როგორც ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ ჩოხატაურში, ასევე შევინარჩუნეთ საბავშვო სკვერის ტერიტორია. ეს დაგვიჯდა იმად, რომ ჩვენს საკრებულოს წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა არავის არაფრის არ ეშინია და კიდევ გავიმეორებ - ვგმობ ყველანაირ ძალადობა, მაგრამ თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც ჩვენს საკრებულოს წევრს ასე მოექცევა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.