მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ შეურაცხყოფას, რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად როგორ სხედხართ?" - ნიკა მელია
"როცა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ შეურაცხყოფას, რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად როგორ სხედხართ?" - ნიკა მელია

"რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ქალ დე­პუ­ტა­ტებს აყე­ნე­ბენ ენით აღუ­წე­რელ შე­უ­რა­ცხყო­ფას, პირ­და­პირ ეთერ­ში, რა ძალა, რა მი­სია ან რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­ჩე­რებთ მანდ, მშვი­დად და წყნა­რად, რო­გორ ან რა მიზ­ნით სხედ­ხართ?" - ასე მი­მარ­თავს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებს.

ნიკა მე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ში“ წერს.

"მაქვს ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“, მის მე­ნე­ჯმენ­ტთან და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კაც დე­პუ­ტა­ტებ­თან;

რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ქალ დე­პუ­ტა­ტებს აყე­ნე­ბენ ენით აღუ­წე­რელ შე­უ­რა­ცხყო­ფას, პირ­და­პირ ეთერ­ში, რა ძალა, რა მი­სია ან რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­ჩე­რებთ მანდ, მშვი­დად და წყნა­რად რო­გორ ან რა მიზ­ნით სხედ­ხართ?

ვინ­მემ არ თქვას ახლა, დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი მი­შას მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბაო, ამ უფ­ლე­ბას რომ არ გა­ყე­ნე­ბი­ნე­ბენ ხომ ხე­დავთ?!

12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბაც მო­იხ­სნა დღის წეს­რი­გი­დან, არა შე­დე­გის, არა­მედ უშე­დე­გო­ბის გამო; სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ე­ბიც ვერ შე­იქ­მნა.

პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებს მიღ­მა მყო­ფი "ოც­ნე­ბის“ ლე­გი­ტი­მა­ცი­აა, ეს ფაქ­ტია, უბ­რა­ლოდ პარ­ლა­მენ­ტში თუ ხართ, ღირ­სე­ბა მა­ინც გა­მო­ავ­ლი­ნეთ, რა­ი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში“, - წერს ნიკა მე­ლია.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე "გირ­ჩის“ წევ­რმ იაგო ხვი­ჩი­ამ ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან დე­პუ­ტა­ტე­ბის შეს­ვლის უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნა მო­ი­თხო­ვა. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი, ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი და მი­მარ­თა ხვი­ჩი­ას: "გონი და­ა­ტა­ნეთ იმას, რომ კრი­მი­ნალ ადა­მი­ან­ზე სა­უბ­რობთ. ეს არის მსჯავ­რდე­ბუ­ლი და ამავდრო­უ­ლად ღირ­სე­ბის­გან, მო­რა­ლის­გან დაც­ლი­ლი“. ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ანა წით­ლი­ძემ შემ­დე­გი რეპ­ლი­კით მი­მარ­თა - "დე­ბი­ლი ხარ“, რა­ზეც ღუ­დუ­შა­ურ­მა უპა­სუ­ხა: "შენ ხარ ბან­ძი ადა­მი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბან­ძი ქალი ხარ”.

"იმ ქა­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შიც ვერ ჯდე­ბი, ვი­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი "ევა­სე­ბო­და“ და და­წყნარ­დი და წადი აქე­დან. წადი შე ბან­ძო, გა­ი­ა­რე, ფარ­ჩა­კი, ბან­ძი“, - მი­მარ­თა ღუ­დუ­შა­ურ­მა წით­ლი­ძეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
2

ბიჭოოოო!!!! ოპოზიციონერი დეპუტეტის შეურაცხყოფა ყოფილა მიუღებელი, თორე დანარჩენ ქალბატონებს რამდენიც გინდა აგინე, მელიას პროტესტი არ ექნება. არადა გვარამია, ამათი მთავარი იდეოლოგი, ხომ ცნობილია თავისი აღვირახსნილი საუბრებით ქალების მიმართ.

ყვლაზე დიდი სიმართლე
1

და რომელი გავს მაგედან ქალს???? ეგენი კაცებზე უარესად ბილწსიტყვაობენ. განსაკუთრებით ეგ წითლიძე უკიდურესად უზრდელი და საზიზღარი არსებაა. რაც დაიმსახურა ის მიიღო, უარესიც ეკუთვნოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"როცა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ შეურაცხყოფას, რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად როგორ სხედხართ?" - ნიკა მელია

"როცა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ შეურაცხყოფას, რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად როგორ სხედხართ?" - ნიკა მელია

"როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად, როგორ ან რა მიზნით სხედხართ?" - ასე მიმართავს "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

ნიკა მელია აღნიშნულის შესახებ "ფეისბუქში“ წერს.

"მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა "ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის მენეჯმენტთან და განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან;

როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად როგორ ან რა მიზნით სხედხართ?

ვინმემ არ თქვას ახლა, დეპუტატის მანდატი მიშას მოსანახულებლად გვჭირდებაო, ამ უფლებას რომ არ გაყენებინებენ ხომ ხედავთ?!

12 პუნქტის შესრულებაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, არა შედეგის, არამედ უშედეგობის გამო; საგამოძიებო კომისიებიც ვერ შეიქმნა.

პარლამენტში ყოფნა დღეის მდგომარეობით, რომ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მყოფი "ოცნების“ ლეგიტიმაციაა, ეს ფაქტია, უბრალოდ პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ, რაიმე სიტუაციაში“, - წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "გირჩის“ წევრმ იაგო ხვიჩიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენა მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ წევრი, ალუდა ღუდუშაური და მიმართა ხვიჩიას: "გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი“. ალუდა ღუდუშაურს სიტყვით გამოსვლისას ანა წითლიძემ შემდეგი რეპლიკით მიმართა - "დებილი ხარ“, რაზეც ღუდუშაურმა უპასუხა: "შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”.

"იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი "ევასებოდა“ და დაწყნარდი და წადი აქედან. წადი შე ბანძო, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი“, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.