საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

6

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 12:31-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 00:32-ზე ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიტამინებით გამდიდრებული ლოკო-მოკოს რძე თქვენი პატარებისთვის
ვიტამინებით გამდიდრებული ლოკო-მოკოს რძე თქვენი პატარებისთვის

ძუ­ძუ­თი კვე­ბის შემ­დეგ რძე ბავ­შვთა ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ერთ-ერთ აუ­ცი­ლე­ბელ კომ­პო­ნენ­ტად მი­იჩ­ნე­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს , თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბევ­რი რამ ამ სფე­რო­შიც შე­იც­ვა­ლა. ამის მი­უ­ხე­და­ვად რძე დღემ­დე უც­ვლელ და აუ­ცი­ლე­ბელ პრო­დუქ­ტად რჩე­ბა ჩვე­ნი პა­ტა­რას ჯან­მრთე­ლო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე თან­და­თა­ნო­ბით ფორ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მი­ნე­რა­ლე­ბი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბიც გა­მოჩ­ნდა. ლოკო მო­კოს რძე ამ კუ­თხით პი­ო­ნე­რია -ამ­ჯე­რად კალ­ცი­უ­მით და დ ვი­ტა­მი­ნით კი­დევ უფრო გამ­დიდ­რე­ბუ­ლი რძე - ღო­ნი­ე­რი და გო­ნი­ე­რი ბავ­შვე­ბის­თვის. რა დო­ზით უნდა მი­ი­ღოს ჩვენ­მა პა­ტა­რამ რძე და რა კავ­შირ­შია ეს მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი ჩვე­ნი ბავ­შვის გო­ნივ­რულ თუ ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან, ამა­ზე ბავ­შვთა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, პე­დი­ატ­რი ნინო ხე­ლა­ძე გვპა­სუ­ხობს.

ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, რა ასა­კი­დან არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ბავ­შვის­თვის ცხო­ვე­ლუ­რი რძე და რა სი­კე­თე მოჰ­ყვე­ბა მის ყო­ველ­დღი­ურ მი­ღე­ბას?

ამე­რი­კის პე­დი­ატრთა ასო­ცი­ა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით ცხო­ვე­ლუ­რი რძის მი­წო­დე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლია 12 თვი­დან. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი ერ­თხმად თან­ხმდე­ბი­ან რომ, რძე აუ­ცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტია , ბავ­შვის ადეკ­ვა­ტუ­რი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი კალ­ცი­უ­მის ერ­თა­დერ­თი ბუ­ნებ­რი­ვი წყა­როა, კალ­ცი­უ­მი კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია ძვალ კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის სა­თა­ნა­დო გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა რძე მდი­და­რია ცი­ლე­ბით, ცხი­მე­ბით, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ვის ტვი­ნის ზრდის და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ამას­თა­ნა­ვე არ­სე­ბობს კვლე­ვე­ბი, რო­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ რძის და­დე­ბით გავ­ლე­ნას ბავ­შვის სი­მაღ­ლე­ში ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­იდ­ლა­ი­ნით, რძის მი­ღე­ბის დღი­უ­რი დოზა ასაკ­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი დო­ზე­ბი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • 12-24 თვე - 12/3 - 2 ჭიქა დღე­ში
  • 2-5 წელი - 2-21/2 ჭიქა დღე­ში
  • 5-8 წელი - 21/2 ჭიქა დღე­ში
  • 9-18 წელი - 3 ჭიქა დღე­ში

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე უკვე გა­მოჩ­ნდა კალ­ცი­უ­მით და დ ვი­ტა­მი­ნით კი­დევ უფრო გამ­დიდ­რე­ბუ­ლი, ფორ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რძე. რა უპი­რა­ტე­სო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ შემ­თხვე­ვა­ში ფორ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ კვე­ბას?

სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, საკ­ვე­ბის გამ­დიდ­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მიკ­რო თუ მაკ­რო ნუტ­რი­ენ­ტე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­აა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ფორ­ტი­ფი­კა­ცი­ის დროს გათ­ვლი­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პო­პუ­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბიც. მოკ­ლედ რომ ვთქვათ თუ ბავ­შვი და­ლევს ფორ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ რძეს, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყოთ რომ, მისი კონ­კრე­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გამ­დიდ­რე­ბუ­ლია სა­ჭი­რო დ ვი­ტა­მი­ნით და შე­ი­ცავს მისი ასა­კი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ კალ­ცი­უ­მის რა­ო­დე­ნო­ბას.

ლოკო მო­კოს რძეს და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს კალ­ცი­უ­მი და დ ვი­ტა­მი­ნი - რა როლი აკის­რი­ათ მათ ბავ­შვთა ზრდა გან­ვი­თა­რე­ბა­ში ?

D ვი­ტა­მი­ნი ჰორ­მო­ნია, რო­მელ­საც უდი­დე­სი როლი ეკის­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა და პუბ­ლი­კა­ცია ადას­ტუ­რებს D ვი­ტა­მი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბას, არა მარ­ტო კალ­ცი­უ­მი­სა და ფოს­ფო­რის ცვლის რე­გუ­ლა­ცი­ის­თვის, არა­მედ ორ­გა­ნო­თა სხვა­დას­ხვა სის­ტე­მის ნორ­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის­თვი­საც. მისი რე­ცეპ­ტო­რე­ბი თით­ქმის ყვე­ლა ქსო­ვილ­ში აღ­მოჩ­ნდა, თა­ვის ტვინ­შიც კი. თუ ადრე მი­იჩ­ნე­ო­და, რომ D ვი­ტა­მი­ნი მხო­ლოდ ძვალ-სახ­სარ­თა სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის იყო სა­ჭი­რო, ამ­ჟა­მად არ­სე­ბობს საკ­მაო მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ეს ნივ­თი­ე­რე­ბა სა­ჭი­როა ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თვის­თვის. მა­გა­ლი­თად, D ვი­ტა­მინს დიდი როლი ეკის­რე­ბა ინ­ფექ­ცი­ებ­თან ბრძო­ლა­ში, არე­გუ­ლი­რებს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბას, ხელს უწყობს ას­თმის, ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და დი­ა­ბე­ტი ტიპი 1-ის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, სიმ­სუქ­ნით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ას. მე­ტიც, არა­ერ­თი კვლე­ვა მოწ­მობს, რომ D ვი­ტა­მინს აქვს სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კალ­ცი­უმს, ის მო­ნა­წი­ლე­ობს ძვლე­ბი­სა და კბი­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში, ზრდი­სა და რე­გე­ნე­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ძვლე­ბი კალ­ცი­უ­მის ერ­თგვა­რი რე­ზერ­ვუ­ა­რია და უწყვეტ რე­მო­დე­ლი­რე­ბას, გა­ნახ­ლე­ბას გა­ნიც­დის. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ორ­გა­ნიზ­მი გა­ნუ­წყვეტ­ლივ იღებს ძვლე­ბი­დან კალ­ცი­უმს სხვა ფუნ­ქცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად და მას ახ­ლით ცვლის. ამი­ტო­მაც კალ­ცი­უ­მის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მტკი­ცე ძვლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გარ­და ეს მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნერ­ვუ­ლი და კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის, სის­ხლის შე­დე­დე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ფერ­მენ­ტუ­ლი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვის­თის..

იმის­თვის რომ კალ­ცი­უმ­მა სა­თა­ნა­დოდ შე­ას­რუ­ლოს და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა, ჭირ­დე­ბა დ ვი­ტა­მი­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი­დან ნე­ბის­მი­ე­რის დე­ფი­ცი­ტი ბავ­შვთა ასაკ­ში, იწ­ვევს რა­ქიტს, და­ა­ვა­დე­ბას რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა ძვლე­ბის დარ­ბი­ლე­ბით, კი­დუ­რე­ბის დე­ფორ­მა­ცი­ით, ზრდა­ში შე­ფერ­ხე­ბით და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში კუნ­თე­ბის სი­სუს­ტით ან ტკი­ვი­ლით.

რას იწ­ვევს რძი­სა და მისი პრო­დუქ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა ასაკ­ში და რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ ამ პრობ­ლე­მას?

მშობ­ლებ­მა უნდა მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა ისე­თი სა­ხის ჩი­ვი­ლებს რო­გო­რე­ბი­ცაა ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბა, კუნ­თე­ბის და ძვლე­ბის ტკი­ვი­ლი, ად­ვი­ლად დაღ­ლა, კა­ნის სიმ­შრა­ლე, ძვლო­ვა­ნი დე­ფორ­მა­ცი­ე­ბი,თმის ცვე­ნა,მტვრე­ვა ფრჩხი­ლე­ბი,კა­რი­ე­სუ­ლი კბი­ლე­ბი და ა.შ.

მშო­ბელ­მა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა კრე­ა­ტი­უ­ლი ხერ­ხი რომ რძე ჩარ­თოს ყვე­ლა ასა­კის ჯან­მრთე­ლი ბავ­შვის რა­ცი­ონ­ში. სა­სურ­ვე­ლი მცი­რე ასა­კი­დან გა­მო­ვუ­მუ­შა­ოთ ჩვე­ვა რომ 1 ჭიქა რძე მა­ინც ყო­ველ­დღე მი­ი­ღოს თქვენ­მა პა­ტა­რამ. შეგ­ვიძ­ლია მათ მა­გა­ლი­თი თა­ვა­დაც მივ­ცეთ ან რა­ი­მე სა­ხის სა­ხა­ლი­სო რი­ტუ­ა­ლად ვაქ­ცი­ოთ ეს პრო­ცე­სი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გვახ­სოვ­დეს , რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­წინ­და­რია...

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს
ავტორი:

ვიტამინებით გამდიდრებული ლოკო-მოკოს რძე თქვენი პატარებისთვის

ვიტამინებით გამდიდრებული ლოკო-მოკოს რძე თქვენი პატარებისთვის

ძუძუთი კვების შემდეგ რძე ბავშვთა ზრდა-განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევა. საქართველოში ამას დიდი ხნის ისტორია აქვს , თუმცა დროთა განმავლობაში, კვლევების საფუძველზე ბევრი რამ ამ სფეროშიც შეიცვალა. ამის მიუხედავად რძე დღემდე უცვლელ და აუცილებელ პროდუქტად რჩება ჩვენი პატარას ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

ქართულ ბაზარზე თანდათანობით ფორტიფიცირებული, მინერალებითა და ვიტამინებით გამდიდრებული საკვებიც გამოჩნდა. ლოკო მოკოს რძე ამ კუთხით პიონერია -ამჯერად კალციუმით და დ ვიტამინით კიდევ უფრო გამდიდრებული რძე - ღონიერი და გონიერი ბავშვებისთვის. რა დოზით უნდა მიიღოს ჩვენმა პატარამ რძე და რა კავშირშია ეს მიკროელემენტები ჩვენი ბავშვის გონივრულ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან, ამაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი, პედიატრი ნინო ხელაძე გვპასუხობს.

ქალბატონო ნინო, რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვისთვის ცხოველური რძე და რა სიკეთე მოჰყვება მის ყოველდღიურ მიღებას?

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით ცხოველური რძის მიწოდება მიზანშეწონილია 12 თვიდან. მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო კვლევითი ცენტრები ერთხმად თანხმდებიან რომ, რძე აუცილებელი საკვები პროდუქტია , ბავშვის ადეკვატური ზრდა-განვითარებისთვის. რძე და რძის პროდუქტები კალციუმის ერთადერთი ბუნებრივი წყაროა, კალციუმი კი მნიშვნელოვანი კომპონენტია ძვალ კუნთოვანი სისტემის სათანადო განვითარებისთვის. გარდა ამისა რძე მდიდარია ცილებით, ცხიმებით, რაც აუცილებელია თავის ტვინის ზრდის და ნევროლოგიური განვითარებისთვის. ამასთანავე არსებობს კვლევები, როლებიც ადასტურებენ რძის დადებით გავლენას ბავშვის სიმაღლეში ზრდასა და განვითარებაზე. ოფიციალური გაიდლაინით, რძის მიღების დღიური დოზა ასაკზე არის დამოკიდებული. რეკომენდებული დოზები კი ასე გამოიყურება:

  • 12-24 თვე - 12/3 - 2 ჭიქა დღეში
  • 2-5 წელი - 2-21/2 ჭიქა დღეში
  • 5-8 წელი - 21/2 ჭიქა დღეში
  • 9-18 წელი - 3 ჭიქა დღეში

ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა კალციუმით და დ ვიტამინით კიდევ უფრო გამდიდრებული, ფორტიფიცირებული რძე. რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს ამ შემთხვევაში ფორტიფიცირებულ კვებას?

სხვადასხვა ნივთიერების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, საკვების გამდიდრება კონკრეტული აუცილებელი მიკრო თუ მაკრო ნუტრიენტებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა მთელ მსოფლიოში. ფორტიფიკაციის დროს გათვლილია კონკრეტული პოპულაციის საჭიროებებიც. მოკლედ რომ ვთქვათ თუ ბავშვი დალევს ფორტიფიცირებულ რძეს, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ რომ, მისი კონკრეტული რაოდენობა გამდიდრებულია საჭირო დ ვიტამინით და შეიცავს მისი ასაკისათვის აუცილებელ კალციუმის რაოდენობას.

ლოკო მოკოს რძეს დამატებული აქვს კალციუმი და დ ვიტამინი - რა როლი აკისრიათ მათ ბავშვთა ზრდა განვითარებაში ?

D ვიტამინი ჰორმონია, რომელსაც უდიდესი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მრავალი სამეცნიერო კვლევა და პუბლიკაცია ადასტურებს D ვიტამინის მნიშვნელობას, არა მარტო კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციისთვის, არამედ ორგანოთა სხვადასხვა სისტემის ნორმალური მუშაობისთვისაც. მისი რეცეპტორები თითქმის ყველა ქსოვილში აღმოჩნდა, თავის ტვინშიც კი. თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ D ვიტამინი მხოლოდ ძვალ-სახსართა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო, ამჟამად არსებობს საკმაო მეცნიერული მტკიცებულება, რომ ეს ნივთიერება საჭიროა ფაქტობრივად ყველა ფიზიოლოგიური პროცესის სწორად წარმართვისთვის. მაგალითად, D ვიტამინს დიდი როლი ეკისრება ინფექციებთან ბრძოლაში, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, ხელს უწყობს ასთმის, ალერგიული დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 1-ის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნით განპირობებული გართულებების პრევენციას. მეტიც, არაერთი კვლევა მოწმობს, რომ D ვიტამინს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

რაც შეეხება კალციუმს, ის მონაწილეობს ძვლებისა და კბილების ფორმირებაში, ზრდისა და რეგენერაციის პროცესში. ძვლები კალციუმის ერთგვარი რეზერვუარია და უწყვეტ რემოდელირებას, განახლებას განიცდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი განუწყვეტლივ იღებს ძვლებიდან კალციუმს სხვა ფუნქციების შესასრულებლად და მას ახლით ცვლის. ამიტომაც კალციუმის შემცველი პროდუქტების მიღება ყოველდღიურად აუცილებელია. მტკიცე ძვლების ჩამოყალიბების გარდა ეს მაკროელემენტი მნიშვნელოვანია ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებისთვის, სისხლის შედედებისა და სხვადასხვა ფერმენტული პროცესების წარმართვისთის..

იმისთვის რომ კალციუმმა სათანადოდ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, ჭირდება დ ვიტამინი. აღნიშნული მაკროელემენტებიდან ნებისმიერის დეფიციტი ბავშვთა ასაკში, იწვევს რაქიტს, დაავადებას რომელიც ხასიათდება ძვლების დარბილებით, კიდურების დეფორმაციით, ზრდაში შეფერხებით და ზოგიერთ შემთხვევაში კუნთების სისუსტით ან ტკივილით.

რას იწვევს რძისა და მისი პროდუქტების ნაკლებობა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას?

მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ისეთი სახის ჩივილებს როგორებიცაა ჭარბი ოფლიანობა, კუნთების და ძვლების ტკივილი, ადვილად დაღლა, კანის სიმშრალე, ძვლოვანი დეფორმაციები,თმის ცვენა,მტვრევა ფრჩხილები,კარიესული კბილები და ა.შ.

მშობელმა უნდა გამოიყენოს ყველა კრეატიული ხერხი რომ რძე ჩართოს ყველა ასაკის ჯანმრთელი ბავშვის რაციონში. სასურველი მცირე ასაკიდან გამოვუმუშაოთ ჩვევა რომ 1 ჭიქა რძე მაინც ყოველდღე მიიღოს თქვენმა პატარამ. შეგვიძლია მათ მაგალითი თავადაც მივცეთ ან რაიმე სახის სახალისო რიტუალად ვაქციოთ ეს პროცესი. აუცილებელია გვახსოვდეს , რომ ეს ყველაფერი ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია...

R