საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომი ახალ და ყველაზე საშიშ ეტაპზე გადადის: ისრაელი სახმელეთო და მიწისქვეშა ოპერაციისთვის ემზადება - როგორი იქნება მხარეების სამხედრო ტაქტიკა
ომი ახალ და ყველაზე საშიშ ეტაპზე გადადის: ისრაელი სახმელეთო და მიწისქვეშა ოპერაციისთვის ემზადება - როგორი იქნება მხარეების სამხედრო ტაქტიკა
  • ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ის­რა­ე­ლის "ცა­ხა­ლის“ მე­სა­მე ჯავ­შან­სა­ტან­კო რე­ი­დი ღა­ზის სექ­ტორ­ში, წინა ორის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­და­ი­ზარ­და სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ა­ში, რომ­ლის და­წყე­ბას თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო ასე დიდი ში­შით ელო­და...

ის­რა­ელ­მა არ მო­ახ­დი­ნა ამის პომ­პე­ზუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბა, სა­ნამ მის­მა ჯავ­შან­სა­ტან­კო ჯგუ­ფებ­მა არ და­ი­კა­ვეს ღა­ზის სექ­ტო­რის ჩრდი­ლოთ-აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი, რის შემ­დე­გაც, 28 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ პირ­ვე­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, რო­მელ­ზეც გა­ნა­ცხა­და ომის მე­ო­რე ეტა­პის და­წყე­ბის შე­სა­ხებ. ხოლო ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ბენი გან­ცი კი­დევ უფრო კონ­კრე­ტუ­ლი იყო: "ჩვენ და­ვი­წყეთ სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია მი­წა­ზე და მი­წის ქვე­მო­თაც, ეს ომი მოკ­ლე არ იქ­ნე­ბა..."

"ცა­ხა­ლის“ მოქ­მე­დე­ბის ტაქ­ტი­კა ღა­ზის სექ­ტო­რის კი­დევ უფრო პა­ტარ-პა­ტა­რა სექ­ტო­რე­ბად და­ყო­ფა და მათი თან­მიმ­დევ­რუ­ლად "გა­ცხრილ­ვა“ გახ­დე­ბა,რათა ყო­ველ ამ პა­ტა­რა სე­ტორ­ში გა­მო­ი­რი­ცხოს "ჰა­მა­სი­სა“ თუ "ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის“ მებ­რძო­ლე­ბის ყოფ­ნა, რო­გორც მი­წის ზე­მოთ, ისე მი­წის­ქვე­შა ბუნ­კე­რებ­ში.

სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის დროს "ცა­ხა­ლი“ სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მო­ი­ყე­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე რა­დი­ო­ლო­კა­ცი­ურ და აკუს­ტი­კურ აპა­რა­ტუ­რას მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად და მათ გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად დიდი სიმ­ძლავ­რის მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ინ­ჟი­ნე­რულ ნაღ­მებს გა­მო­ი­ყე­ნებს, ასე­ვე არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ნერ­ვულ-პა­ლა­ტი­კუ­რი აი­რის შეშ­ვე­ბა, ასე­თი გვი­რა­ბე­ბი­დან "ჰა­მა­სის“ წევ­რე­ბის მი­წის­ზედ გა­მო­სა­დევ­ნად...

თა­ვის მხრივ, "ჰა­მა­სი“ და "ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დი“ ეც­დე­ბი­ან მო­ა­წყონ ჩა­საფ­რე­ბე­ბი შე­ნო­ბე­ბის ნან­გრე­ვებ­ში, იქ სა­დაც უნდა გა­ი­ა­როს "ცა­ხა­ლის“ ჯავ­შან­პატ­რულ­მა და მათ წი­ნა­აღ­მდეგ ჯერ დის­ტან­ცი­უ­რად მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ, ხოლო შემ­დეგ გა­უხ­სნან ცე­ცხლი, მათ შო­რის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ყუმ­ბარ­სა­ტყორ­ცნე­ბი­დან, რო­მელ­თა ნაკ­ლე­ბო­ბას პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ გა­ნიც­დი­ან...

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვას მო­უ­წევს დიდი რა­ო­დე­ნო­ბის დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ასე­თი სა­ვა­რა­უ­დო ჩა­საფ­რე­ბე­ბის ჰა­ე­რი­დან დრო­უ­ლად აღ­მო­სა­ჩე­ნად და ვი­დე­ო­კად­რე­ბის დრო­ის რე­ა­ლურ რე­ჟიმ­ში გა­და­ცე­მა თა­ვი­სი ჯავ­შან­სა­ტან­კო ჯგუ­ფე­ბის­თვის, თუ სა­ი­დან უნდა ელოდ­ნენ თავ­დას­ხმას.

ამას­თან, ის­რა­ე­ლის "აპა­ჩის“ დამ­რტყმე­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბი და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე ფრე­ნი­სას შე­ეც­დე­ბი­ან საქ­ვე­მე­ხო და სა­რა­კე­ტო ცე­ცხლით შე­ნო­ბე­ბის ნან­გრე­ვებ­ში გზა "გა­უ­სუფ­თა­ვონ“ "მერ­კა­ვე­ბის“, "ახ­ზა­რი­ტე­ბი­სა“ და "ნა­მე­რე­ბის“ ეკი­პა­ჟებს, მათ სა­დე­სან­ტო და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგო
12

ომი უნდა დასრულდეს ჰამაზისა და მისი ხელᲨემწყობების სრული დამარცხებიᲗ. წარმატება ისრაელს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ომი ახალ და ყველაზე საშიშ ეტაპზე გადადის: ისრაელი სახმელეთო და მიწისქვეშა ოპერაციისთვის ემზადება - როგორი იქნება მხარეების სამხედრო ტაქტიკა

ომი ახალ და ყველაზე საშიშ ეტაპზე გადადის: ისრაელი სახმელეთო და მიწისქვეშა ოპერაციისთვის ემზადება - როგორი იქნება მხარეების სამხედრო ტაქტიკა
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ისრაელის "ცახალის“ მესამე ჯავშანსატანკო რეიდი ღაზის სექტორში, წინა ორისგან განსხვავებით, გადაიზარდა სახმელეთო ოპერაციაში, რომლის დაწყებას თითქმის მთელი მსოფლიო ასე დიდი შიშით ელოდა...

ისრაელმა არ მოახდინა ამის პომპეზურად გამოცხადება, სანამ მისმა ჯავშანსატანკო ჯგუფებმა არ დაიკავეს ღაზის სექტორის ჩრდილოთ-აღმოსავლეთი ნაწილი, რის შემდეგაც, 28 ოქტომბრის საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველი პრესკონფერენცია გამართა ჟურნალისტებთან, რომელზეც განაცხადა ომის მეორე ეტაპის დაწყების შესახებ. ხოლო ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი კიდევ უფრო კონკრეტული იყო: "ჩვენ დავიწყეთ სახმელეთო ოპერაცია მიწაზე და მიწის ქვემოთაც, ეს ომი მოკლე არ იქნება..."

"ცახალის“ მოქმედების ტაქტიკა ღაზის სექტორის კიდევ უფრო პატარ-პატარა სექტორებად დაყოფა და მათი თანმიმდევრულად "გაცხრილვა“ გახდება,რათა ყოველ ამ პატარა სეტორში გამოირიცხოს "ჰამასისა“ თუ "ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლების ყოფნა, როგორც მიწის ზემოთ, ისე მიწისქვეშა ბუნკერებში.

სახმელეთო ოპერაციის დროს "ცახალი“ სავარაუდოდ გამოიყენებს თანამედროვე რადიოლოკაციურ და აკუსტიკურ აპარატურას მიწისქვეშა გვირაბების აღმოსაჩენად და მათ გასანადგურებლად დიდი სიმძლავრის მიმართული მოქმედების ინჟინერულ ნაღმებს გამოიყენებს, ასევე არ არის გამორიცხული ნერვულ-პალატიკური აირის შეშვება, ასეთი გვირაბებიდან "ჰამასის“ წევრების მიწისზედ გამოსადევნად...

თავის მხრივ, "ჰამასი“ და "ისლამური ჯიჰადი“ ეცდებიან მოაწყონ ჩასაფრებები შენობების ნანგრევებში, იქ სადაც უნდა გაიაროს "ცახალის“ ჯავშანპატრულმა და მათ წინააღმდეგ ჯერ დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენონ, ხოლო შემდეგ გაუხსნან ცეცხლი, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებიდან, რომელთა ნაკლებობას პალესტინელები ნამდვილად არ განიცდიან...

ისრაელის სამხედრო დაზვერვას მოუწევს დიდი რაოდენობის დრონების გამოყენება ასეთი სავარაუდო ჩასაფრებების ჰაერიდან დროულად აღმოსაჩენად და ვიდეოკადრების დროის რეალურ რეჟიმში გადაცემა თავისი ჯავშანსატანკო ჯგუფებისთვის, თუ საიდან უნდა ელოდნენ თავდასხმას.

ამასთან, ისრაელის "აპაჩის“ დამრტყმელი შვეულმფრენები დაბალ სიმაღლეზე ფრენისას შეეცდებიან საქვემეხო და სარაკეტო ცეცხლით შენობების ნანგრევებში გზა "გაუსუფთავონ“ "მერკავების“, "ახზარიტებისა“ და "ნამერების“ ეკიპაჟებს, მათ სადესანტო დანაყოფებთან ერთად... განაგრძეთ კითხვა