მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაეროს ინფორმაციით, ღაზაში მოსახლეობა დახმარების ცენტრებში შეიჭრა და ფქვილი და სხვა მარაგი გაიტაცა
გაეროს ინფორმაციით, ღაზაში მოსახლეობა დახმარების ცენტრებში შეიჭრა და ფქვილი და სხვა მარაგი გაიტაცა

ღა­ზის ათა­სო­ბით მცხოვ­რე­ბი პა­ლეს­ტი­ნელ ლტოლ­ვილ­თა დახ­მა­რე­ბის გა­ე­რო-ს სა­ა­გენ­ტოს სა­წყო­ბებ­სა და სა­დის­ტრი­ბუ­ციო ცენ­ტრებ­ში შე­იჭ­რა და ფქვი­ლი და პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის სხვა პრო­დუქ­ტე­ბი გა­ი­ტა­ცა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას პა­ლეს­ტი­ნელ ლტოლ­ვილ­თა დახ­მა­რე­ბის გა­ე­რო-ს სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

"ეს არის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო წეს­რი­გი იწყებს ნგრე­ვას სამ­კვი­რი­ა­ნი ომი­სა და ღა­ზას მკაც­რი ალ­ყის შემ­დეგ“, - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­ე­რო-ს სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ღა­ზის სექ­ტორ­ში ეგ­ვიპ­ტი­დან სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით შე­ტა­ნი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა არა­საკ­მა­რი­სია.

”ბა­ზარ­ზე მა­რა­გე­ბი იწუ­რე­ბა, ხოლო ღა­ზის სექ­ტორ­ში ეგ­ვიპ­ტი­დან სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით შე­მო­სუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა არა­საკ­მა­რი­სია“, - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და გან­მარ­ტა­ვენ, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­ლო­ნე­ბის ღა­ზა­ში შეყ­ვა­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სის­ტე­მა გან­წი­რუ­ლია მარ­ცხის­თვის.

”სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი უზარ­მა­ზა­რია, ხოლო დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ ვი­ღებთ, მწი­რი და შე­უ­სა­ბა­მოა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პა­ლეს­ტი­ნელ ლტოლ­ვილ­თა დახ­მა­რე­ბის გა­ე­რო-ს სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ღა­ზა­ში ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ა­ფერ­ხა სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმებ­მა, რის შე­დე­გა­დაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 50-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­ღუ­პა და მა­რა­გის გა­და­ტა­ნა შე­ფერ­ხდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რრრ
0

უნიათო ორგანიზაცია,გაეროს დანიშნულება ის არაა დედამიწაზე ომები აღარ ყოფილიყო?

კარგია!
3

აბა გაერო ჰამასს აჭმევს!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გაეროს ინფორმაციით, ღაზაში მოსახლეობა დახმარების ცენტრებში შეიჭრა და ფქვილი და სხვა მარაგი გაიტაცა

გაეროს ინფორმაციით, ღაზაში მოსახლეობა დახმარების ცენტრებში შეიჭრა და ფქვილი და სხვა მარაგი გაიტაცა

ღაზის ათასობით მცხოვრები პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრა და ფქვილი და პირველადი საჭიროების სხვა პროდუქტები გაიტაცა, - ინფორმაციას პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტო ავრცელებს.

"ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამოქალაქო წესრიგი იწყებს ნგრევას სამკვირიანი ომისა და ღაზას მკაცრი ალყის შემდეგ“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გაერო-ს სააგენტოში განმარტავენ, რომ ღაზის სექტორში ეგვიპტიდან სატვირთო მანქანებით შეტანილი ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისია.

”ბაზარზე მარაგები იწურება, ხოლო ღაზის სექტორში ეგვიპტიდან სატვირთო მანქანებით შემოსული ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში და განმარტავენ, რომ ჰუმანიტარული კოლონების ღაზაში შეყვანის ამჟამინდელი სისტემა განწირულია მარცხისთვის.

”საზოგადოების საჭიროებები უზარმაზარია, ხოლო დახმარება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, მწირი და შეუსაბამოა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოში აცხადებენ, რომ ღაზაში ხალხის დასახმარებლად მათი შესაძლებლობები შეაფერხა საჰაერო თავდასხმებმა, რის შედეგადაც ორგანიზაციის 50-ზე მეტი თანამშრომელი დაიღუპა და მარაგის გადატანა შეფერხდა.