აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან.
ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს
ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს. ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1640 მერტია
დაათვალიერეთ ფოტოები, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს:
სულით და გულით ვულოცავ მგზავრებსა და მძღოლებს რიკოთის ახალი მონაკვეთის გახსნას!
25 წუთით დროის შემცირება სახუმარო საქმე არაა!
მშვიდობიან და უსაფრთხო გადაადგილებას გისურვებთ!!!
Რათქმა უნდა წალენჯიხაში აშენებული ხიდები უკეთესია, ბევრად უსაფრთხოა, თანაც ნაკლები დაჯდა. Მთავარია, სექტის წევრები ბედნიერები არიან!