მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 საინტერესო ეპიზოდი დავით კლდიაშვილის ცხოვრებიდან
4 საინტერესო ეპიზოდი დავით კლდიაშვილის ცხოვრებიდან

ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი იმე­რე­თის გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი აზ­ნა­უ­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ახალ­გაზ­რდო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სა­ზღვრა მო­მა­ვა­ლი დიდი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი. მისი შე­მოქ­მე­დე­ბის მთა­ვა­რი თემა იმე­რე­თის გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ე.წ. „შე­მოდ­გო­მის აზ­ნა­უ­რე­ბის“ სევ­დი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის ასახ­ვა იყო.

მო­დით, გა­ვიხ­სე­ნოთ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დი და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან:

“პირ­ვე­ლი სწავ­ლა დე­და­ჩემ­მა და­მა­წყე­ბი­ნა. შემ­დეგ, რაკი სა­ჭი­რო იყო რუ­სუ­ლი ენის ცოდ­ნა, მა­მა­ჩემ­მა მი­მიყ­ვა­ნა ერთს რუ­სის ოჯახ­ში რუ­სუ­ლის სას­წავ­ლებ­ლად. ცოლ-ქმა­რი იყო და ჰყავ­დათ ჩემი ტოლი პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი; კაცი “ლე­კა­რი” იყო, ექი­მი; ცოლი გა­რუ­სე­ბუ­ლი ლე­კის ქალი. კარ­გად მი­მი­ღო ორი­ვემ, დი­დად მო­მე­ფე­რენ, მაგ­რამ მე მა­ინც ჩემი ვქე­ნი _ მე­ო­რე დღეს დი­ლით ადრე გა­პარ­ვას და­ვა­დე­ქი და კარს კი­დე­ვაც გა­და­ვა­ბი­ჯე ფეხი, მაგ­რამ კი­ბე­ზე მტა­ცეს ხელი და და­მაბ­რუ­ნეს მტი­რა­ლი. ვე­რა­ვი­თარ­მა მო­ფე­რე­ბამ ვერა გა­ა­წყო-რა ჩემ­თან; ქალ­მა ქარ­თუ­ლი იცო­და და ქარ­თუ­ლა­დაც მე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბო­და, მე მა­ინც მწა­რედ მოვ­თქვამ­დი; მო­ვი­და მა­მა­ჩე­მიც, მაგ­რამ ვერც ამან და­მა­წყნა­რა. გა­მაბ­რუ­ნეს სო­ფელ­ში რამ­დე­ნი­მე ხნით. მე­ო­რე ჩა­მოს­ვლა­ზე დე­დაც გა­მომ­ყვა და რო­გორც იქნა, და­მა­მაგ­რეს ამ ახალ ოჯახ­ში. ორი­ვე ცოლ-ქმა­რი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მე­პყრო­ბოდ­ნენ და სულ მოკ­ლე ხან­ში მი­მიჩ­ვი­ეს. ოჯა­ხის უფ­რო­სი ხა­ლი­სი­ა­ნი კაცი იყო; მუ­დამ გვა­თა­მა­შებ­და ბავ­შვებს და ისე შე­მი­ტყუ­ეს, რომ ჩემი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი თით­ქმის და­მა­ვი­წყე­ბი­ნეს. დიდი ამა­გი დამ­დვეს ამ ივა­ნოვ­მა და მის­მა ცოლ­მა, ვარ­ვა­რა ნა­უ­მოვ­ნამ _ მათ სულ მოკ­ლე ხან­ში შე­მას­წავ­ლეს ენაც, წერა და კი­თხვაც. და­მა­ჯენ­და ხოლ­მე ია­კობ ივა­ნი­ჩი სა­კი­თხა­ვად და გვერ­დით მომ­ჯდა­რი ხან მე­ხუმ­რე­ბო­და, ხან მა­ცი­ნებ­და და მაყ­ვა­რებ­და სწავ­ლას. ამის გამო არა­სო­დეს სწავ­ლა­ზე დაჯ­დო­მა არ შემ­ზა­რე­ბია _ ის კი არა, მე­ხა­ლი­სე­ბო­და კი­დეც. “

***

“ამ­ხა­ნაგ ოფიც­რებ­შიც ვი­შო­ვე ორი­ო­დე თა­ნამ­გრძნო­ბი, რო­მელ­თაც სწად­დათ ცო­ტა­ოდ­ნად მა­ინც გა­ე­ცო­ცხლე­ბი­ნათ იმ­დრო­ინ­დე­ლი კა­ზარ­მუ­ლი მძი­მე ცხოვ­რე­ბა. ამ მუ­შა­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი გარ­თუ­ლი, რომ ჩემ­და გა­სა­ო­ცებ­ლად გა­და­მე­კი­და ერთი ახ­ლად გად­მოყ­ვა­ნი­ლი ოფი­ცე­რი და ჩემ­ზე გულ­მო­სულ­მა პა­ტა­კი შე­ი­ტა­ნა, რომ მე პო­ლი­ტი­კუ­რად არა­სა­ი­მე­დო პირი ვარ და რუ­სის მო­ძუ­ლე. საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბა­ში ჩა­ვარ­და. ნა­წი­ლის უფ­რო­სი სა­ოც­რად აღელ­და. მას ის აწუ­ხებ­და, რომ თუ და­მიმ­ტკიც­დე­ბო­და ბრალ­დე­ბა _ მას შე­ნიშ­ვნას მის­ცემ­დნენ, თუ რო­გორ ვერ შე­ნიშ­ნა თა­ვის ხელ­ქვე­ითს ამ­გვა­რი რამ და სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზომა არ მი­ი­ღო; ამით მისი წინსვლა დაბ­რკოლ­დე­ბო­და. პა­ტა­კის მიმ­ცე­მი ერთი ნერ­ვე­ბაშ­ლი­ლი თავ­მა­გა­რი პი­როვ­ნე­ბა იყო. იგი ხელ­ში ჩა­იგ­დო მას­თან ერ­თად ჩვენს ნა­წილ­ში რუ­სე­თი­დან გად­მოყ­ვა­ნილ­მა ახალ­გაზ­რდა ოფი­ცერ­მა, რომ­ლის ად­გი­ლი უფრო მო­ნას­ტე­რი იყო, ვიდ­რე სამ­ხედ­რო.

ეს იყო ცნო­ბი­ლი იო­ა­ნე კრონშტა­დე­ლის მო­წა­ფე, პო­ბე­დო­ნოს­ცე­ვის მა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი, გულ­მხურ­ვა­ლე მლოც­ვე­ლი; სა­ხი­თაც უც­ნა­უ­რად ჰგავ­და პო­ბე­დო­ნოს­ცევს. იყო გამ­სჭვა­ლუ­ლი

რუ­სის ბა­ტო­ნო­ბის იდე­ით და სძულ­და ყო­ვე­ლი არა­რუ­სი. აი მან გა­ნაზ­რა­ხა ნერ­ვე­ბაშ­ლი­ლი ოფი­ცე­რი შე­ე­ტა­ნა ჩემ­ზე პა­ტა­კი; და­არ­წმუ­ნა, რომ მე ცუდი გავ­ლე­ნა მაქვს ჯა­რის­კა­ცებ­ზე, რომ ფიცს ვღა­ლა­ტობ, რომ სა­ჭი­როა ჩემი გა­ძე­ვე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან. გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გა­მოგ­ზავ­ნეს პოლ­კის უფ­რო­სი პოლ­კოვ­ნი­კი კრი­ვო­შე­ი­ნი. მთლად ამ­ხა­ნა­გო­ბამ ჩემ­და სა­სარ­გებ­ლოდ მის­ცა ჩვე­ნე­ბა. ჩვენ­მა პოლ­კოვ­ნიკ­მა მი­მიხ­მო და შე­მეხ­ვე­წა არ გა­და­მე­ტა­ნა საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში ცრუ დაბ­რა­ლე­ბი­სათ­ვის”.

***

„იმ სა­ო­ცარ არე­უ­ლო­ბას, რო­მე­ლიც სუ­ფევ­და თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ა­ში, ზედ და­ერ­თო სა­ში­ნე­ლი გა­და­კი­დე­ბა სომ­ხებ­სა და თათ­რებს შო­რის. ბა­ქოს ჟლე­ტამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა აა­ლა­პა­რა­კა და შე­აძ­რწუ­ნა. ასე­თი ამ­ბის გა­მე­ო­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­იქ­ნა თბი­ლის­ში­აც. უბე­დუ­რე­ბის ასა­რი­დებ­ლად ქარ­თვე­ლო­ბა ჩად­გა

შუ­ა­ში და ყო­ველ­გვარ ზო­მას ღე­ბუ­ლობ­და, ამ ორ ერს შუა შე­ტა­კე­ბა არ მომ­ხდა­რი­ყო. შედ­გა ქარ­თვე­ლე­ბი­სა­გან მო­და­რა­ჯე რაზ­მი სა­მა­სი კა­ცი­სა­გან.

ამ­გვა­რი­ვე სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­ნა ბა­თუმ­ში­აც. აქაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო სომ­ხებ­სა და მუ­სულ­მა­ნებს შო­რის შე­ჯა­ხე­ბა. ამის ასაც­დე­ნად გა­ი­მარ­თა მო­სა­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი მი­ტინ­გი აზი­ზი­ეს მე­ჩე­თის გა­ლა­ვან­ში; რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ამ­გვა­რი­ვე მი­ტინ­გი _ სომ­ხე­ბის ეკ­ლე­სი­ის გა­ლა­ვან­ში. ხალ­ხი მო­ა­წყდა აუ­ა­რე­ბე­ლი. ეკ­ლე­სი­ის ეზო ვერ იტევ­და მო­სულთ; ეკ­ლე­სი­ის გარ­შე­მო ქუ­ჩე­ბი გა­ჭე­დი­ლი იყო ხალ­ხით. ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში

ამარ­თუ­ლი იყო ტრი­ბუ­ნა; მო­ლა­პა­რა­კე სო­მეხ­თა­განს ცვლი­და მო­ლა­პა­რა­კე მუ­სულ­მა­ნი. ხალ­ხი სმე­ნად იყო გა­დაქ­ცე­უ­ლი. უეც­რად შე­იქ­ნა გა­ნა­პირ­ზე ჩოჩ­ქო­ლი, ყვი­რი­ლი, ხმა­უ­რო­ბა, რო­მე­ლიც თან­და­თან მძლავ­რდე­ბო­და. გა­ის­მა სა­ში­ნე­ლი კი­ვილ­წი­ვი­ლი; აიძ­რა ეს ზღვა ხალ­ხი, - ერ­თმა­ნეთს ეხეთ­ქე­ბი­ან, გარ­ბი­ან, ერ­თმა­ნეთს სრი­სა­ვენ. ნამ­დვი­ლი ჟლე­ტაა, სა­ზა­რე­ლი ყვი­რი­ლი. და­ცა­რი­ე­ლე­ბულ ქუ­ჩა­ში გა­მოჩ­ნდა ოფი­ცე­რი და მას­თან სას­რო­ლად მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი თო­ფე­ბით რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცი.

- რა­ზა­ი­დის, სვო­ლოჩ! რა­ზა­ი­დის, ატო ბუდუ სტრე­ლი­ატ! -ყვი­რო­და ოფი­ცე­რი და იწე­ო­და ეკ­ლე­სი­ის­კენ. შე­იქ­ნა სრო­ლა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მაღ­ლა; დამფრ­თხა­ლი ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს ეხეთ­ქე­ბა ში­ში­სა­გან გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი. ჯო­ჯო­ხე­თია ნამ­დვი­ლი. ბა­ტა­რე­ია ბუ­რუნ-ტა­ბი­ე­ზე გა­ის­რო­ლეს ზარ­ბა­ზა­ნი; იგ­რი­ა­ლა მე­ო­რედ, მე­სა­მედ; ზარ­ბაზ­ნე­ბი ახ­მა­ურ­დნენ მთებ­ზე; ეს ნი­შა­ნი იყო, _ ჯა­რებს ეც­ნო­ბე­ბო­და, რომ ქა­ლაქ­ში არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო და გა­მო­სუ­ლი­ყო და­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად.

ცხე­ნო­სა­ნი კა­ზა­კე­ბი დაქ­როდ­ნენ ქუ­ჩებ­ში. ნავ­სად­გურ­თან ატყდა სრო­ლა. რო­გორც შემ­დეგ გა­მო­ირ­კვა, აქ მოკ­ლულ იქნა თერ­თმე­ტი ქალი და მა­მა­კა­ცი. როცა ცოტა მი­წყნარ­და, გა­მო­ვე­დი იმ სახ­ლი­დან, სა­დაც ეკ­ლე­სი­ის პირ­და­პირ შე­ვა­ფა­რე თავი, და გა­ვე­შუ­რე გო­რო­დო­კის­კენ ჩემს ბი­ნა­ზე. ქუ­ჩა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჯა­რის­კა­ცე­ბის მეტი არა­ვინ არის; მხო­ლოდ აგერ-ეგერ სახ­ლის ჭიშ­კარ­თან მომ­დგა­რი შე­ში­ნე­ბუ­ლი მცხოვ­რე­ბი აკან­კა­ლე­ბუ­ლი კი­თხუ­ლობ­და:

- სახ­ლებს ხომ არ და­უ­შე­ნენ ზარ­ბაზ­ნებს?

მთელ­მა დღემ წარ­მო­უდ­გე­ნელ ში­ში­ა­ნო­ბა­ში გან­ვლო. ეს მო­ახ­დი­ნა არ­და­გა­ნის პოლ­კის კა­პი­ტან­მა, გვა­რად აუსტრინ­მა, მთვრალ­მა. მას არ მო­ე­წო­ნა ეს ეკ­ლე­სი­ის გა­ლა­ვან­ში ხალ­ხის შეკ­რე­ბა, მო­ინ­დო­მა მისი გა­ფან­ტვა; რა­ღაც ეშ­მა­კად შეხ­ვდა მისი გუნ­დის ჯა­რის­კა­ცე­ბი, გა­ი­ყო­ლა ესე­ნი და შე­იჭ­რა ხალ­ხში ყვი­რი­ლით...“

***

„გრი­აზ­ნო­ვის ბრძა­ნე­ბის მოს­ვლის­თა­ნა­ვე ჩა­მა­ბა­რეს მო­წე­რი­ლო­ბა, სამ დღე­ში მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყავ გა­სას­ვლე­ლად. სამ­წუ­ხა­რო ის იყო, რომ ამ­გვა­რი არე­უ­ლო­ბის დროს სა­დღაც უდა­ბურ ად­გი­ლას ვი­კარ­გე­ბო­დი, უკან მრჩე­ბო­და ცოლი ოთხი ბავ­შვით. ნა­წი­ლის უფ­როს­მა აის­რუ­ლა სურ­ვი­ლი - მო­მი­შო­რა თა­ვი­დან, გა­და­მაგ­დო უდა­ბურ დეშ­ლა­გარ­ში. მე­სა­მე დღე იყო, როცა სამ­მარ­თვე­ლო­დან გა­მო­სულს ნა­წი­ლის უფ­რო­სი შემ­ხვდა ეტ­ლით მი­მა­ვა­ლი. გა­ა­ჩე­რა ეტლი.

- მი­დი­ხართ? - გად­მომ­ძა­ხა.

- მივ­დი­ვარ.

- ქა­ღალ­დე­ბი ჩა­ი­ბა­რეთ?

- ჩა­ვი­ბა­რე.

- ჰო, მინ­და ორი­ო­დე სი­ტყვა გი­თხრათ: ფრთხი­ლად იყა­ვით

ახალ ად­გი­ლას. ცოლ-შვი­ლის პატ­რო­ნი ხართ, თავი შე­ი­კა­ვეთ;იქ არ გა­პა­ტი­ე­ბენ ისე, რო­გორც აქ... ფრთხი­ლად იყა­ვით, მი­ი­ღეთ ეს ჩემი კე­თი­ლი და­რი­გე­ბა!

- მე სრუ­ლი­ად არ ვსა­ჭი­რო­ებ თქვენს და­რი­გე­ბას და არც გავ­ყვე­ბი თქვენს რჩე­ვას! - ვუ­პა­სუ­ხე ჩემს "კე­თილ დამ­რი­გე­ბელს".

- გა­გახ­სენ­დე­ბათ ჩემი ნათ­ქვა­მი, გა­გახ­სენ­დე­ბათ, როცა გამ­წარ­დე­ბით, მაგ­რამ გვი­ან იქ­ნე­ბა... საკ­ვირ­ვე­ლი ხალ­ხი ხართ... რაც რუ­სეთ­მა სი­კე­თე გი­ყოთ თქვენ, ტუ­ზემ­ცებს, მა­ინც გძულთ რუ­სე­თი, გძულთ! ამით ვე­რას გა­ი­ტანთ! - შე­მომ­ძა­ხა მან.

- ჩვენ გვძულს გლა­ხა, სა­ძა­გე­ლი რუსი... კარ­გი ჩვენ­თვი­საც

კარ­გია! ჩვენ ვი­ცით გარ­ჩე­ვა და ვარ­ჩევთ, დიახ! - მი­ვუ­გე.

- არა, თქვენ ყვე­ლა გძულთ, ყვე­ლა!

- სჯო­ბია შე­წყვი­ტოთ ლა­პა­რა­კი! - შე­ვუ­ტიე. - ვნა­ნობ, რომ

გა­მო­გე­ლა­პა­რა­კეთ... კარ­გს რას გა­ი­გო­ნებს კაცი თქვენ­გან! - მი­ვა­ხა­ლე, მი­ვი­დე­ვი ქუდ­თან ხელი და გავ­შორ­დი "კე­თილ დამ­რი­გე­ბელს"

და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” ახა­ლი სამ­ტო­მე­უ­ლის სა­ხით აცო­ცხლებს. მე­სა­მე ტომ­ში და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის „მე­მუ­ა­რე­ბი - ჩემი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე“ წა­ი­კი­თხავთ. წიგ­ნი უკვე გა­მო­ვი­და.

წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში ან პრე­სის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ჯი­ხუ­რებ­ში. ასე­ვე,შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, გახ­დეთ სე­რი­ის გა­მომ­წე­რი, ამის­თვის დაგ­ვი­კავ­შირ­დით 032 2 47 00 45 ან ეწ­ვი­ეთ ჩვენს ვებგ­ვერდს: https://www.palitral.ge/subscriptions

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

4 საინტერესო ეპიზოდი დავით კლდიაშვილის ცხოვრებიდან

4 საინტერესო ეპიზოდი დავით კლდიაშვილის ცხოვრებიდან

ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი. მისი შემოქმედების მთავარი თემა იმერეთის გაღარიბებული ე.წ. „შემოდგომის აზნაურების“ სევდიანი ცხოვრების ასახვა იყო.

მოდით, გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან:

“პირველი სწავლა დედაჩემმა დამაწყებინა. შემდეგ, რაკი საჭირო იყო რუსული ენის ცოდნა, მამაჩემმა მიმიყვანა ერთს რუსის ოჯახში რუსულის სასწავლებლად. ცოლ-ქმარი იყო და ჰყავდათ ჩემი ტოლი პატარა ქალიშვილი; კაცი “ლეკარი” იყო, ექიმი; ცოლი გარუსებული ლეკის ქალი. კარგად მიმიღო ორივემ, დიდად მომეფერენ, მაგრამ მე მაინც ჩემი ვქენი _ მეორე დღეს დილით ადრე გაპარვას დავადექი და კარს კიდევაც გადავაბიჯე ფეხი, მაგრამ კიბეზე მტაცეს ხელი და დამაბრუნეს მტირალი. ვერავითარმა მოფერებამ ვერა გააწყო-რა ჩემთან; ქალმა ქართული იცოდა და ქართულადაც მესიყვარულებოდა, მე მაინც მწარედ მოვთქვამდი; მოვიდა მამაჩემიც, მაგრამ ვერც ამან დამაწყნარა. გამაბრუნეს სოფელში რამდენიმე ხნით. მეორე ჩამოსვლაზე დედაც გამომყვა და როგორც იქნა, დამამაგრეს ამ ახალ ოჯახში. ორივე ცოლ-ქმარი დიდი სიყვარულით მეპყრობოდნენ და სულ მოკლე ხანში მიმიჩვიეს. ოჯახის უფროსი ხალისიანი კაცი იყო; მუდამ გვათამაშებდა ბავშვებს და ისე შემიტყუეს, რომ ჩემი საკუთარი ოჯახი თითქმის დამავიწყებინეს. დიდი ამაგი დამდვეს ამ ივანოვმა და მისმა ცოლმა, ვარვარა ნაუმოვნამ _ მათ სულ მოკლე ხანში შემასწავლეს ენაც, წერა და კითხვაც. დამაჯენდა ხოლმე იაკობ ივანიჩი საკითხავად და გვერდით მომჯდარი ხან მეხუმრებოდა, ხან მაცინებდა და მაყვარებდა სწავლას. ამის გამო არასოდეს სწავლაზე დაჯდომა არ შემზარებია _ ის კი არა, მეხალისებოდა კიდეც. “

***

“ამხანაგ ოფიცრებშიც ვიშოვე ორიოდე თანამგრძნობი, რომელთაც სწადდათ ცოტაოდნად მაინც გაეცოცხლებინათ იმდროინდელი კაზარმული მძიმე ცხოვრება. ამ მუშაობაში ვიყავი გართული, რომ ჩემდა გასაოცებლად გადამეკიდა ერთი ახლად გადმოყვანილი ოფიცერი და ჩემზე გულმოსულმა პატაკი შეიტანა, რომ მე პოლიტიკურად არასაიმედო პირი ვარ და რუსის მოძულე. საქმე გამოძიებაში ჩავარდა. ნაწილის უფროსი საოცრად აღელდა. მას ის აწუხებდა, რომ თუ დამიმტკიცდებოდა ბრალდება _ მას შენიშვნას მისცემდნენ, თუ როგორ ვერ შენიშნა თავის ხელქვეითს ამგვარი რამ და საწინააღმდეგო ზომა არ მიიღო; ამით მისი წინსვლა დაბრკოლდებოდა. პატაკის მიმცემი ერთი ნერვებაშლილი თავმაგარი პიროვნება იყო. იგი ხელში ჩაიგდო მასთან ერთად ჩვენს ნაწილში რუსეთიდან გადმოყვანილმა ახალგაზრდა ოფიცერმა, რომლის ადგილი უფრო მონასტერი იყო, ვიდრე სამხედრო.

ეს იყო ცნობილი იოანე კრონშტადელის მოწაფე, პობედონოსცევის მათაყვანებელი, გულმხურვალე მლოცველი; სახითაც უცნაურად ჰგავდა პობედონოსცევს. იყო გამსჭვალული

რუსის ბატონობის იდეით და სძულდა ყოველი არარუსი. აი მან განაზრახა ნერვებაშლილი ოფიცერი შეეტანა ჩემზე პატაკი; დაარწმუნა, რომ მე ცუდი გავლენა მაქვს ჯარისკაცებზე, რომ ფიცს ვღალატობ, რომ საჭიროა ჩემი გაძევება სამსახურიდან. გამოსაძიებლად გამოგზავნეს პოლკის უფროსი პოლკოვნიკი კრივოშეინი. მთლად ამხანაგობამ ჩემდა სასარგებლოდ მისცა ჩვენება. ჩვენმა პოლკოვნიკმა მიმიხმო და შემეხვეწა არ გადამეტანა საქმე სასამართლოში ცრუ დაბრალებისათვის”.

***

„იმ საოცარ არეულობას, რომელიც სუფევდა თბილისის გუბერნიაში, ზედ დაერთო საშინელი გადაკიდება სომხებსა და თათრებს შორის. ბაქოს ჟლეტამ მთელი ქვეყანა აალაპარაკა და შეაძრწუნა. ასეთი ამბის გამეორება მოსალოდნელი შეიქნა თბილისშიაც. უბედურების ასარიდებლად ქართველობა ჩადგა

შუაში და ყოველგვარ ზომას ღებულობდა, ამ ორ ერს შუა შეტაკება არ მომხდარიყო. შედგა ქართველებისაგან მოდარაჯე რაზმი სამასი კაცისაგან.

ამგვარივე საშიში მდგომარეობა შეიქნა ბათუმშიაც. აქაც მოსალოდნელი იყო სომხებსა და მუსულმანებს შორის შეჯახება. ამის ასაცდენად გაიმართა მოსალაპარაკებელი მიტინგი აზიზიეს მეჩეთის გალავანში; რამდენიმე დღის შემდეგ ამგვარივე მიტინგი _ სომხების ეკლესიის გალავანში. ხალხი მოაწყდა აუარებელი. ეკლესიის ეზო ვერ იტევდა მოსულთ; ეკლესიის გარშემო ქუჩები გაჭედილი იყო ხალხით. ეკლესიის ეზოში

ამართული იყო ტრიბუნა; მოლაპარაკე სომეხთაგანს ცვლიდა მოლაპარაკე მუსულმანი. ხალხი სმენად იყო გადაქცეული. უეცრად შეიქნა განაპირზე ჩოჩქოლი, ყვირილი, ხმაურობა, რომელიც თანდათან მძლავრდებოდა. გაისმა საშინელი კივილწივილი; აიძრა ეს ზღვა ხალხი, - ერთმანეთს ეხეთქებიან, გარბიან, ერთმანეთს სრისავენ. ნამდვილი ჟლეტაა, საზარელი ყვირილი. დაცარიელებულ ქუჩაში გამოჩნდა ოფიცერი და მასთან სასროლად მომარჯვებული თოფებით რამდენიმე ჯარისკაცი.

- რაზაიდის, სვოლოჩ! რაზაიდის, ატო ბუდუ სტრელიატ! -ყვიროდა ოფიცერი და იწეოდა ეკლესიისკენ. შეიქნა სროლა, საბედნიეროდ, მაღლა; დამფრთხალი ხალხი ერთმანეთს ეხეთქება შიშისაგან გონებადაკარგული. ჯოჯოხეთია ნამდვილი. ბატარეია ბურუნ-ტაბიეზე გაისროლეს ზარბაზანი; იგრიალა მეორედ, მესამედ; ზარბაზნები ახმაურდნენ მთებზე; ეს ნიშანი იყო, _ ჯარებს ეცნობებოდა, რომ ქალაქში არეულობა დაიწყო და გამოსულიყო დანიშნული ადგილების დასაკავებლად.

ცხენოსანი კაზაკები დაქროდნენ ქუჩებში. ნავსადგურთან ატყდა სროლა. როგორც შემდეგ გამოირკვა, აქ მოკლულ იქნა თერთმეტი ქალი და მამაკაცი. როცა ცოტა მიწყნარდა, გამოვედი იმ სახლიდან, სადაც ეკლესიის პირდაპირ შევაფარე თავი, და გავეშურე გოროდოკისკენ ჩემს ბინაზე. ქუჩაში, რასაკვირველია, ჯარისკაცების მეტი არავინ არის; მხოლოდ აგერ-ეგერ სახლის ჭიშკართან მომდგარი შეშინებული მცხოვრები აკანკალებული კითხულობდა:

- სახლებს ხომ არ დაუშენენ ზარბაზნებს?

მთელმა დღემ წარმოუდგენელ შიშიანობაში განვლო. ეს მოახდინა არდაგანის პოლკის კაპიტანმა, გვარად აუსტრინმა, მთვრალმა. მას არ მოეწონა ეს ეკლესიის გალავანში ხალხის შეკრება, მოინდომა მისი გაფანტვა; რაღაც ეშმაკად შეხვდა მისი გუნდის ჯარისკაცები, გაიყოლა ესენი და შეიჭრა ხალხში ყვირილით...“

***

„გრიაზნოვის ბრძანების მოსვლისთანავე ჩამაბარეს მოწერილობა, სამ დღეში მოვმზადებულიყავ გასასვლელად. სამწუხარო ის იყო, რომ ამგვარი არეულობის დროს სადღაც უდაბურ ადგილას ვიკარგებოდი, უკან მრჩებოდა ცოლი ოთხი ბავშვით. ნაწილის უფროსმა აისრულა სურვილი - მომიშორა თავიდან, გადამაგდო უდაბურ დეშლაგარში. მესამე დღე იყო, როცა სამმართველოდან გამოსულს ნაწილის უფროსი შემხვდა ეტლით მიმავალი. გააჩერა ეტლი.

- მიდიხართ? - გადმომძახა.

- მივდივარ.

- ქაღალდები ჩაიბარეთ?

- ჩავიბარე.

- ჰო, მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ: ფრთხილად იყავით

ახალ ადგილას. ცოლ-შვილის პატრონი ხართ, თავი შეიკავეთ;იქ არ გაპატიებენ ისე, როგორც აქ... ფრთხილად იყავით, მიიღეთ ეს ჩემი კეთილი დარიგება!

- მე სრულიად არ ვსაჭიროებ თქვენს დარიგებას და არც გავყვები თქვენს რჩევას! - ვუპასუხე ჩემს "კეთილ დამრიგებელს".

- გაგახსენდებათ ჩემი ნათქვამი, გაგახსენდებათ, როცა გამწარდებით, მაგრამ გვიან იქნება... საკვირველი ხალხი ხართ... რაც რუსეთმა სიკეთე გიყოთ თქვენ, ტუზემცებს, მაინც გძულთ რუსეთი, გძულთ! ამით ვერას გაიტანთ! - შემომძახა მან.

- ჩვენ გვძულს გლახა, საძაგელი რუსი... კარგი ჩვენთვისაც

კარგია! ჩვენ ვიცით გარჩევა და ვარჩევთ, დიახ! - მივუგე.

- არა, თქვენ ყველა გძულთ, ყველა!

- სჯობია შეწყვიტოთ ლაპარაკი! - შევუტიე. - ვნანობ, რომ

გამოგელაპარაკეთ... კარგს რას გაიგონებს კაცი თქვენგან! - მივახალე, მივიდევი ქუდთან ხელი და გავშორდი "კეთილ დამრიგებელს"

დავით კლდიაშვილის შემოქმედებას გამომცემლობა „პალიტრა L” ახალი სამტომეულის სახით აცოცხლებს. მესამე ტომში დავით კლდიაშვილის „მემუარები - ჩემი ცხოვრების გზაზე“ წაიკითხავთ. წიგნი უკვე გამოვიდა.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე,შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, ამისთვის დაგვიკავშირდით 032 2 47 00 45 ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.palitral.ge/subscriptions

R