გვესმის, რომ ოპოზიცია განაწყენებულია, თუმცა ევროკავშირის ელჩის მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ დროს, როცა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია ხდება ელჩის მხრიდან, აბსოლუტურად გაუმართლებელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღება ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
"ჩვენ თვეების მანძილზე ვაცხადებდით, რომ ამ კანონის [მაუწყებლობის შესახებ] მიღება ევროკავშირის მოთხოვნა იყო. ჩვენ ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან იმისთვის, რომ მათთან შეგვეთანხმებინა ამ კანონპროექტის თითოეული დეტალი. ასეთ ფონზე ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ახლა ელჩის განცხადებამ მათ ცივი წყალი გადაასხა.
ელჩმა დაადასტურა ის, რომ ევროკავშირის პირველი მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება და მეორე, სამუშაო პროცესიც კოორდინირებული იყო ევროკომისიასთან. ასეთ დროს გვესმის, რომ ოპოზიცია განაწყენებულია, თუმცა ელჩის მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ დროს, როცა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია ხდება ევროკავშირის ელჩის მხრიდან, აბსოლუტურად გაუმართლებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ "ჰერჩინსკიმ ალბათ, დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე იხუმრა, რომ მედიის სანქცირების კანონი მოეწონა“.
"მედიის და კარვების კანონი, იუსტიციის საბჭოში "ქართული ოცნების“ აქტივისტის არჩევა არ შეიძლება ვინმეს მოსწონდეს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ესეგი გამოდის , რომ მაინც ვიღაცის დირექტივებს ასრულებთ , ის იდეოლოგია რომელსაც ავრცელებთ , რომ ჩვენ როგორც სახმწიფო ქართველი ხალხის ინერესებს ვატარებთო , მაინც აცდენილია, რომელი ხალხის ინტერესებს იცავთ, ხალხის მოთხოვნა იყო, რომ მიწა არ განსხვისედ უცხოელზე , დაცული იქნას საქართველოს მოქალაქის ინტერესები . ყველა ასპექტში. ან როდის ჩატარეტ რეფერნდუმი ნებისმიერ საკითხზე , რომ ხალხმა გამოხატოს მისი აზრი ჭირდება ეს მათ თუ არა, მაშინ ექნება ხალხისგან ლეგიტიმურობა ნებისმიერ კრიტიკულ საკითხს, ხალხმა აგირჩიათ და ხალხის აზრი მთავარია. არცერთმა ხელისუფლებამ მოსვლის შემდეგ ეგ ვერ გაითავისა, რატომ? რადგანაც ამპარტავნობა ღუპავს ადამიანს და ეგ არის.
ვინაა ჰერჩინსკი, მანჯგალაძეს არ მოსწონს!