დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანის მძღოლსა და მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს შორის გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოიშვა.
დაშავებული მამაკაცი დისტრიბუციის მანქანის მძღოლია, ის ფეხის არეში ცივი იარაღითაა დაჭრილი და კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.
სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი დაჭრილი მამაკაცის მეწყვილეც. უცნობია, დააკავეს თუ არა პირი, რომელმაც მამაკაცს დანა დაარტყა.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
წაიკითხეთ ასევე:
ძალადობას არ ვემხრობი, მაგრამ ისეთი ბოროტი ხალხი დადის, შეიძლება გადაგიყვანონ ჭკუიდან.იმ დღეს ერთმა ისეთი და იმდენჯერ მისიგნალა,არ ავყევი მერე გინება დამიწყო,აი რა მექნა,გავყევი მანქანით და მივარტყი მანქანაზე,ეხლა არ ვუკეთებ,დამსდევს პოლიციით,ჩემი გავაკეთე უკვე.
ძალიან დაიმსახურა და მიიღო