პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი მიღწევა საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობაში - შექმნილია ახალი, იაფი მედიკამენტების კურსი: რას ამბობენ მეცნიერები?
დიდი მიღწევა საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობაში - შექმნილია ახალი, იაფი მედიკამენტების კურსი: რას ამბობენ მეცნიერები?

მეც­ნი­ე­რებ­მა საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს სამ­კურ­ნა­ლოდ ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კურ­სი შექ­მნეს - ბოლო ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ამ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვაა.

  • ჩვე­უ­ლებ­რივ დად­გე­ნი­ლი სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის გარ­და, რო­მელ­საც თან ახ­ლავს ბევ­რი ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია შე­და­რე­ბით იაფი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კომ­პლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას.

ევ­რო­პის სა­მე­დი­ცი­ნო ონ­კო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის (ESMO) შეხ­ვედ­რა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი აშ­კა­რად მი­უ­თი­თებს შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თე­რა­პი­ის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე: მკურ­ნა­ლო­ბა ზრდის პა­ცი­ენ­ტის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შან­სებს მე­სა­მედ­ზე მე­ტით (35%).

საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, ბევრ პა­ცი­ენ­ტში ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია სწო­რედ ამ ად­გი­ლას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რა­დი­ა­ცი­უ­ლი თე­რა­პი­ის ეფექ­ტუ­რო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ბოლო ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ა­ვა­დე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის თით­ქმის მე­სა­მედს მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგე ისევ უბ­რუნ­დე­ბა.

რა­დი­ა­ცი­უ­ლი თე­რა­პი­ის კურ­სის და­წყე­ბამ­დე ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შან­სებს ამ­ცი­რებს. "ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ნე­ბის­მი­ე­რი კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბი­სას არის დრო", - შე­ახ­სე­ნა აუ­დი­ტო­რი­ას Cancer Research UK-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა იან ფო­უკს­მა.

”მზარ­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ კი­ბოს ზო­გი­ერ­თი სხვა სა­ხე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა სა­სარ­გებ­ლო იყოს [მე­დი­კა­მენ­ტე­ბის] და­მა­ტე­ბი­თი კურ­სის მი­ღე­ბა, სა­ნამ მი­მარ­თავთ სხი­ვურ თე­რა­პი­ას ან ოპე­რა­ცი­ას. ამ მიდ­გო­მას შე­უძ­ლია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­როს კი­ბოს დაბ­რუ­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ფო­უკს­მა.

  • ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში 500 ქალი მო­ნა­წი­ლე­ობ­და: მათ­გან ნა­ხე­ვარს – 250 პა­ცი­ენტს, მკურ­ნა­ლო­ბის "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი" კურ­სი ურ­ჩი­ეს. ანუ ე.წ ქი­მი­ო­რა­დი­ო­თე­რა­პია: ჯერ რა­დი­ა­ცი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის კურ­სი (ბრა­ქი­თე­რა­პია), შემ­დეგ კი - ცისპლა­ტი­ნის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი დოზა.

მე­ო­რე ნა­ხე­ვარს თავ­და­პირ­ვე­ლად და­უ­ნიშ­ნეს ორი სხვა წამ­ლის ინ­ტენ­სი­უ­რი ექ­ვსკვი­რი­ა­ნი კურ­სი: კარ­ბოპ­ლა­ტი­ნი და პაკ­ლი­ტაქ­სე­ლი (ორი­ვე ასე­ვე ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ონ­კო­ლო­გი­ა­ში ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე). ხუთი წლის შემ­დეგ ექი­მებ­მა შე­ა­ჯა­მეს წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი.

იმ პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც იღებ­დნენ სტან­დარ­ტულ მკურ­ნა­ლო­ბას, მე­ო­თხედ­ზე მეტი (28%) გარ­და­იც­ვა­ლა, ყო­ველ მე­სა­მეს (36%) და­ა­ვა­დე­ბა და­უბ­რუნ­და.

ქალ­თა­გან, რომ­ლებ­მაც წამ­ლით მკურ­ნა­ლო­ბის და­მა­ტე­ბი­თი კურ­სი გა­ი­ა­რეს, პა­ცი­ენ­ტთა თით­ქმის სამ მე­ო­თხედს (73%) გა­ნუ­ვი­თარ­და სტა­ბი­ლუ­რი რე­მი­სია, ანუ სიმ­სივ­ნე არ დაბ­რუნ­და.

ლონ­დო­ნის კი­ბოს ინ­სტი­ტუ­ტის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის წამ­ყვა­ნი მკვლე­ვა­რის მერი მა­კკორ­მა­კის თქმით, კვლე­ვა "გვიჩ­ვე­ნებს, რომ და­მა­ტე­ბი­თი წამ­ლის მკურ­ნა­ლო­ბის ხან­მოკ­ლე კურსს, რო­მე­ლიც მი­ი­ღე­ბა უშუ­ა­ლოდ სტან­დარ­ტუ­ლი ქი­მი­ო­რა­დი­ო­თე­რა­პი­ის და­წყე­ბამ­დე, შე­უძ­ლია შე­ამ­ცი­როს პა­ცი­ენ­ტის კი­ბოს დაბ­რუ­ნე­ბის ან სიკ­ვდი­ლის რის­კი 35%-ით".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
14

კი ნამდვილად დიდი მიღწევებია. მნიშვნელოვანი გახანგრძლივება რემისიის და შესაბამისად სიცოცლის გახანგრძლივების ამ დაავადებოს მქონე ავადმყოფებში. აქვე რუსთა მოყვარულებს მივმართავ - გახრწნილი დასავლეთი, არა??

თინათინი
0

საქართველოში როდის შემოვა ეს წამლები და როდის დაიწყება ამ მედიკამენტებით მკურნალობა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

დიდი მიღწევა საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობაში - შექმნილია ახალი, იაფი მედიკამენტების კურსი: რას ამბობენ მეცნიერები?

დიდი მიღწევა საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობაში - შექმნილია ახალი, იაფი მედიკამენტების კურსი: რას ამბობენ მეცნიერები?

მეცნიერებმა საშვილოსნოს ყელის კიბოს სამკურნალოდ ახალი მედიკამენტების კურსი შექმნეს - ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ეს ამ დაავადების მკურნალობის ყველაზე დიდი მიღწევაა.

  • ჩვეულებრივ დადგენილი სხივური თერაპიის გარდა, რომელსაც თან ახლავს ბევრი ძალიან უსიამოვნო გვერდითი მოვლენა, რეკომენდებულია შედარებით იაფი მედიკამენტების კომპლექტის გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტიანობას.

ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების (ESMO) შეხვედრაზე წარმოდგენილი კლინიკური კვლევების მონაცემები აშკარად მიუთითებს შემოთავაზებული თერაპიის ეფექტურობაზე: მკურნალობა ზრდის პაციენტის გამოჯანმრთელების შანსებს მესამედზე მეტით (35%).

საშვილოსნოს ყელის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბევრ პაციენტში ავთვისებიანი სიმსივნე ლოკალიზებულია სწორედ ამ ადგილას.

მიუხედავად იმისა, რომ რადიაციული თერაპიის ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, დაავადება პაციენტების თითქმის მესამედს მკურნალობის შემდგე ისევ უბრუნდება.

რადიაციული თერაპიის კურსის დაწყებამდე ახალი მედიკამენტის მიღება დაავადების დაბრუნების შანსებს ამცირებს. "ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი კიბოს მკურნალობისას არის დრო", - შეახსენა აუდიტორიას Cancer Research UK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან ფოუკსმა.

”მზარდი მტკიცებულება ვარაუდობს, რომ კიბოს ზოგიერთი სხვა სახეობის შემთხვევაში, შესაძლოა სასარგებლო იყოს [მედიკამენტების] დამატებითი კურსის მიღება, სანამ მიმართავთ სხივურ თერაპიას ან ოპერაციას. ამ მიდგომას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს კიბოს დაბრუნების ალბათობა“, - აღნიშნა ფოუკსმა.

  • ჩატარებულ კვლევაში 500 ქალი მონაწილეობდა: მათგან ნახევარს – 250 პაციენტს, მკურნალობის "ჩვეულებრივი" კურსი ურჩიეს. ანუ ე.წ ქიმიორადიოთერაპია: ჯერ რადიაციული ზემოქმედების კურსი (ბრაქითერაპია), შემდეგ კი - ცისპლატინის ყოველკვირეული დოზა.

მეორე ნახევარს თავდაპირველად დაუნიშნეს ორი სხვა წამლის ინტენსიური ექვსკვირიანი კურსი: კარბოპლატინი და პაკლიტაქსელი (ორივე ასევე ფართოდ გამოიყენებოდა ონკოლოგიაში ათწლეულების მანძილზე). ხუთი წლის შემდეგ ექიმებმა შეაჯამეს წინასწარი შედეგები.

იმ პაციენტებიდან, რომლებიც იღებდნენ სტანდარტულ მკურნალობას, მეოთხედზე მეტი (28%) გარდაიცვალა, ყოველ მესამეს (36%) დაავადება დაუბრუნდა.

ქალთაგან, რომლებმაც წამლით მკურნალობის დამატებითი კურსი გაიარეს, პაციენტთა თითქმის სამ მეოთხედს (73%) განუვითარდა სტაბილური რემისია, ანუ სიმსივნე არ დაბრუნდა.

ლონდონის კიბოს ინსტიტუტის საუნივერსიტეტო კოლეჯის წამყვანი მკვლევარის მერი მაკკორმაკის თქმით, კვლევა "გვიჩვენებს, რომ დამატებითი წამლის მკურნალობის ხანმოკლე კურსს, რომელიც მიიღება უშუალოდ სტანდარტული ქიმიორადიოთერაპიის დაწყებამდე, შეუძლია შეამციროს პაციენტის კიბოს დაბრუნების ან სიკვდილის რისკი 35%-ით".