საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად ვაღიარებთ, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება" - ოლაფ შოლცი
"საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად ვაღიარებთ, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება" - ოლაფ შოლცი

ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას უსაფრ­თხო წარ­მო­შო­ბის ქვეყ­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას მი­ვა­კუთ­ვნებთ. ორი­ვეს სურს გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, ამი­ტომ არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში სის­ტე­მუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა ხდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა, ოლაფ შოლცმა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გერ­მა­ნი­ამ სა­ზღვრებ­ზე კონ­ტრო­ლი გა­ამ­კაც­რა და სურს, ქვე­ყა­ნა­ში წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით დარ­ჩე­ნის ფაქ­ტე­ბი შე­ამ­ცი­როს.

“გვსურს, შე­ვამ­ცი­როთ აქ წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით დარ­ჩე­ნის სტი­მუ­ლი. თუ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი მი­წე­ბი გა­ნა­ცხა­დე­ბენ, რომ მათ სურთ თან­ხის სა­ნაც­ვლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ფორ­მით გა­წე­ვა, ჩვენ ამას მხარს და­ვუ­ჭერთ. თუ მათ სურთ სა­დე­ბე­ტო ბა­რა­თე­ბის შე­მო­ღე­ბა თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბის­თვის (ნაღ­დი ფუ­ლის ნაც­ვლად, რო­მელ­საც სახ­ლში რი­ცხა­ვენ ან კონ­ტრა­ბან­დის­ტებს უხ­დი­ან), ჩვენ ამა­საც მხარს და­ვუ­ჭერთ. მე­ტიც, სწო­რად მი­ვიჩ­ნევთ თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სე­ბის გახ­სნას”, – გა­ნა­ცხა­და ოლაფ შოლცმა.

კი­თხვა­ზე, ფიქ­რობს თუ არა, რომ ეს საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის საგ­რძნობ­ლად შე­სამ­ცი­რებ­ლად, ოლაფ შოლცმა უპა­სუ­ხა:

“რო­გორც ვთქვი, ეს შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მხო­ლოდ ზო­მე­ბის პა­კე­ტით და მე ჯერ კი­დევ არ მიხ­სე­ნე­ბია ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ: ჩვენ სა­ბო­ლო­ოდ უნდა მო­ვახ­დი­ნოთ მათი დე­პორ­ტა­ცია, ვი­საც გერ­მა­ნი­ა­ში დარ­ჩე­ნის უფ­ლე­ბა არ აქვს. ისი­ნი, ვინც სა­ვა­რა­უ­დოდ ვერ მი­ი­ღე­ბენ გერ­მა­ნი­ა­ში დარ­ჩე­ნის ნე­ბარ­თვას, რად­გან მათ არ შე­უძ­ლი­ათ და­ა­დას­ტუ­რონ დაც­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა, უნდა დაბ­რუნ­დნენ. პრო­ცე­დუ­რე­ბი უნდა დაჩ­ქარ­დეს, თავ­შე­საფ­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი და პირ­ვე­ლა­დი გა­სა­უბ­რე­ბა უნდა ჩა­ტარ­დეს თავ­და­პირ­ველ მიმ­ღებ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სიც უნდა დაჩ­ქარ­დეს. ზო­გი­ერთ მი­წა­ზე, დე­პორ­ტა­ცი­ის საქ­მე­ებ­ზე თავ­და­პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა ოთხი თვის შემ­დეგ, ხოლო ზოგ­ში ამას 39 თვე სჭირ­დე­ბა. ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ დე­პორ­ტა­ცია უფრო ხში­რად და უფრო სწრა­ფად“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ორდე
1

უსაფრთხო უნდა იყოს თავად გერმანია, რომელმაც ორი მსოფლიო ომი დაიწყო!

ირაკლი
3

თავად ჩვენი მთავრობა ამბობს უსაფრთხო ქვეყანა ვართო, ეკონომიკა დუღსო ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად ვაღიარებთ, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება" - ოლაფ შოლცი

"საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად ვაღიარებთ, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება" - ოლაფ შოლცი

ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების კატეგორიას მივაკუთვნებთ. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და სურს, ქვეყანაში წესების დარღვევით დარჩენის ფაქტები შეამციროს.

“გვსურს, შევამციროთ აქ წესების დარღვევით დარჩენის სტიმული. თუ გერმანიის ფედერალური მიწები განაცხადებენ, რომ მათ სურთ თანხის სანაცვლოდ სოციალური დახმარების ნატურალური ფორმით გაწევა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუ მათ სურთ სადებეტო ბარათების შემოღება თავშესაფრის მაძიებლებისთვის (ნაღდი ფულის ნაცვლად, რომელსაც სახლში რიცხავენ ან კონტრაბანდისტებს უხდიან), ჩვენ ამასაც მხარს დავუჭერთ. მეტიც, სწორად მივიჩნევთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების გახსნას”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს საკმარისი იქნება გერმანიაში ჩასული ადამიანების რაოდენობის საგრძნობლად შესამცირებლად, ოლაფ შოლცმა უპასუხა:

“როგორც ვთქვი, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ზომების პაკეტით და მე ჯერ კიდევ არ მიხსენებია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ საბოლოოდ უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს. ისინი, ვინც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ გერმანიაში დარჩენის ნებართვას, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაცვის საჭიროება, უნდა დაბრუნდნენ. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის განცხადებები და პირველადი გასაუბრება უნდა ჩატარდეს თავდაპირველ მიმღებ დაწესებულებაში. სასამართლო პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე თავდაპირველი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ოთხი თვის შემდეგ, ხოლო ზოგში ამას 39 თვე სჭირდება. ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა განვახორციელოთ დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო სწრაფად“.