კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტარიელ ნაკაიძე არის არაკაცი! ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს" - ალუდა ღუდუშაური
"ტარიელ ნაკაიძე არის არაკაცი! ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს" - ალუდა ღუდუშაური

ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძე გახ­ლავთ თვალ­სა­ჩი­ნო ნი­მუ­ში იმი­სა, რო­გო­რი არ უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი და რო­გო­რი არ უნდა იყოს კაცი. ეს არის არა­კა­ცი! ვე­რა­ნა­ირ შემ­თხვე­ვა­ში ვერ მი­აღ­წევს იმას, რა­საც ცდი­ლობს, რომ ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე რა­ღაც შუღ­ლი გა­აღ­ვი­ვოს, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის, ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბებს რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ.

ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რის თქმით, ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძე შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას ცდი­ლობს.

"სად წა­ვი­და? არა­კა­ცი ეს! სამ­წუ­ხა­როდ, ამ დარ­ბაზს ძა­ლი­ან ბევ­რი სიც­რუე და არა­ა­და­მი­ა­ნო­ბა მო­უს­მე­ნია, ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნა­ხავს, მომსწრე­ნი ვყო­ფილ­ვართ, მაგ­რამ ისე­თი ეპი­თე­ტის გა­რე­შე, რო­მე­ლიც არის არა­ა­და­მი­ა­ნო­ბა და სა­ერ­თოდ, არა­ღირ­სე­ბის მქო­ნე არა­კა­ცო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, რომ სხვა რა­ი­მე შე­ფა­სე­ბა მის­ცე. ჩვენ აქ ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი კონ­ტუ­რე­ბი მო­ვის­მი­ნეთ ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც თავს დებ­და, რომ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში კონ­ფე­სი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მე­ლიც წე­სით და რი­გით, რა თქმა უნდა, სიყ­ვა­რულ­ზე, შემ­წყნა­რებ­ლო­ბა­ზე და ა.შ. ქა­და­გებს, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნი ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ზო­გა­დად, რო­გორც ადა­მი­ა­ნად. ეს ადა­მი­ა­ნი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რი, დღემ­დე არის და თითი თით­ზე არ აქვს და­დე­ბუ­ლი, ვერ ბე­დავს, რომ შე­მო­ვი­დეს და თა­ვი­სი აზრი და­ა­ფიქ­სი­როს იმი­ტომ, რომ არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, არის მა­ტყუ­ა­რა. ეს ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, რომ შუღ­ლი გა­აღ­ვი­ვოს. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ ადა­მი­ა­ნი სა­უბ­რობ­დეს ჰუ­მა­ნუ­რო­ბა­ზე, ადა­მი­ან­თა შო­რის ძმურ და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე და სა­უბ­რობს პირ­და­პირ შუღლზე. ეს არის მა­ტყუ­ა­რა. პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, არა­კა­ცი. ამ მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს ვუხ­დი, მაგ­რამ ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძე გახ­ლავთ თვალ­სა­ჩი­ნო ნი­მუ­ში იმი­სა, რო­გო­რი არ უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი და რო­გო­რი არ უნდა იყოს კაცი. ეს არის არა­კა­ცი. ვე­რა­ნა­ირ შემ­თხვე­ვა­ში ვერ მი­აღ­წევს იმას, რა­საც ცდი­ლობს, რომ ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე რა­ღაც შუღ­ლი გა­აღ­ვი­ვოს. ეს იმ­დე­ნად პა­ტა­რა კა­ცია, რომ ამას ნამ­დვი­ლად ვერ შეძ­ლებს. ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი და ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიახ, ამა­ყი ვართ იმით, რომ ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ჩვენ მუს­ლიმ და სხვა კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ტრა­დი­ცი­ას ით­ვლის და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ასე­თი პა­ტა­რა კა­ცე­ბის უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბა ჩრდილს ვერ მი­ა­ყე­ნებს. მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ არა­ნა­ი­რად არ­ცერ­თი წუ­თით არ კნინ­დე­ბა არ­ცერ­თი კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის უფ­ლე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძე იმ ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლიზ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძეს, მან პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და ამ კონ­ტექ­სტში ისა­უბ­რა ასე­ვე თავ­დაც­ვის კო­დექსზე, რო­მელ­შიც, მისი მო­საზ­რე­ბით, დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა.

"ცდი­ლო­ბენ ხოლ­მე, რომ მიკრო­ფო­ნი გა­გი­თი­შონ და არ გა­სა­უბ­რონ კი­დე­ვაც. ასე მოხ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­ზე. მა­შინ, როცა კონ­კრე­ტუ­ლად ვსა­უბ­რობთ რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, უფ­ლე­ბებ­ზე, რე­ლი­გი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მა­ზე რო­დე­საც გა­და­ვალთ, მა­შინ ხდე­ბა ხოლ­მე გა­ცხა­რე­ბუ­ლი შე­მო­ტე­ვა. მე ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ და კარ­გად ვიცი, რას ნიშ­ნავს უმ­ცი­რე­სო­ბა­ში ყოფ­ნა ამ ქვე­ყა­ნა­ში და კარ­გად მეს­მის, პი­რა­დად მე რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვარ და დავ­მდგარ­ვარ. პი­რი­ქით, თქვენ ეს შან­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ და მო­მის­მი­ნოთ კარ­გად, თუ რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე ვართ ჩვენ და რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში“, -გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ თა­ნას­წო­რო­ბა სურთ, თუმ­ცა ამ ქვე­ყა­ნა­ში თა­ნას­წო­რო­ბა არ იქ­ნე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე კა­ნო­ნი არ იქ­ნე­ბა თა­ნას­წო­რი.

მისი თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, რომ რაც არ უნდა ზე­წო­ლა ჰქონ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან სხვა აქ­ტო­რე­ბის მხრი­დან, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნას­წო­რო­ბის­თვის იბ­რძო­ლოს. მისი თქმით, ეს არის ინ­სტი­ტუ­ტი,რომ­ლის ყვე­ლა­ზე დიდი იმე­დიც აქვს რე­ლი­გი­ურ თუ ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს.

"თქვენ არ გინ­დათ, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა გა­ი­გოთ და აქეთ გინ­დათ შე­მო­მი­ტი­ოთ, მაგ­რამ ნუ­რას უკაც­რა­ვად, მე ვი­ტყვი იმ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას და სი­მარ­თლეს, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ გვა­წუ­ხებს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­ცი­რე­სო­ბას აწუ­ხებს. მინ­და სა­ხალ­ხო დამ­ცველს მივ­მარ­თო და ვთხო­ვო, რომ და­იც­ვას სწო­რედ ის პრინ­ცი­პუ­ლი მიდ­გო­მა, რაც აქამ­დე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლებს ჰქონ­დათ“, - გა­ნა­ცხა­და ნა­კა­ი­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ ზო­გა­დად ჯა­რის გან­ვი­თა­რე­ბას მხარს უჭერს, მაგ­რამ ის არ უნდა იყოს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი.

"ამ კა­ნონ­ში არის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა და დის­კრი­მი­ნა­ცია“, - აღ­ნიშ­ნა ნა­კა­ი­ძემ და სა­ხალ­ხო დამ­ცველს რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

მისი თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის ინ­სტი­ტუ­ტი აქამ­დე ზო­გა­დად, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის იმე­დი იყო, რად­გა­ნაც უმ­ცი­რე­სო­ბებს სჯე­რო­დათ, რომ აპა­რა­ტის მხრი­დან პრობ­ლე­მებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა მოხ­დე­ბო­და. დე­პუ­ტატ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა ასე გაგ­რძელ­დე­ბა.

"მინ­და ასე გაგ­რძელ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ არის პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ხში­რად უფრო მეტ უფ­ლე­ბებს არ­ღვევს, ვიდ­რე იცავს“, - გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოᲩა
0

ტარიელ ნაკაიᲫე ვინც არის ვიციᲗ ბაᲗუმᲨი,მე ვარ ქრისტიანი დავიბადე და გავიზარდე აᲭარაᲨი,ბატონ ᲦუდუᲨაურს მივმარᲗავ ცოტა ფრᲗხილად ყველა მუსლიმს დაზოგადად.სხვა კონფესიების წარმომადგენლებს პატვს.ვცემ,მაგრამ Თუ არ იცის.ვინმემ განმარტავ აᲭარაᲨი ცხოვრობენ ქარᲗველი მუსლიმები რომელᲗაც ისევე უყვარᲗ საქარᲗველო როგორც ყველას,Ძალიან მტკივნეულად განიცდიან უმნიᲨვნელო საჯარო გამონაᲗქვამსაც კი,გახსოვᲗ ბაᲗუმის მოვლენები კინაᲦამ რომ გადაიწვა ნახევარი ბაᲗუმი ეს ხალხი არის Ძალიან მგრᲫნობიარე ნებისმიერ.გამონაᲗქვამზე რაც Შეეხება რელიგიას,ვარᲗ მუსლიმები და Ძალიან მაგარი ქარᲗველები ასე ახასიაᲗებენ ᲗავიანᲗ Თავს,ნებისმიერი მინიᲨნება რელიგიის ᲗაᲗრობასᲗან დაკავᲨირებიᲗ არის დენᲗზე ცეცხლის წაკიდება,ამიტომ ხელისუფლებაᲨი,რომ ხარ ფრᲗხილად უნდა მოქმედებდე და საუბრობდე,სულ Ჭირსაც წაუᲦია პოლიტიკა და პოლიტიკოსები,რა მოხდებოდა,რომ მაგ ჯარის კოდექსზე ყველა Კონფესია Თანაბარ პირობებᲨი ᲩაეყენებინაᲗ რა დაᲨავდებოდა,აᲭარას ავტონომია ანუ სახელმწიფო სახელმწიფოᲨია აქვს Თავისი კოსტიტუცია Ღერბი და დროᲨა მᲗავრობა და პარლამენტი ზუსტად იმიტომ რომ აᲭარლები არიან მუსლიმები,ამ ხალხს უნდა მეტი დაფასება არავინ გაბედოს Ჩემი კუᲗხურ ნაციონალიზმᲨი დადანაᲨაულება კუᲗხეებზე Თუ მიდგა საქმე საერᲗოდაც რაᲭველი ვარ დედიᲗ მამიᲗ ყველა Ჩემი წიაპარიᲗ,მაგრამ ვიცი ამ ხალხის განწყობები,ბატონო ალუდა იმას კი არ ექნება მნიᲨვნელობა ტარიელ ნაკაიᲫე როგორი კაცია,არამედ იმას Თქვენ როგორი ენიᲗ საუბრობᲗ,Არაც მიᲨაᲗი და არც ბიᲫინაᲗი დაწყებულა საქარᲗველო ეს გახსოვდეᲗ და პარლამენტᲨი,რომ ზიხარᲗ და ლანᲫᲦვა გინების მეტს არაფერს აკეᲗებᲗ,ფრᲗხილად იყავიᲗ გამონაᲗქვამებზე Უფალმა დალოცოს Ჩვენი ერი და სრულიად საქრᲗველო.

ვახტანგი -71
4

ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევ­რის ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­ის მიერ საარჩევნო ბლოკი „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პარლამენტის წევ­რის ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძეს ლანძღვა-გინება, შეურაცყოფა და ა.შ.

მისი ეს უკადრებელი საქციელი აუცილებლად დაგმობილი უნდა იყოს პირველ რიგში პარლამენტში მოქმედი ეთიკის კომისიისა და ასევე სახალხო დამცველის მიერ.

მეტსაც ვიტყვი, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურმა საყოველთაოდ ბოდიში უნდა მოუხადოს ­ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძეს...

ჩემი პირადი მოსაზრებით თუ ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს ნერვები ღალატობს, მისი ადგილი პარლამენტში არ არის და ვურჩევ სხვა სამუშაოთი დაკავდეს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ტარიელ ნაკაიძე არის არაკაცი! ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს" - ალუდა ღუდუშაური

"ტარიელ ნაკაიძე არის არაკაცი! ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს" - ალუდა ღუდუშაური

ტარიელ ნაკაიძე გახლავთ თვალსაჩინო ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორი არ უნდა იყოს კაცი. ეს არის არაკაცი! ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებებს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, ტარიელ ნაკაიძე შუღლის გაღვივებას ცდილობს.

"სად წავიდა? არაკაცი ეს! სამწუხაროდ, ამ დარბაზს ძალიან ბევრი სიცრუე და არაადამიანობა მოუსმენია, ჩვენ საზოგადოებას უნახავს, მომსწრენი ვყოფილვართ, მაგრამ ისეთი ეპითეტის გარეშე, რომელიც არის არაადამიანობა და საერთოდ, არაღირსების მქონე არაკაცობა ძალიან რთულია, რომ სხვა რაიმე შეფასება მისცე. ჩვენ აქ ძალიან შემაშფოთებელი კონტურები მოვისმინეთ ადამიანისგან, რომელიც თავს დებდა, რომ ყოველ შემთხვევაში კონფესიას მიეკუთვნება, რომელიც წესით და რიგით, რა თქმა უნდა, სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე და ა.შ. ქადაგებს, მაგრამ ეს ადამიანი ვერ ჩამოყალიბდა ზოგადად, როგორც ადამიანად. ეს ადამიანი იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, დღემდე არის და თითი თითზე არ აქვს დადებული, ვერ ბედავს, რომ შემოვიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს იმიტომ, რომ არც მეტი არც ნაკლები, არის მატყუარა. ეს ადამიანი ცდილობს, რომ შუღლი გააღვივოს. წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი საუბრობდეს ჰუმანურობაზე, ადამიანთა შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობაზე, სიყვარულზე და საუბრობს პირდაპირ შუღლზე. ეს არის მატყუარა. პირდაპირ გეუბნებით, არაკაცი. ამ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ გეუბნებით, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ტარიელ ნაკაიძე გახლავთ თვალსაჩინო ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორი არ უნდა იყოს კაცი. ეს არის არაკაცი. ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს. ეს იმდენად პატარა კაცია, რომ ამას ნამდვილად ვერ შეძლებს. ჩვენ ქართველები და ზოგადად საქართველოში, დიახ, ამაყი ვართ იმით, რომ ჩვენი თანაცხოვრება ჩვენ მუსლიმ და სხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ითვლის და ბუნებრივია, რომ ასეთი პატარა კაცების უსუსური მცდელობა ჩრდილს ვერ მიაყენებს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირად არცერთი წუთით არ კნინდება არცერთი კონფესიის წარმომადგენლის უფლებები“, - განაცხადა ღუდუშაურმა და აღნიშნა, რომ ტარიელ ნაკაიძე იმ ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც რადიკალიზმით იყო დაკავებული.

რაც შეეხება ტარიელ ნაკაიძეს, მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ისაუბრა ასევე თავდაცვის კოდექსზე, რომელშიც, მისი მოსაზრებით, დისკრიმინაციული მიდგომა.

"ცდილობენ ხოლმე, რომ მიკროფონი გაგითიშონ და არ გასაუბრონ კიდევაც. ასე მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. მაშინ, როცა კონკრეტულად ვსაუბრობთ რელიგიის თავისუფლებაზე, უფლებებზე, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირებულ თემაზე როდესაც გადავალთ, მაშინ ხდება ხოლმე გაცხარებული შემოტევა. მე ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს უმცირესობაში ყოფნა ამ ქვეყანაში და კარგად მესმის, პირადად მე რა პრობლემების წინაშე ვდგავარ და დავმდგარვარ. პირიქით, თქვენ ეს შანსი უნდა გამოიყენოთ და მომისმინოთ კარგად, თუ რა პრობლემების წინაშე ვართ ჩვენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება იყვნენ უმცირესობები ამ ქვეყანაში“, -განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ და აღნიშნა, რომ მათ თანასწორობა სურთ, თუმცა ამ ქვეყანაში თანასწორობა არ იქნება იქამდე, ვიდრე კანონი არ იქნება თანასწორი.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველი ვალდებულია, რომ რაც არ უნდა ზეწოლა ჰქონდეს ხელისუფლების ან სხვა აქტორების მხრიდან, კანონმდებლობის თანასწორობისთვის იბრძოლოს. მისი თქმით, ეს არის ინსტიტუტი,რომლის ყველაზე დიდი იმედიც აქვს რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებს.

"თქვენ არ გინდათ, რომ ჭეშმარიტება გაიგოთ და აქეთ გინდათ შემომიტიოთ, მაგრამ ნურას უკაცრავად, მე ვიტყვი იმ ჭეშმარიტებას და სიმართლეს, რაც ამ მიმართულებით ჩვენ გვაწუხებს, ამ მიმართულებით საქართველოში უმცირესობას აწუხებს. მინდა სახალხო დამცველს მივმართო და ვთხოვო, რომ დაიცვას სწორედ ის პრინციპული მიდგომა, რაც აქამდე სახალხო დამცველებს ჰქონდათ“, - განაცხადა ნაკაიძემ და აღნიშნა, რომ ზოგადად ჯარის განვითარებას მხარს უჭერს, მაგრამ ის არ უნდა იყოს დისკრიმინაციული.

"ამ კანონში არის დისკრიმინაციული მიდგომა და დისკრიმინაცია“, - აღნიშნა ნაკაიძემ და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუტი აქამდე ზოგადად, უმცირესობების იმედი იყო, რადგანაც უმცირესობებს სჯეროდათ, რომ აპარატის მხრიდან პრობლემებზე რეაგირება მოხდებოდა. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობა ასე გაგრძელდება.

"მინდა ასე გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ასე არ არის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც ხშირად უფრო მეტ უფლებებს არღვევს, ვიდრე იცავს“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.