წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაროკოს მუსიკალური ფესტივალი საქართველოში უკვე მე-9-ედ ტარდება
ბაროკოს მუსიკალური ფესტივალი საქართველოში უკვე მე-9-ედ ტარდება

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრი „სა­ქარ­თვე­ლოს სინ­ფო­ნი­ე­ტა“, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს, თბი­ლი­სის მე­რი­ის, იტა­ლი­ი­სა და გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, 20 სექ­ტემ­ბრი­დან 30 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში და რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის მცი­რე სცე­ნა­ზე, „თბი­ლი­სის ბა­რო­კო ფეს­ტი­ვალს“ ატა­რებს.

„თბი­ლი­სის ბა­რო­კო ფეს­ტი­ვა­ლი“ 2015 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო მხარ­და­ჭე­რით და­არ­სდა და მას შემ­დეგ ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა. ფეს­ტი­ვალს სტუმ­რე­ბენ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ძვე­ლე­ბუ­რი მუ­სი­კის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში უკვე არა­ერ­თმა მსოფ­ლიო ვარ­სკვლავ­მა და ან­სამ­ბლმა გა­მარ­თა კონ­ცერ­ტი, მათ შო­რის არის: ჟორ­დი სა­ვა­ლი, ქრის­ტი­ნა ბუში, და­ვი­დე ამა­დიო, ჟან რონ­დო, ორ­კესტრი „ძვე­ლი მუ­სი­კის აკა­დე­მია“ (AKAMUS), ან­სამ­ბლი ZEFIRO და სხვა.

ფეს­ტი­ვა­ლი, 20 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში, იტა­ლი­უ­რი ბა­რო­კოს კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნა. „სა­ქარ­თვე­ლოს სინ­ფო­ნი­ე­ტას­თან“ ერ­თად კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ იტა­ლი­ე­ლი და პო­ლო­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი: სერ­ჯო აცო­ლი­ნი, ფა­გო­ტი (იტა­ლია), ფრან­ჩეს­კო გა­ლი­ჯო­ნი, ჩელო (იტა­ლია), დი­ე­გო კან­ტა­ლუ­პი, თე­ორ­ბო (იტა­ლია), ალი­ნა რატ­კოვ­სკა, კლა­ვე­სი­ნი (პო­ლო­ნე­თი). ამ სა­ღა­მოს, ფრან­ჩეს­კო ჯე­მი­ნი­ა­ნის, ჯო­ვა­ნი ბე­ნე­დე­ტო პლა­ტის მუ­სი­კას­თან ერ­თად ბე­ნე­დე­ტო მარ­ჩე­ლოს ახ­ლა­დაღ­მო­ჩე­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა შედ­გა.

რი­გით მე-9 „თბი­ლი­სის ბა­რო­კო ფეს­ტი­ვა­ლი“, 10 ნო­ემ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის მცი­რე დარ­ბაზ­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მით გაგ­რძელ­დე­ბა: 10 ნო­ემ­ბერს, ფეს­ტი­ვალს ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­სი­კის კონ­ცერ­ტი გახ­სნის, სა­დაც „სა­ქარ­თვე­ლოს სინ­ფო­ნი­ე­ტას­თან“ ერ­თად, მსმე­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე, ან­სამ­ბლი „სა­ხი­ო­ბა“, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტთა გუნ­დი (ხელ­მძღვა­ნე­ლი - ლი­ა­ნა ჭო­ნიშ­ვი­ლი) და გერ­მა­ნე­ლი დი­რი­ჟო­რი - კორ­ნე­ლია ფონ კერ­სენბ­რო­კი წარ­დგე­ბი­ან, კონ­ცერ­ტის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სიმ­ღე­რა-გა­ლო­ბა, ხოლო მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, კალ­და­რა/ზე­ლენ­კას „გან­გე­ბის მესა“ შეს­რულ­დე­ბა; 15 ნო­ემ­ბერს, რო­გორც სა­ორ­კესტრო, ასე­ვე სა­ო­პე­რო მუ­სი­კა აჟ­ღერ­დე­ბა კონ­ცერ­ტზე - Opera Gala, სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სტუმ­რე­ბი: ფა­რი­და მა­მე­დო­ვა (სოპ­რა­ნო), ილ­ჰამ ნა­ზა­რო­ვი (კონ­ტრტე­ნო­რი) და ეიუბ გუ­ლი­ე­ვი (დი­რი­ჟო­რი) მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ; 24 ნო­ემ­ბერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ღა­მო გვე­ლო­დე­ბა, „სა­ქარ­თვე­ლოს სინ­ფო­ნი­ე­ტა“, ყვე­ლას­თვის ცნო­ბილ და საყ­ვა­რელ ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს­თან (მთხრო­ბე­ლი) ერ­თად სპე­ცი­ა­ლუ­რად ბავ­შვე­ბის­თვის გა­მარ­თა­ვენ კონ­ცერტს - „ბა­რო­კო ბავ­შვე­ბის­თვის“; 27 ნო­ემ­ბე­რის კონ­ცერ­ტი, ბა­რო­კოს ეპო­ქის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის, გე­ორგ ფი­ლიპ ტე­ლე­მა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბას და­ეთ­მო­ბა, სა­დაც გერ­მა­ნე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ქრის­ტი­ნე ბუში და კლა­ვე­სი­ნის­ტი იორგ ჰა­ლუ­ბე­კი, „სა­ქარ­თვე­ლოს სინ­ფო­ნი­ე­ტას“ სო­ლის­ტებ­თან ერ­თად ტე­ლე­მა­ნის მუ­სი­კას შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ; ფეს­ტი­ვა­ლი სა­ზე­ი­მოდ, 30 ნო­ემ­ბერს და­ი­ხუ­რე­ბა და დას­კვნით კონ­ცერ­ტზე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრი - „სა­ქარ­თვე­ლოს სინ­ფო­ნი­ე­ტა“, გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­სულ სო­ლის­ტებ­თან: ქრის­ტი­ნე ბუშ­თან (ვი­ო­ლი­ნო) და იორგ ჰა­ლუ­ბეკ­თან (კლა­ვე­სი­ნი) ერ­თად ლეკ­ლე­რის, ტე­ლე­მა­ნის, ბა­ხი­სა და პერ­სე­ლის მუ­სი­კას შე­ას­რუ­ლე­ბენ.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კონ­ცერ­ტე­ბის გარ­და, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, მას­ტერკლა­სე­ბი და სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი, თბი­ლი­სის მუ­ზე­უ­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რით, სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა: 16 ნო­ემ­ბერს, 19:00-ზე, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ლი­ტე­რა­ტუ­რულ - მე­მო­რი­ა­ლუ­რი მუ­ზე­უ­მი, სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის დოქ­ტორს, ბა­ტონ მალ­ხაზ ერ­ქვა­ნი­ძეს უმას­პინ­ძლებს და ქარ­თულ ტრა­დი­სი­ულ მუ­სი­კა­ზე ისა­უბ­რებს; 20 ნო­ემ­ბერს, 17:00-ზე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ასო­ცი­ე­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, გვან­ცა ღვინ­ჯი­ლია, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის მე­მო­რი­ა­ლუ­რი სახლ - მუ­ზე­უ­ში, ბა­ხის „მა­თეს პა­სი­ონ­ზე“ გა­მარ­თავს სა­ჯა­რო ლექ­ცი­ას; 25 ნო­ემ­ბერს, 19:00-ზე კი, მუ­სი­კო­სი შიო აბ­რა­ხა­მია, ევ­რო­პულ და ქარ­თულ ვო­კა­ლურ მუ­სი­კა­ზე ისა­უბ­რებს ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის მე­მო­რი­ა­ლუ­რი სახლ - მუ­ზე­უმ­ში. სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­ზე დას­წე­რე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

10 ნო­ემ­ბრი­დან 30 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, სა­ფეს­ტი­ვა­ლო კონ­ცერ­ტე­ბი რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის მცი­რე დარ­ბაზ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, და­სა­წყი­სი 19:30.

კონ­ცერ­ტე­ბის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია პორ­ტალ­ზე www.biletebi.ge

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბაროკოს მუსიკალური ფესტივალი საქართველოში უკვე მე-9-ედ ტარდება

ბაროკოს მუსიკალური ფესტივალი საქართველოში უკვე მე-9-ედ ტარდება

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით, 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში და რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ ატარებს.

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 2015 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტრო მხარდაჭერით დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალს სტუმრებენ მსოფლიოში აღიარებული ძველებური მუსიკის შემსრულებლები და სპეციალისტები. ამ 9 წლის განმავლობაში, ფესტივალის ფარგლებში უკვე არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა და ანსამბლმა გამართა კონცერტი, მათ შორის არის: ჟორდი სავალი, ქრისტინა ბუში, დავიდე ამადიო, ჟან რონდო, ორკესტრი „ძველი მუსიკის აკადემია“ (AKAMUS), ანსამბლი ZEFIRO და სხვა.

ფესტივალი, 20 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, იტალიური ბაროკოს კონცერტით გაიხსნა. „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ იტალიელი და პოლონელი ვარსკვლავები: სერჯო აცოლინი, ფაგოტი (იტალია), ფრანჩესკო გალიჯონი, ჩელო (იტალია), დიეგო კანტალუპი, თეორბო (იტალია), ალინა რატკოვსკა, კლავესინი (პოლონეთი). ამ საღამოს, ფრანჩესკო ჯემინიანის, ჯოვანი ბენედეტო პლატის მუსიკასთან ერთად ბენედეტო მარჩელოს ახლადაღმოჩენილი ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერა შედგა.

რიგით მე-9 „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, 10 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში მრავალფეროვანი პროგრამით გაგრძელდება: 10 ნოემბერს, ფესტივალს ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის კონცერტი გახსნის, სადაც „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, მსმენელების წინაშე, ანსამბლი „სახიობა“, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი (ხელმძღვანელი - ლიანა ჭონიშვილი) და გერმანელი დირიჟორი - კორნელია ფონ კერსენბროკი წარდგებიან, კონცერტის პირველ განყოფილებაში ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობა, ხოლო მეორე განყოფილებაში, პირველად საქართველოში, კალდარა/ზელენკას „განგების მესა“ შესრულდება; 15 ნოემბერს, როგორც საორკესტრო, ასევე საოპერო მუსიკა აჟღერდება კონცერტზე - Opera Gala, სადაც აზერბაიჯანელი სტუმრები: ფარიდა მამედოვა (სოპრანო), ილჰამ ნაზაროვი (კონტრტენორი) და ეიუბ გულიევი (დირიჟორი) მონაწილეობენ; 24 ნოემბერს განსაკუთრებული საღამო გველოდება, „საქართველოს სინფონიეტა“, ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ზურა ბალანჩივაძესთან (მთხრობელი) ერთად სპეციალურად ბავშვებისთვის გამართავენ კონცერტს - „ბაროკო ბავშვებისთვის“; 27 ნოემბერის კონცერტი, ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორის, გეორგ ფილიპ ტელემანის შემოქმედებას დაეთმობა, სადაც გერმანელი მევიოლინე ქრისტინე ბუში და კლავესინისტი იორგ ჰალუბეკი, „საქართველოს სინფონიეტას“ სოლისტებთან ერთად ტელემანის მუსიკას შემოგვთავაზებენ; ფესტივალი საზეიმოდ, 30 ნოემბერს დაიხურება და დასკვნით კონცერტზე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“, გერმანიიდან ჩამოსულ სოლისტებთან: ქრისტინე ბუშთან (ვიოლინო) და იორგ ჰალუბეკთან (კლავესინი) ერთად ლეკლერის, ტელემანის, ბახისა და პერსელის მუსიკას შეასრულებენ.

მრავალფეროვანი კონცერტების გარდა, ფესტივალის ფარგლებში, მასტერკლასები და საჯარო ლექციები ჩატარდება. საჯარო ლექციები, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, სხვადასხვა მუზეუმში გაიმართება: 16 ნოემბერს, 19:00-ზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალური მუზეუმი, სოციალური მეცნიერებების დოქტორს, ბატონ მალხაზ ერქვანიძეს უმასპინძლებს და ქართულ ტრადისიულ მუსიკაზე ისაუბრებს; 20 ნოემბერს, 17:00-ზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოციერებული პროფესორი, გვანცა ღვინჯილია, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ - მუზეუში, ბახის „მათეს პასიონზე“ გამართავს საჯარო ლექციას; 25 ნოემბერს, 19:00-ზე კი, მუსიკოსი შიო აბრახამია, ევროპულ და ქართულ ვოკალურ მუსიკაზე ისაუბრებს ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ - მუზეუმში. საჯარო ლექციებზე დასწერება თავისუფალია.

10 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საფესტივალო კონცერტები რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ჩატარდება, დასაწყისი 19:30.

კონცერტების ბილეთების შეძენა შესაძლებელია პორტალზე www.biletebi.ge

R