საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტიის ახალი მენეჯმენტი ვიღაც ფულის ტომრებს არ უნდა ხვდებოდეს" - ბაჩო დოლიძე ინფორმაციაზე, რომ "ნაცმოძრაობის" წევრები კეზერაშვილსა და ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებს შეხვდნენ
"პარტიის ახალი მენეჯმენტი ვიღაც ფულის ტომრებს არ უნდა ხვდებოდეს" - ბაჩო დოლიძე ინფორმაციაზე, რომ "ნაცმოძრაობის" წევრები კეზერაშვილსა და ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებს შეხვდნენ

კონ­სულ­ტა­ცი­ებს უნდა მარ­თავ­დე ქარ­თველ ხალ­ხთან. [„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მე­ნე­ჯმენ­ტი] უნდა ხვდე­ბო­დეს ქარ­თველ ამომ­რჩე­ველს და არა ვი­ღაც ფუ­ლის ტომ­რებს, ვი­საც ჰგო­ნი­ათ, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფუ­ლია სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ბი­ძი­ნა და­ა­მარ­ცხონ, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ბაჩო დო­ლი­ძემ პარ­ტი­ის იმ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ქმე­დე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ­ლე­ბიც კვიპ­როს­ში, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­სა და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებს შეხ­ვდნენ.

რო­გორც ბაჩო დო­ლი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში" აღ­ნიშ­ნა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ისე­თი კონ­სულ­ტან­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებს იმ­დე­ნი ფული ჰქონ­დეთ, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი რე­ჟი­მის კე­ზე­რაშ­ვი­ლი-მე­რა­ბიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბის იდე­ის მომ­წი­ფე­ბა შეძ­ლონ.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ებ­რძვი იმ ია­რა­ღით, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე აქვს თვი­თონ. ბი­ძი­ნას ხომ ფუ­ლით ვერ მო­უ­გებ, გა­მო­რი­ცხუ­ლია! ამი­ტომ უნდა მო­უ­გო ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბით. სრუ­ლი უპერ­სპექ­ტი­ვო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში და ეს არის მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი და ია­რა­ღი ბი­ძი­ნას­თან ბრძო­ლის. რო­დე­საც შენი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ამ­ხე­ლა დაკ­ვე­თაა, რომ არ უნდა არა­ვის ამ რუ­სულ გუ­ბერ­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბა, რა­ტომ მახ­ვევ თავს ამ რუ­სულ პო­ლი­ტი­კას? რამ­დენ­ჯე­რაც ეს რუ­სუ­ლი ვექ­ტო­რი გა­ავ­ლეს, იმ­დე­ნი აქ­ცია, და­პი­რის­პი­რე­ბა და უკუ­რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. რო­დე­საც 90% მი­იჩ­ნევს, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად პრო­და­სავ­ლუ­რი უნდა იყოს ჩვე­ნი ხაზი, ეს არის მთა­ვა­რი ია­რა­ღი და არა ვი­ღაც კონ­სულ­ტან­ტე­ბი თუ ბი­ძი­ნას კარ­ზე ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი.

იმ­დე­ნად დი­დია დაკ­ვე­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა იყოს შეც­ვლი­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა არის, რომ ცვლი­ლე­ბა უნ­დათ, მაგ­რამ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ვერ ხე­და­ვენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ეძე­ბენ, რო­მელ­საც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ პო­უ­ლო­ბენ, ვერ სთა­ვა­ზო­ბენ, ვერც შენ სთა­ვა­ზობ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში. რას ეუბ­ნე­ბი, რომ არ მინ­და ივა­ნიშ­ვი­ლი და აგერ, კე­ზე­რაშ­ვილ­სა და მე­რა­ბიშ­ვილს მო­გიყ­ვან ? ვინ წა­მო­ვა მა­გა­ზე?! რა კონ­სულ­ტან­ტი უნდა გყავ­დეს ასე­თი ან რა ფული უნდა ჰქონ­დეს ბი­ძი­ნას კარ­ზე მყოფ ბიზ­ნეს­მენს, რომ ეს აზრი ასე მა­სი­უ­რად შე­უც­ვა­ლო ამ ხალ­ხს?!“,- გა­ნა­ცხა­და ბაჩო დო­ლი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ ამ­დე­ნი რამე არის კრი­ტი­კის სა­გა­ნი მისი მხრი­დან „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“, რა­ტომ არ ტო­ვებს ის პარ­ტი­ას, ბაჩო დო­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ იყოს, ხვალ­ვე შექ­მნი­და ახალ პარ­ტი­ას.

„ეს არ არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გუნ­დუ­რი თა­მა­შია, ჩემ­ზე რომ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ხვალ­ვე გა­ვა­კე­თებ­დი ახალ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას. გვყავს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც გვჭირ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია, ვისი აზ­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს არის პრო­ცე­სი, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გუნ­დუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი და არა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, თო­რემ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დროც დად­გე­ბა და არ გა­ვურ­ბი­ვარ ამას“, - გა­ნა­ცხა­და ბაჩო დო­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, და­ი­წყე­ბა თუ არა აქ­ცი­ე­ბი იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ევ­რო­კავ­ში­რი კვლავ გა­და­წყვეტს სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მი­ა­ნი­ჭოს, დო­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იქ­ნე­ბა თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მივა რა­ი­მე სა­ხის გა­დატ­რი­ა­ლე­ბამ­დე.

"ერთ წე­ლი­წად­ში როცა შენ გაქვს არ­ჩევ­ნე­ბი და ამა­ვე დროს რა­ღაც გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ, ეს არის სრუ­ლი აბ­სურ­დი. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ პი­რო­ბებ­ში მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი სა­ხელ­მწი­ფომ, რო­დე­საც ვხე­დავთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა არის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე პრო­რუ­სუ­ლი და ჩვენ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ევ­რო­პა გვაძ­ლევს, რუ­სე­თი კი არაა. ახლა რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს და­სავ­ლე­თი ჩვენ­თან მი­მარ­თე­ბით- თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ფაქ­ტო­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა არის, გან­წყო­ბა სულ სხვა არის და ეს არის დრო­ე­ბი­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ვი­ცით, რომ ერთ წე­ლი­წად­ში უნდა გა­და­ვირ­ჩი­ოთ და ამა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­და­ვირ­ჩევთ, მაგ­რამ მა­ნამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა ურ­თუ­ლე­სია. კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ამ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. პრო­ტეს­ტიც იქ­ნე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს რომ რა­ღაც გა­დატ­რი­ა­ლე­ბამ­დე მი­ვი­დეს, ზღა­პა­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ბაჩო დო­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

ანუ, გეგმა მინიმუმი ბიძინას დამარცხებაა და მაქსიმუმი ბიძინას მიშათი ჩანაცვლებაა, სისტემა რჩება ხომ, როგორიცაა , მიშბიძინური, იქნება ბიძმიშინური, ხომ ?!

პარამპა
1

მოროშკინა, დოლიძე, ჩერგო, ხხხოფერია, კაკაბაძე(შუსტრი)---- შენ დაუკაარ!!!)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პარტიის ახალი მენეჯმენტი ვიღაც ფულის ტომრებს არ უნდა ხვდებოდეს" - ბაჩო დოლიძე ინფორმაციაზე, რომ "ნაცმოძრაობის" წევრები კეზერაშვილსა და ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებს შეხვდნენ

"პარტიის ახალი მენეჯმენტი ვიღაც ფულის ტომრებს არ უნდა ხვდებოდეს" - ბაჩო დოლიძე ინფორმაციაზე, რომ "ნაცმოძრაობის" წევრები კეზერაშვილსა და ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებს შეხვდნენ

კონსულტაციებს უნდა მართავდე ქართველ ხალხთან. [„ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტი] უნდა ხვდებოდეს ქართველ ამომრჩეველს და არა ვიღაც ფულის ტომრებს, ვისაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფულია საჭირო იმისთვის, რომ ბიძინა დაამარცხონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ პარტიის იმ წარმომადგენელთა ქმედებების შეფასებისას განაცხადა, რომლებიც კვიპროსში, დავით კეზერაშვილსა და არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებს შეხვდნენ.

როგორც ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" აღნიშნა, წარმოუდგენელია ისეთი კონსულტანტების არსებობა და წარმოუდგენელია, რომ ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებს იმდენი ფული ჰქონდეთ, რომ ქართულ საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი რეჟიმის კეზერაშვილი-მერაბიშვილის მმართველობით ჩანაცვლების იდეის მომწიფება შეძლონ.

"ბიძინა ივანიშვილს ებრძვი იმ იარაღით, რომელიც ყველაზე თანამედროვე აქვს თვითონ. ბიძინას ხომ ფულით ვერ მოუგებ, გამორიცხულია! ამიტომ უნდა მოუგო ჩვენი საზოგადოების განწყობით. სრული უპერსპექტივობაა ქვეყანაში და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი და იარაღი ბიძინასთან ბრძოლის. როდესაც შენი საზოგადოების მხრიდან ამხელა დაკვეთაა, რომ არ უნდა არავის ამ რუსულ გუბერნიაში ცხოვრება, რატომ მახვევ თავს ამ რუსულ პოლიტიკას? რამდენჯერაც ეს რუსული ვექტორი გაავლეს, იმდენი აქცია, დაპირისპირება და უკურეაქცია გამოიწვია საზოგადოების მხრიდან. როდესაც 90% მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად პროდასავლური უნდა იყოს ჩვენი ხაზი, ეს არის მთავარი იარაღი და არა ვიღაც კონსულტანტები თუ ბიძინას კარზე ბიზნესმენები.

იმდენად დიდია დაკვეთა საზოგადოების მხრიდან, რომ ეს ხელისუფლება უნდა იყოს შეცვლილი, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ ცვლილება უნდათ, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავენ ეს ადამიანები. ალტერნატივას ეძებენ, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ პოულობენ, ვერ სთავაზობენ, ვერც შენ სთავაზობ, სამწუხაროდ, ამ მოცემულობაში. რას ეუბნები, რომ არ მინდა ივანიშვილი და აგერ, კეზერაშვილსა და მერაბიშვილს მოგიყვან ? ვინ წამოვა მაგაზე?! რა კონსულტანტი უნდა გყავდეს ასეთი ან რა ფული უნდა ჰქონდეს ბიძინას კარზე მყოფ ბიზნესმენს, რომ ეს აზრი ასე მასიურად შეუცვალო ამ ხალხს?!“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კითხვაზე, თუ ამდენი რამე არის კრიტიკის საგანი მისი მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“, რატომ არ ტოვებს ის პარტიას, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება რომ იყოს, ხვალვე შექმნიდა ახალ პარტიას.

„ეს არ არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, გუნდური თამაშია, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ხვალვე გავაკეთებდი ახალ პოლიტიკურ პარტიას. გვყავს ადამიანები, ვისთანაც გვჭირდება კომუნიკაცია, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია. ეს არის პროცესი, სადაც მნიშვნელოვანია გუნდური გადაწყვეტილება იქნას მიღებული და არა ინდივიდუალური, თორემ ინდივიდუალურ გადაწყვეტილების დროც დადგება და არ გავურბივარ ამას“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

რაც შეეხება იმას, დაიწყება თუ არა აქციები იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი კვლავ გადაწყვეტს საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭოს, დოლიძემ აღნიშნა, რომ უკმაყოფილება იქნება თუმცა ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ მივა რაიმე სახის გადატრიალებამდე.

"ერთ წელიწადში როცა შენ გაქვს არჩევნები და ამავე დროს რაღაც გადატრიალებაზე ლაპარაკობ, ეს არის სრული აბსურდი. ძალიან რთულია ამ პირობებში მიიღოს კანდიდატის სტატუსი სახელმწიფომ, როდესაც ვხედავთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არის თავიდან ბოლომდე პრორუსული და ჩვენ კანდიდატის სტატუსს ევროპა გვაძლევს, რუსეთი კი არაა. ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს დასავლეთი ჩვენთან მიმართებით- თუ გაითვალისწინეს, რომ ქართველი ხალხის ფაქტორი აბსოლუტურად სხვა არის, განწყობა სულ სხვა არის და ეს არის დროებითი ხელისუფლება, რომელიც ვიცით, რომ ერთ წელიწადში უნდა გადავირჩიოთ და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გადავირჩევთ, მაგრამ მანამდე მისასვლელი გზა ურთულესია. კანდიდატის სტატუსი ამ პოლიტიკურ პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. პროტესტიც იქნება და უკმაყოფილებაც იქნება, მაგრამ ეს რომ რაღაც გადატრიალებამდე მივიდეს, ზღაპარია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.