იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
მისივე თქმით, კომიტეტი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.
"საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ის გადაწყვეტილებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლამდე გაიზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია, ხოლო არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირებულია, შესაძლებელი გახდა სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის კვლავინდებურად 4 წლამდე გაზრდა. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო რისკების კუთხით, 4 წლიანი მაქსიმალური ვადიანობა სავსებით ჯანსაღია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლიდან 3 წლამდე 2022 წლის აგვისტოში შეამცირა.
გარდამეცვალა მეუღლე რომელსაც ქონდა სამომხმარებლო სესხი 23000 ლარი სადაზღვეომ არ დაფარა სესხი გამოძიების საფუძველზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მოხდა უბედური შემთხვევა და გარდაიცვალა ჩემი მეუღლე მე როგორც მემკვიდრემ რა ვალდებულება მაქვს იოითეკით დატვირთული არ იყო მე არ ვმუშაობ არ გამაჩნია რაიმე ქონება თუ მეუღლის ქონებას არჩავთვლით ჯერ ჯერობით ესეც არ გამაჩნია მემკვიდრეობა არ მიმიღია როგორ უნდა მოვიქცე დარა უფლებები მაქვს
მე სამომხმარებლო სესხი 5 წლით მაქვს და... ეს როგორ მაშინ.არაფრით არააა დატვირთული