საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვაწყოთ ბინა ისე, რომ ერთდროულად იყოს თანამედროვე, ხარისხიანი და ბიუჯეტური - რჩევები დიზაინერისგან
როგორ მოვაწყოთ ბინა ისე, რომ ერთდროულად იყოს თანამედროვე, ხარისხიანი და ბიუჯეტური - რჩევები დიზაინერისგან

ბი­ნის რე­მონ­ტი ყო­ველ­თვის ბევრ ფიქ­რთან, გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ პრობ­ლე­მებ­თან და რაც მთა­ვა­რია, დიდ ქა­ოს­თან ასო­ცირ­დე­ბა, რაც სა­მუ­შაო პრო­ცესს არც თუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნოს ხდის. ამას ემა­ტე­ბა, ხარ­ჯე­ბი, რომ­ლის წი­ნას­წარ გათ­ვლა თით­ქოს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი არის.

პრო­ექ­ტი­რე­ბა, ფე­რე­ბი­სა, თუ მა­სა­ლის შერ­ჩე­ვაც დიდი დრო­სა და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს, მით უფრო, თუ გვინ­და, რომ სა­ბო­ლოო შე­დე­გი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბი­სა და ხა­რის­ხის გა­მოწ­ვე­ვებს ბი­უ­ჯე­ტუ­რა­დაც პა­სუ­ხობ­დეს.

რო­გორც T-სტუ­დი­ოს დი­ზა­ი­ნე­რი გვე­უბ­ნე­ბა, ბი­ნის იდე­ა­ლუ­რად მო­წყო­ბის სა­ი­დუმ­ლო, ფუნ­ქცი­უ­რო­ბა­სა და სი­მარ­ტი­ვე­შია, რა­საც კომ­პა­ნი­ის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას ყო­ველ­თვის იყე­ნე­ბენ.

მარ­თა­ლია, კომ­პა­ნია დიდი ხანი არ არის რაც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით, კომ­ფორ­ტუ­ლო­ბი­თა და რე­მონ­ტის სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სად ქცე­ვა­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა უკვე შეძ­ლო.

სწო­რედ ამი­ტომ, გთა­ვა­ზობთ, T-სტუ­დი­ოს არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნე­რის, ვახო შა­მა­ნა­უ­რის რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას, რო­მე­ლიც ბი­ნის რე­მონ­ტი­სას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გად­გე­ბათ!

რო­დე­საც ვი­წყებთ ბი­ნის რე­მონტს, პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ...

ბი­ნის რე­მონ­ტის და­წყე­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ნი­სა­ზღვროს მო­ბი­ნად­რე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, შემ­დეგ კი თი­თო­ე­უ­ლი მო­ბი­ნად­რის გე­მოვ­ნე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი პრო­ექ­ტი­რე­ბი­სას შე­სა­ბა­მი­სად ავ­სა­ხოთ.

რა თქმა უნდა, და­გეგ­მვი­სას, ფუნ­ქცი­უ­რი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცია უნდა მო­ერ­გოს არ­ქი­ტექ­ტუ­რულ, ასე­ვე, სა­ინ­ჟინ­რო სტან­დარ­ტებ­სა და ჩარ­ჩო­ებს.

მცი­რე ფარ­თის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორ ავით­ვი­სოთ სივ­რცე ისე, რომ ბინა მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი გა­მო­ვი­დეს

გარ­და სივ­რცის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნა­წი­ლე­ბი­სა, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ე.წ ჭკვი­ა­ნი ავე­ჯი, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია ტრანსფორ­მი­რე­ბის ფუნ­ქცია, დი­ზა­ი­ნი შე­ვი­მუ­შა­ოთ ღია ფე­რებ­ში, რო­მე­ლიც ოპ­ტი­კუ­რად მცი­რე ფართს დიდი ზო­მი­სად წარ­მო­ა­ჩენს.

რა ფე­რე­ბის და მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მცი­რე ფარ­თის ბი­ნის შემ­თხვე­ვა­ში?

ამ შემ­თხვე­ვა­ში მთა­ვა­რი მა­ინც ძი­რი­თა­დი, წამ­ყვა­ნი ფე­რია, რო­მე­ლიც უმ­ჯო­ბე­სია მაქ­სი­მა­ლუ­რად ღია იყოს, ასე­ვე დიდ სარ­კე­ებს შე­უძ­ლი­ათ ფარ­თის ორ­მა­გი ზო­მის ილუ­ზი­ის შექ­მნა, მა­სა­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­ზღუ­დუ­ლე­ბი არ ვართ.

ხში­რად, რე­მონ­ტი­სას იყე­ნე­ბენ იმ კონ­კრე­ტუ­ლი დრო­ის­თვის ტრენ­დულ ფე­რებ­სა და დი­ზა­ინს, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მალე, ეს ისე­თი „მო­დუ­რი“ სუ­ლაც აღარ იყოს. რას გვირ­ჩევთ, რაზე გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტი, არის თუ კონ­კრე­ტუ­ლი ფე­რე­ბი, ან დი­ზა­ი­ნის დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე იქ­ნე­ბა?

აქ გა­მო­სა­ვა­ლი ორ დე­ტალ­შია. პირ­ვე­ლი: დი­ზა­ი­ნი უნდა შე­მუ­შავ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი ფუნ­ქცი­ით, ასე­ვე დამ­კვე­თის გე­მოვ­ნე­ბით და არა რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ტრენ­დის მი­ხედ­ვით და მე­ო­რე: სჯობს დი­ზა­ი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად მოქ­ნი­ლი და მარ­ტი­ვი იყოს, კონ­კრე­ტუ­ლი ფუნ­ქცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი და არა ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტის მოხ­დე­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­სა­ლე­ბის ხა­რის­ხი, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ავარ­ჩი­ოთ ის და რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ?

ხა­რის­ხი უნდა გა­ნი­სა­ზღვროს იმით, თუ სად არის ეს კონ­კრე­ტუ­ლი მა­სა­ლა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. რა­საც პირ­და­პი­რი მზის სხი­ვი ხვდე­ბა ის უნდა იყოს მზის გამ­ძლე, სა­დაც ნეს­ტია-ნესტ გამ­ძლე, სა­დაც მტვე­რია ძა­ლი­ან თეთ­რი ან ძა­ლი­ან შავი დე­ტა­ლე­ბის­გან შე­ვი­კა­ვოთ თავი და ასე შემ­დეგ.

ბი­ნის მო­წყო­ბა­ში რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გა­ნა­თე­ბას და რა შე­უძ­ლია სწო­რად შერ­ჩე­ულ სი­ნათ­ლეს?

გა­ნა­თე­ბა ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში გა­დამ­წყვე­ტი გახ­ლავთ. რო­გორც ფუნ­ქცი­უ­რი, ასე­ვე გან­წყო­ბის შექ­მნის თვალ­საზ­რი­სით. ცუ­დად შერ­ჩე­უ­ლი სი­ნათ­ლე პრობ­ლე­მას გვიქ­მნის, რო­გორც ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თად ისა­ხე­ბა მო­ბი­ნად­რის ხა­სი­ათ­ზე. სა­ჭი­როა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნა­თე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ათ­ვი­სე­ბა, ხოლო ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბის­თვის ოქ­როს შუ­ა­ლე­დის პოვ­ნა. ხში­რად მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი ერთი და იგი­ვე ოთახ­ში გა­ნა­თე­ბის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ა­ცი­ებ­შია.

ავე­ჯით კე­თილ­მო­წყო­ბი­სას, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ?

სა­ინ­ჟინ­რო და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის, ფუნ­ქცი­უ­რო­ბის და ვი­ზუ­ა­ლის გარ­და კომ­ფორ­ტი და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა. ავე­ჯ­მა სა­კუ­თა­რი ფუნ­ქცია ისე უნდა შე­ას­რუ­ლოს, რომ ადა­მი­ანს ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბა და წვა­ლე­ბა არ მო­უ­წი­ოს. ტახ­ტი­დან კარ­გად უნდა ჩან­დეს ტე­ლე­ვი­ზო­რი, მა­ცი­ვა­რი ახ­ლოს უნდა იყოს სა­სა­დი­ლო მა­გი­დას­თან და ასე შემ­დეგ.

და ბო­ლოს, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ბი­უ­ჯე­ტუ­რად სახ­ლის მო­წყო­ბა ისე, რომ ერ­თდრო­უ­ლად იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე, დრო­ში არ გა­ი­წე­ლოს და რაც მთა­ვა­რია, ხა­რის­ხი­ა­ნად იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი? (რო­გორ?)

რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, პა­სუ­ხი აქაც ფუნ­ქცი­უ­რო­ბა­სა და სი­მარ­ტი­ვე­შია. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს, ასე უნდა მი­ვაღ­წი­ოთ ეს­თე­ტი­კურ ვი­ზუ­ალ­საც. ამ მიდ­გო­მით შევ­ძლებთ ვიმ­ყო­ფი­ნოთ ცოტა რამ, რაც მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას უფრო ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს ყვე­ლა­ფე­რი. ბევ­რი გა­ნა­თე­ბი­თა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით კი არა, არა­მედ, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ფე­რე­ბი­თა და სი­ნათ­ლე­ე­ბით... ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვი გე­ნი­ა­ლუ­რია. თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი მი­ნი­მა­ლის­ტუ­რია. სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტით რე­მონ­ტი სწრა­ფა­დაც შეს­რულ­დე­ბა, ხა­რის­ხი­ა­ნიც იქ­ნე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვეც.

ცნო­ბის­თვის, T-სტუ­დიო არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლებს სრულ სამ­შე­ნებ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბას ერთ სივ­რცე­ში სთა­ვა­ზობს. არ­ქი­ტექ­ტუ­რას, პრო­ექ­ტი­რე­ბას, მშე­ნებ­ლო­ბას, სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო ხარჯთაღ­რი­ცხვას, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინს, ერთი სი­ტყვით, სრულ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს, თქვე­ნი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, T-სტუ­დიო სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღებს.

წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი ვა­დე­ბი­სა და ხარ­ჯის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დი­ზა­ი­ნის შექ­მნი­დან, რე­მონ­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე, ყვე­ლა დე­ტალს T-სტუ­დიო თა­ვად აგ­ვა­რებს.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

მაინტერესებს კონსულტაცია, ხარჯთაღრიცხვა ფასიანია? გმადლობთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ მოვაწყოთ ბინა ისე, რომ ერთდროულად იყოს თანამედროვე, ხარისხიანი და ბიუჯეტური - რჩევები დიზაინერისგან

როგორ მოვაწყოთ ბინა ისე, რომ ერთდროულად იყოს თანამედროვე, ხარისხიანი და ბიუჯეტური - რჩევები დიზაინერისგან

ბინის რემონტი ყოველთვის ბევრ ფიქრთან, გაუთვალისწინებელ პრობლემებთან და რაც მთავარია, დიდ ქაოსთან ასოცირდება, რაც სამუშაო პროცესს არც თუ ისე სასიამოვნოს ხდის. ამას ემატება, ხარჯები, რომლის წინასწარ გათვლა თითქოს, წარმოუდგენელიც კი არის.

პროექტირება, ფერებისა, თუ მასალის შერჩევაც დიდი დროსა და ენერგიას მოითხოვს, მით უფრო, თუ გვინდა, რომ საბოლოო შედეგი თანამედროვეობისა და ხარისხის გამოწვევებს ბიუჯეტურადაც პასუხობდეს.

როგორც T-სტუდიოს დიზაინერი გვეუბნება, ბინის იდეალურად მოწყობის საიდუმლო, ფუნქციურობასა და სიმარტივეშია, რასაც კომპანიის დიზაინერები სხვადასხვა პროექტზე მუშაობისას ყოველთვის იყენებენ.

მართალია, კომპანია დიდი ხანი არ არის რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, მაგრამ განსხვავებული მიდგომებით, კომფორტულობითა და რემონტის სასიამოვნო პროცესად ქცევაში, საკუთარი თავის დამკვიდრება უკვე შეძლო.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, T-სტუდიოს არქიტექტორ-დიზაინერის, ვახო შამანაურის რამდენიმე რჩევას, რომელიც ბინის რემონტისას აუცილებლად გამოგადგებათ!

როდესაც ვიწყებთ ბინის რემონტს, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ...

ბინის რემონტის დაწყებისას აუცილებლად უნდა განისაზღვროს მობინადრეთა საჭიროებები და მოთხოვნილებები, შემდეგ კი თითოეული მობინადრის გემოვნების თავისებურებები პროექტირებისას შესაბამისად ავსახოთ.

რა თქმა უნდა, დაგეგმვისას, ფუნქციური და ვიზუალური კონცეფცია უნდა მოერგოს არქიტექტურულ, ასევე, საინჟინრო სტანდარტებსა და ჩარჩოებს.

მცირე ფართის შემთხვევაში, როგორ ავითვისოთ სივრცე ისე, რომ ბინა მაქსიმალურად კომფორტული გამოვიდეს

გარდა სივრცის პრაქტიკულად განაწილებისა, შეიძლება გამოვიყენოთ ე.წ ჭკვიანი ავეჯი, რომელსაც გააჩნია ტრანსფორმირების ფუნქცია, დიზაინი შევიმუშაოთ ღია ფერებში, რომელიც ოპტიკურად მცირე ფართს დიდი ზომისად წარმოაჩენს.

რა ფერების და მასალის გამოყენებაა რეკომენდებული მცირე ფართის ბინის შემთხვევაში?

ამ შემთხვევაში მთავარი მაინც ძირითადი, წამყვანი ფერია, რომელიც უმჯობესია მაქსიმალურად ღია იყოს, ასევე დიდ სარკეებს შეუძლიათ ფართის ორმაგი ზომის ილუზიის შექმნა, მასალის შემთხვევაში შეზღუდულები არ ვართ.

ხშირად, რემონტისას იყენებენ იმ კონკრეტული დროისთვის ტრენდულ ფერებსა და დიზაინს, თუმცა შეიძლება ძალიან მალე, ეს ისეთი „მოდური“ სულაც აღარ იყოს. რას გვირჩევთ, რაზე გავაკეთოთ აქცენტი, არის თუ კონკრეტული ფერები, ან დიზაინის დეტალები, რომელიც ყოველთვის თანამედროვე იქნება?

აქ გამოსავალი ორ დეტალშია. პირველი: დიზაინი უნდა შემუშავდეს კონკრეტული ფუნქციით, ასევე დამკვეთის გემოვნებით და არა რაიმე კონკრეტული ტრენდის მიხედვით და მეორე: სჯობს დიზაინი მაქსიმალურად მოქნილი და მარტივი იყოს, კონკრეტული ფუნქციის მატარებელი და არა ვიზუალური ეფექტის მოხდენაზე ორიენტირებული.

ძალიან მნიშვნელოვანია მასალების ხარისხი, რა კრიტერიუმებით ავარჩიოთ ის და რა უნდა გავითვალისწინოთ?

ხარისხი უნდა განისაზღვროს იმით, თუ სად არის ეს კონკრეტული მასალა გამოყენებული. რასაც პირდაპირი მზის სხივი ხვდება ის უნდა იყოს მზის გამძლე, სადაც ნესტია-ნესტ გამძლე, სადაც მტვერია ძალიან თეთრი ან ძალიან შავი დეტალებისგან შევიკავოთ თავი და ასე შემდეგ.

ბინის მოწყობაში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას და რა შეუძლია სწორად შერჩეულ სინათლეს?

განათება ინტერიერის დიზაინში გადამწყვეტი გახლავთ. როგორც ფუნქციური, ასევე განწყობის შექმნის თვალსაზრისით. ცუდად შერჩეული სინათლე პრობლემას გვიქმნის, როგორც ყოველდღიური საყოფაცხოვრებო აქტივობების შესრულებაში, ასევე უარყოფითად ისახება მობინადრის ხასიათზე. საჭიროა ბუნებრივი განათების მაქსიმალურად ათვისება, ხოლო ხელოვნური განათებისთვის ოქროს შუალედის პოვნა. ხშირად მარტივი გამოსავალი ერთი და იგივე ოთახში განათების სხვადასხვა ვარიაციებშია.

ავეჯით კეთილმოწყობისას, რა უნდა გავითვალისწინოთ?

საინჟინრო და არქიტექტურული სტანდარტების, ფუნქციურობის და ვიზუალის გარდა კომფორტი და ხელმისაწვდომობა. ავეჯმა საკუთარი ფუნქცია ისე უნდა შეასრულოს, რომ ადამიანს ზედმეტი მოძრაობა და წვალება არ მოუწიოს. ტახტიდან კარგად უნდა ჩანდეს ტელევიზორი, მაცივარი ახლოს უნდა იყოს სასადილო მაგიდასთან და ასე შემდეგ.

და ბოლოს, შესაძლებელია თუ არა ბიუჯეტურად სახლის მოწყობა ისე, რომ ერთდროულად იყოს თანამედროვე, დროში არ გაიწელოს და რაც მთავარია, ხარისხიანად იყოს გაკეთებული? (როგორ?)

რა თქმა უნდა, შესაძლებელია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პასუხი აქაც ფუნქციურობასა და სიმარტივეშია. ყველაფერს თავისი დანიშნულება უნდა ჰქონდეს, ასე უნდა მივაღწიოთ ესთეტიკურ ვიზუალსაც. ამ მიდგომით შევძლებთ ვიმყოფინოთ ცოტა რამ, რაც მოგვცემს საშუალებას უფრო ხარისხიანი იყოს ყველაფერი. ბევრი განათებითა და ძვირადღირებული მასალებით კი არა, არამედ, სწორად შერჩეული ფერებითა და სინათლეებით... ყველაფერი მარტივი გენიალურია. თანამედროვე სტილი მინიმალისტურია. სწორი მენეჯმენტით რემონტი სწრაფადაც შესრულდება, ხარისხიანიც იქნება და თანამედროვეც.

ცნობისთვის, T-სტუდიო არის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სრულ სამშენებლო მომსახურებას ერთ სივრცეში სთავაზობს. არქიტექტურას, პროექტირებას, მშენებლობას, სამშენებლო და სარემონტო ხარჯთაღრიცხვას, ინტერიერის დიზაინს, ერთი სიტყვით, სრულ სარემონტო სამუშაოებს, თქვენი სურვილის შემთხვევაში, T-სტუდიო საკუთარ თავზე აიღებს.

წინასწარ გაწერილი ვადებისა და ხარჯის გათვალისწინებით, დიზაინის შექმნიდან, რემონტის დასრულებამდე, ყველა დეტალს T-სტუდიო თავად აგვარებს.

R