კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს
პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს

პარ­ლა­მენ­ტი დღე­ი­დან პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცესს იწყებს. რო­გორც გუ­შინ­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა 12:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა.

"კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­დას­ტუ­რა მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე რომ, ჩვენ, 12:00 სა­ათ­ზე და­ვი­წყებთ სა­კი­თხის გან­ხილ­ვას იმ­პიჩ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სა და კენ­ჭისყ­რის ვა­დის გან­სა­ზღვრის თა­ო­ბა­ზე დად­გე­ნი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტმა გუ­შინ მი­ი­ღო.

„სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 48-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის 179-ე მუხ­ლის მე-2 და მე-4 პუნ­ქტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ად­გენს: 1. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის − სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე დას­კვნის (№3/1/1797, 16.10.2023) სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნი­ხი­ლოს და აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს კენ­ჭი უყა­როს 2023 წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის 17−20 ოქ­ტომ­ბრის მო­რი­გი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბის კვი­რა­ში. 2. ეს დად­გე­ნი­ლე­ბა ამოქ­მედ­დეს მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
0

სპექტაკლი, რომელიც პარლამენტში დღეს 12 საათზე დაიწყო მალე დამთავრდება, ანუ როგორც იტალიელები იტყვიან Finita la commedia! (ფინიტა ლა კომედია!)

რას ველოდებით? არც არაფერს.

როგორც თავიდანვე ხელისუფლების მიერ ითქვა ხმების საჭირო რაოდენობის არარსებობის გამო ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არ შედგება.

უბრალოდ ოფიციალურად გაფორმდება ხელისუფლებისა და ზურაბიშვილის პოლიტიკური გაყრა!

რა იქნება ხვალ?

ქვეყანაში ალბათ უფრო დაიძაბება მდგომარეობა...

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

Qeto
0

როგორც ვასო გოძიაშვილი იტყოდა:."... ვიწყებთ მეორე განყოფილობას...."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს

პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს

პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. როგორც გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკითხზე მუშაობა 12:00 საათიდან დაიწყება.

"კომუნიკაცია მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა, ასე რომ, ჩვენ, 12:00 საათზე დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება პარლამენტმა გუშინ მიიღო.

„საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე,“- აღნიშნულია დადგენილების პროექტში, რომელიც შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.