საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია: "სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების განვითარებას საქართველოში"
დავით ნარმანია: "სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების განვითარებას საქართველოში"

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით ნარ­მა­ნია გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­როს - 500 კვტ სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრო. სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი USAID-ის ენერ­გე­ტი­კუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მი­სა და შპს „ფუდსერ­ვი­სის“ მიერ ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­და.

„სე­მე­კი მხარს უჭერს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­რო­ებ­ზე მო­მუ­შა­ვე სად­გუ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ კუ­თხი­თაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია USAID-ის როლი, რად­გა­ნაც USAID-ის ენერ­გე­ტი­კუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რი და­მონ­ტაჟ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2016 წლი­დან სე­მე­კის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­ნერ­გა და საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნად მოქ­მე­დებს ნეტო-აღ­რი­ცხვის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც არის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სწო­რად, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, გავ­ზარ­დეთ ნეტო-აღ­რი­ცხვის სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი სად­გუ­რე­ბის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე 500 კვტ-მდე. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი 500 კვტ-მდე სად­გუ­რე­ბის დად­გმუ­ლი ჯა­მუ­რი სიმ­ძლავ­რე 57 მე­გა­ვატს აღე­მა­ტე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

USAID-ის ენერ­გე­ტი­კუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­რე­ბით გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ტექ­ნი­კურ და მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას უწევს კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რაც თა­ვის მხრივ, ხელს უწყობს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სხვა­დას­ხვა დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ika
0

ქსელზე დაერთება რა ღირს ისიც თქვი ბარემ ენერგეტიკაზე ზრუნვით რომ აღარ გძინავს...

Qeto
0

ოჰ, ახალი ფონოგრამა ჩაუწერია ამ უდღეურს!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დავით ნარმანია: "სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების განვითარებას საქართველოში"

დავით ნარმანია: "სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების განვითარებას საქართველოში"

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის წყაროს - 500 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. საპილოტე პროექტი USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და შპს „ფუდსერვისის“ მიერ ერთობლივად განხორციელდა.

„სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების განვითარებას საქართველოში. ამ კუთხითაც მისასალმებელია USAID-ის როლი, რადგანაც USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან სემეკის ინიციატივით დაინერგა და საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებს ნეტო-აღრიცხვის პროგრამა, რომელიც არის ერთ-ერთი პოპულარული წამახალისებელი ინსტრუმენტი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით. სწორად, განახლებადი ენერგიების ათვისების წახალისების მიზნით, გავზარდეთ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურების დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე. ბოლო მონაცემების შესაბამისად, სისტემაში ჩართული 500 კვტ-მდე სადგურების დადგმული ჯამური სიმძლავრე 57 მეგავატს აღემატება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში, საპილოტე პროექტების ინიცირებით განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში ტექნიკურ და მატერიალურ დახმარებას უწევს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარებას.

NS