კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს" - ხაბეიშვილი
"ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს" - ხაბეიშვილი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სა­ბო­ტა­ჟია.

რო­გორც ის "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე წერს, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა და უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლა პუ­ტი­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი აქვს ამ პრო­ცესს და ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სა­ბო­ტა­ჟი. ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ანად­გუ­რებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს. რუს ოლი­გარ­ქსა და მის კრი­მი­ნა­ლურ - რუ­სულ რე­ჟიმს, დაშ­ვე­ბაც არ უნდა, რომ ჩვე­ნი ხალ­ხი იყოს მდი­და­რი, შეძ­ლე­ბუ­ლი და და­ცუ­ლი, რაც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბით მი­იღ­წე­ვა. სწო­რედ ამი­ტომ, ყვე­ლა­ფერ ნე­გა­ტი­ურს აკე­თებს ამ ის­ტო­რი­უ­ლი შან­სის პი­რო­ბებ­ში, რომ რო­გორ­მე ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი წაგ­ვარ­თვას. მისი და­ვა­ლე­ბით, მის­სა­ვე მორ­ჩილ ზუ­რა­ბიშ­ვილს უჩივ­ლა, მი­სი­ვე ხელ­ქვე­ი­თის - კო­ბა­ხი­ძის ხე­ლით და მი­სი­ვე მარ­თულ სა­სა­მარ­თლოს გა­მო­ა­ტა­ნი­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ერ­თა­დერ­თი გზა, გა­მო­სა­ვა­ლი არის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა და უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლა პუ­ტი­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ“,-წერს ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ პრე­ზი­დენ­ტის სა­იმ­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბა­ზე დას­კვნა ცოტა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ევ­რო­პა­ში, მთავ­რო­ბის უნე­ბარ­თვო ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი და­ად­გი­ნა. ამას­თან, რო­გორც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ, მე­რაბ ტუ­რა­ვამ აღ­ნიშ­ნა, დას­კვნა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა სამ­მა მო­სა­მარ­თლემ - ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა, გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ და თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუშ­მა.

ამას­თან, შე­გახ­სე­ნებთ, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ის სა­გა­რეო ვი­ზი­ტე­ბი გახ­და, რა­ზეც მთავ­რო­ბამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თან­ხმო­ბა არ მის­ცა. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი 1-ელ სექ­ტემ­ბერს, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­და­წყდა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს დას­კვნის მო­სამ­ზა­დებ­ლად ერ­თთვი­ა­ნი ვადა ჰქონ­და. პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად 100 დე­პუ­ტა­ტის ხმა არის სა­ჭი­რო, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ გა­აჩ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
0

ასეთი სიმპატიური და ჭკუით გაპენტილი კაცი, ერთი ორი თუ დადის დუნიაზე !

ვახტანგი
0

ჩემი მტერი ჩავარდეს ნაცების დღეში. კედლებს ეხეთქებიან, აღარ იციან რა ქნან. ჭეშმარიტი სექტანტები რომ არ ჰყავდეთ, ალბათ არჩევნებზე ბარიერს ვერ გადალახავდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს" - ხაბეიშვილი

"ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს" - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია.

როგორც ის "ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ერთადერთი გამოსავალი არის კონსოლიდირება და უკომპრომისო ბრძოლა პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ.

"ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს და ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. რუს ოლიგარქსა და მის კრიმინალურ - რუსულ რეჟიმს, დაშვებაც არ უნდა, რომ ჩვენი ხალხი იყოს მდიდარი, შეძლებული და დაცული, რაც ევროკავშირის წევრობით მიიღწევა. სწორედ ამიტომ, ყველაფერ ნეგატიურს აკეთებს ამ ისტორიული შანსის პირობებში, რომ როგორმე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წაგვართვას. მისი დავალებით, მისსავე მორჩილ ზურაბიშვილს უჩივლა, მისივე ხელქვეითის - კობახიძის ხელით და მისივე მართულ სასამართლოს გამოატანინა გადაწყვეტილება. ერთადერთი გზა, გამოსავალი არის კონსოლიდირება და უკომპრომისო ბრძოლა პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ“,-წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც "ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.