მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქეოლოგებმა ეგვიპტის პირველი ფარაონი ქალის სამარხში აღმოაჩინეს 5 000 წლის წინანდელი ღვინის ჭურჭელი, რომელიც ძალიან ჰგავს ქვევრს
არქეოლოგებმა ეგვიპტის პირველი ფარაონი ქალის სამარხში აღმოაჩინეს 5 000 წლის წინანდელი ღვინის ჭურჭელი, რომელიც ძალიან ჰგავს ქვევრს

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა, ეგ­ვიპ­ტის პირ­ვე­ლი ფა­რა­ო­ნი ქა­ლის სა­მარხში, 5 000 წლის წი­ნან­დე­ლი ღვი­ნის ჭურ­ჭე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს ქვევ­რს.

I დი­ნას­ტი­ის ფა­რა­ო­ნის, მერ­ნე­ი­ტის სა­მარ­ხის გა­თხრებს გერ­მა­ნულ-ავ­სტრი­ულ მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფი აწარ­მო­ებ­და და მათ არ­ქე­ო­ლო­გი ქრის­ტი­ა­ნა კო­ლე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

არ­ქე­ო­ლო­გე­ბის ცნო­ბით, აბი­დოს­ში მდე­ბა­რე აკ­ლდა­მა­ში ჩა­მარ­ხუ­ლი ზო­გი­ერ­თი ჭურ­ჭე­ლი გახ­სნი­ლიც კი არაა და თავ­და­პირ­ვე­ლი ფორ­მი­თაა შე­მო­ნა­ხუ­ლი. "ღვი­ნო თხე­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღა­რაა. იმის თქმაც გვიძ­ნელ­დე­ბა, წი­თე­ლი ღვი­ნო იყო ჭურ­ჭელ­ში, თუ თეთ­რი", - გა­ნა­ცხა­და კო­ლერ­მა.

არ­ქე­ო­ლო­გის თქმით, მათ ბუ­ნებ­რი­ვი ნარ­ჩე­ნე­ბი, მათ შო­რის ყუ­რძნის წიპ­წე­ბი და ტარ­ტა­რიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ახლა მათ მეც­ნი­ე­რულ ანა­ლიზს უტა­რე­ბენ.

"ეს ალ­ბათ ღვი­ნის შე­სა­ხებ ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა",- აცხა­დებს კო­ლე­რი.

მერ­ნე­ი­ტის რე­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუმ­ცა ის ერ­თა­დერ­თი ქა­ლია, რო­მელ­საც აბი­დოს­ში, ეგ­ვიპ­ტის პირ­ველ სა­მე­ფო სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­კუ­თა­რი მო­ნუ­მენ­ტუ­რი აკ­ლდა­მა ჰქონ­და. ის შე­საძ­ლოა ერ­თი­ა­ნი ეგ­ვიპ­ტის პირ­ვე­ლი ფა­რა­ო­ნის, ნარ­მე­რის შვი­ლიშ­ვი­ლი იყო.

მერ­ნე­ი­ტის აკ­ლდა­მის კომ­პლექ­სი 41 კა­რის­კა­ცის და მსა­ხუ­რის სა­მარ­ხებ­საც მო­ი­ცავს და ტა­ლა­ხის აგუ­რის, თი­ხი­სა და ხის მა­სა­ლი­თაა აშე­ნე­ბუ­ლი. მკვლე­ვა­რებ­მა შე­ი­ტყვეს, რომ მათი სა­მარ­ხე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, დრო­ის სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ეს ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა ეჭვქვეშ აყე­ნებს იმ თე­ო­რი­ას, რომ სა­მე­ფო დაკ­რძალ­ვებ­ზე ადა­მი­ან­თა მსხვერ­პლშე­წირ­ვა პირ­ვე­ლი დი­ნას­ტი­ი­დან იღებს სა­თა­ვეს.

"ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ამ უნი­კა­ლუ­რი ქა­ლის და მისი პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ჰფენს ნა­თელს", - დას­ძენს ქრის­ტი­ა­ნა კო­ლე­რი.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
000
0

8 000 - უნდა დამეწერა ! ერთი ნული ზედმეტია !

აუფ
2

ყოველთვის ვამბობდი ეგვიპტელი ფარაონები საქართველოდან გაგდებული ლოთები იყვნენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

არქეოლოგებმა ეგვიპტის პირველი ფარაონი ქალის სამარხში აღმოაჩინეს 5 000 წლის წინანდელი ღვინის ჭურჭელი, რომელიც ძალიან ჰგავს ქვევრს

არქეოლოგებმა ეგვიპტის პირველი ფარაონი ქალის სამარხში აღმოაჩინეს 5 000 წლის წინანდელი ღვინის ჭურჭელი, რომელიც ძალიან ჰგავს ქვევრს

არქეოლოგებმა, ეგვიპტის პირველი ფარაონი ქალის სამარხში, 5 000 წლის წინანდელი ღვინის ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან ჰგავს ქვევრს.

I დინასტიის ფარაონის, მერნეიტის სამარხის გათხრებს გერმანულ-ავსტრიულ მკვლევართა ჯგუფი აწარმოებდა და მათ არქეოლოგი ქრისტიანა კოლერი ხელმძღვანელობდა.

არქეოლოგების ცნობით, აბიდოსში მდებარე აკლდამაში ჩამარხული ზოგიერთი ჭურჭელი გახსნილიც კი არაა და თავდაპირველი ფორმითაა შემონახული. "ღვინო თხევად მდგომარეობაში აღარაა. იმის თქმაც გვიძნელდება, წითელი ღვინო იყო ჭურჭელში, თუ თეთრი", - განაცხადა კოლერმა.

არქეოლოგის თქმით, მათ ბუნებრივი ნარჩენები, მათ შორის ყურძნის წიპწები და ტარტარიც აღმოაჩინეს და ახლა მათ მეცნიერულ ანალიზს უტარებენ.

"ეს ალბათ ღვინის შესახებ ერთ-ერთი უძველესი პირდაპირი მტკიცებულებაა",- აცხადებს კოლერი.

მერნეიტის რეალური თანამდებობა დღემდე გაურკვეველია, თუმცა ის ერთადერთი ქალია, რომელსაც აბიდოსში, ეგვიპტის პირველ სამეფო სასაფლაოზე, საკუთარი მონუმენტური აკლდამა ჰქონდა. ის შესაძლოა ერთიანი ეგვიპტის პირველი ფარაონის, ნარმერის შვილიშვილი იყო.

მერნეიტის აკლდამის კომპლექსი 41 კარისკაცის და მსახურის სამარხებსაც მოიცავს და ტალახის აგურის, თიხისა და ხის მასალითაა აშენებული. მკვლევარებმა შეიტყვეს, რომ მათი სამარხების მშენებლობა დიდი ხნის განმავლობაში, დროის სხვადასხვა პერიოდებში მიმდინარეობდა. ეს ახალი აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს იმ თეორიას, რომ სამეფო დაკრძალვებზე ადამიანთა მსხვერპლშეწირვა პირველი დინასტიიდან იღებს სათავეს.

"ახალი აღმოჩენები ამ უნიკალური ქალის და მისი პერიოდის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ჰფენს ნათელს", - დასძენს ქრისტიანა კოლერი.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"