პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს?
ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს?

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს დას­კვნას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი, 9 მო­სა­მარ­თლი­დან 6 მო­სა­მარ­თლის მხარ­და­ჭე­რა აქვს.

რო­გორც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე მე­რაბ ტუ­რა­ვამ დას­კვნის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა სამ­მა მო­სა­მარ­თლემ. კერ­ძოდ, ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა, გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ და თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუშ­მა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 2023 წლის 31 აგ­ვის­ტოს, 1-ელ და 6 სექ­ტემ­ბერს სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბის დროს, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სფე­რო­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, რი­თაც და­არ­ღვია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლის, 1-ელ მუხ­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტის და­ნა­წე­სი. სა­სა­მარ­თლო ას­კვნის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვას. დას­კვნა ძა­ლა­შია სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მო­მენ­ტი­დან. დას­კვნა სა­ბო­ლო­ოა და გა­სა­ჩივ­რე­ბას ან გა­და­სინ­ჯვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. დას­კვნას და­ერ­თოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის, ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძი­სა და თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუ­შის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი“, - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ტუ­რა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ ევ­რო­პა­ში, მთავ­რო­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის გამო, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დალი
0

ანუ ,გამოდის რომ ,მოსამართლეებშიც ყოფილან უსამართლო,და კანონ დამრღვევი მოსამართლეები.

ვახტანგ
0

ყოჩაღ სამივეს. Ბიძინა განაცდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს?

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს?

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, 9 მოსამართლიდან 6 მოსამართლის მხარდაჭერა აქვს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ დასკვნის გამოცხადებისას განაცხადა, განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ. კერძოდ, ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ ევროპაში, მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო, კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.