მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი მელაძის ქალიშვილის გრანდიოზული ქორწილი საქართველოში - ვინ არის ინგა მელაძის რჩეული, როგორი კაბა ეცვა პატარძალს და ვინ ესწრებოდა ცერემონიას (ფოტოები)
ვალერი მელაძის ქალიშვილის გრანდიოზული ქორწილი საქართველოში - ვინ არის ინგა მელაძის რჩეული, როგორი კაბა ეცვა პატარძალს და ვინ ესწრებოდა ცერემონიას (ფოტოები)

მომ­ღე­რალ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ინგა მე­ლა­ძე მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი რუსი ფო­ტოგ­რა­ფი ნი­კი­ტა ბე­რეჟნოი გახ­ლავთ, რო­მელ­თა­ნაც 2021 წლი­დან არის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

ქორ­წი­ლი მე­ლა­ძის სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­მარ­თა. წვე­უ­ლე­ბა­ზე 150-200-მდე სტუ­მა­რი იყო მიწ­ვე­უ­ლი.

"მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბის­თვის ინ­გამ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი თეთ­რი კაბა შე­არ­ჩია, რო­მელ­ზეც შავი ქა­მა­რი ეკე­თა", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ქორ­წილს, ცხა­დია, თა­ვად ვა­ლე­რი მე­ლა­ძეც ეს­წრე­ბო­და, მომ­ღე­რალ­მა შვილს ბედ­ნი­ე­რი დღე ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბით გა­უ­ლა­მა­ზა. ქორ­წილს არ ეს­წრე­ბო­და მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე, ალ­ბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვა, ქორ­წილს არ ეს­წრე­ბა ასე­ვე პა­ტარ­ძლის ბიძა კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძეც.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ პრო­დი­უ­სე­რის მე­უღ­ლემ, ვერა ბრეჟნე­ვამ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლად და­ქორ­წი­ნე­ბულს, 32 წლის ინგა მე­ლა­ძის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, გარ­და იმი­სა, რომ ეს მისი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა. იგი პირ­ვე­ლად 2017 წელს და­ქორ­წინ­და მა­რო­კო­ელ ჟურ­ნა­ლისტ ნორი ვერ­გე­ზე­ზე, რო­მელ­თან ერ­თა­დაც სწავ­ლობ­და ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ეს ქორ­წი­ნე­ბა მხო­ლოდ ორი წელი გაგ­რძელ­და: 2019 წელს წყვი­ლი და­შორ­და.

სხვა­თა­შო­რის, ბოლო პე­რი­ოდ­ში ეს მე­ო­რე ქორ­წი­ლია მე­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში. გა­სულ შე­მოდ­გო­მა­ზე მომ­ღერ­ლის 23 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი სო­ფი­კო და­ქორ­წინ­და.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გილოცავთ
8

ინგას ქართული იერი აქვს.

შორენა
7

სად ნახა ეს ქინძი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ვალერი მელაძის ქალიშვილის გრანდიოზული ქორწილი საქართველოში - ვინ არის ინგა მელაძის რჩეული, როგორი კაბა ეცვა პატარძალს და ვინ ესწრებოდა ცერემონიას (ფოტოები)

ვალერი მელაძის ქალიშვილის გრანდიოზული ქორწილი საქართველოში - ვინ არის ინგა მელაძის რჩეული, როგორი კაბა ეცვა პატარძალს და ვინ ესწრებოდა ცერემონიას (ფოტოები)

მომღერალ ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილი, ინგა მელაძე მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული რუსი ფოტოგრაფი ნიკიტა ბერეჟნოი გახლავთ, რომელთანაც 2021 წლიდან არის ურთიერთობაში.

ქორწილი მელაძის სამშობლოში, საქართველოში გაიმართა. წვეულებაზე 150-200-მდე სტუმარი იყო მიწვეული.

"მეორე ქორწინებისთვის ინგამ მოკრძალებული თეთრი კაბა შეარჩია, რომელზეც შავი ქამარი ეკეთა", - წერს რუსული მედია.

ქორწილს, ცხადია, თავად ვალერი მელაძეც ესწრებოდა, მომღერალმა შვილს ბედნიერი დღე ცნობილი ჰიტებით გაულამაზა. ქორწილს არ ესწრებოდა მისი ამჟამინდელი მეუღლე, ალბინა ჯანაბაევა, ქორწილს არ ესწრება ასევე პატარძლის ბიძა კონსტანტინე მელაძეც.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ პროდიუსერის მეუღლემ, ვერა ბრეჟნევამ განქორწინებაზე განცხადება გააკეთა.

რაც შეეხება ახლად დაქორწინებულს, 32 წლის ინგა მელაძის პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ეს მისი მეორე ქორწინებაა. იგი პირველად 2017 წელს დაქორწინდა მაროკოელ ჟურნალისტ ნორი ვერგეზეზე, რომელთან ერთადაც სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. ეს ქორწინება მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა: 2019 წელს წყვილი დაშორდა.

სხვათაშორის, ბოლო პერიოდში ეს მეორე ქორწილია მელაძეების ოჯახში. გასულ შემოდგომაზე მომღერლის 23 წლის ქალიშვილი სოფიკო დაქორწინდა.