მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ფილმი, რომელიც შემოდგომას კიდევ უფრო შეგაყვარებთ
10 ფილმი, რომელიც შემოდგომას კიდევ უფრო შეგაყვარებთ

სე­რი­ა­ლე­ბის ან საყ­ვა­რე­ლი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა წვი­მის ხმის ფონ­ზე, სე­ირ­ნო­ბა გა­ნა­თე­ბულ ხე­ი­ვან­ში, პლედ­ში გახ­ვე­უ­ლი სა­ღა­მოს სა­უბ­რე­ბი ფინ­ჯა­ნი ჩაის თან­ხლე­ბით - დიახ, ეს შე­მოდ­გო­მის შე­მად­გე­ნე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც ამ დროს კი­დევ უფრო მყუდ­როს ხდის.

გთა­ვა­ზობთ 10 ყვე­ლა­ზე სა­შე­მოდ­გო­მო ფილ­მს, რომ­ლე­ბიც სწო­რედ წე­ლი­წა­დის ამ დროს უნდა ნა­ხოთ:

1. "ბო­იფ­რენ­დი მო­მავ­ლი­დან"

არ­სე­ბობს რა­ღაც, რისი შეც­ვლაც შე­უძ­ლე­ბე­ლია - სწო­რედ ამა­ში რწმუნ­დე­ბა მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც ლონ­დო­ნის ერთ-ერთ პაბ­ში თა­ვის გუ­ლის­წორს ხვდე­ბა. ფილ­მი გაჟ­ღენ­თი­ლია შე­მოდ­გო­მის ლონ­დო­ნის მყუდ­რო ატ­მოს­ფე­რო­თი, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი იუ­მო­რი­თა და სიყ­ვა­რუ­ლის უჩ­ვე­უ­ლო ის­ტო­რი­ით.

2. "შე­პყრო­ბი­ლი"

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ფილ­მი უსას­რუ­ლო ვნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ხში­რად გო­ნე­ბას გვი­ფან­ტავს. ნიუ-იორ­კის ულა­მა­ზე­სი კად­რე­ბი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი და­ი­ან კრი­უ­გე­რი, რო­მე­ლიც შე­მოდ­გო­მის სა­უნ­დტრე­კე­ბით წვი­მე­ბის სე­ზონს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­გაყ­ვა­რებთ.

3. "როცა ჰარი შეხ­ვდა სა­ლის“

ფილ­მი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მე­ლიც წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პა­ემ­ნით და­ი­წყო და 12 წელი გაგ­რძელ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი სიყ­ვა­რუ­ლით დას­რულ­და. კად­რებ­შია: შე­მოდ­გო­მის ნიუ-იორ­კი, მო­დუ­რი პი­ჯა­კე­ბი, მთა­ვა­რი გმი­რე­ბის ირო­ნი­უ­ლი დი­ა­ლო­გე­ბი და რა თქმა უნდა, რო­მან­ტი­კუ­ლი ქა­ლა­ქის ატ­მოს­ფე­რო. სხვა­თა­შო­რის, ფილმმა სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რის­თვის ბრი­ტა­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის პრე­მია და­იმ­სა­ხუ­რა.

4. "მონა ლი­ზას ღი­მი­ლი“

ფილ­მი, რო­მელ­მაც აშშ-ში ნახ­ვე­ბის რე­ი­ტინ­გი მოხ­სნა, ხოლო ჯუ­ლია რო­ბერტსს უპ­რე­ცენ­დენ­ტო ჰო­ნო­რა­რი (2003 წელი) 25 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით მო­უ­ტა­ნა. ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი მოგ­ვი­თხრობს სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს ში­ნა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბას და სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რულს ას­წავ­ლი­და.

5. "სახ­ლი ტბას­თან“

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეს­თე­ტი­უ­რი სა­შე­მოდ­გო­მო ფილ­მი, რო­მე­ლიც ორი გმი­რის სიყ­ვა­რულ­ზე მოგ­ვი­თხრობს. ისი­ნი სხვა­დას­ხვა დრო­ში, თუმ­ცა ერ­თსა და იმა­ვე სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ - სახ­ლში ტბის პი­რას. ფიჭ­ვის ტყით შე­მო­სა­ზღვრუ­ლი ულა­მა­ზე­სი გა­რე­მო ხდე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც მათი უხი­ლა­ვი შეხ­ვედ­რე­ბი იმარ­თე­ბა - მი­მო­წე­რის წყა­ლო­ბით.

6. "სი­ა­მა­ყე და ცრურ­წმე­ნა"

ჯეინ ოს­ტი­ნის ლე­გენ­და­რულ ნა­წარ­მო­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­კულ­ტო ის­ტო­რია მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში პრო­ვინ­ცი­ულ ინ­გლის­ში ცხოვ­რე­ბას აღ­წერს. ულა­მა­ზე­სი ელი­ზა­ბეტ ბე­ნე­ტი (კირა ნა­ით­ლი), შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცივ და პრი­მი­ტი­ულ სნობ­ზე, მის­ტერ დარ­სი­ზე. რო­მა­ნი, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა შე­მოდ­გო­მის ინ­გლი­სუ­რი პე­ი­ზა­ჟე­ბის ფონ­ზე, თა­ვი­სი ჟან­რის სა­კულ­ტო ფილ­მად იქცა და ოს­კარ­ზე ოთხჯერ იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი.

7. "შე­მოდ­გო­მა ნიუ-იორკში"

ნიუ-იორკში რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნე გან­თქმუ­ლია გულ­გრი­ლო­ბი­თა და ერთჯე­რა­დი რო­მა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა შარ­ლო­ტას­თან შეხ­ვედ­რა ცვლის მის ცხოვ­რე­ბას და თავ­და­ყი­რა აყე­ნებს მის იდე­ას სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ. ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის შე­მოდ­გო­მის ფოთ­ლე­ბი, ნიუ-იორ­კის ქუ­ჩე­ბი და ახალ­გაზ­რდა ვა­ი­ნო­ნა რა­ი­დე­რი იყო იდე­ა­ლუ­რი ნა­ზა­ვი შე­მოდ­გო­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ფილ­მის­თვის.

8. "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი"

ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ფილ­მი სიყ­ვა­რულ­ზე, რომ­ლის სი­უ­ჟეტ­ში მთა­ვარ გმირს მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნა შე­უყ­ვარ­დე­ბა. მისი ოპ­ტი­მიზ­მი, სი­ლა­მა­ზე და რწმე­ნა ეხ­მა­რე­ბა გმირს გა­და­ხე­დოს მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ცხოვ­რე­ბის მი­მართ. ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი­სა და შარ­ლიზ ტე­რო­ნის კად­რებ­მა დიდი ხა­ნია მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­ი­ძი­ნა და კი­ნოს ერთ-ერთი კლა­სი­კაც გახ­და.

9. "თქვენ­თვის წე­რი­ლია"

ფილმში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი შე­მოდ­გო­მის პე­რი­ოდ­ში იწყე­ბა და ფო­თოლცვე­ნის ულა­მა­ზეს კად­რებს გვთა­ვა­ზობს. ის ინ­ტერ­ნე­ტით გაც­ნო­ბილ წყვილ­ზეა, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან.

მეგ რა­ი­ა­ნი და ტომ ჰენკსი შე­სა­ნიშ­ნავ ტან­დემს ქმნი­ან.

10. "მე­დი­სო­ნის ხი­დე­ბი"

ფრან­ჩეს­კა - ფერ­მე­რის ცოლი და ორი შვი­ლის დე­დაა. მის მო­ნო­ტო­ნურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩნდე­ბა რო­ბერ­ტი, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია მარ­ტო ცხოვ­რობს, მაგ­რამ ეს შეხ­ვედ­რა მის ცხოვ­რე­ბა­საც ცვლის. მათ ვნე­ბი­ა­ნად და და­უ­ფიქ­რებ­ლად უყ­ვარ­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თი, თუმ­ცა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მხო­ლოდ 4 დღე აქვთ. ფილმში მე­რილ სტრი­პი­სა და კლინტ ის­ტვუ­დის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი დუ­ე­ტის ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ.

მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა

ggg
1

საოცარი სათაურია. ვინ მოიფიქრა? წადით ბიძიკოებო კახეთში და შემოდგომის შეყვარება მერე ნახეთ ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

10 ფილმი, რომელიც შემოდგომას კიდევ უფრო შეგაყვარებთ

10 ფილმი, რომელიც შემოდგომას კიდევ უფრო შეგაყვარებთ

სერიალების ან საყვარელი ფილმების ყურება წვიმის ხმის ფონზე, სეირნობა განათებულ ხეივანში, პლედში გახვეული საღამოს საუბრები ფინჯანი ჩაის თანხლებით - დიახ, ეს შემოდგომის შემადგენელი ბედნიერებებია, რომლებიც ამ დროს კიდევ უფრო მყუდროს ხდის.

გთავაზობთ 10 ყველაზე საშემოდგომო ფილმს, რომლებიც სწორედ წელიწადის ამ დროს უნდა ნახოთ:

1. "ბოიფრენდი მომავლიდან"

არსებობს რაღაც, რისი შეცვლაც შეუძლებელია - სწორედ ამაში რწმუნდება მთავარი პერსონაჟი, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ პაბში თავის გულისწორს ხვდება. ფილმი გაჟღენთილია შემოდგომის ლონდონის მყუდრო ატმოსფეროთი, განუმეორებელი ბრიტანული იუმორითა და სიყვარულის უჩვეულო ისტორიით.

2. "შეპყრობილი"

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფილმი უსასრულო ვნებაზე, რომელიც ხშირად გონებას გვიფანტავს. ნიუ-იორკის ულამაზესი კადრები და განუმეორებელი დაიან კრიუგერი, რომელიც შემოდგომის საუნდტრეკებით წვიმების სეზონს განსაკუთრებით შეგაყვარებთ.

3. "როცა ჰარი შეხვდა სალის“

ფილმი მთავარი პერსონაჟების სიყვარულზე, რომელიც წარუმატებელი პაემნით დაიწყო და 12 წელი გაგრძელდა, საბოლოოდ კი სიყვარულით დასრულდა. კადრებშია: შემოდგომის ნიუ-იორკი, მოდური პიჯაკები, მთავარი გმირების ირონიული დიალოგები და რა თქმა უნდა, რომანტიკული ქალაქის ატმოსფერო. სხვათაშორის, ფილმმა საუკეთესო სცენარისთვის ბრიტანული აკადემიის პრემია დაიმსახურა.

4. "მონა ლიზას ღიმილი“

ფილმი, რომელმაც აშშ-ში ნახვების რეიტინგი მოხსნა, ხოლო ჯულია რობერტსს უპრეცენდენტო ჰონორარი (2003 წელი) 25 მილიონი დოლარის ოდენობით მოუტანა. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს სკოლის მასწავლებელზე, რომელიც თავის მოსწავლეებს შინაგან თავისუფლებას და სიცოცხლის სიყვარულს ასწავლიდა.

5. "სახლი ტბასთან“

ერთ-ერთი ყველაზე ესთეტიური საშემოდგომო ფილმი, რომელიც ორი გმირის სიყვარულზე მოგვითხრობს. ისინი სხვადასხვა დროში, თუმცა ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობენ - სახლში ტბის პირას. ფიჭვის ტყით შემოსაზღვრული ულამაზესი გარემო ხდება ადგილი, სადაც მათი უხილავი შეხვედრები იმართება - მიმოწერის წყალობით.

6. "სიამაყე და ცრურწმენა"

ჯეინ ოსტინის ლეგენდარულ ნაწარმოებზე დაფუძნებული საკულტო ისტორია მე-19 საუკუნის დასაწყისში პროვინციულ ინგლისში ცხოვრებას აღწერს. ულამაზესი ელიზაბეტ ბენეტი (კირა ნაითლი), შეყვარებული ცივ და პრიმიტიულ სნობზე, მისტერ დარსიზე. რომანი, რომელიც ვითარდება შემოდგომის ინგლისური პეიზაჟების ფონზე, თავისი ჟანრის საკულტო ფილმად იქცა და ოსკარზე ოთხჯერ იყო ნომინირებული.

7. "შემოდგომა ნიუ-იორკში"

ნიუ-იორკში რესტორნის მეპატრონე განთქმულია გულგრილობითა და ერთჯერადი რომანების სიყვარულით, მაგრამ ახალგაზრდა შარლოტასთან შეხვედრა ცვლის მის ცხოვრებას და თავდაყირა აყენებს მის იდეას საკუთარი ბედნიერების შესახებ. ცენტრალური პარკის შემოდგომის ფოთლები, ნიუ-იორკის ქუჩები და ახალგაზრდა ვაინონა რაიდერი იყო იდეალური ნაზავი შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფილმისთვის.

8. "ტკბილი ნოემბერი"

ამაღელვებელი ფილმი სიყვარულზე, რომლის სიუჟეტში მთავარ გმირს მძიმედ დაავადებული გოგონა შეუყვარდება. მისი ოპტიმიზმი, სილამაზე და რწმენა ეხმარება გმირს გადახედოს მის დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ. ცენტრალური პარკისა და შარლიზ ტერონის კადრებმა დიდი ხანია მილიონობით გულშემატკივარი შეიძინა და კინოს ერთ-ერთი კლასიკაც გახდა.

9. "თქვენთვის წერილია"

ფილმში მოთხრობილი ამბავი შემოდგომის პერიოდში იწყება და ფოთოლცვენის ულამაზეს კადრებს გვთავაზობს. ის ინტერნეტით გაცნობილ წყვილზეა, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში კონკურენტები არიან.

მეგ რაიანი და ტომ ჰენკსი შესანიშნავ ტანდემს ქმნიან.

10. "მედისონის ხიდები"

ფრანჩესკა - ფერმერის ცოლი და ორი შვილის დედაა. მის მონოტონურ ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება რობერტი, რომელიც უკვე დიდი ხანია მარტო ცხოვრობს, მაგრამ ეს შეხვედრა მის ცხოვრებასაც ცვლის. მათ ვნებიანად და დაუფიქრებლად უყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა სიყვარულისთვის მხოლოდ 4 დღე აქვთ. ფილმში მერილ სტრიპისა და კლინტ ისტვუდის განუმეორებელი დუეტის ნახვა შეგიძლიათ, რომელიც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა