მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნამდვილი გურული ამბები უკვე კინოშიც - ლევან კოღუაშვილი გურიაზე ფილმს გადაიღებს, სცენარზე რეჟისორთან ერთად გიორგი კეკელიძემ იმუშავა
ნამდვილი გურული ამბები უკვე კინოშიც - ლევან კოღუაშვილი გურიაზე ფილმს გადაიღებს, სცენარზე რეჟისორთან ერთად გიორგი კეკელიძემ იმუშავა

23 ოქ­ტომ­ბერს, გუ­რი­ა­ში რე­ჟი­სო­რი ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის, სა­ხე­ლად "გუ­რია“ გა­და­ღე­ბას და­ი­წყებს. სცე­ნა­რის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე და ბო­რის ფრუ­მი­ნი. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, შექ­მნას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნგრე­ვი­სა და ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­ბა­დე­ბის ეპო­ქა­ლუ­რი სუ­რა­თი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ერთი კუ­თხის, გუ­რი­ის პრიზ­მი­დან იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ეპი­ზო­დე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის "გუ­რულ დღი­უ­რებს“ ეყ­რდნო­ბა, ხოლო ეპი­ზო­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა და სა­კუთ­რივ სცე­ნა­რი ხუ­თწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია.

ფილ­მი ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მა­ყუ­რებ­ლის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მა­ტე­ბა, ასე­ვე სა­ხალ­ხო სიყ­ვა­რუ­ლი­სა და აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბა. სი­უ­ჟე­ტის ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბას გუ­რი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დი­ა­ლო­გე­ბი და გა­რე­მო გა­ნა­პი­რო­ბებს. სუ­რა­თი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბის დრა­მა­ტუ­ლი სი­უ­ჟე­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბაა, გა­ჭირ­ვე­ბის ბეწ­ვის ხიდ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე ჰუ­მა­ნიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ერ­თგვა­რი გა­დარ­ჩე­ნის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც დიდ სიყ­ვა­რულ­სა და თა­ნად­გო­მას გუ­ლის­ხმობს, - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, "გუ­რია“ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლია, რო­გორც მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი, მა­რა­დი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი და რომ ამ­გვა­რი ფილ­მე­ბი ჩვე­ნი კინო ის­ტო­რი­ი­დან არის გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას "არ და­ი­დარ­დო,“ "მი­მი­ნო“ და ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას "ცის­ფე­რი მთე­ბი“.

მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "გუ­რია“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კო-პრო­დუქ­ცი­აა. ამ ეტა­პის­თვის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი - სა­ქარ­თვე­ლო, შვე­ი­ცა­რია, ლუქ­სემ­ბურ­გი, ბულ­გა­რე­თი, თურ­ქე­თი და ნორ­ვე­გია. სა­ქარ­თვე­ლო - ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, კი­ნო­კომ­პა­ნია "კინო იბე­რი­კა“, შვე­ი­ცა­რია - შვე­ი­ცა­რი­ის კი­ნო­ფილ­მი, ცი­უ­რი­ხის რე­გი­ო­ნუ­ლი კი­ნო­ფონ­დი, სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია "სი­ნე­ლუქ­სი“, ლუქ­სემ­ბურ­გი - ლუქ­სემ­ბურ­გის კი­ნო­ფონ­დი, კომ­პა­ნია "ტა­რან­ტუ­ლა“, ბულ­გა­რე­თი - ბულ­გა­რე­თის კი­ნოს ფონ­დი, კომ­პა­ნია "არ­ტფეს­ტი“, ნორ­ვე­გია - სორ-ფონ­დი, ევ­რი­მა­ჟი - ევ­რო­კავ­ში­რის კი­ნო­ფონ­დი.

"გუ­რია“ შე­არ­ჩი­ეს კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ინ­დუსტრი­ულ სექ­ცი­ა­ში "ატე­ლიე“ და შე­სა­ბა­მი­სად, მსოფ­ლი­ოს პრეს­ტი­ჟუ­ლი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის რა­და­რებ­ზე მოხ­ვდა. ფილ­მის გა­და­ღე­ბა 2023 წლის 23 ოქ­ტომ­ბრი­დან 5 დე­კემ­ბრამ­დეა და­გეგ­მი­ლი, ხოლო პრე­მი­ე­რა - 2024 წლის მაის-ივ­ნის­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

- ბოლო ინ­ფორ­მა­ცია ისაა, რომ ნორ­ვე­გი­ულ ფონდში გა­ვი­მარ­ჯვეთ. ვემ­ზა­დე­ბით ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად. მოქ­მე­დე­ბა 90-იან წლებ­ში ხდე­ბა. მას­შტა­ბუ­რი ფილ­მია, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლის და მე­გობ­რო­ბის ის­ტო­რია იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ო­დის გუ­რულ ყო­ფას გად­მოს­ცემს. სამი სცე­ნა­რის­ტი ვართ. პრო­ექ­ტის ჯგუ­ფი ნა­წი­ლობ­რივ უცხო­უ­რია. მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ შვე­ი­ცა­რი­ი­დან, ბულ­გა­რე­თი­დან, ლუქ­სემ­ბურ­გი­დან, თურ­ქე­თი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ვინ­ცი­ა­ში გვინ­დო­და გა­და­ღე­ბა. გუ­რია თა­ვი­სი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბით ყო­ველ­თვის მომ­წონ­და და მი­ზი­დავ­და. კუ­თხე გა­მო­ირ­ჩე­ვა ასე­ვე ნი­ჭი­ე­რე­ბით, იუ­მო­რით, ამა­ვე დროს იქ ბევ­რი პრობ­ლე­მაც იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იძ­ლე­ვა ფილ­მის­თვის მა­სა­ლას. ამ­რი­გად, სუ­რა­თი ამ ყვე­ლაფ­რის ნა­ზა­ვი იქ­ნე­ბა.

გა­და­ღე­ბე­ბი გუ­რი­ა­ში გვექ­ნე­ბა, სა­დაც მუ­შა­ო­ბა 36 დღე­ში უნდა და­ვას­რუ­ლოთ. ფილ­მი სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ის­ში მზად უნდა იყოს. რო­დე­საც ვამ­ბობ, მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია-მეთ­ქი, ამა­ში ისიც იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ 100 რო­ლია. ყვე­ლამ ერ­თად კი 90-ია­ნე­ბის ეპო­ქა უნდა შევ­ქმნათ თა­ვი­სი რეკ­ვი­ზი­ტით, მან­ქა­ნე­ბით, ჩაც­მუ­ლო­ბით. რთუ­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია. მთა­ვარ რო­ლებ­ში არი­ან - კახა ჭო­ლა­ძე, ვა­მეხ ჯან­გი­ძე, ნა­თია ნი­კო­ლაშ­ვი­ლი, ზაზა მა­რა­ლაშ­ვი­ლი...

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე:

- "პა­ლიტ­რა­მე­დია“ ფილ­მის მხარ­დამ­ჭე­რია, რად­გა­ნაც "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის“ გა­მო­ცე­მის უფ­ლე­ბა მან შე­ი­ძი­ნა. ამ ფილ­მის მო­ტი­ვე­ბი, გან­წყო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ ტექ­სტში ჩანს, ზუს­ტად "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბით“ არის ინი­ცი­რე­ბუ­ლი. მერე სცე­ნა­რის­ტებ­მა დიდი და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო გავ­წი­ეთ. ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა იქცა სი­უ­ჟე­ტურ ნა­რა­ტი­ვად, რო­მე­ლიც მე, ბო­რის­მა და ლე­ვან­მა და­ვა­მუ­შა­ვეთ. ბევ­რი ახა­ლი ის­ტო­რია შევ­ძი­ნეთ და შევ­ქმე­ნით. ეს 90-იანი წლე­ბის ერ­თგვა­რი სა­გაა გუ­რი­ა­ში, ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბე­ბი, ამ­ბა­ვი იმის, რო­გორ უმკლავ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი, იუ­მო­რი ჰუ­მა­ნიზ­მი, მე­გობ­რო­ბა იმ დიდ სი­სას­ტი­კეს და კო­ლაფსს, რო­მე­ლიც 90-იან­მა წლებ­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა.

5 წელი ვი­მუ­შა­ვეთ, რად­გან პან­დე­მი­ამ შეგ­ვა­ფერ­ხა, მაგ­რამ სა­მუ­შა­ოც არ იყო ცოტა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ თვალ­საზ­რი­სით და ლე­ვა­ნის ოს­ტა­ტო­ბის წყა­ლო­ბით, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მი გა­მო­ვა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა პრე­ტენ­ზია იყოს ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი კი­ნო­სუ­რა­თი.

იქ­ნე­ბა მრა­ვალ­პერ­სო­ნა­ჟი­ა­ნი და მრა­ვალპ­ლას­ტი­ა­ნიც, ეს ამ­ბი­ცია ამ ფილ­მს აქვს. ყო­ველ­თვის მქონ­და სურ­ვი­ლი გუ­რუ­ლი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩემი თვა­ლით 90-იან წლებ­ში ვნა­ხე, ეკ­რან­ზე ყო­ფი­ლი­ყო ასა­ხუ­ლი. აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ის ისე­თი დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში, რო­გო­რიც კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფია. შე­სა­ბა­მი­სად, მქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც, ამი­ტომ იმ პე­რი­ო­დის გუ­რი­ის მხრი­დან უამ­რა­ვი ამ­ბა­ვი, ეპი­ზო­დი და­ვა­მუ­შა­ვეთ. მათ­გან ნა­წი­ლი აღ­მოჩ­ნდა ფილ­მის სცე­ნარ­ში. ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში იქ­ცეს სხვა ფილ­მის სცე­ნა­რა­დაც. ვნა­ხოთ.

სხვა იდე­აც მო­მი­ვი­და, და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა წიგნ­ზე - "წე­რი­ლე­ბი ჩემი ბავ­შვო­ბი­დან“. რო­მელ­საც ვფიქ­რობ, რომ სა­დღაც 3 თვე­ში და­ვას­რუ­ლებ. ამა­საც გა­მოს­ცემს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L“. წი­ნას­წა­რი კონ­ტრაქ­ტი გა­ფორ­მე­ბუ­ლია.

მოკ­ლედ, 23 ოქ­ტომ­ბრი­დან ოზურ­გე­თის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი, ასე­ვე ჩო­ხა­ტა­უ­რის ერთი ორი სო­ფე­ლი გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნად იქ­ცე­ვა. ეს პრო­ექ­ტი ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გი­ო­ნის­თვი­საც.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ddd
0

რამდენი ქვეყანა მონაწილეობს????????? დუმბაძის არ იყოს ქართველებმა ქაჯების როლი ხომ არ უნდა ითამაშონ. (ვეფხისტყაოსნის გადაღების იდეიდან)

ალექს
3

კეკელიძე რომელი დუმბაძეა ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ნამდვილი გურული ამბები უკვე კინოშიც - ლევან კოღუაშვილი გურიაზე ფილმს გადაიღებს, სცენარზე რეჟისორთან ერთად გიორგი კეკელიძემ იმუშავა

ნამდვილი გურული ამბები უკვე კინოშიც - ლევან კოღუაშვილი გურიაზე ფილმს გადაიღებს, სცენარზე რეჟისორთან ერთად გიორგი კეკელიძემ იმუშავა

23 ოქტომბერს, გურიაში რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სრულმეტრაჟიანი ფილმის, სახელად "გურია“ გადაღებას დაიწყებს. სცენარის ავტორები არიან ლევან კოღუაშვილი, გიორგი კეკელიძე და ბორის ფრუმინი. პროექტის მიზანია, შექმნას საბჭოთა კავშირის ნგრევისა და ახალი საქართველოს დაბადების ეპოქალური სურათი, რომელიც ქვეყნის ერთი კუთხის, გურიის პრიზმიდან იქნება წარმოდგენილი.

ეპიზოდების მცირე ნაწილი გიორგი კეკელიძის "გურულ დღიურებს“ ეყრდნობა, ხოლო ეპიზოდების უმეტესობა და საკუთრივ სცენარი ხუთწლიანი მუშაობის შედეგია.

ფილმი ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტის მიზანია, როგორც საერთაშორისო ფესტივალზე წარმატება, ასევე სახალხო სიყვარულისა და აღიარების მოპოვება. სიუჟეტის ორიგინალურობას გურიისთვის დამახასიათებელი დიალოგები და გარემო განაპირობებს. სურათი საოცარი ადამიანური ისტორიების დრამატული სიუჟეტური განვითარებაა, გაჭირვების ბეწვის ხიდზე მოსიარულე ჰუმანიზმის შენარჩუნება, ერთგვარი გადარჩენის ისტორია, რომელიც დიდ სიყვარულსა და თანადგომას გულისხმობს, - გვეუბნება გიორგი კეკელიძე.

მისივე თქმით, "გურია“ ჩაფიქრებულია, როგორც მაღალმხატვრული, მარადიული ღირებულებების მქონე კინემატოგრაფიული ნაწარმოები და რომ ამგვარი ფილმები ჩვენი კინო ისტორიიდან არის გიორგი დანელიას "არ დაიდარდო,“ "მიმინო“ და ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთები“.

მხატვრული ფილმი "გურია“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კო-პროდუქციაა. ამ ეტაპისთვის პროექტში მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები - საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, თურქეთი და ნორვეგია. საქართველო - ეროვნული კინოცენტრი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, კინოკომპანია "კინო იბერიკა“, შვეიცარია - შვეიცარიის კინოფილმი, ციურიხის რეგიონული კინოფონდი, სადისტრიბუციო კომპანია "სინელუქსი“, ლუქსემბურგი - ლუქსემბურგის კინოფონდი, კომპანია "ტარანტულა“, ბულგარეთი - ბულგარეთის კინოს ფონდი, კომპანია "არტფესტი“, ნორვეგია - სორ-ფონდი, ევრიმაჟი - ევროკავშირის კინოფონდი.

"გურია“ შეარჩიეს კანის კინოფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში "ატელიე“ და შესაბამისად, მსოფლიოს პრესტიჟული კინოფესტივალის რადარებზე მოხვდა. ფილმის გადაღება 2023 წლის 23 ოქტომბრიდან 5 დეკემბრამდეა დაგეგმილი, ხოლო პრემიერა - 2024 წლის მაის-ივნისშია გათვალისწინებული.

ლევან კოღუაშვილი, რეჟისორი:

- ბოლო ინფორმაცია ისაა, რომ ნორვეგიულ ფონდში გავიმარჯვეთ. ვემზადებით ფილმის გადასაღებად. მოქმედება 90-იან წლებში ხდება. მასშტაბური ფილმია, სადაც სიყვარულის და მეგობრობის ისტორია იქნება ნაჩვენები, რომელიც იმ პერიოდის გურულ ყოფას გადმოსცემს. სამი სცენარისტი ვართ. პროექტის ჯგუფი ნაწილობრივ უცხოურია. მონაწილეობენ შვეიცარიიდან, ბულგარეთიდან, ლუქსემბურგიდან, თურქეთიდან.

საქართველოს პროვინციაში გვინდოდა გადაღება. გურია თავისი თავისებურებით ყოველთვის მომწონდა და მიზიდავდა. კუთხე გამოირჩევა ასევე ნიჭიერებით, იუმორით, ამავე დროს იქ ბევრი პრობლემაც იყო. ეს ყველაფერი კი იძლევა ფილმისთვის მასალას. ამრიგად, სურათი ამ ყველაფრის ნაზავი იქნება.

გადაღებები გურიაში გვექნება, სადაც მუშაობა 36 დღეში უნდა დავასრულოთ. ფილმი სავარაუდოდ, მაისში მზად უნდა იყოს. როდესაც ვამბობ, მასშტაბური პროექტია-მეთქი, ამაში ისიც იგულისხმება, რომ 100 როლია. ყველამ ერთად კი 90-იანების ეპოქა უნდა შევქმნათ თავისი რეკვიზიტით, მანქანებით, ჩაცმულობით. რთული, მაგრამ საინტერესო პროექტია. მთავარ როლებში არიან - კახა ჭოლაძე, ვამეხ ჯანგიძე, ნათია ნიკოლაშვილი, ზაზა მარალაშვილი...

გიორგი კეკელიძე:

- "პალიტრამედია“ ფილმის მხარდამჭერია, რადგანაც "გურული დღიურების“ გამოცემის უფლება მან შეიძინა. ამ ფილმის მოტივები, განწყობები, რომელიც ამ ტექსტში ჩანს, ზუსტად "გურული დღიურებით“ არის ინიცირებული. მერე სცენარისტებმა დიდი და სერიოზული სამუშაო გავწიეთ. ეს მოცემულობა იქცა სიუჟეტურ ნარატივად, რომელიც მე, ბორისმა და ლევანმა დავამუშავეთ. ბევრი ახალი ისტორია შევძინეთ და შევქმენით. ეს 90-იანი წლების ერთგვარი საგაა გურიაში, ადამიანური ისტორიები, გადარჩენის ამბები, ამბავი იმის, როგორ უმკლავდება სიყვარული, იუმორი ჰუმანიზმი, მეგობრობა იმ დიდ სისასტიკეს და კოლაფსს, რომელიც 90-იანმა წლებმა შემოგვთავაზა.

5 წელი ვიმუშავეთ, რადგან პანდემიამ შეგვაფერხა, მაგრამ სამუშაოც არ იყო ცოტა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით და ლევანის ოსტატობის წყალობით, ძალიან სერიოზული და საინტერესო ფილმი გამოვა, რომელსაც ექნება პრეტენზია იყოს ერთ-ერთი საინტერესო თანამედროვე ქართული კინოსურათი.

იქნება მრავალპერსონაჟიანი და მრავალპლასტიანიც, ეს ამბიცია ამ ფილმს აქვს. ყოველთვის მქონდა სურვილი გურული რეალობა, რომელიც ჩემი თვალით 90-იან წლებში ვნახე, ეკრანზე ყოფილიყო ასახული. აღმოჩენილიყო ის ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი მიმართულების ხელოვნების ინტერესის სფეროში, როგორიც კინემატოგრაფია. შესაბამისად, მქონდა გააზრებული ის დამოკიდებულებებიც, ამიტომ იმ პერიოდის გურიის მხრიდან უამრავი ამბავი, ეპიზოდი დავამუშავეთ. მათგან ნაწილი აღმოჩნდა ფილმის სცენარში. ნაწილი შეიძლება მომავალში იქცეს სხვა ფილმის სცენარადაც. ვნახოთ.

სხვა იდეაც მომივიდა, დავიწყე მუშაობა წიგნზე - "წერილები ჩემი ბავშვობიდან“. რომელსაც ვფიქრობ, რომ სადღაც 3 თვეში დავასრულებ. ამასაც გამოსცემს გამომცემლობა "პალიტრა L“. წინასწარი კონტრაქტი გაფორმებულია.

მოკლედ, 23 ოქტომბრიდან ოზურგეთის რამდენიმე სოფელი, ასევე ჩოხატაურის ერთი ორი სოფელი გადასაღებ მოედნად იქცევა. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონისთვისაც.