მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამირა ბაირამოვას ბრძოლა საკუთარი თემის და ქვეყნის უფლებების დასაცავად -  სამოქალაქო აქტივისტის გზა ჟურნალისტიკის გავლით
სამირა ბაირამოვას ბრძოლა საკუთარი თემის და ქვეყნის უფლებების დასაცავად -  სამოქალაქო აქტივისტის გზა ჟურნალისტიკის გავლით

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, იუ­რის­ტი, სო­ცი­ო­ლო­გი და ჟურ­ნა­ლის­ტი სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა მუ­ქა­რი­სა და თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი, პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი თუ პრო­რუ­სუ­ლი "ალტ-ინ­ფოს“ მხრი­დან. ერთ-ერთი ბოლო შემ­თხვე­ვა ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში მოხ­და, როცა სა­მი­რას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის კე­დელ­ზე უც­ნობ­მა პი­რებ­მა რუ­სე­თის დრო­შა, კარ­ზე კი ჯვა­რი და­უ­ხა­ტეს. ასე­ვე, შე­ღე­ბეს "შინ ევ­რო­პის­კენ" და ქალ­თა ძა­ლის სიმ­ბო­ლი­კე­ბი და მო­ი­პა­რეს ლოგო "გახ­სოვ­დეს აგ­ვის­ტოს ომი". "მე ხელს არ მიშ­ლის არ­ცერ­თი რე­ლი­გი­უ­რი სიმ­ბო­ლი­კა", - ასე უპა­სუ­ხა ვან­და­ლებს სა­მი­რამ და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და, თუმ­ცა უწყე­ბას სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა არც კი გა­მო­უ­კი­თხია...

  • 2022 წლისს 14 მარტს სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვამ პრო­რუ­სუ­ლი "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ მარ­ნე­უ­ლის ოფი­სის გარე ფა­სად­ზე უკ­რა­ი­ნი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი და­ხა­ტა, რის შემ­დე­გაც მუ­ქა­რის სა­მიზ­ნე გახ­და. "ალტ-ინ­ფოს“ ხალ­ხი ჩა­მო­ვი­და მარ­ნე­ულ­ში და მე­მუქ­რე­ბი­ან, ორ დღეს მაძ­ლე­ვენ... სა­სა­ცი­ლო ისაა, რომ შე­ე­შა­ლათ მი­სა­მარ­თი და მი­ვიდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­თან. თურ­მე ამ­ბო­ბენ, რომ მე საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი ვარ. ვერ შე­მა­ში­ნებთ, სი­მარ­თლე გა­ი­მარ­ჯვებს“, - ყვე­ბო­და იმ­ჟა­მად სა­მი­რა. მან მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­საც მი­მარ­თა, თუმ­ცა ამა­ოდ...

  • იყო ასე­თი შემ­თხვე­ვაც, როცა პრო­ევ­რო­პუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას სა­მი­რა ევ­რო­კავ­ში­რის ფლა­ე­რებს არი­გებ­და, რის გა­მოც მას აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი და­ესხნენ თავს და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. "ქრის­ტი­ა­ნებ­თან სა­უბ­რის უფ­ლე­ბა არ გაქვს", - მი­მარ­თავ­დნენ მას კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ი­სა და მარ­ნე­უ­ლის ეპარ­ქი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.
  • ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თემ­ში ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე მუ­შა­ობ­და, "და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბი“ მას თავს ხში­რად შუ­ა­ღა­მით ახ­სე­ნებ­დნენ - თე­მი­დან ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი უვარ­დე­ბო­და სახ­ლში და გო­გო­ნას მათ მო­გე­რი­ე­ბა­ში ათენ­დე­ბო­და. იგი­ვე ხდე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბის, თუ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის დროს - მუდ­მი­ვად უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, აში­ნებ­დნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, მის ოჯახს აწუ­ხებ­დნენ...

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ეს ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იცი­ნის და მე­უბ­ნე­ბა - "ვინ გა­ა­ჩე­რებს სა­მი­რას?!“

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­ლო­დინ­შია, რის­თვი­საც ევ­რო­კავ­ში­რის 12-პუნ­ქტი­ა­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­დან ერთ-ერთი თა­ვი­სუ­ფა­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი, პლუ­რა­ლის­ტუ­ლი მე­დი­ა­გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ზრუნ­ვაა. სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა მი­იჩ­ნევს, რომ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი, პლუ­რა­ლის­ტუ­ლი, კა­ნონ­ზე და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის თა­ნა­ზი­ა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აშე­ნე­ბა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.

  • სა­მი­რა რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ო­და, ასე რომ, კარ­გად იც­ნობს მე­დი­ა­გა­რე­მოს, იმ პრობ­ლე­მებ­საც, რა­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ბოლო ხანს რე­გი­ო­ნებ­ში აწყდე­ბი­ან, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის შე­ზღუდ­ვა მის­თვი­საც არა­ერ­თხელ სცა­დეს…

"რე­გი­ო­ნებ­ში, სხვა პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, არის მე­დი­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, ჟურ­ნა­ლის­ტებს ავიწ­რო­ვე­ბენ, მათ რთულ პი­რო­ბებ­ში უწევთ საქ­მი­ა­ნო­ბა, თით­ქმის ყო­ველ დღე კი­ბერ­ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან, მათ მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არის ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლაც, ლან­ძღვა, დამ­ცი­რე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტებს უჭირთ რეს­პო­დენ­ტე­ბის პოვ­ნა, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და იმა­ზე და­თან­ხმე­ბა, რომ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რონ, კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დი­ან იმის ში­შით, რომ მერე ვინ­მემ პრობ­ლე­მა არ შე­უქ­მნას ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მის­თვის. მარ­ნე­ულ­ში არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა იყო, როცა მმარ­თვე­ლი გუნ­დის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ახ­ლობ­ლე­ბის, თუ უშიშ­რო­ე­ბის მხრი­დან რეს­პო­დენ­ტებ­თან საქ­მის გარ­ჩე­ვაც მი­დი­ო­და, მათ­ზე ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ, ემუქ­რე­ბოდ­ნენ თუნ­დაც იმის­თვის, რა­ტომ ისა­უბ­რა, მა­გა­ლი­თად, წყლის, თუ მი­წის პრობ­ლე­მა­ზე. რო­გორც ჩანს, მათ მო­სახ­ლე­ო­ბა არ ანაღ­ვლებთ, თვი­თონ კარ­გად ცხოვ­რო­ბენ, არ აქვთ პრობ­ლე­მა და არ უნ­დათ კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მოს­ვლა“, - გვი­ამ­ბობს სა­მი­რა.

მან ახ­ლა­ხან პოდ­კას­ტე­ბის ჩა­წე­რა და­ი­წყო (მა­ნამ­დე ბლო­გი ჰქონ­და) ქარ­თულ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზე და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მას ეხე­ბა, მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნია მისი მსმე­ნელ-მა­ყუ­რე­ბე­ლი, რა­საც ბევ­რი ფაქ­ტო­რი -აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ინ­ტე­რე­სო ჭრილ­ში გან­ხილ­ვა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. სა­მი­რა და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ობს იმა­ზე, რომ ამაღ­ლდეს მისი თე­მის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა. მისი ეს პოდ­კას­ტე­ბი, რო­გორც ამ­ბობს, კულ­ტუ­რა­თა შო­რის დი­ა­ლოგს, თე­მის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რა­საც ის სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბის მი­მო­ხილ­ვი­თა და ქარ­თვე­ლებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლით ცდი­ლობს.

მაშ ასე, წარ­მო­გიდ­გენთ სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვას გზას სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მის­კენ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გავ­ლით...

  • ბავ­შვო­ბა

- მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალ­გეთ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. კერ­ძო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მშობ­ლებს პა­ტარ-პა­ტა­რა ბიზ­ნე­სე­ბი ჰქონ­დათ. ოთხი და-ძმა ვიზ­რდე­ბო­დით და ვი­ნა­ი­დან ჩე­მამ­დე ოჯახ­ში ბიჭი არ იყო, მამა ბი­ჭი­ვით მზრდი­და, მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მაძ­ლევ­და, ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, სა­მე­გობ­როც ბი­ჭე­ბი მყავ­და, სულ მათ­თან ვთა­მა­შობ­დი. გო­გო­ნებს სუს­ტე­ბად აღ­ვიქ­ვამ­დი, ვი­ნა­ი­დან სულ ტი­როდ­ნენ, რა­ზეც ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბო­და და მათ­თან თა­მა­ში და ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მომ­დი­ო­და. როცა ძმა მე­ყო­ლა, ჩემს მი­მართ ოჯა­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­იც­ვა­ლა...

ჩემ­თვის ფა­ვო­რი­ტი, დიდი მხარ­დამ­ჭე­რი და მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი მა­მაა. აქამ­დე ასე­თი რომ მო­ვე­დი, ალ­ბათ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მისი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და. მა­მამ იცის, ძი­ლის­გუ­და რომ ვარ და დღემ­დე მი­რე­კავს - გა­იღ­ვი­ძე? და­ი­ძი­ნე? არ და­გე­ძი­ნოს... სკო­ლის შემ­დეგ 2 უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, მა­გის­ტრა­ტუ­რა და­ვამ­თავ­რე და მა­მა­ჩე­მი ჩემ­თან ერ­თად სწავ­ლობ­და, მე­ცა­დი­ნე­ო­ბი­სას ხში­რად შე­მო­მი­ღებ­და კარს, მა­მოწ­მებ­და, მა­გი­დას­თან ხომ არ ჩა­მო­მე­ძი­ნა. ზამ­თარ­ში, ვიდ­რე გა­ვიღ­ვი­ძებ­დი, მამა ადრე დგე­ბო­და, ოთახს ათ­ბობ­და და ცხელ ჩაის მახ­ვედ­რებ­და. მას სულ სხვა ად­გი­ლი აქვს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. დღემ­დე ასე­თი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მზრუნ­ვე­ლია ჩემი მამა.

  • ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და მა­გის­ტრის ხა­რის­ხი

- მშობ­ლებს ჰქონ­დათ გეგ­მა, რომ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ბა­ქო­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და იქ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა (მა­შინ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის­თვის ბაქო აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო). ვი­ნა­ი­დან ეს დიდ თან­ხებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ახ­ლო­ბელ­მა მირ­ჩია, თბი­ლის­ში ხომ არ ცდი­დიო. მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, მათ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში მუდ­მი­ვად 90-იანი წლე­ბი ტრი­ა­ლებ­და და არ უნ­დო­დათ ჩემი თბი­ლის­ში გაშ­ვე­ბა - მა­შინ ცოტა სა­ში­ში გა­რე­მო იყო, ძარ­ცვა, ყა­ჩა­ღო­ბა, ეთ­ნო­კონ­ფლიქ­ტე­ბი ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ონ­ში, რის შე­დე­გა­დაც ათა­სო­ბით ოჯახ­მა და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო. გავ­ჯი­უტ­დი და გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ თბი­ლის­ში მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა და ჩა­ვა­ბა­რე კი­დეც ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. ეს არ­ჩე­ვა­ნი ბევ­რმა შემ­თხვე­ვამ და ქე­ის­მა გა­ნა­პი­რო­ბა, თვი­თო­ნაც ბევ­რი უსა­მარ­თლო­ბა ვნა­ხე ჩემს გარ­შე­მო, ჩემი უფ­ლე­ბე­ბიც და­ირ­ღვა და გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­საც, ამი­ტომ გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი ჩემი ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ჩემი ოც­ნე­ბა იყო ად­ვო­კა­ტი, ან მო­სა­მარ­თლე გავმხდა­რი­ყა­ვი. მშობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხარ, გა­გი­ჭირ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა, მო­სა­მარ­თლე­ო­ბა არ გა­მო­ვა, ისე­თი სპე­ცი­ა­ლო­ბა აირ­ჩიე, მერე უსაქ­მოდ არ დარ­ჩეო. ჯი­უ­ტად მივ­დი­ო­დი წინ და ვე­უბ­ნე­ბო­დი, ამ სტე­რე­ო­ტიპს და­ვან­გრევ, შევ­ცვლი სი­ტუ­ა­ცი­ას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ნას­წო­რო­ბა უნდა იყოს - თქო. მე­ო­რედ თსუ-ში ჩა­ვა­ბა­რე, სო­ცპო­ლის სპე­ცი­ა­ლო­ბა ავირ­ჩიე. სო­ცი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა შემ­დგომ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

  • რო­გორ დავძლიე ენის ბა­რი­ე­რი

- ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის მერე და­ვი­წყე. სკო­ლა­ში არ იყო ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, მარ­ტო გაკ­ვე­თი­ლი არ კმა­რა - არც წიგ­ნე­ბი და პროგ­რა­მა იყო შე­სა­ფე­რი­სი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ადა­მი­ან­მა ქარ­თუ­ლი არ იცის წე­სი­ე­რად და "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ სტრო­ფებს ას­წავ­ლი­ან. ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის ქარ­თუ­ლი ენა იქცა ურ­თუ­ლე­სად. თვი­თონ ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლიც ამას გვი­ნერ­გავ­და, - აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ხართ, წახ­ვალთ აზერ­ბა­ი­ჯან­ში და იქ გა­აგ­რძე­ლებთ სწავ­ლას, ქარ­თუ­ლი რაში გჭირ­დე­ბა­თო. სტუ­დენ­ტო­ბამ­დე ერთი წელი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვის­წავ­ლე ქარ­თუ­ლი. ენის ბა­რი­ე­რის გამო, ერთი წლით გვი­ან ჩა­ვა­ბა­რე - რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, ქარ­თუ­ლი უნდა მეს­წავ­ლა, დღე­ში 100 სი­ტყვის და­ზე­პი­რე­ბა მი­წევ­და, და­ვი­წყე ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა, მა­ინც გა­მი­ჭირ­და, ჩე­მით ზმნებს ვერ ვსწავ­ლობ­დი, ამი­ტომ და­სახ­მა­რებ­ლად მას­წავ­ლე­ბელს მივ­მარ­თე. ამის­თვის ორი თვე საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა. თან­და­თან სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი გა­ვი­ჩი­ნე და ენის და­უფ­ლე­ბა­ში მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც და­მეხ­მა­რა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თავ­ზე უნდა ამე­ღო, თუნ­დაც - ფი­ნან­სუ­რად, რათა მშობ­ლებ­ზე არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ პირ­ვე­ლი კურ­სი­დან და­ვი­წყე აქ­ტი­უ­რო­ბა, სწავ­ლა და მუ­შა­ო­ბა. მარ­თლაც, ყვე­ლა­ფე­რი სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე შევ­ძე­ლი და ეს ჩემს დიდ მიღ­წე­ვად მი­მაჩ­ნია. მშობ­ლი­ურ ენას­თან ერ­თად უკვე 5 ენა ვიცი - ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი და თურ­ქუ­ლი. მინ­და გი­თხრათ, რომ ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი უფრო მეტი მყავს, ვიდ­რე - აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, ჩემს გარ­შე­მო ბევ­რი ქარ­თვე­ლია და ხან დღე­ე­ბი ისე გა­დის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად სა­ერ­თოდ არ მი­წევს ლა­პა­რა­კი.

  • "მი­ნი­მუმ, სა­ხელ­მწი­ფო ენა უნდა ის­წავ­ლო“

- ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია ჭირს, ამა­ზე პირ­ველ რიგ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მან უნდა იზ­რუ­ნოს მის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. სა­ხელ­მწი­ფოა ვალ­დე­ბუ­ლი, ენა ას­წავ­ლოს არა­ქარ­თვე­ლებს, ამა­ზე ჩვენ არ უნდა ვიწ­ვა­ლოთ, ყვე­ლას ხომ არ აქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, ან სურ­ვი­ლი, და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ შეძ­ლოს? ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­საც ევა­ლე­ბა და სჭირ­დე­ბა ჩარ­თუ­ლო­ბა, აქ­ტი­უ­რო­ბა, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ, მი­ნი­მუმ, სა­ხელ­მწი­ფო ენა უნდა ის­წავ­ლო, რაც შენი ქვეყ­ნის მი­მარ­თაც პა­ტი­ვის­ცე­მაა და ამა­ვე დროს, გი­ად­ვილ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია. ბევრ ადა­მი­ანს აქვს სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა, სკო­ლა­შიც კარ­გად არ ას­წავ­ლი­ან ენას, რაც სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მაგ­რამ უნდა და­ვი­ნა­ხოთ ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც - მო­ვი­თხო­ვოთ და ვის­წავ­ლოთ. ამ ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლის და შრო­მის სურ­ვი­ლი თუ გვაქვს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლამ ის­წავ­ლოს ქარ­თუ­ლი ენა.

  • 3 წელი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში

ერთ დროს სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში მუ­შა­ო­ბა­ზე ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით მი­თხრეს უარი. მა­შინ კი ვთვლი­დი თავს უბე­დუ­რად, თუმ­ცა დღეს მი­ხა­რია კი­დეც და მად­ლი­ე­რი ვარ, ამ უარ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში ჩარ­თვა. იქ ამ­დენს ვერ მი­ვაღ­წევ­დი და ვერც დავ­წი­ნა­ურ­დე­ბო­დი. ბევ­რი სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ვიც­ვა­ლე და 2012 წლი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვარ (მო­ნი­ტო­რინ­გის ანა­ლი­ზის კუ­თხით ვმუ­შა­ობ). ერთ ად­გილ­ზე არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, სტა­ჟი­ო­რო­ბი­დან და­ვი­წყე და დრო­დად­რო სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვწი­ნა­ურ­დე­ბი, მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ავ­დი­ვარ. სხვა­დას­ხვა დროს ვი­მუ­შა­ვე და ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი 30-მდე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რე­გი­ონ­ში პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ვი­ყა­ვი. სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი ჩემი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვიზ­მი და საქ­მი­ა­ნო­ბაა.

ჟურ­ნა­ლის­ტო­ბაც ვცა­დე, როცა მარ­ნე­უ­ლის რა­დი­ო­ში გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა შე­მომ­თა­ვა­ზეს. 3 წელი (2018-დან 2020-მდე) ვუ­ძღვე­ბო­დი "დის­კუ­სი­ის წერ­ტილს“ და გა­და­ცე­მა­ში ყვე­ლა პრობ­ლე­მურ სა­კი­თხზე გვი­წევ­და სა­უ­ბა­რი, ვიწ­ვევ­დით პო­ლი­ტი­კო­სებს, ვმსჯე­ლობ­დით... მინ­და გი­თხრათ, რომ ეს იყო გა­და­ცე­მა, სა­დაც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სი მო­დი­ო­და - ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­და­ნაც და ოპო­ზი­ცი­ი­და­ნაც. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წლე­ბი და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩემ­თვის. გა­და­ცე­მა კრი­ტი­კუ­ლი იყო, თუმ­ცა დიდი ზე­წო­ლა არ მახ­სენ­დე­ბა (დღე­ვან­დე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით), მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან მო­დი­ოდ­ნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი, მქონ­და ჩარ­თვე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან... ჩვენ მარ­ტო რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით არ ვმუ­შა­ობ­დით, ქვეყ­ნის პრობ­ლე­მებ­ზე და სი­ახ­ლე­ებ­ზეც ვმსჯე­ლობ­დით. მინ­დო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­მე­წო­დე­ბი­ნა, სცოდ­ნო­დათ, რა ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში - არ­ჩევ­ნე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის პრობ­ლე­მით დამ­თავ­რე­ბუ­ლი...

ჩემი პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო თემა იყო ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა და ძა­ლა­დო­ბა ოჯახ­ში, ეს იყო 15 წლის წინ. ახლა რომ ამა­ზე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი და აქ­ტი­ვის­ტე­ბი ასე გა­მა­ლე­ბით ვსა­უბ­რობთ, მა­შინ ასე­თი თე­მე­ბი ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი იყო. როცა ამ თე­მა­ზე ლექ­ცი­ას ვა­ტა­რებ­დი, თვი­თონ ჩვე­ნი თე­მის წევ­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და მტუქ­სავ­დნენ, რა­ტომ სა­უბ­რობ ამ პრობ­ლე­მებ­ზეო. ქე­ი­სებ­ზე როცა და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, სხვა­დას­ხვა უწყე­ბებს მივ­მარ­თავ­დი და თან­და­თან სოცქსე­ლე­ბის, თუ მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით მათ გახ­მა­უ­რე­ბას ვი­წყებ­დი, ხში­რად გავმხდარ­ვარ თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 3 წელს გაგ­რძელ­და. ახლა შე­იც­ვა­ლა მდგო­მა­რე­ო­ბა და სუ­ლაც ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ გა­აკ­რი­ტი­კო ოჯა­ხი, რო­მელ­მაც არას­რულ­წლო­ვან შვილს გა­თხო­ვე­ბის ნება დარ­თო, არა­ვინ გეს­ხმის თავს. როცა ამ მან­კი­ე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას მა­ინც ვაგ­რძე­ლებ­დი, თემ­მაც ის­წავ­ლა, რომ ეს არა მარ­ტო ჩემი, მათი საქ­მეც და დიდი პრობ­ლე­მა იყო, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის მი­სა­მარ­თით თავ­დას­ხმე­ბი თან­და­თან შემ­ცირ­და. არ­ცერთ პრობ­ლე­მა­ზე თვა­ლი არ და­მი­ხუ­ჭავს, ყვე­ლა­ფერ­ზე ვმუ­შა­ობ, ვაპ­რო­ტეს­ტებ და, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მხრი­დან შე­ტე­ვის ობი­ექ­ტი ვარ.

  • "ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ძვი­რად და­მიჯ­და, მაგ­რამ ღირ­და“

დავ­რწმუნ­დი, რომ ქალ­მა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ შეც­ვა­ლო და პრობ­ლე­მებს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­არ­თვა თავი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს თემ­ში ბავ­შვო­ბი­დან გვი­ნერ­გავ­დნენ: შენ ქალი ხარ, ქალი სუს­ტია, ქალი კა­ცის მორ­ჩი­ლი უნდა იყოს და ა.შ. ჩემს თავ­საც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც და­ვუმ­ტკი­ცე, რომ ჩვენ, ქა­ლე­ბი უფრო ძლი­ე­რე­ბი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი ვართ, ვიდ­რე - კა­ცე­ბი. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ძვი­რად და­მიჯ­და, მაგ­რამ - ღირ­და. ჩვენს რე­გი­ონ­ში მარ­თლა ბევ­რი რამ იყო შე­საც­ვლე­ლი, ყვე­ლა თემა გავ­ხა­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რი, და­წყე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან, ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი თე­მე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რა­ზეც სხვე­ბი არ სა­უბ­რობ­დნენ. ასე­ვე, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­მეხ­მა­რა ბევ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო, და­ვა­ინ­ტე­რე­სე და ჩვენს რე­გი­ონ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბიც მომ­ზად­და, რომ­ლე­ბიც ახლა პრო­ცე­სებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი. არ გავ­ჩერ­დე­ბი მარ­ტო იმი­ტომ, რომ ბევ­რმა გო­გო­ნამ შე­იძ­ლე­ბა იმე­დი და­კარ­გოს, ამი­ტომ არ მაქვს ამის უფ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბა ამას არ მა­პა­ტი­ებს. ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლას გა­ვაგ­რძე­ლებ, მა­ღალ დო­ნე­ზე მინ­და და­ვიც­ვა ისი­ნი. პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჩემ­თვის ბევ­რი სა­კი­თხია. მე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, მინ­და, აქ­ტი­უ­რი როლი მქონ­დეს ჩემი ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, ამა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბიც შე­დის, ქვეყ­ნის დაც­ვაც, თა­ნას­წო­რო­ბაც, დე­მოკ­რა­ტი­აც, აღმშე­ნებ­ლო­ბაც... მინ­და, ჩემი სა­ქარ­თვე­ლო იყოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, და­ცუ­ლი და სა­ა­მა­ყო.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აზა
24

წარმატებები

სს
8

ქალი ჩე გევარა🙂

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სამირა ბაირამოვას ბრძოლა საკუთარი თემის და ქვეყნის უფლებების დასაცავად -  სამოქალაქო აქტივისტის გზა ჟურნალისტიკის გავლით

სამირა ბაირამოვას ბრძოლა საკუთარი თემის და ქვეყნის უფლებების დასაცავად -  სამოქალაქო აქტივისტის გზა ჟურნალისტიკის გავლით

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი, სოციოლოგი და ჟურნალისტი სამირა ბაირამოვა არაერთხელ გამხდარა მუქარისა და თავდასხმის ობიექტი, პოლიტიკურად ანგაჟირებული თუ პრორუსული "ალტ-ინფოს“ მხრიდან. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ოქტომბრის დასაწყისში მოხდა, როცა სამირას საცხოვრებელი სახლის კედელზე უცნობმა პირებმა რუსეთის დროშა, კარზე კი ჯვარი დაუხატეს. ასევე, შეღებეს "შინ ევროპისკენ" და ქალთა ძალის სიმბოლიკები და მოიპარეს ლოგო "გახსოვდეს აგვისტოს ომი". "მე ხელს არ მიშლის არცერთი რელიგიური სიმბოლიკა", - ასე უპასუხა ვანდალებს სამირამ და სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა, თუმცა უწყებას სამირა ბაირამოვა არც კი გამოუკითხია...

  • 2022 წლისს 14 მარტს სამირა ბაირამოვამ პრორუსული "კონსერვატიული მოძრაობის“ მარნეულის ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, რის შემდეგაც მუქარის სამიზნე გახდა. "ალტ-ინფოს“ ხალხი ჩამოვიდა მარნეულში და მემუქრებიან, ორ დღეს მაძლევენ... სასაცილო ისაა, რომ შეეშალათ მისამართი და მივიდნენ "ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისთან. თურმე ამბობენ, რომ მე საკრებულოს დეპუტატი ვარ. ვერ შემაშინებთ, სიმართლე გაიმარჯვებს“, - ყვებოდა იმჟამად სამირა. მან მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, თუმცა ამაოდ...

  • იყო ასეთი შემთხვევაც, როცა პროევროპული კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას სამირა ევროკავშირის ფლაერებს არიგებდა, რის გამოც მას აგრესიული ჯგუფები დაესხნენ თავს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. "ქრისტიანებთან საუბრის უფლება არ გაქვს", - მიმართავდნენ მას კონსერვატიული პარტიისა და მარნეულის ეპარქიის მხარდამჭერები.
  • ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აზერბაიჯანულ თემში ნაადრევი ქორწინებისა და ძალადობის შემთხვევებზე მუშაობდა, "დაუპატიჟებელი სტუმრები“ მას თავს ხშირად შუაღამით ახსენებდნენ - თემიდან ათეულობით ადამიანი უვარდებოდა სახლში და გოგონას მათ მოგერიებაში ათენდებოდა. იგივე ხდებოდა არჩევნების, თუ სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების დროს - მუდმივად უთვალთვალებდნენ, აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, მის ოჯახს აწუხებდნენ...

მიუხედავად ყველაფრისა, ეს ძლიერი ადამიანი იცინის და მეუბნება - "ვინ გააჩერებს სამირას?!“

მოგეხსენებათ, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რისთვისაც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტული მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად ზრუნვაა. სამირა ბაირამოვა მიიჩნევს, რომ სხვა შემთხვევაში, ზოგადად, ქვეყანაში თავისუფალი, პლურალისტული, კანონზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული, ევროპული ღირებულების თანაზიარი საზოგადოების აშენება ძალიან გაგვიჭირდება.

  • სამირა რამდენიმე წლის განმავლობაში ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა, ასე რომ, კარგად იცნობს მედიაგარემოს, იმ პრობლემებსაც, რასაც ჟურნალისტები ბოლო ხანს რეგიონებში აწყდებიან, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა მისთვისაც არაერთხელ სცადეს…

"რეგიონებში, სხვა პრობლემებთან ერთად, რა თქმა უნდა, არის მედიათავისუფლების პრობლემა, ჟურნალისტებს ავიწროვებენ, მათ რთულ პირობებში უწევთ საქმიანობა, თითქმის ყოველ დღე კიბერბულინგის მსხვერპლნი ხდებიან, მათ მიმართ საზოგადოების მხრიდან არის ფიზიკური ზეწოლაც, ლანძღვა, დამცირება. ჟურნალისტებს უჭირთ რესპოდენტების პოვნა, მათთან ურთიერთობა და იმაზე დათანხმება, რომ პრობლემებზე ისაუბრონ, კონტაქტზე არ გამოდიან იმის შიშით, რომ მერე ვინმემ პრობლემა არ შეუქმნას ინტერვიუს მიცემისთვის. მარნეულში არაერთი შემთხვევა იყო, როცა მმართველი გუნდის, პოლიტიკოსების ახლობლების, თუ უშიშროების მხრიდან რესპოდენტებთან საქმის გარჩევაც მიდიოდა, მათზე ზეწოლას ახდენდნენ, ემუქრებოდნენ თუნდაც იმისთვის, რატომ ისაუბრა, მაგალითად, წყლის, თუ მიწის პრობლემაზე. როგორც ჩანს, მათ მოსახლეობა არ ანაღვლებთ, თვითონ კარგად ცხოვრობენ, არ აქვთ პრობლემა და არ უნდათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა“, - გვიამბობს სამირა.

მან ახლახან პოდკასტების ჩაწერა დაიწყო (მანამდე ბლოგი ჰქონდა) ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე და ყველა მნიშვნელოვან თემას ეხება, მრავალრიცხოვანია მისი მსმენელ-მაყურებელი, რასაც ბევრი ფაქტორი -აქტუალურ თემებზე აქცენტირება, ინფორმაციის საინტერესო ჭრილში განხილვა და მრავალფეროვნება განაპირობებს. სამირა დაუღალავად მუშაობს იმაზე, რომ ამაღლდეს მისი თემის ინფორმირებულობა. მისი ეს პოდკასტები, როგორც ამბობს, კულტურათა შორის დიალოგს, თემის ინტეგრაციასა და განვითარებას ემსახურება, რასაც ის საინტერესო მოვლენების მიმოხილვითა და ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ინფორმაციის გაცვლით ცდილობს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ სამირა ბაირამოვას გზას სამოქალაქო აქტივიზმისკენ ჟურნალისტიკის გავლით...

  • ბავშვობა

- მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში დავიბადე და გავიზარდე. კერძო სკოლაში ვსწავლობდი, მშობლებს პატარ-პატარა ბიზნესები ჰქონდათ. ოთხი და-ძმა ვიზრდებოდით და ვინაიდან ჩემამდე ოჯახში ბიჭი არ იყო, მამა ბიჭივით მზრდიდა, მეტ თავისუფლებას მაძლევდა, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, სამეგობროც ბიჭები მყავდა, სულ მათთან ვთამაშობდი. გოგონებს სუსტებად აღვიქვამდი, ვინაიდან სულ ტიროდნენ, რაზეც ნერვები მეშლებოდა და მათთან თამაში და ურთიერთობა არ გამომდიოდა. როცა ძმა მეყოლა, ჩემს მიმართ ოჯახის დამოკიდებულებაც შეიცვალა...

ჩემთვის ფავორიტი, დიდი მხარდამჭერი და მთავარი ადამიანი მამაა. აქამდე ასეთი რომ მოვედი, ალბათ მისი დამსახურებაა, მისი მხარდაჭერის გარეშე, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. მამამ იცის, ძილისგუდა რომ ვარ და დღემდე მირეკავს - გაიღვიძე? დაიძინე? არ დაგეძინოს... სკოლის შემდეგ 2 უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა დავამთავრე და მამაჩემი ჩემთან ერთად სწავლობდა, მეცადინეობისას ხშირად შემომიღებდა კარს, მამოწმებდა, მაგიდასთან ხომ არ ჩამომეძინა. ზამთარში, ვიდრე გავიღვიძებდი, მამა ადრე დგებოდა, ოთახს ათბობდა და ცხელ ჩაის მახვედრებდა. მას სულ სხვა ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში. დღემდე ასეთი ყურადღებიანი და მზრუნველია ჩემი მამა.

  • ორი უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი და მაგისტრის ხარისხი

- მშობლებს ჰქონდათ გეგმა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ბაქოში წავსულიყავი და იქ გამეგრძელებინა სწავლა (მაშინ აზერბაიჯანელებისთვის ბაქო აქტუალური იყო). ვინაიდან ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ახლობელმა მირჩია, თბილისში ხომ არ ცდიდიო. მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, მათ მეხსიერებაში მუდმივად 90-იანი წლები ტრიალებდა და არ უნდოდათ ჩემი თბილისში გაშვება - მაშინ ცოტა საშიში გარემო იყო, ძარცვა, ყაჩაღობა, ეთნოკონფლიქტები ქვემო ქართლის რეგიონში, რის შედეგადაც ათასობით ოჯახმა დატოვა საქართველო. გავჯიუტდი და გამოვაცხადე, რომ თბილისში მინდოდა ჩაბარება და ჩავაბარე კიდეც ევროპულ უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. ეს არჩევანი ბევრმა შემთხვევამ და ქეისმა განაპირობა, თვითონაც ბევრი უსამართლობა ვნახე ჩემს გარშემო, ჩემი უფლებებიც დაირღვა და გარშემო მყოფი ადამიანებისაც, ამიტომ გამიჩნდა სურვილი ჩემი ცოდნა-გამოცდილება ადამიანების დასახმარებლად გამომეყენებინა. ჩემი ოცნება იყო ადვოკატი, ან მოსამართლე გავმხდარიყავი. მშობლები მეუბნებოდნენ, რადგან აზერბაიჯანელი ხარ, გაგიჭირდება სამსახურის პოვნა, მოსამართლეობა არ გამოვა, ისეთი სპეციალობა აირჩიე, მერე უსაქმოდ არ დარჩეო. ჯიუტად მივდიოდი წინ და ვეუბნებოდი, ამ სტერეოტიპს დავანგრევ, შევცვლი სიტუაციას, ამ მიმართულებით საქართველოში თანასწორობა უნდა იყოს - თქო. მეორედ თსუ-ში ჩავაბარე, სოცპოლის სპეციალობა ავირჩიე. სოციოლოგიის ფაკულტეტი ძალიან დამეხმარა შემდგომ საქმიანობაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

  • როგორ დავძლიე ენის ბარიერი

- ქართულად ლაპარაკი სკოლის დამთავრების მერე დავიწყე. სკოლაში არ იყო ამის საშუალება, მარტო გაკვეთილი არ კმარა - არც წიგნები და პროგრამა იყო შესაფერისი. წარმოიდგინეთ, ადამიანმა ქართული არ იცის წესიერად და "ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს ასწავლიან. ბევრი ჩვენგანისთვის ქართული ენა იქცა ურთულესად. თვითონ ქართულის მასწავლებელიც ამას გვინერგავდა, - აზერბაიჯანელები ხართ, წახვალთ აზერბაიჯანში და იქ გააგრძელებთ სწავლას, ქართული რაში გჭირდებათო. სტუდენტობამდე ერთი წელი დამოუკიდებლად ვისწავლე ქართული. ენის ბარიერის გამო, ერთი წლით გვიან ჩავაბარე - რადგან საქართველოში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება, ქართული უნდა მესწავლა, დღეში 100 სიტყვის დაზეპირება მიწევდა, დავიწყე ქართული ფილმების ყურება, მაინც გამიჭირდა, ჩემით ზმნებს ვერ ვსწავლობდი, ამიტომ დასახმარებლად მასწავლებელს მივმართე. ამისთვის ორი თვე საკმარისი აღმოჩნდა. თანდათან სხვადასხვა პროექტებში ქართველი მეგობრები გავიჩინე და ენის დაუფლებაში მათთან კომუნიკაციაც დამეხმარა. ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა თავზე უნდა ამეღო, თუნდაც - ფინანსურად, რათა მშობლებზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული, ამიტომ პირველი კურსიდან დავიწყე აქტიურობა, სწავლა და მუშაობა. მართლაც, ყველაფერი სხვების დახმარების გარეშე შევძელი და ეს ჩემს დიდ მიღწევად მიმაჩნია. მშობლიურ ენასთან ერთად უკვე 5 ენა ვიცი - ქართული, რუსული, ინგლისური და თურქული. მინდა გითხრათ, რომ ქართველი მეგობრები უფრო მეტი მყავს, ვიდრე - აზერბაიჯანელი, ჩემს გარშემო ბევრი ქართველია და ხან დღეები ისე გადის, აზერბაიჯანულად საერთოდ არ მიწევს ლაპარაკი.

  • "მინიმუმ, სახელმწიფო ენა უნდა ისწავლო“

- ის, რომ საქართველოში ეთნიკური წარმომადგენლების ინტეგრაცია ჭირს, ამაზე პირველ რიგში, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, მან უნდა იზრუნოს მის მოქალაქეებზე. სახელმწიფოა ვალდებული, ენა ასწავლოს არაქართველებს, ამაზე ჩვენ არ უნდა ვიწვალოთ, ყველას ხომ არ აქვს ამის საშუალება, ან სურვილი, დამოუკიდებლად რომ შეძლოს? ეთნიკურ უმცირესობებსაც ევალება და სჭირდება ჩართულობა, აქტიურობა, როცა საქართველოში ცხოვრობ, მინიმუმ, სახელმწიფო ენა უნდა ისწავლო, რაც შენი ქვეყნის მიმართაც პატივისცემაა და ამავე დროს, გიადვილდება კომუნიკაცია. ბევრ ადამიანს აქვს სოციალური პრობლემა, სკოლაშიც კარგად არ ასწავლიან ენას, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მაგრამ უნდა დავინახოთ ჩვენი პასუხისმგებლობაც - მოვითხოვოთ და ვისწავლოთ. ამ ქვეყანაში სწავლის და შრომის სურვილი თუ გვაქვს, აუცილებელია ყველამ ისწავლოს ქართული ენა.

  • 3 წელი ჟურნალისტიკაში

ერთ დროს საჯარო სექტორში მუშაობაზე ეთნიკური ნიშნით მითხრეს უარი. მაშინ კი ვთვლიდი თავს უბედურად, თუმცა დღეს მიხარია კიდეც და მადლიერი ვარ, ამ უარმა განაპირობა ჩემი სამოქალაქო სექტორში ჩართვა. იქ ამდენს ვერ მივაღწევდი და ვერც დავწინაურდებოდი. ბევრი სამსახური გამოვიცვალე და 2012 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციაში ვარ (მონიტორინგის ანალიზის კუთხით ვმუშაობ). ერთ ადგილზე არ გავჩერებულვარ, სტაჟიორობიდან დავიწყე და დროდადრო სხვადასხვა მიმართულებით ვწინაურდები, მაღალ საფეხურზე ავდივარ. სხვადასხვა დროს ვიმუშავე და ვთანამშრომლობდი 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რეგიონში პროექტების კოორდინატორი ვიყავი. სამოქალაქო სექტორი ჩემი ინდივიდუალური აქტივიზმი და საქმიანობაა.

ჟურნალისტობაც ვცადე, როცა მარნეულის რადიოში გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს. 3 წელი (2018-დან 2020-მდე) ვუძღვებოდი "დისკუსიის წერტილს“ და გადაცემაში ყველა პრობლემურ საკითხზე გვიწევდა საუბარი, ვიწვევდით პოლიტიკოსებს, ვმსჯელობდით... მინდა გითხრათ, რომ ეს იყო გადაცემა, სადაც ყველა პოლიტიკოსი მოდიოდა - ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც. ეს ძალიან საინტერესო წლები და დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. გადაცემა კრიტიკული იყო, თუმცა დიდი ზეწოლა არ მახსენდება (დღევანდელისგან განსხვავებით), მმართველი პარტიიდან მოდიოდნენ დეპუტატები, მქონდა ჩართვები სხვადასხვა ქვეყნებიდან... ჩვენ მარტო რეგიონის მასშტაბით არ ვმუშაობდით, ქვეყნის პრობლემებზე და სიახლეებზეც ვმსჯელობდით. მინდოდა აზერბაიჯანულენოვანი საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა, სცოდნოდათ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში - არჩევნებიდან დაწყებული, ადრეული ქორწინების პრობლემით დამთავრებული...

ჩემი პირველი სამუშაო თემა იყო ნაადრევი ქორწინება და ძალადობა ოჯახში, ეს იყო 15 წლის წინ. ახლა რომ ამაზე უფლებადამცველები და აქტივისტები ასე გამალებით ვსაუბრობთ, მაშინ ასეთი თემები ტაბუირებული იყო. როცა ამ თემაზე ლექციას ვატარებდი, თვითონ ჩვენი თემის წევრები, მასწავლებლები მოდიოდნენ და მტუქსავდნენ, რატომ საუბრობ ამ პრობლემებზეო. ქეისებზე როცა დავიწყე მუშაობა, სხვადასხვა უწყებებს მივმართავდი და თანდათან სოცქსელების, თუ მედიის მეშვეობით მათ გახმაურებას ვიწყებდი, ხშირად გავმხდარვარ თავდასხმის ობიექტი, რაც დაახლოებით 3 წელს გაგრძელდა. ახლა შეიცვალა მდგომარეობა და სულაც ტელევიზიით რომ გააკრიტიკო ოჯახი, რომელმაც არასრულწლოვან შვილს გათხოვების ნება დართო, არავინ გესხმის თავს. როცა ამ მანკიერების წინააღმდეგ ბრძოლას მაინც ვაგრძელებდი, თემმაც ისწავლა, რომ ეს არა მარტო ჩემი, მათი საქმეც და დიდი პრობლემა იყო, ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით თავდასხმები თანდათან შემცირდა. არცერთ პრობლემაზე თვალი არ დამიხუჭავს, ყველაფერზე ვმუშაობ, ვაპროტესტებ და, შესაბამისად, ყველა მხრიდან შეტევის ობიექტი ვარ.

  • "ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დამიჯდა, მაგრამ ღირდა“

დავრწმუნდი, რომ ქალმა შეიძლება ბევრი რამ შეცვალო და პრობლემებს დამოუკიდებლად გაართვა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს თემში ბავშვობიდან გვინერგავდნენ: შენ ქალი ხარ, ქალი სუსტია, ქალი კაცის მორჩილი უნდა იყოს და ა.შ. ჩემს თავსაც და საზოგადოებასაც დავუმტკიცე, რომ ჩვენ, ქალები უფრო ძლიერები და მიზანდასახულები ვართ, ვიდრე - კაცები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დამიჯდა, მაგრამ - ღირდა. ჩვენს რეგიონში მართლა ბევრი რამ იყო შესაცვლელი, ყველა თემა გავხადე აქტუალური, დაწყებული ადამიანის თავისუფლებიდან, ტაბუირებული თემებით დამთავრებული, რაზეც სხვები არ საუბრობდნენ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქმიანობაში დამეხმარა ბევრი არასამთავრობო, დავაინტერესე და ჩვენს რეგიონში სამოქალაქო აქტივისტებიც მომზადდა, რომლებიც ახლა პროცესებში არიან ჩართული. არ გავჩერდები მარტო იმიტომ, რომ ბევრმა გოგონამ შეიძლება იმედი დაკარგოს, ამიტომ არ მაქვს ამის უფლება, ცხოვრება ამას არ მაპატიებს. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას გავაგრძელებ, მაღალ დონეზე მინდა დავიცვა ისინი. პრიორიტეტული ჩემთვის ბევრი საკითხია. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მინდა, აქტიური როლი მქონდეს ჩემი ქვეყნის მშენებლობაში, ამაში ადამიანის უფლებებიც შედის, ქვეყნის დაცვაც, თანასწორობაც, დემოკრატიაც, აღმშენებლობაც... მინდა, ჩემი საქართველო იყოს განვითარებული, დაცული და საამაყო.