საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"14 წლის აითაჯ შახმაროვამ, გატაცების შემდეგ, გაპარვა მოახერხა, დედას დაუკავშირდა, თუმცა დედამ და ბიძამ გოგონას გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს" - პროკურატურა
"14 წლის აითაჯ შახმაროვამ, გატაცების შემდეგ, გაპარვა მოახერხა, დედას დაუკავშირდა, თუმცა დედამ და ბიძამ გოგონას გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს" - პროკურატურა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მოკ­ლულ­მა, 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვამ, ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის მიზ­ნით გა­ტა­ცე­ბის შემ­დეგ, გა­პარ­ვა მო­ა­ხერ­ხა, უცხო პი­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით დე­დას და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა დე­დამ და ბი­ძამ გო­გო­ნას გამ­ტა­ცე­ბელ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აი­ძუ­ლეს.

უწყე­ბამ იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის ფაქ­ტზე გო­გო­ნას დე­დას და ბი­ძას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2023 წლის ზა­ფხულ­ში, არას­რულ­წლო­ვანს ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის მიზ­ნით, გამ­ტა­ცე­ბელ­მა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულს შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არას­რულ­წლო­ვან­მა მო­ა­ხერ­ხა გა­პარ­ვა, უცხო პი­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით დე­დას­თან და­კავ­ში­რე­ბა და მისი გა­ტა­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რაც ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და გა­ტა­ცე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ბი­ძის­თვის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­რულ­წლოვ­ნის დე­დის­თვის და ბი­ძის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, მათ მი­აჩ­ნდათ, რომ არას­რულ­წლო­ვანს არ ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და ბავ­შვს გამ­ტა­ცე­ბელ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აი­ძუ­ლეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბიძა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 11 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. რაც შე­ე­ხე­ბა მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას დე­დას, მის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს ასე­ვე და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა, რაც რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ ორი­ვე პირს ბრალ­დე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 14 წლის არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ე’’ "თ’’ და "კ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით), 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ’’ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის სა­ვა­რა­უ­დო სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ბრა­ლად შე­რა­ცხვის, ასე­ვე და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი შე­საძ­ლო სხვა პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და მხი­ლე­ბის მიზ­ნით.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე უმ­კაც­რეს სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი, ჩა­დე­ნი­ლი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით აგებს პა­სუხს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
0

სამწუხაროდ ასეთები ბევრი ხდება .რაც ვიცით და რაც არ ვიცით კიდევ. საწყალი ბავშვი ნათელში ამყოფოს ღმერთმა

ეჰ
4

საცოდავი გოგო, თუკი არ უნდოდა, წამოეყვანათ და თუ დაადგენენ,რომ ნორმალური ბიჭი იყო და უყვარდათ ერთმანეთი, მაშინ დაექორწინებინათ.ასე როგორ გაიმეტეს ბავშვი.ნუ, დედას ის ჯავრი და სინანულიც ეყოფა მთელი ცხოვრება, ციხეა მისთვის ისეც ცხოვრება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"14 წლის აითაჯ შახმაროვამ, გატაცების შემდეგ, გაპარვა მოახერხა, დედას დაუკავშირდა, თუმცა დედამ და ბიძამ გოგონას გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს" - პროკურატურა

"14 წლის აითაჯ შახმაროვამ, გატაცების შემდეგ, გაპარვა მოახერხა, დედას დაუკავშირდა, თუმცა დედამ და ბიძამ გოგონას გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს" - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საგარეჯოში მოკლულმა, 14 წლის აითაჯ შახმაროვამ, ქორწინების იძულების მიზნით გატაცების შემდეგ, გაპარვა მოახერხა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედას დაუკავშირდა, თუმცა დედამ და ბიძამ გოგონას გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

უწყებამ იძულებითი ქორწინების ფაქტზე გოგონას დედას და ბიძას ბრალი წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.