საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი მიიღო" - "ფლანგვის დეტექტორი"
"ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000  ლარი მიიღო" - "ფლანგვის დეტექტორი"

იმე­დის "ღა­მის შოუს ბენდმა" 2020-2023 წლებ­ში ₾344 ათა­სი უტენ­დეროდ მი­ი­ღო, ინ­ფორ­მა­ცი­ას „ფლან­გვის დე­ტექ­ტო­რი“ აქ­ვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, 2020-2023 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ღა­მის შოუს ბენდთან სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­მა ჯამ­ში 343,800 ლა­რის 20 გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვა გა­ა­ფორ­მეს, რაც ნიშ­ნავს, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა უწყე­ბებ­მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად ამ ბენდთან გა­და­წყვი­ტა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა, ნაც­ვლად ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბი­სა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ღა­მის შოუს ბენ­დი“ ცალ­კე იუ­რი­დი­უ­ლი ფორ­მით არ არ­სე­ბობს, ამი­ტო­მაც სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბი მათ თან­ხას სხვა­დას­ხვა კერ­ძო პირ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის გზით აძ­ლე­ვენ. ასეთ კერ­ძო პი­რებს წარ­მო­ად­გე­ნენ გი­ორ­გი გა­ბუ­ნია, ჯიმო აბე­სა­ძე, ბექა სუ­ლა­ძე და გელა გნო­ლი­ძე. ბენდთან გა­ფორ­მე­ბულ შეს­ყიდ­ვებ­ში აგ­რეთ­ვე ფი­გუ­რი­რებს ზვი­ად ‘ზვიო’ ბლი­ა­ძე, რო­მე­ლიც 2017-22 წლებ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია პოსტ ტვ-ის 16%-იან პა­კეტს ფლობ­და. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ იუ­მო­რისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ჰო­ნო­რა­რი თი­თო­ე­უ­ლი კონ­ცერ­ტის­თვის ₾3,500-დან ₾5,300-მდე მერ­ყე­ობს."

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ღა­მის შოუს ბენდთან 2022 წელს ფო­თის მე­რი­ა­მაც გა­ა­ფორ­მა, ღი­რე­ბუ­ლე­ბით 32,300 ლარი.

ფო­თის მე­რი­ას კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა 24-25 ივ­ლისს ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. ექ­სკლუ­ზი­უ­რად ღა­მის შოუს ბენდთან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა მე­რი­ამ შემ­დე­გი მო­ტი­ვით და­ა­სა­ბუ­თა - “გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ღა­მის შოუ რო­გორც ახალ­გაზ­რდებ­ში, ასე­ვე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სარ­გებ­ლობს მა­ღა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გით, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პო­პუ­ლა­რო­ბით.”

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
5

2022 წლის დეკემბერში 100 ათას ლარზე მეტი შემოსავალი 1183 პირმა მიიღო, ჯამურად მათ მიერ მიღებული შემოსავალი, გადასახადების გადახდამდე, 445 931 736 ლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, 1 პირის შემოსავალი 377 ათას ლარამდე იყო.

100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირების რაოდენობა

• 2022 წლის დეკემბერი - 1183 პირი / 445 931 736 ლარი• 2021 წლის დეკემბერი - 1085 პირი / 425,027,002 ლარი• 2020 წლის დეკემბერი - 223 პირი/ 75,146,406 ლარი

აღსანიშნია, რომ 2022 წლის დეკემბერში, 100 ათას ლარი და მეტი ხელფასის სახით დეკემბერში 427 პირმა მიიღო. თანხის მოცულობა 131 737 299 ლარი იყო.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ამავე თვეში 40 ათას ლარზე მეტი თვიური შემოსავალი საქართველოში მხოლოდ 3 738 პირს ჰქონდა. შემოსავლის სხვა სახეებია: დივიდენდი, პროცენტი, მოგება, როიალტი და სხვა.

PMCG -ის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.4%-ით არის გაზრდილი.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 16.1%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 32.6%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2023 წლის ივლისში 800 ლარამდე დასაბეგრი ხელფასი 238 ათას პირს გააჩნდა, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც საშემოსავლო გადასახადის გადახდის შემდეგ, შეადგენდა 800 ლარს ან უფრო ნაკლებს, 310 ათასს უთანაბრდებოდა. ხელფასების შესახებ კიდევ უფრო დაკონკრეტებული მონაცემების ნახვა, რამდენ დასაქმებულს აქვს ხელფასი 500 ლარამდე, 500-დან 1000 ლარამდე ან 10 000 ლარზე მეტი, შემოსავლების სამსახურის საიტზეა შესაძლებელი. 2023 წლის ივლისში 945 ათასი დასაქმებულიდან თითქმის მესამედი - 305 ათასი ადამიანი 1200-დან 2400 ლარამდე დასაბეგრ ხელფასს იღებდა, 1000 ლარამდე ხელფასი 310 ათასს პირს ჰქონდა, მათ შორის 800 ლარამდე 238 ათასს. 15 000 ლარზე მეტი კი 7700-ს. თუ გადასახადებს ხელფასებში არ გავითვალისწინებთ, მაშინ ოფიციალური სტატისტიკით 800 ლარამდე ხელზე ასაღები ხელფასი 310 ათას ადამიანს ექნება. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობებს რომლითაც, 100 ლარზე დაბალი ხელფასი საქართველოში 12 555 ადამიანს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ანაზღაურების სახით, თვეში საშუალოდ 55 ლარს იღებენ. ამავე მონაცემებით, თვეში 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი 277 ადამიანს აქვს და მათი ანაზღაურება თვეში, საშუალოდ - 530 940 ლარია. 500 ლარამდე ხელფასი კი აქვს - 131 841 ადამიანს, ასევე 190 000-ზე მეტ ადამიანს აქვს თვეში 636 ლარზე ნაკლები ანაზღაურება.

ggg ს---ს
8

პარტიას ასე სჭირდება >> აბა ომი გინდათ ???? ---ბოდიში:: (აბა გადატრიალება გინდათ?????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი მიიღო" - "ფლანგვის დეტექტორი"

"ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000  ლარი მიიღო" - "ფლანგვის დეტექტორი"

იმედის "ღამის შოუს ბენდმა" 2020-2023 წლებში ₾344 ათასი უტენდეროდ მიიღო, ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, 2020-2023 წლების მონაცემებით, ღამის შოუს ბენდთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 343,800 ლარის 20 გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულმა უწყებებმა ექსკლუზიურად ამ ბენდთან გადაწყვიტა ხელშეკრულების გაფორმება, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა.

აღსანიშნავია, რომ „ღამის შოუს ბენდი“ ცალკე იურიდიული ფორმით არ არსებობს, ამიტომაც საჯარო უწყებები მათ თანხას სხვადასხვა კერძო პირთან ხელშეკრულების გაფორმების გზით აძლევენ. ასეთ კერძო პირებს წარმოადგენენ გიორგი გაბუნია, ჯიმო აბესაძე, ბექა სულაძე და გელა გნოლიძე. ბენდთან გაფორმებულ შესყიდვებში აგრეთვე ფიგურირებს ზვიად ‘ზვიო’ ბლიაძე, რომელიც 2017-22 წლებში ტელეკომპანია პოსტ ტვ-ის 16%-იან პაკეტს ფლობდა. ხელშეკრულებების თანახმად, მხოლოდ იუმორისტ გიორგი გაბუნიას ჰონორარი თითოეული კონცერტისთვის ₾3,500-დან ₾5,300-მდე მერყეობს."

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება ღამის შოუს ბენდთან 2022 წელს ფოთის მერიამაც გააფორმა, ღირებულებით 32,300 ლარი.

ფოთის მერიას კონცერტის ჩატარება 24-25 ივლისს ჰქონდა დაგეგმილი. ექსკლუზიურად ღამის შოუს ბენდთან ხელშეკრულების გაფორმება მერიამ შემდეგი მოტივით დაასაბუთა - “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ როგორც ახალგაზრდებში, ასევე ფართო საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით.”