საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თითქმის მიწასთან გასწორებული ღაზა და მძიმე სიტუაცია პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე - რა ხდებოდა წუხელ ცხელ წერტილებში?
თითქმის მიწასთან გასწორებული ღაზა და მძიმე სიტუაცია პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე - რა ხდებოდა წუხელ ცხელ წერტილებში?

ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 1200-მდე გა­ი­ზარ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი Kan-ი ავ­რცე­ლებს. Kan-ის ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის, ძი­რი­თა­დად, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბია.

ამავდრო­უ­ლად, პა­ლეს­ტი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­ზა­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 900-ს აჭარ­ბებს, ხოლო 4 250 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რი­ლია.

ის­რა­ელ­მა ღა­ზას სექ­ტო­რის მახ­ლობ­ლად 300 000 ჯა­რის­კა­ცი გა­ნა­ლა­გა. ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კერ­მა, ჯო­ნა­თან კონ­რი­კუს­მა გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ გან­ვა­თავ­სეთ, გა­ვაგ­ზავ­ნეთ ჩვე­ნი ქვე­ი­თი, ჯავ­შან­სა­ტან­კო ჯა­რე­ბი, ჩვე­ნი სა­არ­ტი­ლე­რიო კორ­პუ­სი და ბევ­რი სხვა ჯა­რის­კა­ცი რე­ზერ­ვი­დან - 300 000-მდე და ისი­ნი ახლა ღა­ზას სექ­ტორ­თან ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბი­ან და იმ მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ დაგ­ვა­კის­რა“, - აღ­ნიშ­ნა ჯო­ნა­თან კონ­რი­კუს­მა.

მისი თქმით, მი­სია ით­ვა­ლის­წი­ნებს იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რომ „ჰა­მასს“, ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აღარ ჰქონ­დეს.

"ეს არის იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ „ჰა­მასს“, ამ ომის და­სას­რულს, არ ჰქონ­დეს რა­ი­მე სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლი­თაც ისი­ნი შეძ­ლე­ბენ და­ე­მუქ­რონ ან მოკ­ლან ის­რა­ე­ლის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი,” - გა­ნა­ცხა­და ჯო­ნა­თან კონ­რი­კუს­მა.

რა ხდე­ბო­და წუ­ხელ ის­რა­ელ­სა და ღა­ზა­ში - მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვას პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ავ­რცე­ლებს:

- წუ­ხელ, გო­ლა­ნის მაღ­ლო­ბე­ბის მო­სა­ზღვრედ ის­რა­ელ­მა სა­პა­სუ­ხო სა­არ­ტი­ლე­რიო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა სი­რი­ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­ი­და­ნაც მა­ნამ­დე ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ებ­რა­ულ პო­ზი­ცი­ებს გო­ლან­ში. ახლა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა სი­რი­ის მხრი­დან რა­ი­მე მას­შტა­ბუ­რი ვი­ხი­ლოთ, მაგ­რამ ერ­თის მხრივ, ის­რა­ელ­თან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი შეხ­ლა და­მას­კო­ში მყოფ ასა­დის მთავ­რო­ბას თა­ვი­სი რე­პუ­ტა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა და ამას­თან ირა­ნის მი­თი­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც გა­მოს­დის. არც ისაა და­სა­ვი­წყე­ბე­ლი, რომ გო­ლა­ნი ის­რა­ელ­სა და სი­რი­ას შო­რის სა­დაო ტე­რი­ტო­რი­აა. ზო­გა­დად, ის­რა­ე­ლის არ­მი­ის ად­გილ­ზე შე­ბოჭ­ვის მცდე­ლო­ბა ხდე­ბა ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში.

- წუ­ხელ აქ­ტი­უ­რად იბომ­ბე­ბო­და ღა­ზას სექ­ტო­რი. 200-ზე მეტი წერ­ტი­ლი იქნა და­ბომ­ბი­ლი. არის ნგრე­ვა და მსხვერ­პლი. და­ი­ბომ­ბა ჰა­მა­სის ერთ-ერთი სამ­ხედ­რო ლი­დე­რის მო­ჰა­მედ დე­ი­ფის მა­მის სახ­ლიც. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მოკ­ლუ­ლია მისი ძმა, თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ თა­ვად დე­ი­ფის მოჰ­ყო­ლო­და და­ბომბვა­ში.

- სრო­ლე­ბი იყო იე­რუ­სა­ლი­მის აღ­მო­სავ­ლეთ გა­რე­უ­ბან­ში, სა­დაც მოკ­ლულ იქნა რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ამო­ღე­ბუ­ლია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ამუ­ნი­ცია.

- მთე­ლი ღამე სრო­ლე­ბი გრძელ­დე­ბო­და პა­ლეს­ტი­ნის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე. ის­რა­ე­ლის სა­გუ­შა­გოს თავს და­ესხნენ და­სახ­ლე­ბა ნაბ­ლუ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა ქა­ლაქთან და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი გა­და­ის­რო­ლა. ხოლო ქა­ლაქ ტუ­ბას­ში შე­სუ­ლი ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რი ცე­ცხლის ქვეშ მოყ­ვნენ. სრო­ლას მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოს­ვლა და სამ­ხედ­რო კო­ლო­ნებ­ზე მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი­თა და ქვე­ბით თავ­დას­ხმაც მოჰ­ყვა. მა­ღა­ლინ­ტენ­სი­უ­რი ბრძო­ლის შემ­დეგ ქა­ლა­ქი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბის არედ არის გა­დაქ­ცე­უ­ლი.

- არას­ტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა ჯე­ნინ­სა და იქ არ­სე­ბულ დევ­ნილ­თა ბა­ნაკ­ში, და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ მო­ნაკ­ვეთ­ზე. სრო­ლე­ბი მთე­ლი ღამე ქა­ლა­ქის შე­სას­ვლელ­ში და პე­რი­ფე­რი­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი. ჯე­ნი­ნი აქამ­დეც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი წერ­ტი­ლი იყო.

- ღა­ზას მო­მიჯ­ნა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სი­ტუ­ა­ცია კვლავ კრი­ტი­კუ­ლი რჩე­ბა. ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ას აკონ­ტრო­ლე­ბენ, მაგ­რამ სექ­ტო­რი­დან თავ­დას­ხმე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა-ს
13

პირიქით არაა? ვინც წმინდა ბრძლაში დაიღუპება სამოთხეში არ უნდა მოხვდეს? როგორც ერთ ასევე მეორე მხარეს.

მანანა-შ
4

როგორ მეცოდებიან ორივე მხარეს მშვიდობიანი მოქალაქეები, წყეულიმც იყავით ყველა, ვინც ომის წამომწყებია, ვისაც სისხლისღვრა გსურს! ჯოჯოცხეთის სამუდამო ცეცხლში დაიწვით!!!

არ დამბლოკოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თითქმის მიწასთან გასწორებული ღაზა და მძიმე სიტუაცია პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე - რა ხდებოდა წუხელ ცხელ წერტილებში?

თითქმის მიწასთან გასწორებული ღაზა და მძიმე სიტუაცია პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე - რა ხდებოდა წუხელ ცხელ წერტილებში?

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan-ი ავრცელებს. Kan-ის ცნობით, დაღუპულებს შორის, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეებია.

ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, ხოლო 4 250 ადამიანი დაჭრილია.

ისრაელმა ღაზას სექტორის მახლობლად 300 000 ჯარისკაცი განალაგა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.

"ჩვენ განვათავსეთ, გავაგზავნეთ ჩვენი ქვეითი, ჯავშანსატანკო ჯარები, ჩვენი საარტილერიო კორპუსი და ბევრი სხვა ჯარისკაცი რეზერვიდან - 300 000-მდე და ისინი ახლა ღაზას სექტორთან ახლოს იმყოფებიან და იმ მისიის შესასრულებლად ემზადებიან, რომელიც ისრაელის მთავრობამ დაგვაკისრა“, - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.

მისი თქმით, მისია ითვალისწინებს იმის უზრუნველყოფას, რომ „ჰამასს“, ომის დასრულების შემდეგ, სამხედრო შესაძლებლობები აღარ ჰქონდეს.

"ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“, ამ ომის დასასრულს, არ ჰქონდეს რაიმე სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ისინი შეძლებენ დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები,” - განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა.

რა ხდებოდა წუხელ ისრაელსა და ღაზაში - მოკლე მიმოხილვას პროფესორი გიორგი კობერიძე ავრცელებს:

- წუხელ, გოლანის მაღლობების მოსაზღვრედ ისრაელმა საპასუხო საარტილერიო იერიში მიიტანა სირიის სამხედრო ძალების პოზიციაზე, საიდანაც მანამდე ცეცხლი გაუხსნეს ებრაულ პოზიციებს გოლანში. ახლა ნაკლებად სავარაუდოა სირიის მხრიდან რაიმე მასშტაბური ვიხილოთ, მაგრამ ერთის მხრივ, ისრაელთან ნებისმიერი სახის, თუნდაც მინიმალური შეხლა დამასკოში მყოფ ასადის მთავრობას თავისი რეპუტაციის ასამაღლებლად სჭირდება და ამასთან ირანის მითითების შესრულებაც გამოსდის. არც ისაა დასავიწყებელი, რომ გოლანი ისრაელსა და სირიას შორის სადაო ტერიტორიაა. ზოგადად, ისრაელის არმიის ადგილზე შებოჭვის მცდელობა ხდება ჩრდილოეთ სირიაში.

- წუხელ აქტიურად იბომბებოდა ღაზას სექტორი. 200-ზე მეტი წერტილი იქნა დაბომბილი. არის ნგრევა და მსხვერპლი. დაიბომბა ჰამასის ერთ-ერთი სამხედრო ლიდერის მოჰამედ დეიფის მამის სახლიც. გავრცელებული ინფორმაციით მოკლულია მისი ძმა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავად დეიფის მოჰყოლოდა დაბომბვაში.

- სროლები იყო იერუსალიმის აღმოსავლეთ გარეუბანში, სადაც მოკლულ იქნა რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი. ამოღებულია დიდი რაოდენობით ამუნიცია.

- მთელი ღამე სროლები გრძელდებოდა პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე. ისრაელის საგუშაგოს თავს დაესხნენ დასახლება ნაბლუსის მიმართულებით. ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქთან დამატებითი ძალები გადაისროლა. ხოლო ქალაქ ტუბასში შესული ისრაელის სამხედრო ძალები აქტიური ცეცხლის ქვეშ მოყვნენ. სროლას მოსახლეობის გამოსვლა და სამხედრო კოლონებზე მოლოტოვის კოქტეილებითა და ქვებით თავდასხმაც მოჰყვა. მაღალინტენსიური ბრძოლის შემდეგ ქალაქი საბრძოლო მოქმედების არედ არის გადაქცეული.

- არასტაბილური სიტუაციაა ჯენინსა და იქ არსებულ დევნილთა ბანაკში, დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე. სროლები მთელი ღამე ქალაქის შესასვლელში და პერიფერიებში მიმდინარეობდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ჯენინი აქამდეც ერთ-ერთი ყველაზე გასამხედროებული წერტილი იყო.

- ღაზას მომიჯნავე ტერიტორიაზე სიტუაცია კვლავ კრიტიკული რჩება. ისრაელის სამხედრო ძალები სიტუაციას აკონტროლებენ, მაგრამ სექტორიდან თავდასხმები პერიოდულად მაინც მიმდინარეობს.