მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ იმუშავა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ "ჰამასის" თავდასხმისას - "ჭკვიან ებრაულ სისტემას ჭკვიანურად მიუდგნენ"
რატომ ვერ იმუშავა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ "ჰამასის" თავდასხმისას - "ჭკვიან ებრაულ სისტემას ჭკვიანურად მიუდგნენ"

ბოლო წლე­ბია, ის­რა­ე­ლი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ინ­ტეგ­რა­ცი­ით სამ­ხედ­რო სფე­რო­ში წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცია ჰქონ­დეს. ისი­ნი AI-ს იყე­ნე­ბენ მიზ­ნის შე­სარ­ჩე­ვათ და ლო­გის­ტი­კის მარ­თვი­სას.

Bloomberg-ის ან­გა­რი­შით, ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ჯარი სულ უფრო და უფრო ხში­რად იყე­ნებს ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს. ცნო­ბი­ლია, რომ ეს სის­ტე­მა უამ­რა­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზს აკე­თებს და შემ­დეგ ავ­ტო­მა­ტუ­რად არ­ჩევს სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სა­მიზ­ნე­ებს.

"ცე­ცხლის ფაბ­რი­კა" კი­დევ ერთი მსგავ­სი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც თვი­თონ ით­ვლის სა­ჭი­რო საბ­რძლო მა­სა­ლის რა­ო­დე­ნო­ბას, პრი­ო­რი­ტე­ტულ და­ვა­ლე­ბებს და ად­გენს სა­ბო­ლოო მი­ზანს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სის­ტე­მას ოპე­რა­ტო­რი-ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თა­ვენ.

  • "ცა­ხა­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ამ სის­ტე­მებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, არ რე­გუ­ლირ­დე­ბა არც ერთ სა­ერ­თა­შო­რის თუ სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე. მომ­ხრე­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სის­ტე­მის ალ­გო­რით­მებს შე­უძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უკეთ იმუ­შა­ონ და და­ნა­კარ­გე­ბის მი­ნი­მი­ზი­რე­ბა მო­ა­ხერ­ხონ.

ერთ-ერთი ასე­თი სის­ტე­მა მუ­შა­ობ­და ღაზა-ის­რა­ე­ლის სა­ზღვარ­ზე. იქ მყო­ფი ტყვი­ამრქვე­ვი სრუ­ლად ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი იყო და სა­მიზ­ნე­ე­ბის ამორ­ჩე­ვა ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვის გა­რე­შე შე­ეძ­ლო. შე­ტე­ვის პირ­ველ სა­ა­თებ­ში ჰა­მა­სმა სწო­რად ეს ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი ტყვი­ამრფქვე­ვი გა­ა­ნად­გუ­რა. ჭკვი­ან ებ­რა­ულ სის­ტე­მას ჭკვი­ა­ნუ­რად მი­უდ­გნენ. მის თავ­ზე დრო­ნი მი­აფ­რი­ნეს და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ჩა­მო­აგ­დეს.

დე­ტო­ნა­ცი­ის შემ­დეგ, აღ­ნიშ­ნულ სა­სა­ზღვრო უბან­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის უსაფრ­თხო გახ­და. ასე­ვე, ჰა­მა­სის წევ­რე­ბი მკაც­რად უარს ამ­ბობ­დნენ შე­ტე­ვის და­გეგ­მვა­ში რა­ი­მე სა­ხის ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, ის ტე­რო­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ტე­ვა­ში იყ­ვნენ გა­და­სუ­ლე­ბი ელექტრო­ო­ბის მი­ნი­მა­ლურ რა­ო­დე­ნო­ბას იყე­ნებ­დნენ.

რო­გორც ზე­მოთ დავ­წე­რეთ, ცა­ხა­ლი Star Track-ის სის­ტე­მას სულ უფრო ხში­რად ნერ­გავ­და. ეს არის აღ­მო­ჩე­ნის, ამოც­ნო­ბი­სა და ცე­ცხლის გახ­სნის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა.

მისი "სწავ­ლე­ბა“ მი­ლი­ო­ნო­ბით ფოტო და ვი­დე­ოს მა­სა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბო­და, რად­გან სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ე­ბი მყი­სი­ე­რად აღ­მო­ე­ჩი­ნა და გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა. ხში­რად იყო დავა, რომ რა მოხ­დე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ კი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი შეც­დო­მას და­უშ­ვებ­და და ვინ აგებ­და ამ შეც­დო­მა­ზე პა­სუხს? ეს მალე გა­ირ­კვე­ვა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ფაქ­ტია, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ინ­ტეგ­რა­ცია ჯერ ჯე­რო­ბით კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არის. ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა თუ რა­ტომ ჩა­ვარ­და ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვა და ბოლო წლე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ამ სა­კი­თხის გა­მოკ­ვლე­ვა­ში ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს თა­ვის ად­გი­ლი ექ­ნე­ბა, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც გაგ­რძელ­დე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სინამდვილეში...
7

სინამდვილეში ეს ყველაფერი რუსეთის ნამოქმედარია, იმათ უკან რუსეთი დგა... რატომ, რაში აწყობს რუსეთს?..

იმიტომ რომ უკრაინასთან მიმართებაში, ამერიკის და ევროპის ყურადღება ისრაელში გადაიტანოს და თვითონ თავისი გეგმებით უკრაინას შეუტიოს...

მსგავს რაღაცეებში რუსეთი ოსტატია.

გიორგი
10

საწყალი მოსადი და AI, აქლემებს მოუტყუებიათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რატომ ვერ იმუშავა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ "ჰამასის" თავდასხმისას - "ჭკვიან ებრაულ სისტემას ჭკვიანურად მიუდგნენ"

რატომ ვერ იმუშავა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ "ჰამასის" თავდასხმისას - "ჭკვიან ებრაულ სისტემას ჭკვიანურად მიუდგნენ"

ბოლო წლებია, ისრაელი აქტიურად ცდილობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით სამხედრო სფეროში წამყვანი პოზიცია ჰქონდეს. ისინი AI-ს იყენებენ მიზნის შესარჩევათ და ლოგისტიკის მართვისას.

Bloomberg-ის ანგარიშით, ისრაელის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ჯარი სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. ცნობილია, რომ ეს სისტემა უამრავი მონაცემების ანალიზს აკეთებს და შემდეგ ავტომატურად არჩევს საჰაერო ძალების სამიზნეებს.

"ცეცხლის ფაბრიკა" კიდევ ერთი მსგავსი მოდელია, რომელიც თვითონ ითვლის საჭირო საბრძლო მასალის რაოდენობას, პრიორიტეტულ დავალებებს და ადგენს საბოლოო მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემას ოპერატორი-ადამიანები მართავენ.

  • "ცახალის" წარმომადგენლის თქმით, ტექნოლოგია, რომელიც ამ სისტემებში გამოიყენება, არ რეგულირდება არც ერთ საერთაშორის თუ სახელმწიფო დონეზე. მომხრეები ამტკიცებენ, რომ სისტემის ალგორითმებს შეუძლიათ ადამიანურ შესაძლებლობებზე გაცილებით უკეთ იმუშაონ და დანაკარგების მინიმიზირება მოახერხონ.

ერთ-ერთი ასეთი სისტემა მუშაობდა ღაზა-ისრაელის საზღვარზე. იქ მყოფი ტყვიამრქვევი სრულად ავტომატიზირებული იყო და სამიზნეების ამორჩევა ადამიანის ჩარევის გარეშე შეეძლო. შეტევის პირველ საათებში ჰამასმა სწორად ეს ავტომატიზირებული ტყვიამრფქვევი გაანადგურა. ჭკვიან ებრაულ სისტემას ჭკვიანურად მიუდგნენ. მის თავზე დრონი მიაფრინეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს.

დეტონაციის შემდეგ, აღნიშნულ სასაზღვრო უბანზე გადაადგილება ტერორისტებისთვის უსაფრთხო გახდა. ასევე, ჰამასის წევრები მკაცრად უარს ამბობდნენ შეტევის დაგეგმვაში რაიმე სახის ციფრული ტექნოლოგია გამოეყენებინათ, ის ტერორისტები, რომლებიც შეტევაში იყვნენ გადასულები ელექტროობის მინიმალურ რაოდენობას იყენებდნენ.

როგორც ზემოთ დავწერეთ, ცახალი Star Track-ის სისტემას სულ უფრო ხშირად ნერგავდა. ეს არის აღმოჩენის, ამოცნობისა და ცეცხლის გახსნის ინტეგრირებული სისტემა.

მისი "სწავლება“ მილიონობით ფოტო და ვიდეოს მასალის საფუძველზე ხდებოდა, რადგან სამხედრო სამიზნეები მყისიერად აღმოეჩინა და გაენადგურებინა. ხშირად იყო დავა, რომ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ კი ხელოვნური ინტელექტი შეცდომას დაუშვებდა და ვინ აგებდა ამ შეცდომაზე პასუხს? ეს მალე გაირკვევა, თუმცა ამჯერად ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტის დიდი რაოდენობით ინტეგრაცია ჯერ ჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევა თუ რატომ ჩავარდა ისრაელის დაზვერვა და ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური შეტევის პროგნოზირება ვერ მოახერხა. ამ საკითხის გამოკვლევაში ხელოვნურ ინტელექტს თავის ადგილი ექნება, რომელზე მუშაობაც გაგრძელდება.

წაიკითხეთ ასევე:

მოამზადა ანრი კურტანიძემ