საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს საშიშროება, რომ "ჰეზბოლამაც" დაიწყოს შეტევა ისრაელის მიმართულებით... ამიტომ ხდება მასობრივი მობილიზაცია" - რა სცენარი შეიძლება განვითარდეს უახლოეს საათებში?
"არსებობს საშიშროება, რომ "ჰეზბოლამაც" დაიწყოს შეტევა ისრაელის მიმართულებით... ამიტომ ხდება მასობრივი მობილიზაცია" - რა სცენარი შეიძლება განვითარდეს უახლოეს საათებში?

ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ სულ მცი­რე 40 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და და­ახ­ლო­ე­ბით 800 და­იჭ­რა დი­ლით მომ­ხდა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად. პა­ლეს­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 200 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად. ბრძო­ლე­ბი ამ დრომ­დე სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ აცხა­დებს, რომ ის­რა­ე­ლი ახლა სრულ­მას­შტა­ბი­ან ომ­შია.

  • ცნო­ბის­თვის, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ის­რა­ელ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ, და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან.

რო­გო­რია 18:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი და რა პრო­ცე­სებს უნდა ვე­ლო­დოთ უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში ის­რა­ელ­ში, ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე:

- ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა ღა­ზას სექ­ტო­რის სი­ახ­ლო­ვეს და­ი­წყეს თავ­მოყ­რა. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ისი­ნი სექ­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით სახ­მე­ლე­თო იე­რი­შის და­წყე­ბას გეგ­მა­ვენ. არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ჰა­მა­სის წი­ნა­აღ­მდეგ ღა­ზა­ში შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში, ჰეზ­ბო­ლამ, ლი­ბან­ში ბა­ზი­რე­ბულ­მა, ირა­ნის მარ­თულ­მა ში­ი­ტურ­მა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ შე­ტე­ვა და­ი­წყოს ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩრდი­ლო­ე­თი­დან. სწო­რედ ამი­ტომ ხდე­ბა მა­სობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია (და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის), რათა ნე­ბის­მი­ე­რი მხრი­დან იე­რი­შის შემ­თხვე­ვა­ში ის­რა­ელ­მა შეძ­ლოს თავ­დაც­ვა. ირა­ნი ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ომ­რად. ზო­გა­დად, ჰეზ­ბო­ლა ბევ­რად ძლი­ე­რი და სა­ში­ში ძა­ლაა, ვიდ­რე ჰა­მა­სი.

- ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცია აქ­ტი­უ­რად ბომ­ბავს ღა­ზას სექ­ტორს.

- ებ­რა­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი ღა­ზას სექ­ტო­რის მო­მიჯ­ნა­ვედ მყოფ ჰა­მა­სის დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უკვე აქ­ტი­უ­რად ამოქ­მედ­დნენ. შე­ტა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- ათო­ბით მძევ­ლი­სა და ტყვის აყ­ვა­ნა შეძ­ლეს ჰა­მა­სის წევ­რებ­მა. მრა­ვა­ლი მათ­გა­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი ქა­ლია. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ჰა­მა­სი მათი მეშ­ვე­ო­ბით ვაჭ­რო­ბას შე­ეც­დე­ბა, თუმ­ცა რად­გან არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად, ტე­რო­რის­ტულ ძა­ლა­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი, ყვე­ლა მშვი­დო­ბი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, ისე­ვე რო­გორც იმ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის, რო­მელ­თა გა­დაყ­ვა­ნაც სექ­ტორ­ში უკვე შეძ­ლეს.

- ჰა­მა­სის წევ­რე­ბი იმ ებ­რა­უ­ლი ტექ­ნი­კის ნა­წილს, რო­მელ­საც ვერ იყე­ნე­ბენ და ვერ ად­გილს უც­ვლი­ან - წვა­ვენ და აფეთ­ქე­ბენ.

- ჰა­მა­სის წევ­რე­ბი იყე­ნე­ბენ დრო­ნებ­ზე და­მაგ­რე­ბულ ბომ­ბებ­საც. ამას­თან, კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბი ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.- ჯერ­ჯე­რო­ბით კვლავ უც­ნო­ბია რა მას­შტა­ბის შე­ტა­კე­ბებ­თან გვაქვს საქ­მე და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე (მდი­ნა­რე იორ­და­ნეს და­სავ­ლეთ ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რია). აშ­კა­რაა მას­შტა­ბი ბევ­რად მცი­რეა, ვიდ­რე ღა­ზას მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ აშ­კა­რაა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ხდე­ბა გამ­წვა­ვე­ბა.

- არამ­ხო­ლოდ ირან­მა, არა­მედ სა­უ­დის არა­ბეთ­მაც კი ირი­ბად ის­რა­ე­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში და ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფებს "სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი" უწო­და. ზო­გა­დად, არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში გან­წყო­ბე­ბი ან­ტი­ებ­რა­უ­ლია.

წა­ი­კი­თეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vova
1

ჰეზბოლა მართლა საშიშია ირანის მხარდაჭერილი.

გეგი
10

სამწუხაროდ მსოფლიო ომის დაწყების წინა პირობაა :(((

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არსებობს საშიშროება, რომ "ჰეზბოლამაც" დაიწყოს შეტევა ისრაელის მიმართულებით... ამიტომ ხდება მასობრივი მობილიზაცია" - რა სცენარი შეიძლება განვითარდეს უახლოეს საათებში?

"არსებობს საშიშროება, რომ "ჰეზბოლამაც" დაიწყოს შეტევა ისრაელის მიმართულებით... ამიტომ ხდება მასობრივი მობილიზაცია" - რა სცენარი შეიძლება განვითარდეს უახლოეს საათებში?

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 800 დაიჭრა დილით მომხდარი მოულოდნელი თავდასხმის შედეგად. პალესტინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაახლოებით 200 ადამიანი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად. ბრძოლები ამ დრომდე სხვადასხვა ადგილზე კვლავ მიმდინარეობს.

მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ახლა სრულმასშტაბიან ომშია.

  • ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

როგორია 18:00 საათის მონაცემები და რა პროცესებს უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში ისრაელში, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ ინფორმაციას ავრცელებს პროფესორი გიორგი კობერიძე:

- ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორის სიახლოვეს დაიწყეს თავმოყრა. სავარაუდოა, რომ ისინი სექტორის მიმართულებით სახმელეთო იერიშის დაწყებას გეგმავენ. არსებობს საშიშროება, რომ ჰამასის წინააღმდეგ ღაზაში შეჭრის შემთხვევაში, ჰეზბოლამ, ლიბანში ბაზირებულმა, ირანის მართულმა შიიტურმა ტერორისტული ორგანიზაციამ შეტევა დაიწყოს ისრაელის მიმართულებით ჩრდილოეთიდან. სწორედ ამიტომ ხდება მასობრივი მობილიზაცია (დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის), რათა ნებისმიერი მხრიდან იერიშის შემთხვევაში ისრაელმა შეძლოს თავდაცვა. ირანი ყველა საშუალებას გამოიყენებს ისრაელის წინააღმდეგ საომრად. ზოგადად, ჰეზბოლა ბევრად ძლიერი და საშიში ძალაა, ვიდრე ჰამასი.

- ისრაელის ავიაცია აქტიურად ბომბავს ღაზას სექტორს.

- ებრაული დანაყოფები ღაზას სექტორის მომიჯნავედ მყოფ ჰამასის დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ უკვე აქტიურად ამოქმედდნენ. შეტაკებები მიმდინარეობს.

- ათობით მძევლისა და ტყვის აყვანა შეძლეს ჰამასის წევრებმა. მრავალი მათგანი მშვიდობიანი ქალია. მათი მდგომარეობა მძიმეა. სავარაუდოა, რომ ჰამასი მათი მეშვეობით ვაჭრობას შეეცდება, თუმცა რადგან არაპროგნოზირებად, ტერორისტულ ძალაზე გვაქვს საუბარი, ყველა მშვიდობიანის სიცოცხლეს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება, ისევე როგორც იმ დატყვევებული სამხედროების, რომელთა გადაყვანაც სექტორში უკვე შეძლეს.

- ჰამასის წევრები იმ ებრაული ტექნიკის ნაწილს, რომელსაც ვერ იყენებენ და ვერ ადგილს უცვლიან - წვავენ და აფეთქებენ.

- ჰამასის წევრები იყენებენ დრონებზე დამაგრებულ ბომბებსაც. ამასთან, კვლავ მიმდინარეობს სარაკეტო თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ.- ჯერჯერობით კვლავ უცნობია რა მასშტაბის შეტაკებებთან გვაქვს საქმე დასავლეთ სანაპიროზე (მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე პალესტინის ტერიტორია). აშკარაა მასშტაბი ბევრად მცირეა, ვიდრე ღაზას მიმართულებაზე, მაგრამ აშკარაა ამ მიმართულებითაც ხდება გამწვავება.

- არამხოლოდ ირანმა, არამედ საუდის არაბეთმაც კი ირიბად ისრაელი დაადანაშაულა მიმდინარე პროცესებში და ისრაელის სამხედრო დანაყოფებს "საოკუპაციო ძალები" უწოდა. ზოგადად, არაბული ქვეყნების უმრავლესობაში განწყობები ანტიებრაულია.

წაიკითეთ ასევე: