მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში ის მოხდა..." - როგორია ცნობილი იუმორისტის რეალური ცხოვრება: დათუნა ტატულაშვილი "ტიკ ტოკს" მიღმა, ოჯახზე, ბავშვობასა და კარიერაზე
"რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში ის მოხდა..." - როგორია ცნობილი იუმორისტის რეალური ცხოვრება: დათუნა ტატულაშვილი "ტიკ ტოკს" მიღმა, ოჯახზე, ბავშვობასა და კარიერაზე

"რა­საც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ის მოხ­და. ამი­ტომ ჩემ­ზე პა­ტა­რებს ვე­ტყვი, ყო­ველ­თვის სჯე­რო­დეთ, რაც უნ­დათ, აუ­ცი­ლებ­ლად აუხ­დე­ბათ. ფარ-ხმა­ლი არ და­ყა­რონ, ცხოვ­რე­ბა არის სი­ურპრი­ზე­ბით სავ­სე, ოღონდ, შრო­მაა მთა­ვა­რი, შრო­მის გა­რე­შე არა­ფერს აქვს აზრი, თა­ვი­სით არა­ფე­რი მოვა. უნდა მო­ი­წა­დი­ნო, რომ შე­დე­გი მო­ი­ტა­ნო,“ - გვე­უბ­ნე­ბა და­თუ­ნა ტა­ტუ­ლაშ­ვი­ლი, ბიჭი, რო­მე­ლიც "და­თუ­ნა­თათ" - ამ სა­ხე­ლით არის "ტი­კტოკ­ზე" ცნო­ბი­ლი. იუ­მო­რის­ტია და 419.500-ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

მისი ვი­დე­ო­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის შარ­ჟია. და­თუ­ნას კონ­ტენ­ტი ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა არა მხო­ლოდ "ტი­კტოკ­ზე", არა­მედ - "ფე­ის­ბუქ­ზეც". ერთი წე­ლია, ის „შა­ბა­თის შოუს“ გუნ­დის წევ­რიც გახ­და და მა­ყუ­რე­ბელ­მა უკვე აქე­და­ნაც გა­იც­ნო.

AMBEBI.GE ცნო­ბილ „ტი­კტო­კერს“ და­თუ­ნა ტა­ტუ­ლაშ­ვი­ლის ესა­უბ­რა.

- "ტიკ ტოკ­ზე“ იმ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რია გყავს, მგო­ნი, კენ­ჭი უნდა იყა­რო. რას იტყვი?

- კარ­გი აზ­რია, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა ბო­ლოს მა­ინც ყვე­ლა­ფერს აფუ­ჭებს...

- გა­სა­გე­ბია... ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვი ხარ - რას ნიშ­ნავს ეს შენ­თვის?

- ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა მაქვს... დღეს ამ­დე­ნი გა­მომ­წე­რი რომ მყავს, ხალ­ხს რომ ვუყ­ვარ­ვარ და "შა­ბა­თის შოუს“ წევ­რი რომ ვარ, - ამას ვე­რას­დროს წარ­მო­ვუდ­გენ­დი. ჩემ­თვის სი­ურპრი­ზია ის, რაც ახლა ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მგო­ნი, ამ ყვე­ლა­ფერ­ში იღ­ბა­ლი­ცაა ჩარ­თუ­ლი.

- "ტიკ ტოკ­ზე“ შენი უამ­რა­ვი ვი­დე­ო­დან ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს - სა­დაც სა­ოც­რად და უც­ნა­უ­რად ცეკ­ვავ...

- ყვე­ლა ვი­დე­ოს თა­ვის ის­ტო­რია აქვს... ვხდე­ბი, რო­მელ­საც გუ­ლის­ხმობთ... ერთხელ სამ­სა­ხუ­რი­დან დაღ­ლი­ლი მო­ვე­დი, მუ­სი­კას, რაც მაგ ვი­დე­ოს ახ­ლავს, შემ­თხვე­ვით წა­ვა­წყდი, რო­მელ­ზეც ვი­ღაც უცხო­ე­ლი კაცი ცეკ­ვავ­და. იდეა გა­მიჩ­ნდა - მეც ჩა­მე­წე­რა... კერ­ძო სახ­ლში ვცხოვ­რობ, ეზო­ში გა­ვე­დი, დე­დის, ბე­ბი­ის ძველ­მა­ნი ტან­საც­მე­ლი ჩა­ვიც­ვი, იმ მუ­სი­კა­ზე პირ­ვე­ლი­ვე ჩა­წე­რა­ზე ეგ ვი­დეო გა­მო­ვი­და, რაც მაგ­რად აი­ტა­ცეს.

ქა­ლის როლი კარ­გად გა­მოგ­დის, ოღონდ, ამას პა­რი­კის და მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე ახერ­ხებ. შენი ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟია ქალ­ბა­ტო­ნი ნონა... ვინ არის ეს ქალი?

- კი, ნონა სა­ო­ცა­რი ქა­ლია, რო­მელ­საც მე­ზო­ბე­ლი ფიქ­რია ჰყავს... ქალ­ბა­ტო­ნი ნონა რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია, ცოტა ეჭ­ვებ­შია, მის პა­რო­დი­ას ხომ არ ვა­კე­თებ. თუმ­ცა ზუს­ტად არ იცის. ის ჩემი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა რო­მაა.

ჩემი შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი კი ასე­თია - უყ­ვარს, როცა ოჯა­ხი ბა­რა­ქი­ა­ნია, მა­ცი­ვა­რი სავ­სეა პრო­დუქ­ტით, წუწკ ადა­მი­ა­ნებს ვერ იტანს - ერთი თავი ხახ­ვი და ნი­ო­რი მა­სეს­ხეო, მე­ზო­ბელ­თან რომ და­დი­ან. წეს­რი­გი­ა­ნია და პა­ტა­რა შეც­დო­მა­საც არა­ვის აპა­ტი­ებს. დი­ა­სახ­ლი­სია, სამ­სა­ხუ­რი არას­დროს ჰქო­ნია. ჩემი ნონა გა­რეგ­ნუ­ლად სრუ­ლია და სა­რა­ფა­ნი უყ­ვარს. ნამ­დვი­ლი კი, ვის მი­ხედ­ვი­თაც შევ­ქმე­ნი ეს პერ­სო­ნა­ჟი, სულ სხვა­ნა­ი­რია.

- შენი პერ­სო­ნა­ჟე­ბით რას ამ­ბობ?

- ბევრ რა­მეს, მა­გა­ლი­თად, რა­საც ქა­ლე­ბი ვერ ამ­ბო­ბენ, მათ სათ­ქმელს ვამ­ბობ. ხომ იცით, ქარ­თვე­ლი ქალი, სა­ჯა­როდ მა­ინც არ ამ­ჟღავ­ნებს, როცა ქმარ­ზეა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად ამ პერ­სო­ნა­ჟით კი ქა­ლე­ბის ნაც­ვლად ვლა­პა­რა­კობ... მერე ვი­დე­ოს ქვეშ კო­მენ­ტა­რებს რომ ვნა­ხუ­ლობ, - ჩვენს სათ­ქმელს ამ­ბო­ბო, - ხში­რად წე­რენ.

- ალ­ბათ ქუ­ჩა­ში გცნო­ბენ...

- კი, მცნო­ბენ და ხან­და­ხან ნო­ნას მე­ძა­ხი­ან, რაც ზოგ­ჯერ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოც არის. მი­დი­ხარ სიმ­პა­თი­უ­რი ბიჭი, კარ­გად გა­მო­წყო­ბი­ლი და ვი­ღაც მო­გა­ძა­ხებს - ნო­ნაა. ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია...

- ცნო­ბი­ლია, რომ "შა­ბა­თის შოუს“ გუნ­დის წევ­რიც ხარ. კი­დევ რას საქ­მი­ა­ნობ?

- კი, "შა­ბა­თის შოუს“ ჯგუფ­ში ვარ, იქ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კია, სცე­ნარ­საც ვწერთ. კვი­რა­ში სამი დღე მანდ ვმუ­შა­ობ, და­ნარ­ჩე­ნი დღე­ე­ბი - და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში წამ­ყვა­ნი ვარ. ხან­და­ხან ისეც ყო­ფი­ლა, რამ­დე­ნი­მე კვი­რა დას­ვე­ნე­ბის გა­რე­შე, გა­დაბ­მუ­ლად მი­მუ­შა­ვია. მაგ­რამ, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ვი­ტყვი, რომ ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ზუს­ტად იქ ვარ, სა­დაც უნდა ვიყო. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვა­კე­თებ, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მიყ­ვარს.

- "შა­ბა­თის შო­უ­ში“ მოხ­ვედ­რა ცხა­დია, შენ­მა "ტიკ ტო­კე­რო­ბამ“ გან­სა­ზღვრა, არა?

- შარ­შან ახა­ლი სე­ზო­ნი რომ უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვანო ვარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და­მი­კავ­შირ­და და სტა­ჟი­რე­ბა­ზე მი­მიწ­ვია. ერ­თთვი­ა­ნი ეტა­პი უნდა გა­მევ­ლო. ისე დავ­თან­ხმდი, არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. გა­ვი­ა­რე სტა­ჟი­რე­ბა და გუნდში დამ­ტო­ვეს... მათ­თვის ნონა საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი აღ­მოჩ­ნდა და "შა­ბა­თის შო­უ­ში“ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. „ტი­კტო­კი­დან“ ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

- 24 წლის ასაკ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ. ეს ყვე­ლა­ფე­რი შენი მო­ნა­ცე­მე­ბით და უნა­რე­ბით შე­ძე­ლი...

- ზუს­ტად ეგ მა­ხა­რებს, რომ ჩე­მით მო­ვე­დი აქამ­დე და არა­ვის რე­კო­მენ­და­ცია არ დამ­ჭირ­და. ზო­გა­დად არ მიყ­ვარს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­წე­ვა... ისე ეს ისე­თი სფე­როა, რე­კო­მენ­და­ცია არც ჭრის, რად­გან თუ ნამ­დვი­ლი ხარ, გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი უკვე გაქვს.

კი, აქამ­დე ჩემი ძა­ლე­ბით, ჩემი მონ­დო­მე­ბით მო­ვე­დი. ისე­თი კონ­ტენ­ტი მაქვს, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე ცუდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას არ ვახ­დენ, ამის უფ­ლე­ბაც არ არ მაქვს. ხან­და­ხან მინ­და, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ტეს­ტი გა­მოვ­თქვა, მაგ­რამ ხალ­ხმა ასე­თი გა­მიც­ნო და ვფიქ­რობ, ასე­თად დავ­რჩე...

- სა­კუ­თა­რი სახ­ლი მაქვს და ეზოო. თბი­ლის­ში რო­მელ უბან­ში ცხოვ­რობ და გაგ­ვა­ცა­ნი შენი ოჯა­ხი.

- ლოტ­კინ­ზე, ბო­შა­თა და­სახ­ლე­ბას რომ ეძა­ხი­ან, იქ ვცხოვ­რობ. "ტიკ ტოკ­ზე“ ბო­შე­ბის თე­მა­საც შე­ვე­ხე, ვი­დე­ო­ე­ბი ჩავ­წე­რე და მე­გო­ნა, ქუ­ჩა­ში რომ შემ­ხვდე­ბოდ­ნენ, პრობ­ლე­მას შე­მიქ­მნიდ­ნენ, მაგ­რამ პი­რი­ქით მოხ­და, მო­ე­წო­ნათ. ხან და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, ხან ტან­საც­მელს მჩუქ­ნი­ან - ბო­ტა­სი, „ბრიტ­ვა,“ „კალ­გოტ­კაა“...

სახ­ლში ერ­თად ვცხოვ­რობთ - მე, დედა, ბე­ბია - მა­მა­ჩე­მის დედა და ჩემი 9 წლის ძმა. მამა სა­ზღვარ­გა­რე­თაა, ემიგ­რან­ტია. მას "თე­ატ­რა­ლუ­რი“ აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ქო­რე­ოგ­რა­ფია, ადრე ბავ­შვებს ცეკ­ვას ას­წავ­ლი­და. მერე ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა და უკვე 7 წე­ლია ამე­რი­კა­შია. მყავს ორი ძაღ­ლი და 4 თუ­თი­ყუ­შიც. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფრინ­ვე­ლე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი და მცე­ნა­რე­ე­ბი.

დედა ექთა­ნია, მაგ­რამ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობს. მე და დედა კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ. კარ­გი კუ­ლი­ნა­რია, სას­წა­უ­ლი ხე­ლის პატ­რო­ნია, კარგ ხინ­კალს აკე­თებს და რას არა. რომ ვთქვა, ხინ­კლის შეხ­ვე­ვა კარ­გად გა­მომ­დის-მეთ­ქი, არა, კარ­ტო­ფი­ლის ხინ­კალს თევ­ზის ფორ­მი­სას კი მშვე­ნივ­რად ვარ­თმევ თავს. სხვა კერ­ძებ­საც ვამ­ზა­დებ. „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­შიც“ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ათე­ულ­ში მოვ­ხვდი.

- ბავ­შვო­ბი­დან და­ი­წყე პა­რო­დი­ე­ბის გა­კე­თე­ბა?

- კი, უშუ­ქო­ბის პე­რი­ოდს მეც მო­ვეს­წა­რი. 2000-სი­ა­ნე­ბის და­სა­წყის­ში მზე­სუმ­ზი­რას მოვ­ხა­ლავ­დით, ნა­ტე­სა­ო­ბა ეზო­ში შე­ვიკ­რი­ბე­ბო­დით. ბი­ძაშ­ვი­ლე­ბიც იქვე ცხოვ­რო­ბენ და ვი­წყებ­დი გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბას, ასე­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბის პა­რო­დი­ებს. დე­და­ჩემს, მა­მი­და­ჩე­მებს, დე­ი­და­ჩემს, ბე­ბი­ა­ჩემს, სი­ცი­ლით ვხო­ცავ­დი.

ჩვენს უბან­ში 190 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი და იქ და­ვი­წყე მას­წავ­ლებ­ლე­ბის პა­რო­დი­ე­ბის გა­კე­თე­ბა. ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩემ­ზე გიჟ­დე­ბო­და. ერთხელ სულ სხვა კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა ექ­სკურ­სი­ა­ზე მეც დამ­პა­ტი­ჟა, რომ კარ­გი დრო გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. მას­წავ­ლებ­ლე­ბის პა­რო­დი­ებს მათი თან­დას­წრე­ბით ვა­კე­თებ­დი, გიჟ­დე­ბოდ­ნენ. რაც მთა­ვა­რია, არ ბრაზ­დე­ბოდ­ნენ. მეც რა­ტომ­ღაც არ მე­რი­დე­ბო­და.

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ში რით იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ხატ­ვა­ზე დავ­დი­ო­დი. ახ­ლაც ვხა­ტავ, მაგ­რამ ჩემი ნა­ხა­ტე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ მიყ­ვარს. ყო­ფი­ლა, რომ მორ­ჩე­ნი­ლი და გა­და­ნა­ხუ­ლი შპა­ლე­რი ერთ ზო­მა­ზე და­მიჭ­რია და მას­ზე და­მი­ხა­ტავს. ფურ­ცელს მერ­ჩივ­ნა. რა ზო­მაც მინ­დო­და, იმ ზო­მას ვაძ­ლევ­დი. გუ­ა­შით ვხა­ტავ­დი. ჭი­და­ო­ბა­ზეც დავ­დი­ო­დი, სიმ­ღე­რა­ზე და ცეკ­ვა­ზე. ცეკ­ვაც მიყ­ვარს და სიმ­ღე­რაც, მინ­დო­და მომ­ღე­რა­ლი, ან მსა­ხი­ო­ბი გა­მო­სუ­ლი­ყა­ვი.

- რამ შე­გი­შა­ლა ხელი?

- გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ხმა შე­მეც­ვა­ლა და დი­ა­პა­ზო­ნიც. მერე გული ავიც­რუე. უც­ნა­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ცოტა და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა მაკ­ლდა, ჩემი თა­ვის არა­სო­დეს მჯე­რო­და. შემ­დეგ რა­ტომ­ღაც გა­დავ­წყვი­ტე, სკო­ლას რომ და­ვამ­თავ­რებ­დი, არ უნდა მეს­წავ­ლა. ბირ­ჟა­ზე დგო­მა მინ­დო­და. ქუჩა მიყ­ვარ­და... თან თით­ქოს სწავ­ლა „ტე­ხავ­და“. მერე, რა თქმა უნდა, ვი­ნა­ნე.

18 წლის რო­გორც კი გავ­ხდი, ჯარ­ში წა­მიყ­ვა­ნეს. სახ­ლში მო­მად­გნენ ისე, არც მოწ­ვე­ვა მომ­სვლია, არც ვე­ლო­დე­ბო­დი. მომ­კი­დეს ხელი და სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა­ზე გა­მა­ქა­ნეს და ჯარ­ში ჩამ­წე­რეს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ვი­ყა­ვი. სამ დღე­ში ერთხელ მივ­დი­ო­დი, ხელ­ფა­სი 25 ლარი მქონ­და.

- ე.ი. სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბა გაკ­ლდა, რომ "თე­ატ­რა­ლუ­რის­კენ" გა­გე­ხე­და?

- რა­ღაც­ნა­ი­რად დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი. ჯარს რომ მოვ­რჩი, კონ­სულ­ტან­ტად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ში, ბევ­რგან ვი­მუ­შა­ვე და ბო­ლოს აქ აღ­მოჩ­ნდი. ახლა, რო­გორც გი­თხა­რით, ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი საქ­მე მაქვს. ვიღ­ლე­ბი, მაგ­რამ კმა­ყო­ფი­ლი მოვ­დი­ვარ სახ­ლში, რომ რა­ღაც გა­ა­კე­თე.

"შა­ბა­თის შო­უ­ში“ ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხი და გა­რე­მოა. გუ­ლით მი­მი­ღეს. ვი­ღებ შე­ნიშ­ვნებს და ვით­ვა­ლის­წი­ნებ. მე­გობ­რუ­ლად ვართ და ერ­თმა­ნეთს რჩე­ვებს სულ ვაძ­ლევთ. გა­მო­ვარ­ჩევ­დი თა­თია სუ­ლუ­აშ­ვილს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს მაძ­ლევს, გვერ­დში მიდ­გას, მეხ­მა­რე­ბა, მზრდის... მგო­ნი, ამ ფორ­მატ­შიც მი­მი­ღო მა­ყუ­რე­ბელ­მა.

„თე­ატ­რა­ლურ­ზე“ ფიქ­რობ. ძა­ლი­ან მინ­და, თე­ატ­რშიც რომ ვიყო და მაგ მი­ზან­საც მი­ვაღ­წევ, რომ თე­ატ­რის სცე­ნა­ზე თავი მოვ­სინ­ჯო. მოკ­ლედ, ვნა­ხოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში ის მოხდა..." - როგორია ცნობილი იუმორისტის რეალური ცხოვრება: დათუნა ტატულაშვილი "ტიკ ტოკს" მიღმა, ოჯახზე, ბავშვობასა და კარიერაზე

"რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში ის მოხდა..." - როგორია ცნობილი იუმორისტის რეალური ცხოვრება: დათუნა ტატულაშვილი "ტიკ ტოკს" მიღმა, ოჯახზე, ბავშვობასა და კარიერაზე

"რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში ის მოხდა. ამიტომ ჩემზე პატარებს ვეტყვი, ყოველთვის სჯეროდეთ, რაც უნდათ, აუცილებლად აუხდებათ. ფარ-ხმალი არ დაყარონ, ცხოვრება არის სიურპრიზებით სავსე, ოღონდ, შრომაა მთავარი, შრომის გარეშე არაფერს აქვს აზრი, თავისით არაფერი მოვა. უნდა მოიწადინო, რომ შედეგი მოიტანო,“ - გვეუბნება დათუნა ტატულაშვილი, ბიჭი, რომელიც "დათუნათათ" - ამ სახელით არის "ტიკტოკზე" ცნობილი. იუმორისტია და 419.500-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მისი ვიდეოები ყოველდღიური ცხოვრების შარჟია. დათუნას კონტენტი ვირუსულად ვრცელდება არა მხოლოდ "ტიკტოკზე", არამედ - "ფეისბუქზეც". ერთი წელია, ის „შაბათის შოუს“ გუნდის წევრიც გახდა და მაყურებელმა უკვე აქედანაც გაიცნო.

AMBEBI.GE ცნობილ „ტიკტოკერს“ დათუნა ტატულაშვილის ესაუბრა.

- "ტიკ ტოკზე“ იმხელა აუდიტორია გყავს, მგონი, კენჭი უნდა იყარო. რას იტყვი?

- კარგი აზრია, მაგრამ პოლიტიკა ბოლოს მაინც ყველაფერს აფუჭებს...

- გასაგებია... ინტერნეტვარსკვლავი ხარ - რას ნიშნავს ეს შენთვის?

- ბავშვობიდან ძალიან დაბალი თვითშეფასება მაქვს... დღეს ამდენი გამომწერი რომ მყავს, ხალხს რომ ვუყვარვარ და "შაბათის შოუს“ წევრი რომ ვარ, - ამას ვერასდროს წარმოვუდგენდი. ჩემთვის სიურპრიზია ის, რაც ახლა ხდება ჩემს ცხოვრებაში. მგონი, ამ ყველაფერში იღბალიცაა ჩართული.

- "ტიკ ტოკზე“ შენი უამრავი ვიდეოდან ერთი გამორჩეულად მიყვარს - სადაც საოცრად და უცნაურად ცეკვავ...

- ყველა ვიდეოს თავის ისტორია აქვს... ვხდები, რომელსაც გულისხმობთ... ერთხელ სამსახურიდან დაღლილი მოვედი, მუსიკას, რაც მაგ ვიდეოს ახლავს, შემთხვევით წავაწყდი, რომელზეც ვიღაც უცხოელი კაცი ცეკვავდა. იდეა გამიჩნდა - მეც ჩამეწერა... კერძო სახლში ვცხოვრობ, ეზოში გავედი, დედის, ბებიის ძველმანი ტანსაცმელი ჩავიცვი, იმ მუსიკაზე პირველივე ჩაწერაზე ეგ ვიდეო გამოვიდა, რაც მაგრად აიტაცეს.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@datunatat/video/7256017509579558162" data-video-id="7256017509579558162" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@datunatat" href="https://www.tiktok.com/@datunatat?refer=embed">@datunatat</a> <p></p> <a target="_blank" title="♬ Originalton - 𝐊𝐡𝐚𝐥𝐢𝐥 𝐝𝐚𝐫𝐯𝐢𝐬𝐡" href="https://www.tiktok.com/music/Originalton-7223398667972365061?refer=embed">♬ Originalton - 𝐊𝐡𝐚𝐥𝐢𝐥 𝐝𝐚𝐫𝐯𝐢𝐬𝐡</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

ქალის როლი კარგად გამოგდის, ოღონდ, ამას პარიკის და მაკიაჟის გარეშე ახერხებ. შენი ცნობილი პერსონაჟია ქალბატონი ნონა... ვინ არის ეს ქალი?

- კი, ნონა საოცარი ქალია, რომელსაც მეზობელი ფიქრია ჰყავს... ქალბატონი ნონა რეალური ადამიანია, ცოტა ეჭვებშია, მის პაროდიას ხომ არ ვაკეთებ. თუმცა ზუსტად არ იცის. ის ჩემი წარმატების ფორმულა რომაა.

ჩემი შექმნილი პერსონაჟი კი ასეთია - უყვარს, როცა ოჯახი ბარაქიანია, მაცივარი სავსეა პროდუქტით, წუწკ ადამიანებს ვერ იტანს - ერთი თავი ხახვი და ნიორი მასესხეო, მეზობელთან რომ დადიან. წესრიგიანია და პატარა შეცდომასაც არავის აპატიებს. დიასახლისია, სამსახური არასდროს ჰქონია. ჩემი ნონა გარეგნულად სრულია და სარაფანი უყვარს. ნამდვილი კი, ვის მიხედვითაც შევქმენი ეს პერსონაჟი, სულ სხვანაირია.

- შენი პერსონაჟებით რას ამბობ?

- ბევრ რამეს, მაგალითად, რასაც ქალები ვერ ამბობენ, მათ სათქმელს ვამბობ. ხომ იცით, ქართველი ქალი, საჯაროდ მაინც არ ამჟღავნებს, როცა ქმარზეა გაბრაზებული. კონკრეტულად ამ პერსონაჟით კი ქალების ნაცვლად ვლაპარაკობ... მერე ვიდეოს ქვეშ კომენტარებს რომ ვნახულობ, - ჩვენს სათქმელს ამბობო, - ხშირად წერენ.

- ალბათ ქუჩაში გცნობენ...

- კი, მცნობენ და ხანდახან ნონას მეძახიან, რაც ზოგჯერ არასასიამოვნოც არის. მიდიხარ სიმპათიური ბიჭი, კარგად გამოწყობილი და ვიღაც მოგაძახებს - ნონაა. ეს საშინელი ამბავია...

- ცნობილია, რომ "შაბათის შოუს“ გუნდის წევრიც ხარ. კიდევ რას საქმიანობ?

- კი, "შაბათის შოუს“ ჯგუფში ვარ, იქ ძალიან დატვირთული გრაფიკია, სცენარსაც ვწერთ. კვირაში სამი დღე მანდ ვმუშაობ, დანარჩენი დღეები - დაბადების დღის ცენტრში წამყვანი ვარ. ხანდახან ისეც ყოფილა, რამდენიმე კვირა დასვენების გარეშე, გადაბმულად მიმუშავია. მაგრამ, პირდაპირი მნიშვნელობით ვიტყვი, რომ ეს ბედნიერებაა. ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, სხვადასხვანაირად მიყვარს.

- "შაბათის შოუში“ მოხვედრა ცხადია, შენმა "ტიკ ტოკერობამ“ განსაზღვრა, არა?

- შარშან ახალი სეზონი რომ უნდა დაწყებულიყო, სოციალურ ქსელში ვანო ვარ ჯავახიშვილი დამიკავშირდა და სტაჟირებაზე მიმიწვია. ერთთვიანი ეტაპი უნდა გამევლო. ისე დავთანხმდი, არც დავფიქრებულვარ. გავიარე სტაჟირება და გუნდში დამტოვეს... მათთვის ნონა საყვარელი პერსონაჟი აღმოჩნდა და "შაბათის შოუში“ გამოვიყვანეთ. „ტიკტოკიდან“ ტელეეკრანებზე გადაინაცვლა.

- 24 წლის ასაკში წარმატებული ადამიანი ხარ. ეს ყველაფერი შენი მონაცემებით და უნარებით შეძელი...

- ზუსტად ეგ მახარებს, რომ ჩემით მოვედი აქამდე და არავის რეკომენდაცია არ დამჭირდა. ზოგადად არ მიყვარს რეკომენდაციების გაწევა... ისე ეს ისეთი სფეროა, რეკომენდაცია არც ჭრის, რადგან თუ ნამდვილი ხარ, გარკვეული შედეგი უკვე გაქვს.

კი, აქამდე ჩემი ძალებით, ჩემი მონდომებით მოვედი. ისეთი კონტენტი მაქვს, რომ ადამიანებზე ცუდ შთაბეჭდილებას არ ვახდენ, ამის უფლებაც არ არ მაქვს. ხანდახან მინდა, ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვა, მაგრამ ხალხმა ასეთი გამიცნო და ვფიქრობ, ასეთად დავრჩე...

- საკუთარი სახლი მაქვს და ეზოო. თბილისში რომელ უბანში ცხოვრობ და გაგვაცანი შენი ოჯახი.

- ლოტკინზე, ბოშათა დასახლებას რომ ეძახიან, იქ ვცხოვრობ. "ტიკ ტოკზე“ ბოშების თემასაც შევეხე, ვიდეოები ჩავწერე და მეგონა, ქუჩაში რომ შემხვდებოდნენ, პრობლემას შემიქმნიდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა, მოეწონათ. ხან დაბადების დღეზე მეპატიჟებიან, ხან ტანსაცმელს მჩუქნიან - ბოტასი, „ბრიტვა,“ „კალგოტკაა“...

სახლში ერთად ვცხოვრობთ - მე, დედა, ბებია - მამაჩემის დედა და ჩემი 9 წლის ძმა. მამა საზღვარგარეთაა, ემიგრანტია. მას "თეატრალური“ აქვს დამთავრებული და ქორეოგრაფია, ადრე ბავშვებს ცეკვას ასწავლიდა. მერე ცხოვრებამ მოიტანა და უკვე 7 წელია ამერიკაშია. მყავს ორი ძაღლი და 4 თუთიყუშიც. ძალიან მიყვარს ფრინველები, ცხოველები და მცენარეები.

დედა ექთანია, მაგრამ თავისი პროფესიით არ მუშაობს. მე და დედა კარგი მეგობრები ვართ. კარგი კულინარია, სასწაული ხელის პატრონია, კარგ ხინკალს აკეთებს და რას არა. რომ ვთქვა, ხინკლის შეხვევა კარგად გამომდის-მეთქი, არა, კარტოფილის ხინკალს თევზის ფორმისას კი მშვენივრად ვართმევ თავს. სხვა კერძებსაც ვამზადებ. „სამზარეულოს ომებშიც“ ვმონაწილეობდი, ათეულში მოვხვდი.

- ბავშვობიდან დაიწყე პაროდიების გაკეთება?

- კი, უშუქობის პერიოდს მეც მოვესწარი. 2000-სიანების დასაწყისში მზესუმზირას მოვხალავდით, ნატესაობა ეზოში შევიკრიბებოდით. ბიძაშვილებიც იქვე ცხოვრობენ და ვიწყებდი გამოგონილი პერსონაჟების განსახიერებას, ასევე ოჯახის წევრების პაროდიებს. დედაჩემს, მამიდაჩემებს, დეიდაჩემს, ბებიაჩემს, სიცილით ვხოცავდი.

ჩვენს უბანში 190 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი და იქ დავიწყე მასწავლებლების პაროდიების გაკეთება. ყველა მასწავლებელი ჩემზე გიჟდებოდა. ერთხელ სულ სხვა კლასის დამრიგებელმა ექსკურსიაზე მეც დამპატიჟა, რომ კარგი დრო გაეტარებინათ. მასწავლებლების პაროდიებს მათი თანდასწრებით ვაკეთებდი, გიჟდებოდნენ. რაც მთავარია, არ ბრაზდებოდნენ. მეც რატომღაც არ მერიდებოდა.

- სკოლის პერიოდში რით იყავი დაკავებული?

- ხატვაზე დავდიოდი. ახლაც ვხატავ, მაგრამ ჩემი ნახატების გასაჯაროება არ მიყვარს. ყოფილა, რომ მორჩენილი და გადანახული შპალერი ერთ ზომაზე დამიჭრია და მასზე დამიხატავს. ფურცელს მერჩივნა. რა ზომაც მინდოდა, იმ ზომას ვაძლევდი. გუაშით ვხატავდი. ჭიდაობაზეც დავდიოდი, სიმღერაზე და ცეკვაზე. ცეკვაც მიყვარს და სიმღერაც, მინდოდა მომღერალი, ან მსახიობი გამოსულიყავი.

- რამ შეგიშალა ხელი?

- გარდატეხის ასაკში ხმა შემეცვალა და დიაპაზონიც. მერე გული ავიცრუე. უცნაური ბავშვი ვიყავი. ცოტა დამაჯერებლობა მაკლდა, ჩემი თავის არასოდეს მჯეროდა. შემდეგ რატომღაც გადავწყვიტე, სკოლას რომ დავამთავრებდი, არ უნდა მესწავლა. ბირჟაზე დგომა მინდოდა. ქუჩა მიყვარდა... თან თითქოს სწავლა „ტეხავდა“. მერე, რა თქმა უნდა, ვინანე.

18 წლის როგორც კი გავხდი, ჯარში წამიყვანეს. სახლში მომადგნენ ისე, არც მოწვევა მომსვლია, არც ველოდებოდი. მომკიდეს ხელი და სამედიცინო შემოწმებაზე გამაქანეს და ჯარში ჩამწერეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვიყავი. სამ დღეში ერთხელ მივდიოდი, ხელფასი 25 ლარი მქონდა.

- ე.ი. საკუთარ თავში დარწმუნება გაკლდა, რომ "თეატრალურისკენ" გაგეხედა?

- რაღაცნაირად დაბნეული ვიყავი. ჯარს რომ მოვრჩი, კონსულტანტად დავიწყე მუშაობა ტანსაცმლის მაღაზიაში, ბევრგან ვიმუშავე და ბოლოს აქ აღმოჩნდი. ახლა, როგორც გითხარით, ყველაზე კომფორტული საქმე მაქვს. ვიღლები, მაგრამ კმაყოფილი მოვდივარ სახლში, რომ რაღაც გააკეთე.

"შაბათის შოუში“ ძალიან კარგი ხალხი და გარემოა. გულით მიმიღეს. ვიღებ შენიშვნებს და ვითვალისწინებ. მეგობრულად ვართ და ერთმანეთს რჩევებს სულ ვაძლევთ. გამოვარჩევდი თათია სულუაშვილს, რომელიც ძალიან დამეხმარა. სასარგებლო რჩევებს მაძლევს, გვერდში მიდგას, მეხმარება, მზრდის... მგონი, ამ ფორმატშიც მიმიღო მაყურებელმა.

„თეატრალურზე“ ფიქრობ. ძალიან მინდა, თეატრშიც რომ ვიყო და მაგ მიზანსაც მივაღწევ, რომ თეატრის სცენაზე თავი მოვსინჯო. მოკლედ, ვნახოთ.